წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და “დუალური გონების” ხაფანგები. ნაწილი II – ტარსიონალური ველები

 

“შენ მიდიხარ ცხოვრების გზაზე, ჩაფიქრებული და თავჩაღუნული ნელა მიუყვები ბილიკებს… მოულოდნელად ისეთი გრძნობა გიპყრობს, თითქოს გზა აგერია. შენ ჩერდები, თავს სწევ მაღლა და ამჩნევ ცაზე ვარსკვლავებს. შემდეგ იხედები გარშემო და ამჩნევ მთებს, ზღვას და თვალუწვდენელ ველებს რომელთა შორის გაწელილა გზის უსასრულობა და მშვიდდები… შენ ეს გზა არ გაშინებს და აგრძელებს მას თავდაჯერებული.

შენ მოგზაურობ დიდხანს, გაივლი სოფლებსა და ქალაქებს, გამუდმებით ეუფლები რაღაც ახალს, იძენ ახალ ცოდნას და უნარებს. სანამ მოგზაურობ, სანამ მოძრაობ შენ სწავლობ თავად ცხოვრებისგან, თავად სამყარო გაძლევს უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებას.

 

tr

 

და აი ერთხელ, გზაზე, შენ ხვდები მოხუცს, რომელსაც ძალიან ღრმა, თითქოსდა უძირო თვალები აქვს. შენ კითხვებს უსვამ მას, მაგრამ მოხუცი დუმს. ის უცნაურად გიყურებს და შენ გრძნობ რომ ის შენს სულში იხედება… და უცებ ხვდები, რომ შენ მიხვედი საკუთარ თავთან…”

დიახ, სადაც არ უნდა წავიდეთ, როგორც არ უნდა ვიაროთ და ვეცადოთ, ჩვენ ბოლოს მაინც საკუთარ თავთან მივდივართ, რადგან სამყარო არის ჩვენი სულის სარკე, ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, არის ანარეკლი იმისა რაც ჩვენშია.

ხოლო ყველაფერი, რაც არის ჩვენში, არის იმიტომ, რომ ჩვენ დავეხმარეთ მას მომხდარიყო, ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში. ეს ეხება ყველაფერს – ბედნიერი ვართ, წარმატებული თუ პირიქით, ყველაფერი ხდება იმ პროგრამების შესაბამისად, რომლებიც თავის დროზე ჩვენმა ქვეცნობიერმა „აითვისა“ და რომლებიც მართავენ მთელს ჩვენს ცხოვრებას, ხოლო შემდეგ კი მათ, ამ პროგრამებს, ქცევის მოდელებს, ჩვენ გადავცემთ საკუთარ შვილებს და ასე გრძელდება თაობოდან თაობამდე… 

დღევანდელ სატატიაში, ჩვენ სწორედ ამ პროგრამების სტრუქტურას განვიხილავთ, რათა მოვამზადოთ ჩვენი ცნობიერება შემდგომი ეტაპებისთვის – ნეგატიური ქვეცნობიერი პროგრამების პოზიტიურით ჩანაცვლებისთვის. სტატიის ბოლოში კი სიურპრიზი გელოდებათ…

ადამიანის ქვეცნობიერის პროგრამირება, იწყება დაბადებიდანვე. დაბადებისთანავე ჩვენ უკვე გვაქვს პირველი ელემენტი ჩვენი ქვეცნობიერი პროგრამის და ეს ელემენტი არის ნეიროფიზიოლოგიური  აპარატი. ეს არის სმენის, მხედველობის, შეგრძნების, გემოვნების და ა.შ. ორგანოები

მეორე ელემენტი არის სოციალური ელემენტი. ის განისაზღვრება ჩვენი დაბადების ადგილით. ამაში შედის  ოჯახი სადაც ჩვენ დავიბადეთ, ქვეყანა სადაც ჩვენ დავიბადეთ.

ეს პირველი ორი ელემენტი, ნეიროფიზიოლოგიური და სოციალური, ფორმირებულია ღრმა ქვეცნობიერის დონეზე ჩვენი ბედისწერის სტრუქტურების მიერ და მათზე ჩვენ ფაქტიურად რაიმე გავლენის მოხდენა არ შეგვიძლია.

მაგრამ არის მესამე ელემენტი, რომელიც არის ინდივიადუალური და რომლის ფორმირებაც ხდება თანდათანობით ჩვენი ცხოვრებისეული გამოცდილების, სწავლების პროცესში.

როცა ბავშვი იბადება, ის თავისებურად აღიქვამს სამყაროს, ამოძრავებს კიდურებს, ტირის, ყვირის, თუ ასე შემდეგ, ყველაფერს აკეთებს თავისებურად, მაგრამ სწორედ ამ წუთიდან, მისი დაბადებიდანვე იწყება მისი სწავლება.

რას აკეთებენ მშობლები? ისინი დაბადებიდანვე გვასწავლიან დავიწყოთ  სამყაროს აღქმა მკაცრად განსაზღვრული ფორმით და რა თქმა უნდა ეს ფორმები შესაბამისობაშია იმ პროგრამებთან რომლებიც აქვთ თავად მშობლებს. ანუ მათ შეუძლიათ გვასწავლონ და მიგვაჩვიონ იმას, რასაც თვითონ წარმოადგენენ.

ალბათ გაგიგონიათ გამოთქმა რომ „ბავშვები სწავლობენ არა ჩვენი სიტყვებით, არამედ ჩვენი ქცევებით“.

ანუ, ჩვენ ვსწავლობთ სამყაროს აღქმას მშობლების და ჩვენი გარემოცვის პრიზმიდან და ასე თანდათანობით იქმნება რეალობა, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ და რომელიც სავსებით შეესაბამება იმ პროგრამებს რომელთა ფორმირებაც ჩვენი ბავშვობიდან იწყება.

ჩვენ ვცხოვრობთ სამყაროში, რომელიც შევქმენით ჩვენ აზროვნებით, რადგან ყველაფერს, რაც ჩვენს ცხოვრებაშია, ვქმნით ჩვენ თვითონ, ხან ცნობიერად ხან გაუცნობიერებლად.

და თუ არ გვაწყობს ის რეალობა რომელშიც ახლა ვართ, მაშინ უნდა მივმართოთ საკუთარ ქვეცნობიერს და შევიცვალოთ ჩვენ თვითონ, შევცვალოთ ის პროგრამები რომლებიც ჩვენშია.

და თუ ამ პროგრამებს შევადარებთ სახლს, მაშინ მისი საფუძველი, საძირკველი არის კონკრეტული შემთხვევები, ძირითადად ჩვენი ბავშვობიდან, რომელთა დროსაც ხდება დუალობების ფორმირება, კედლები არის ჩვენი გამოცდილებები, რომლებსაც ვიღებთ ცხოვრების განმავლობაში და ბოლოს არის სახურავი, ანუ ჩვენი ფიქრები, აზრები, ჩვენი მოქმედება, ქცევები, რომლებიც შემდგომ აირეკლებიან ჩვენს ცხოვრებაში იმ რეალობის სახით რომელიც გვაქვს.

ახლა კი წარმოიდგინეთ, რომ ჩვენ გვინდა დავშალოთ ძველი სახლი, რომ შემდეგ მის ადგილას ავაშენოთ ახალი. საიდან დავიწყებთ სახლის დაშლას? თუ პირდაპირ საძირკველიდან, მაშინ ალბათ ნანგრევებში მოვყვებით. ამიტომ საჭიროა მისი დაშლა დავიწყოთ ზევიდან.

ანუ, თუ სახლის შენება იწყება საძირკვლიდან, მისი დაშლა უნდა დაიწყოს სახურავიდან: ჯერ სახურავი, შემდეგ კედლები და ბოლოს მივადგებით საძირკველს.

ანალოგიურად უნდა მოვიქცეთ ქვეცნობიერის პროგრამებთანაც. მათი დაშლა უნდა დავიწოთ სახურავიდან, ანუ ჩვენი ფიქრებიდან, აზრებიდან, ქცევებიდან…

ამ პროსეცში კი ყველაზე მთავარი არის ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე: როგორი ნეგატიური ემოციებით ხდება ამ პროგრამის პროეცირება გარე სამყაროში, რადგან სწორედ ამ ემოციებს გააჩნიათ უზარმაზარი დამანგრეველი ძალა.

და ამ ძალის შესახებ უფრო ნათელი წარმოდგენის შესაქმნელად, მოდით შევეცადოთ გავერკვეთ ე.წ. „ტარსიონალური ველების“ ბუნებაში.

„ტარსიონალური ველი“ არის ველი, რომელიც იქმნება რაიმე ორბიტის გარშემო რაიმე მატერიის ბრუნვითი მოძრაობების შედეგად.

ასეთ ტარსიონალურ ველებს ქმნის მაგალითად ელექტრონების მოძრაობა ბირთვის გარშემო, მთვარის მოძრაობა დედამიწის გარშემო, დედამიწისა მზის გარშემო და ასე შემდეგ და ეს ყველაფერი აერთიანებს ყოველივეს ამ სამყაროში და ქმნის ერთიან ინფორმაციულ ველს, რომელსაც უწოდებენ სამყაროს ცნობიერების ველს ან მას ხშირად მოიხსენიებენ ისეთი ტერმინით, როგორიცაა „ნაკადი“. (ნაკადში ყოფნა და ა.შ.)

და ეს საინფორმაციო ველი, ისევე როგორც ელელქტრონები, მთვარე, დედამიწა, მზის სისტემა, გალაქტიკა და მთელი სამყარო ბრუნავს ერთი მიმართულებით, მარცხნიდან მარჯვნივ.

 

vselennaiya

 

ჩვენი ტვინიც ქმნის ტარსიონალურ ველებს, რომლის ელემენტებიც არიან ჩვენი აზრები და ფიქრები და ეს ველები იქმნება არა მარტო რაიმეს გარშემო ბრუნვის შედეგად არამედ ტვინს შეუძლია მოახდინოს მათი თვითგენერირება. ანუ ყოველი ჩვენი აზრი, ფიქრი, მოქმედება წარმოშობს სხვა აზრს, ფიქრს და მოქმედებას, რომლებიც მოძრაობენ იმ მიმართულებით, რომლებმაც ისინი წარმოშვეს, (ანუ როგორც თოვლის გუნდა ისე იზრდება და ივსება, მრავლდება…)

ამასთან ჩვენი პოზიტიური ფიქრები, აზრები და ქმედებები ქმნიან ტარსიონალურ ველს რომელიც მოძრაობს სამყაროს ერთიანი საინფორმაციო ველის მიმართულებით, ხოლო ნეგატიური კი – პირიქით.

დააკვირდით, რა ადვილია ცხოვრება როცა გვიხარია, როცა პოზიტიური აზრებით ვარ დატვირთული, რა ადვილია ასეთ დროს ყველაფერი – ეს იმიტომ რომ ასეთ დროს ჩვენ ვართ ნაკადში, ანუ ვმოძრაობთ სამყაროს საინფორმაციო ველის მიმართულებით.

მაგრამ როცა ჩვენ ვფიქრობთ, ვაზროვნებთ და ვმოქმდებთ ნეგატიურად, მაშინ ჩვენ ვვქმნით ტარსიონალურ ველს რომელიც მოძრაობს სამყაროს ერთიანი ველის საწინააღმდეგო მიმართულებით და ეს არის დამანგრეველი, ვინაიდან ამ დროს ჩვენ ფაქტიურად მივცურავთ დინების საწინააღმდეგოდ და ასეთ დროს რაც არ უნდა კარგი მოცურავე ვიყოთ, რაც არ უნდა კარგად ვიყოთ მომზადებული ფიზიკურად, ერთ დროს მაინც დავიღლებით და უკეთეს შემთხვევაში დინება ნაპირზე გამოგვრიყავს.

აი რატომ არის დამანგრეველი ისეთი ნეგატიური ემოციები, როგორებიცაა,  ვთქვათ სხვების გაკრიტიკება, განსჯა, სიძულვილი, მრისხანება, ბრაზი და ა.შ. და იმისთვის რომ შევძლოთ ნგრევის თავიდან აცილება, საჭიროა შევცვალოთ დამოკიდებულება იმ გამაღიზიანებლებისადმი, რომლებიც იწვევენ ამ ნეგატიურ ემოციებს.

სამყაროში არაფერი არ ხდება შემთხვევით. ის მოწყობილია გარკვეული წესით და არსებობს უმაღლესი კანონები, რომელსაც ექვემდებარება ყველა და ყველაფერი. ეს კანონები აბსოლუტურად სამართლიანი და ჰარმონიულია და საჭიროა გავაცნობიეროთ, რომ ვთქვათ პრობლემები, უსიამოვნებები სამყაროს სასჯელი კი არ არის, არამედ არის შედეგი სწორედ სამყაროს კანონების დარღვევისა.

გაბრაზდე ადამიანზე, რომელმაც მოგაყენა უსიამოვნება – შეცდომაა. ადამიანი ვისგანაც უსიამოვნება მივიღეთ, არის არა წყარო ამ უსიამოვნებისა, არამედ გამტარი. მისი მეშვეობით ცხოვრება მიგვითითებს ჩვენი საკუთარი შეცდომებზე, მიგვანიშნებს დავფიქრდეთ, გავაცნობიეროთ და გამოვიტანოთ სწორი დასკვნები. არ იქნებოდა ეს ადამიანი, იქნებოდა სხვა და ეს უსიამოვნება მაინც მოხდებოდა.

სწორი დამოკიდებულება არის უსიამოვნებებიდან გაკვეთილის მიღება და სანამ ამას არ ვისწავლით, ცხოვრება სულ უფრო და უფრო მკაცრი სიტუაციების და მოვლენების მეშვეობით ეცდება ჩვენს გონს მოყვანას.

როგორ გამოვიტანოთ გაკვეთილი უსიამოვნებებიდან?

პირველ რიგში  მივიღოთ სიტუაცია ისეთი როგორც არის.

მივიღოთ ისე, როგორც არის, ნიშნავს მივცეთ საშუალება რამეს (ან ვინმეს) იყოს ისეთი როგორიც არის, ყოველგვარი შეფასების, შედარებების, თავის არიდების და წინააღმდეგობის გაწევის გარეშე. არ უნდა ვეცადოთ მის იგნორირებას, უარყოფას, გაუფასურებას ან შეცვლას.

მივიღოთ ისეთად როგორც არის ნიშნავს აღვიქვათ ის რასაც ადგილი აქვს აქ და ამჟამად, ვაღიაროთ მისი არსებობა როგორც ფაქტი და აუცილებლობის შემთხვევაში გავაკეთოთ რამე გონიერებიდან გამომდინარე.

მაგალითად, თქვენ მიდიხართ ქუჩაში და აწყდებით წყლის პატარა გუბეს, თქვენ ინსტიქტურად უვლით მას გვერდს და აგრძელებთ გზას. აქ არ ყოფილა იმაზე დაფიქრება, თუ საიდან გაჩნდა ეს გუბე, თქვენ უბრალოდ მიიღეთ არსებული სიტუაცია როგორც ფაქტი და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება, აუარეთ მას გვერდი, მოაგვარეთ რა ამით პრობლემა და მორჩა, მომდევნო წუთისთვის ის უკვე აღარც კი გახსოვთ.

სწორედ ეს არის ადმიანის ოპტიმალური მდგომარეობა, უნარი, რომლითაც ის იბადება და რომელიც სამწუხაროდ შემდეგში თანდათანობით ატროფირდება.

არადა სწორედ ამდაგვარდ უნდა შეგვეძლოს აღქმა ყველაფრისა რაც ჩვენს ცხოვრებაში ხდება.

თუ, ვთქვათ, თქვენ გიჭირთ რამის მიღება ისე, როგორც არის, მაშინ უნდა შეეცადოთ სწორედ ეს ვერმიღების განცდა მიიღოთ ისე როგორც არის.

მაგალითად, თუ თქვენ გაღიზიანებთ რომელიმე ადამიანი და ვერ ახერხებთ ამ ადამიანის მიღებას ისეთად როგორც არის, მაშინ მიიღეთ თავად თქვენი გაღიზიანება ისე, როგორც არის და ნუ ეცდებით მას რამე მოუხერხოთ. უბრალოდ დააკვირდით და გააცნობიერეთ ეს განცდა.

ანუ, ყურადღება ადამიანიდან გადაიტანეთ თავად ემოციაზე, ამ შემთხვევაში გაღიზიანებაზე. დააკვირდით მას. როცა თქვენ სრულიად, ბოლომდე გააცნობიერებთ ამ გაღიზიანებას, თქვენ გამოდიხართ მისგან, წყვეტთ მის ნაწილად ყოფნას და იქცევით გარედან დამკვირვებლად და ასეთ შემთხვევაში ის იშლება და ქრება თქვენი ცნობიერების გავლენით.

ამის შემდეგ უკვე არ იქნება პრობლემა მიიღოთ თავად ადამიანიც ისე, როგორც არის.

არ მიღება ისე, როგორც არის, ქმნის მენტალურ დაძაბულობას, რომელიც თავის მხრივ ნეგატიურად მოქმედებს ადამიანის როგორც გონებრივ, ასევე ფიზიკურ მდგომარეობაზე.

ყველაფერი, რასაც ადამიანი არ მიიღებს ისე, როგორც არის, გროვდება მასში როგორც გამოცდილება, რომელსაც შემდეგ შეუძლია უკონტროლო ზეგავლენის მოხდენა ადამიანის ქმედებებზე, ჯანმრთელობაზე და საერთოდ მთელ ცხოვრებაზე.

შემდგომი ნაბიჯია  ვაღიაროთ რომ ჩვენ თვითონ მოვიზიდეთ ის რაც მოხდა ჩვენივე ფიქრებით, სიტყვებით, ქმედებებით და შევეცადოთ უსიამოვნების მიზეზის, ანუ საკუთარი შეცდომის აღმოჩენას.

ეს საკმაოდ რთული პროცესია, მაგრამ ის არის საკუთარი თავის შეცნობის, პიროვნული განვითარების გზა, რომელსაც მივყავართ წარმატების მწვერვალებისკენ, ხოლო ყველაფერში  სხვების დადანაშაულება კი  არის დეგრადაციის გზა.

დააკვირდით საკუთარ თავს და გრძნობებს. რას შეიძლებოდა გამოეწვია მსგავსი რამ. გახსოვდეთ თუ თქვენ ადამიანში რაღაც არ მოგწონთ და გაღიზიანებთ. ესე იგი ეს რაღაც არის თქვენში და იმ ადამიანის სახით სამყარომ უბრალოდ გამოგიტანათ სააშკარაოზე, რომ შეგემჩნიათ. უნდა მოძებნოთ რა არის ეს. ეძებეთ და აუცილებლად იპოვით.

ხოლო იმაზე, თუ რა უნდა გავაკეთოთ, როცა ვიპოვით, ჩვენ ვისაუბრებთ მომდევნო სტატიაში. ასე რომ თავლი ადევნეთ სიახლეებს ჩვენს ბლოგზე.

ახლა კი თქვენთვის მაქვს რამოდენიმე სიურპრიზი.

1. ტონია ლიტოვკას ტრენინგებმა უზარმაზარი დადებითი გამოხმაურება მიიღო, რამაც გამოიწვია ძალიან დიდი დაინტერესება და კლუბ ინტერგენიას მოწვევით, რამოდენიმე დღეში ტონია ლიტოვკა ისევ ჩამოდის საქართველოში და 14–15 დეკემბერს (მესამედ ერთი თვის განმავლობაში(!) ) გამართავს ტრენინგს „წლის ტრანსფორმაცია“

2. ტრენინგის ფასი არის 159$ –ის ექვივალენტი ლარში, მაგრამ ტონია ლიტოვკას და მისი ქართველი პარტნიორების, კლუბ „ინტერგენიას“ დამფუძნებლების და ამ ტრენინგის ორგანიზატორების, არაჩვეულებრივი ქალბატონების თამარ საგინაშვილის, ქეთი ჩიქოვანის და მარიკა ხალიანის გადწყვეტილებით,  ჩემი ბლოგის მკითხველებისთვის, ანუ თქვენთვის იმოქმედებს 25%–იანი ფასდაკლება. (ანუ სურვილის შემთხვევაში თქვენ შეგიძლიათ ამ ტრენინგს დაესწროთ 120$ –ად)

3. ხოლო ჩემი ბლოგის იმ მკითხველებისთვის კი, რომლებიც დაინტერესდებიან ამ ტრენინგით, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ვერ მოახერხებენ  მასზე დასწრებას, ანტონინა ლიტოვკა დათანხმდა მოგვცეს ვიდეოინტერვიუ, სადაც ის გასცემს პასუხ ყველა თქვენს შეკითხვას.

ამიტომ, ვისაც გაქვთ სურვილი მიიღოთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე თავად ანტონინასგან, გამოაგზავნეთ ისინი ელექტრონულ ფოსტაზე: mebonia72@gmail.com ან დასვით პირდაპირ ქვემოთ, კომენტარების ველში.

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

სტატიის I ნაწილს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ: “წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და “დუალური გონების” ხაფანგები

 

 

 


 


 

 

 

 

საინტერესო პოსტები

6 thoughts on “წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და “დუალური გონების” ხაფანგები. ნაწილი II – ტარსიონალური ველები”

  1. აღარ ვიცი, როგორ შეგაქო. 😀 შესანიშნავი მსმენელები ყავს ანტონინას.

    პასუხი
  2. მადლობა ახალი პოსტისთვის 🙂 “გახსოვდეთ თუ თქვენ ადამიანში რაღაც არ მოგწონთ და გაღიზიანებთ. ესე იგი ეს რაღაც არის თქვენში და იმ ადამიანის სახით სამყარომ უბრალოდ გამოგიტანათ სააშკარაოზე, რომ შეგემჩნიათ.” “მომაკვდინებელი სიმართლეა”, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ !!! ! საინტერესო იქნება შემდეგი სტატია,, თუ რა უნდა გავაკეთოთ მაშინ, როცა აღმოვაჩენთ. !! ერთი კითხვა მაქვს თქვენთან ბატონო ხვიჩა: აქ სავარაუდოდ მხოლოდ შემჩნევა, გაცნობიერება არ კმარა, მოქმედება, გამბედავობა და კიდევ “რაღაცები”  უნდა ჩავრთოთ სიტუაცია რომ მოვაგვაროთ, ანუ გამღიზიანებელი “გავანეიტრალოთ” და ჩვენში, “სხვაში დანახული” უარყოფითი ჩვევა “აღვკვეთოთ.” მაგრამ, ნუთუ არ არსებობს აქ გამონაკლისი? ანუ, როცა აღმოვაჩენთ – ვაღიარებთ რომ ნამდვილად გვახასიათებს რომელიღაცა თვისება, რაც სხვაში არ მოგვწონს, – ვერ “მოვერიოთ” მას? ანუ უძლურნი აღმოვჩნედეთ, “თავს ზევით ძალა აღარ იყოს? და ა.შ ? ანუ სიტუაციის შეცვლა არ შეგვეძლოს, გამღიზიანებლის განეიტრალება არ შეგვეძლოს? 

    პასუხი
  3. madloba,khvicha!zustad vipove,rAc mjirdeboda..samnaxevari bednieri dge vikavi “nakadis”mgzavri.meore trenings davescari.amistvis kidev ertxel ki ara,koveltvis getkvit madlobas kvelas,vinc mxarshi damideqit.saxlshi davbrundi da samsaxuri damaxvedres.davicke mushaoba,magram ukve sxvebis tvalshi “vbrckinav”-damecko isev uphuloba da shishebi.antoninas treningze minda da mjirdeba kidec-minda bolomde gavthavisuphlde chaketilobisgan da cudisgan.gulithadi madloba kvelas!carmateba!

    პასუხი
  4. ძალიან ამომწურავად გადმოეცი სათქმელი, ხვიჩა. მიხარია, რომ ასე კარგად უთავსებ ერთმანეთს ბლოგის მართვას და ტრენინგებში მონაწილეობას. ისიც, რომ უკვე თბილისში არსებობს მსგავსი ტიპის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღების შესაძლებლობა (მადლობა თამარს). იმედია, მალე ქართულ ენაზეც გაჩნდება ამის საშუალება. რაც შეეხება თავად თემას, ახალი აღმოჩენების პროცესში ვარ და თუ რამე ხეირიანს მივაკვლიე, აუცილებლად გაგიზიარებთ 🙂

    პასუხი
  5. ვუყურე ვიდეოს. იქ არის მომენტი, როდესაც ქალბატონ თამარს ფსიქოლოგი ურჩევს, შეცვალოს ქვეცნობიერში თავისი რწმენა, რომ ჯობია, სიღარიბეში დარჩეს, ვიდერე ვერ დაეხმაროს მათ, ვინც დახმარებისთვის მიმართავს.
    არის ფრაზა: “სთხოვეთ თქვენს ქვეცნობიერს, შეცვალოს ეს რაიმე, თქვენთვის უკეთესით”.
    მე ეს არ გამომდის. არც ე.წ. “აფირმაციები” არ გამომდის. იქნებ მირჩიოს ქალბატონმა ტონიამ, ჩემს შემთხვევაში რა იქნება ეფექტური?
    მადლობა წინასწარ.

    პასუხი
  6. უუფ ამოვისუთქე ხვიჩა..მივაგენი მეცხრე კარიპჭის გასაღებს.დანარჩენი რვა კარიბჭე ჩემით გავხსენი (ისევ და ისევ თქვენი დახმარებით), მაგრამ ამ მეცხრე კარიბჭის გასაღებს ვერაფერი მოვუხერხე, ინტუიციიტ ვგრძნობდი რომ სადღაც ახლოში იყო მაგრამ ზუსტიადგილსამყოფელი ვერ დავადგინეეე..ახლა უკვე ვიციი…
     
    მადლობა ხვიჩა

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.