საკონკურსო ნაშრომი N11
- დასაწყისი
მატარებელი დაიძრა…
რა გავაკეთო? ფილმს ვუყურო, წიგნი წავიკითხო, მუსიკას მოვუსმინო, თუ უბრალოდ ხედით დავტკბე?
როგორ გავიყვანო დრო? როგორ არ მიყვარს მგზავრობა მარტო. აუ, რა გაძლებს ეს 5 საათი, მოლოდინის შეგრძნებაც როგორ არ მიყვარს, ერთი სული რომ გაქვს ჩახვიდე დანიშნულების ადგილამდე.
და უცებ….
- გახსენება
რამდენიმე თვეა ბევრს ვფქირობ სხვადასხვა საკითხებზე. მაგალითად, რისთვის ვარ აქ? რა არის ჩემში ისეთი, რაც სხვებს არა აქვთ, ის, რაც უნიკალურს მხდის? რა არის ჩემი დანიშნულება? როგორ ვიპოვო საკუთარი თავი? როგორ გავუგო ერთდროულად მეცნიერებას და რელიგიას? რა არის ცხოვრების საიდუმლოება? რა არის ის, რისი კეთებაც საუკეთესოდ შემიძლია? რაში დავხარჯო საკუთარი პოტენციალი? რა მაბედნიერებს? რისი მიღწევა მინდა? რა არის ჩემი მიზანანი და ცხოვრებისეული მისია? ვფიქრობ და ვცდილობ გავუგო საკუთარ მეს.
რთულია ყველაფრის ახსნა, ყველაფრის გაგება…
შეუძლებელია ყველა კითხვას პასუხი გასცე…
მე მაინც ვცდილობ….
რა მომცა ამ მცდელობამ? რა დასკვნები გამოვიტანე საკუთარი თავისთვის?
1) მივხვდი, რომ გონებში გაჩენილი ფიქრების 80% უსარგებლო, ხელისშემშლელი ენერგიაა. ის უნდა მოვიშორო. დარჩენილია 20% ფიქრებისა, რომლებიც პიროვნული და სულიერი თვინგანვითარების, ჩემი პირადი ფუნდამენტალური ღირებულებების ჩამოყალიბებისა და ცხოვრებისეული მიზნის დასახვისკენ იქნება მიმართული. მხოლოდ ამგვარი ფიქრებისთვის უნდა დახარჯო დრო აწმყოში.
2) ყველაზე დიდ ინტერესს ჩემში და დაწმუნებული ვარ, ადამიანთა უმრავლესობაში, იწვევს სამყაროს საიდუმლოებების ამოხსნა. მივხვდი, მისი ხიბლი სწორედ ისაა, რომ საიდუმლოა და ადამიანებს მისი ახსნა არ შეგვიძლია. საიდუმლო ისევ საიდუმლოდ დარჩება, მე კი ცხოვრებას ამ უსაფუძვლო ფიქრში დავხარჯავდი. არ ღირს!
3) გონებაში ჩავიბეჭდე აზრი, რომ თვითრეალიზაციას, ცხოვრების უმაღლეს საფეხურს, ვერ მივაღწევ მანამ , სანამ საკუთარ თავს არ დავუმეგობრდები, სანამ არ დავაფასებ საკუთარ შესაძლებლობებს, სანამ არ ვიწამებ, რომ მე „ეს“ შემიძლია. მანამ, სანამ ბავშვობაში ჩამოყალიბებულ შიშებსა და კომპლექსებს სითამამითა და გამბედაობით არ გადავფარავ. საკუთარი თავის რწმენა – სწორედ ეს არის საწინდარი წარმატებისა.
4) მივხვდი, რომ წინასწარ ფიქრი იმაზე, თუ რას გავაკეთებ ხვალ და რა შედეგამდე მივალ საბოლოოდ ამაოა. მაინც არაფერი გამოვა, ცხოვრებაში დაგეგმილად, წინასწარგანსაზღვრულად არაფერი ხდება. მე შემიძლია მომავლის მხოლოდ რამდნეიმე ვარიანტი შევქმნა გონებაში, ალბათური, მოსალოდნელი ვარიანტები კი ძალიან ბევრია. ჩვენ შეგვიძლია დავისახოთ მიზანი და დღესვე დავიწყოთ ქმედება. ყოველი მომენტი უნდა გამოვიყენოთ, ყოველ მომენტს პოზიტიურად უნდა შევხედოთ. ყოველი დღის ბოლოს, როცა საკუთარ თავთან მარტო დარჩები და მიხვდები, რომ დღემ ნამდვილად ნაყოფიერად ჩაიარა, როცა ყოველ დღე საკუთარი ქმედებით კმაყოფილი იქნები, მიზანი აუცილებლად მიღწეული იქნება. „აქ და ამჟამად“ პრიციპი, მომენტში ყოფნა, აი კიდევ ერთი დასკვნა რომელიც გადავწყვიტე ჩვევად ვაქციო.
მე პიროვნულად გავიზარდე!!!
- დასასრული
და უცებ… ჩემი ეს ფიქრები და დასკვნები გამახსენდა და შევეცადე დამეფიქსირებინა მომენტი.
დავაკვირდი ხალხს მატარებელში: დედა-შვილი ერთმანეთს ესაუბრებოდა, ბიჭები კარტს თამაშობდნენ, იქვე პატარა ბავშვი გემრიელად მიირთმევდა ნამცხვარს, ერთიც წიგნს კითხულობდა, ახალგაცნობილი თანამგზავრები სოციალურ-პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელოდნენ. მოკლედ ყველფერი ზუსტად ისე იყო როგორც ყოველთვის, თუმცა ნაკლებად ვაკვირდებით ხოლმე ასეთ დეტალებს.
დავხუჭე თვალები, გავიხსენე ყველა ზემოთ ხსენებული სიტუაცია, შევედი მომენტში. გამუდმებით ვფიქრობდი ამ მომენტზე, ერთი და იგივეს ვატრიალებდი გონებაში, სწორედ მაშინ დავაკვირდი და მივხდი, თუ რამდენი „ნაგავი“ მქონდა თავში, არაფრისმომცემი ფიქრები, რომლებიც ქაოსურად დაქროდნენ გონებაში. ხან ერთი ამოტივტივდებოდა , ხანაც მეორე. სწრაფად ცვლიდნენ ერთმანეთს და ნელ-ნელა მამღვრევდნენ. სიმკრთალეს აკარგვინებდნენ იმ მომენტს რომელზე კონცენტრირებასაც ვცდილობდი.
სწორედ ასევე, იმ ფიქრების 80%, რომელზეც უკვე ვისაუბრე, ჩვენი მიზნებისკენ მიმავალ გზას ბურუსში ახვევენ და სწორი გზის ხედვის უნარს გვაკარგვინებენ.
მაგრამ მე მაინც, ჯიუტად განვაგრძე მომენტში დაბრუნების მცდელობები, ფიქრი იმ კონკრეტულ მომენტზე, ისევ და ისევ ვუბრუნდებოდი ამ წამს და იცით რა მოხადა?! სიჩუმე… ჰარმონია… ერთიანობის შეგრძნება… წამიერად გაქრა ყველა ფიქრი, შეგრძნება, ახლა რაღაც მთლიანი ენერგიის ნაწილი ვიყავი. როგორც წყნარ, მშვიდ ტბაში მკვეთრად ჩანს გარე სამყარო, მხოლოდ სილამაზე, მხოლო ენერგიის ანარეკლი, ცოტაც და სწორად ასევე შევძლებდი საკუთარი ცხოვრების ანარეკლის გარჩევას იმ ერთიანობის ეფექტში , მაგრამ აიმღვრა გონება, შემოიჭრნენ ფიქრები,
გადავწყვიტე, რომ ზედმეტი ფიქრები უნდა მოვიშორო. კონცენტრირება მოვახდინო იმაზე, რაც ნამდვილად მინდა, ნამდვილად შემიძლია. „მშვიდი ტბის“ მომენტში ჩავაგდო ჩემი მთავარი მიზანი და დავიწყო მოქმედება.
იმ წამიდან, როდესაც მე ამას მოვახერხებ, მჯერა, რომ სამყაროს რთული მექანიზმი ჩემთვის დაიწყებს მუშაობას.
მე, ჩემს ირგვლივ რწმენით, იმედით, პოზიტივითა და სიყვარულით სავსე მძლავრ ველს ვქმნი, ის მუშაობს, მიზიდულობის ძალა მოქმედებს. მეც ვმოქმედებ ჩემივე პრინციპების და შეხედულებების შესაბამისად. მე და სამყარო, ჩვენ, ერთმანეთისთვის ვმუშაობთ, ჩვენ ვიცვლებით….
დრო… და მიზანი მიღწეული იქნება…
მიზანი: ნამდვილი სულიერი ბედნიერება…. პიროვნული თვითკმაყოფილება….
ავტორი: მარიამ არზიანი
მინდა ვიტირო …მინდა დავალბო ნაღველი ცრემლით …
ტირილი ხსნაა მწუხარებისა დამწუხარება გულის მანკია,
ტანჯული სული უფალთან ილტვის მე ხომ არავინ არ მაბადია… ვის ესმის ჩემი ბორგვა მითხარით
მხოლოდ ღმერთია გულთამხილავი
მსურს ვესაუბრო მა სჩემს შესახებ
მინდა ავუხსნა თითქოს არ იცის: სული მილპება და გული ჭკნება
უფალო! რატომ გამწირე ასე.. მაშინ კი დიდი ბრაზი მიჩნდება მე მი სწინაშე.
ეს ბედისწერა არის ჩემი გზა და მე მივყვები მას იძულებით….
მიჩნდება კითხვა ღმერთო მამა ხარ თუმცა შვილისთვის ასეთ სიცოცხლეს ისურვებდი?!…
რატომ განმაგდე შენი სახლიდან მე უგზოუკვლოდ დავეხეტები, ვერ მიპოვნია ჩემი გზა ქვეყნად და მე ჩემს თავთან
მარტორე ვრჩები……..
არ ვიცი რ ავქნა, ან სად წავიდე თითქოს ზღვაში ვარ მარტო შთენილი
თითქოს ვიხრჩობი არავინ არის გარშემო ერთი კაცი რჩენილი
რომ მომეშველოს იმედი მომცეს მე გადაგარჩენ მომჭიდოს ხელი
უსუსური ვარ ვერაფერს ვიზამ…….. ბედს ვეგუები ……………
მორჩა დამთავრდა….
მაშინ კი თითქოს სხვა ფიქრი იბრძვის და ეს ფიქრია ცოდვილი ხალხის
საუკუნედან ,საუკუნემდის!…
რა უფლება მაქვ სწუწუნი სღმერთან
იესო ქრისტეს საყვედურს ვამბობთ
რადგან ჩვენგვინდ ალამაზი ბედი და საკუთარი ბინიდან ხედი
ან კიდევგული გვატკინეს მწარედ უბედურება არ გვინდა სულაც
და ეს ტკივილი რომელიც გვიდევს
გვინდა გაქარწყლდეს უეცრად უმალ
რა უფლება გვაქვს ამას რომ ვითხოვთ რა ჩვენ არ ვაცვით იესო ჯვარზე? რა ჩვენ არ დავადგით ეკლის გვირგვინი
ისედაც ნაროზგს და ნატანჯს თავზე?
და რატომ მოხდა ეს ყველაფერი კაცმა გაყიდა ოცდაათ ვერცხლად…
როცა პილატე განაჩენს წერდა მან ვერ უპოვა ბრალი იესოს,
იცოდა ბედი ბედი მისი ცხოვრების ამ ბრბო ხალხისგან ცუდად ვიდოდა და მისი ფიქრით სხვა გზა არ ქონდა
ან რასი ზამდა ,,, რას სჩადიოდა …უმალ გაწირა…
ხალხმა კი ერთი რამ უთხრა მაშინ: იესოს სისხლი სულ ჩვენზე იყოს დ აჩვენს შვილებზე დანთხეულ იყოს
უკუნისიდან უკუნისამდე!!
ახლა კი იტყვი რამეს გაბედავ? გაჩუმდი ნუღარ ცოდავ უფალთან შენდობა სთხოვე მხოლოდ ცოდვისთვის რაც საუკუნოდ მოგვსდევს ჩვენ ხალხსთან….
მაშინ ის ფიქრი უმალვე გაქრა და სად წავიდა მე ვერ გავიგე
რეალობაში დავბრუნდი ისევ… გონზე მოვეგე გთხოვ მაპატიე….
ახლაღა მივხვდი მე ამი სფონზე ჩემი ტკივილი არაფერია…
შენდობას ვთხოულობ ღმერთო შენს წინაშე ამ ღრმა ცოდვისთვის!!!
კარგი ლექსია მართლა :))
მაგრამ მაინტერესებს, კონკრეტულად ჩემს ნაშრომთან დაკავშირებით გინდოდა გეთქვა რაიმე ამ ლექსით? :))
11
მარიამ, არ ვიცი მადლობა რით გადაგიხადო, ეს ნაშრომი ბევრს დააფიქრებს. ზუსტად იმ მდგომარეობაში ვარ რასაც revolutionary road ჰქვია. შენ შეძელი, ჩემი ფიქრებიცა და გრძნობებიც ზუსტად გადმოგეცა.
მერი, დიდი მადლობა ასეთი სიტყვებისთვის. :))
წარმატებებს გისურვებ. 🙂
მეგონა მარტო ჩემს თავში ტრიალებდა ასეთი ქაოსი (80% უსარგებლო აზრები და ფიქრები, თქვენ ზუსტად ასახეთ ის პრობლემა რომელიც ალბათ ადამიანთა 99 %-ს აწუხებს და მათგან მხოლოდ 10% თუ ახერხებს ამის გაცნობიერებას და თავის დაღწევას
მე პირადად თვენმა ნაშრომმა დამაფიქრა ამაზე და ვეცდები საკუთარ თავზე უფრო მეტი ვიმუშაო
მადლობა თქვენ
მადლობა კომენტარისთვის.
წარმატებები 🙂