კონკურსის შედეგები

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!

კონკურსი დასრულდა და გამარჯვებულები გამოვლენილია.

ყველაზე მეტი „ლაიქი“ მიიღო და შესაბამისად კონკურსის გამარჯვებული გახდა თამარ მეფარიშვილი, საკონკურსო ნაშრომით (N2) – „სამი სიზმარი და უფრო მეტი გაკვეთილი“

tamar-meparishvili

მეორე ადგილზე „ლაიქების“ რაოდენობით გავიდა მარიამ არზიანი საკონკურსო ნაშრომით (N11) – „მშვიდი ტბა“

ხოლო მესამე ადგილი „ლაიქების“ რაოდენობის მიხედვით ერგო ნათია წოწკოლაურს, საკონკურსო ნაშრომით (N13) – „საკუთარი წარმატების გასაღები“

გარდა ამისა, კონკურსის წესების თანახმად, გამოვლინდა კიდევ ერთი გამარჯვებული ნომინაციაში „ჟიურის რჩეული“. ის გახდა მარიკა ფიროსმანაშვილი, საკონკურსო ნაშრომით (N4) – „ფიქრები წყენასა და პატიებაზე“

marika-pirosmanashvili

ვულოცავ ყველა პრიზიორს და ვუსურვებ მომავალშიც გამარჯვებებით სვლას წარმატების მწვერვალებისკენ!

ასევე ვულოცავ და მადლობას ვუხდი კონკურსის ყველა მონაწილეს, ჟიურის წევრებს, სპონსორებს, ადმინისტრატორს, ყველა მკითხველს, ვინც გაეცნო ნამუშევრებს და შეაფასა ისინი. ეს კონკურსი შედგა სწორედ თითოეული თქვენთაგანის თანდგომითა და აქტიურობით.

გილოცავთ ყველას, კიდევ ერთხელ, განვლილ და მომავალ დღსასწაულებს და გისურვებთ, რომ თითოეული დღე თქვენს ცხოვრებაში, ყოფილიყოს დღე–სასწაული

კონკურსის საბოლოო შედეგები კი ასე გამოიყურება:

  1. საკონკურსო ნაშრომი N2–„სამი სიზმარი და უფრო მეტი გაკვეთილი“; ავტორი: თამარ მეფარიშვილი – 815
  2. საკონკურსო ნაშრომი N11– „მშვიდი ტბა“ ავტორი: მარიამ არზიანი – 571
  3. საკონკურსო ნაშრომი N13– „საკუთარი წარმატების გასაღები“ ავტორი: ნათია წოწკოლაური – 288
  4. საკონკურსო ნაშრომი N15–„პიროვნული ზრდა“ ავტორი: სალომე მუხიგულაშვილი – 277
  5. საკონკურსო ნაშრომი N16–„მე გადავცურავ ზღვას“ ავტორი: ნატალია პაპუაშვილი – 169
  6. საკონკურსო ნაშრომი N12 – „კუ“ ავტორი: ნინო გაბუნია – 138
  7. საკონკურსო ნაშრომი N4 – „ფიქრები წყენასა და პატიებაზე“  ავტორი: მარიკა ფიროსმანაშვილი – 119
  8. საკონკურსო ნაშრომი N10 – „ზღვარზე“ ავტორი: Ruosso – 54
  9. საკონკურსო ნაშრომი N14 – „ერთი წამი, რომლის მერეც სხვანაირი ხდები“ ავტორი: MAI – 47
  10. საკონკურსო ნაშრომი N8 – „ჩემი თვალით დანახული სამყარო“ ავტორი: მარიკა აბესლამიძე – 37
  11. საკონკურსო ნაშრომი N1 – „ვინც იცის რატომ, ის გაუძლებს ყოველგვარ როგორს“; ავტორი: თემურ იკოშვილი – 30
  12. საკონკურსო ნაშრომი N9 – „ნარკოტიკი“ ავტორი: მაია ერგემლიძე – 23
  13. საკონკურსო ნაშრომი N7 – „და კვლავ გზაში ვარ“ ავტორი: მშვიდი – 17
  14. საკონკურსო ნაშრომი N6 – „როგორ მასწავლეს შვილებმა ცურვა“ ავტორი: გულო კაპანაძე – 16
  15. საკონკურსო ნაშრომი N3 – „ფორთოხლის ლიმონათი“; ავტორი: პიგმალიონი – 15
  16. საკონკურსო ნაშრომი N5 – „ნუ გეშინია ტკივილის“ ავტორი: ქეთი აბაშიძე – 9

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია


5 thoughts on “კონკურსის შედეგები”

  1. დიდი მადლობა ხვიჩა. მადლობა ჟიურის, მადლობა კონკურსის ყველა მონაწილეს. ძალიან მიხარია და მინდა გითხრათ, რომ ეს ჩემთვის დიდი სტიმულია.  მიყვარხართ ყველა.
     

    პასუხი
    • მადლობა შენ, მარიკა, მომაწილეობისთვის, აქტიურობისთვის. გილოცავ და გისურვებ წარმატებებს მომავალშიც 🙂

      პასუხი
  2. ვაშააა, ჩემი ჭკვიანი და სანაქებო გოგონა კონკურსის გამარჯვებულია!
    დიდი მადლობა, ბატონო ხვიჩა, საინტერესო კონკურსისთვის და იმ საშუალების შექმნისთვის, რომლითაც ადამიანებს საკუთარი ნაფიქრის და  ნააზრევის გამომზეურება და  გაზიარება შეუძლიათ!
    პატივისცემით 

    პასუხი
    • მიხარია, რომ ამ კონკურსმა შქმნა ძალზე პოზიტიურო გარემო, რაც თითოეული თქვენთაგანის დამსახურებაა ნინა, როგორც კონკურსის მონაწილეების, ასევე თქვენი, იმ გულშემატკივრების, რომელთა აქტიურობის გარეშე კონკურსი ვერც შედგებოდა 🙂

      უღრმესი მადლობა ყველას!

      შევხვდებით მწვერვალზე!

      პასუხი
    • დავიმუხტე კიდევ ერთხელ, დიდი მადლობა ♥♥♥♥♥♥♥♥♥გაიხარეთ!!!

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.