ასწავლეთ ბავშვებს ფრენა

ზის ერთი მოხუცი გზის პირას და ჩაფიქრებული გაჰყურებს ჰორიზონტს.

ხედავს, მოდის კაცი და თან მოყვება ბავში. როცა მოახლოვდნენ, კაცი გაჩერდა და ბავშვს უთხრა მიეწოდებინა მოხუცისთვის წყალი და პური.

aswavlet-bavshvebs-frena

თვითონ კი თავაზიანად შეეკითხა:

– რას აკეთებ აქ, ძიაკაცო?

– შენ გელოდები! – უპასუხა მოხუცმა – შენ ხომ ეს ბავშვი აღსაზრდელად მოგაბარეს?   

– მართალია – უპასუხა გაკვირვებით კაცმა.

– ხოდა დაიმახსოვრე შემდეგი სიბრძნე:

თუ მოინდომებ ადამიანისთვის ხის დარგვას, დარგე ნაყოფიერი ხე.

თუ გადაწყვიტავ აჩუქო ადამიანს ცხენი, აჩუქე საუკეთესო ბედაური.

და თუ ბავშვი მოგაბარეს აღსაზრდელად, ასწავლე მას ფრენა.

– ეს როგორ გავაკეთო, თუ მე თვითონ არ შემიძლია ფრენა?

– შენც სცადე! – უთხრა მოხუცმა და დახუჭა თვალები.

გავიდა წლები.

მოხუცი ზის ისევ იმ ადგილას და გაჰყურებს ჰორიზონტს.

ხედავს მოფრინავს ბავშვი, ხოლო უკან, ფრენითვე მოჰყვება კაცი. როცა მოახლოვდნენ, მიწაზე დაეშვნენ და თაყვანი სცეს მოხუცს.

– მე ვასწავლე ბავშვს ფრენა! – თქვა კაცმა და სიამაყით გადახედა თავის აღზრდილს.

მოხუცმა შეხედა მას და უპასუხა:

– მე უფრო მეტად შენი დაფრთიანება მახარებს…

ბავშვი რომ დააფრთიანო, ჯერ შენ უნდა ისწავლო ფრენა…

 

სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: www.inadezhda.com

 

მოგეწონათ პოსტი?


ჩვენი გვერდი facebook — ზე


       

1 კომენტარი ჩანაწერზე “ასწავლეთ ბავშვებს ფრენა”

  1. ნონა:

    არაჩვეულებრივია, ყველაფერი თქვენთან ემსახურება ფრენას, მადლობა.

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.