მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!
გთავაზობთ კონკურსის გამარჯვებულთა და მათ მიერ მოპოვებული პრიზების ჩამონათვალს, ბოლოში კი „გემრიელ დესერტად მიირთვით“ პოეტ ნანა გოგოლაურის არაჩვეულებრივი ლექსი, რომელიც კონკურსის პირობების თანახმად ერთ–ერთ გამარჯვებულს მიეძღვნა.
პირველი ადგილი: თამარ მეფარიშვილი, საკონკურსო ნაშრომი N2 – „სამი სიზმარი და უფრო მეტი გაკვეთილი“
პრიზები:
1. ინდივიდუალური კოუჩსესია ქართველ კოუჩთან, ტრენერთან და მწერალთან, პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი ერთ–ერთი პირველი წიგნის „სამასმეერთე მილიონერი“–ს ავტორთან თამარ საგინაშვილთან
2. უცხო ენების შემსწავლელი ცნობილი ონლაინ ლინგვოტრენაჟორის EN101 -ის Propak პაკეტი 1 წლით უფასოდ
მეორე ადგილი: მარიამ არზიანი საკონკურსო ნაშრომი (N11) – „მშვიდი ტბა“
პრიზები:
1. ელექტრონული წიგნი „სიყვარულის 12 ფორმულა“ (ავტ. ქეთევან გოგიაშვილი)
2. პერსონალურად პრიზიორისთვის მიძღვნილი ლექსი პოეტ ნანა გოგოლაურისაგან
მესამე ადგილი: ნათია წოწკოლაური, საკონკურსო ნაშრომი (N13) – „საკუთარი წარმატების გასაღები“
პრიზი:
1. ელექტრონული წიგნი „როგორ გავაკეთოთ საიტი – სიყვარულის ახსნა“ ავტორი: ქეთევან გოგიაშვილი
ჟიურის რჩეული: ფიროსმანაშვილი, საკონკურსო ნაშრომი (N4) – „ფიქრები წყენასა და პატიებაზე“
პრიზი:
1. პირადი კონსულტაცია და მასტერკლასი ცნობილ რუს ტრენერთან, კოუჩთან, ადამიანის დანიშნულების დიაგნოსტიკის აღიარებულ ოსტატთან ვლადიმერ ივანოვთან (რუსულ ენაზე)
2. წიგნი „სამასმეერთე მილიონერი“ – ავტორი თამარ საგინაშვილი (ბეჭდური გამოცემა)
სიცოცხლის ცეკვა…
(ეძღვნება მარიამ არზიანს)
ჰეი ცხოვრებავ….არ მიჩერებ სიმშვიდეს სულში
ქარაშოტები მომისიე ქარბუქის შვილნი…
კვლავ შეგახსენებ… ინანა ვარ ბრძოლის ქალღმერთი,
ძარღვებში მიდგას მეომართა მხურვალე სისხლი…
ამაზონები ყიჟინებენ გაწეწილ ქარში…
მუსტანგთა რბოლა აჰყოლია, ველურ გრიგალებს
ახლა მე გიწვევ არენაზე ცეცხლის მულეტით…
მატადორივით ქედს არ ვუხრი ჟინიან ხარებს…
გადარეული შეგეხლები უდრეკ გულმკერდზე,
უტეხს..საკინძეს ჩამოფლეთილს… ელვა შემიკრავს
ამხედრებული… სავსე მთვარის ერთა ასული
თვალს არ შეგიხრი, ავისხლიტავ წამლეკავ რისხვას…
ჰეი ცხოვრებავ…..აირჩიე რომელიც გნებავს
თეთრი თათმანი…შერიგება თუ გამოწვევა,
შენ არ გეგონოს ან დავშინდი… ან დაგეღალე…
ყიჟინით კვლავაც ავიტაცებ…სიცოცხლის ცეკვას.
ნანა გოგოლაური
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია