საკონკურსო ნაშრომი N12
ჭაობისფერთავშესაფრიანი კუ ნელა, სულ ნელა მიიზლაზნება ხავსმოდებულქვიან ბილიკზე და თან ფიქრობს:
“რატომ მომცა უფალმა ასეთი ნელი და უმოქმედო ფეხები? სამყაროს მხოლოდ სულ მცირედი ნაწილით ვახერხებ ტკბობას…არადა რა თვალუწვდენელი მოსჩანს ზეცა, ქუდად რომ გადაუფარებია თვითონაც ვეება ვეშაპივით გაწოლილ მიწას…ვაი..”
აღმოხდა სიმწრის კვნესა ჭაობისფერთავშესაფრიან კუს, ერთ ფეხში რაღაც წვეტიანი საგანი შესობია, ვეღარც წინ მიდის საწყალი და ვეღარც უკან. მაშინვე შეწყვიტა წუწუნი და მჭვარტლისფერი თვალებით ზეცას მიაპყრო სირცხვილმადლიერებიანი მზერა.
ავტორი: ნინო გაბუნია