ერთი წამი,  რომლის მერეც სხვანაირად ხედავ

საკონკურსო ნაშრომი N14

 

თოვლიან გზაზე მშვიდი, აუჩქარებელი ნაბიჯებით მიმავალ გოგონას ეტყობოდა ჩაფიქრიანებულიყო, მის თიოეულ ნაბიჯს სიმყარე ემჩნეოდა, სხეულს წონასწორობა, მაგრამ  ამასთან თითქოს დიდი გზა გამოევლოს,  სხეულს უცნაური დაღლილობა  ჰქონდა აღბეჭდილი. ო, როგორ დამაინტერესა ამ ადამიანმა. მივუახლოვდი, დაა თვალები, საოცრად მშვიდი თვალები, რომელშიც უცნაური ელვარება ირეკლებოდა, მაგრამ ეს საოცარი თვალები დაღლილობას მაინც ვერ მალავდნენ.

ვიფიქრე დამეხმარება და რჩევას მომცემს ან მშვიდ უარს მაინც მივიღებდი და აი, აღმომხდა:

– უკაცრავად

ისე შემომხედა თითქოს ელოდებოდა ჩემს ხმას, მას არაფერი უთქვამს უბრალოდ გამიღიმა,

მე ღიმილით დაიმედებულმა კვლავ შევბედე:

– შეგიძლიათ მირჩიოთ?

ჩვენ უკვე უკვე გვერდიგვერდ მივუყვებოდით გრძელ თოვლიან გზას და აი მან ისევ შემომხედა, მისმა  თვალებმა მითხრა რომ მისმენდა.   

– მე ჩემმა წარუმატებლობამ გონება ამირია, აღარ ვიცი როგორ მოვიქცე და აი უკვე ასე გაუბედავად თქვენ მოგადექით, ალბათ ყველაფერში საშველს ვეძებ ან მინდა ჩემი ტკივილის გაზიარება ვინმესთვის, აღარ ვიცი რა მინდა, მაპატიეთ, ბოდიში.. და წასვლა დავაპირე

– ოხ ეს შიში,  ეს ყბადაღებული შიში გათამაშებთ თავის ნებაზე კაცობრიობას…

მშვიდი ღიმილით მოისმა ეს სიტყვები მისი ბაგეებიდან და მე გაფართოებული თვალებით შევცქეროდი, იგრძნო ალბათ რომ კვლავ მოველოდი მის ხმას,

– თუ შენ არ იცი რა გინდა, ჩემგან რას ითხოვ?  ისევ მიპასუხა მშვიდმა ხმამ.

მე რაღაცნაირად თავი დამეხარა, თითქოს დამიმძიმდაო და ვიდექი ასე, უსუსური, დაკარგული ბავშვივით,  მან ჩაიმუხლა, ქვემოდან ამომხედა უცნაური, გამომწვევი, ელვარე თვალებით

-შენ შენ ხარ! ანუ შენ სხვა არ ხარ! და თუ სხვა არ ხარ, ყველაფერი შენთანაა… ცოტა ხნის პაუზის შემდეგ, რომელიც ჩემზე დასაკვირვებლად გამოიყენა განაგრძო:

– რა არის შენს ხელებში? რა შეუძლიათ მათ?

მე რაღაცნაირად მეუცნაურა. ხელებს დავხედე  და ვუპასუხე:

– არაფერი

შენს სულში?

-სულში? რა უნდა იყოს სული სულია

შენს გონებაში?

– აი გონებაშიი? დიდი ქაოსი მაქვს

– ახლა არა, საერთოდ, შენს გონებაში რა არის? რა უნდა?

– ჩემს გონებას უნდა ჩემი სურვილები ახდნენ

– სად არიან შენი სურვილები?

– ხომ გითხარი ჩემს გონებაში,  (და გამეცინა)

– და რას აკეთებენ შენს გონებაში?

– რა უნდა აკეთონ ისინი ხომ არ მოძრაობენ, ისინი უბრალოდ არიან, იმიტომ რომ მე მინდა იყვნენ.

– იმიტომ არ მოძრაობენ, რომ ხელებში არაფერი გაქვს  და სულიც დაცარიელებულია. გამოდის რომ შენ შენ არ ხარ, შენ საკუთარი გზა არ გაქვს, დამდგარხარ შარას რომელსაც კაცმა არ იცის სად აქვს დასასრული, ან აქვს კი? და საერთოდ გზაჯვარედინებითაა სავსე რომელსაც დინებასავით მიჰყვები…

-მოიცა რას ამბობ მე, მე ვარ, აბა ვინ ვარ?!

გაკვირვებული ვიყავი და არ მოველოდი ამ ერთი შეხედვით გონიერი ადამიანისგან ასეთ უცნაურობებს.

მან მხრები აიჩეჩა და მითხრა: – აი ალბათ ის ხარ, ან ის და მითითებდა იმ ადამიანებზე რომლებიც ალაგ-ალაგ დადიოდნენ ამ სუსხიან  ამინდში,

– ან შეიძლებ ეს და მანახა იქვე მაღაზიის დახლზე  გამოფენილი მარიონეტი თოჯინები, რომელთაც ღამის განათება საუცხოო იერს აძლევდა ,

– შენ, შენ არ ხარ , იმიტომ რომ შენ არ გაგაჩნია საკუთარი მე,  შენს გულს, გონებას, სულს და მთლიანად შენს არცერთ ნაწილს არ აქვს არაფერი თავისი და მაშინ ვინ ხარ შენ?

საშინლად გამაღიზიანა მისმა ნათქვამმა,

– ჰმ, საინტერესოა, მე, თუ მე არ ვარ, ან არავინ ვარ, შენ საერთოდ ვინ ხარ??? ჰა,  მითხარი ვინ ხარ?

მან გაიღიმა – მე ვარ ის, ვინც ჩემშია, რაც ჩემს ხელებშია, რაც ჩემს სულშია და რაც ჩემს გონებაშია და რომლითაც გაჟღენთილია ჩემი თითოეული ნაწილი. იცი, მე ბედნიერი ვარ, რადგან ამ წუთს მე გამარჯვებული ვარ, ჩემს თავთან ბძოლაში გავიმარჯვე.

– ეგ როგორ, რატომ უნდა იბრძლო თავთან, თუ იცი ვინ ხარ და რა გინდა, ან თავს რატომ უნდა შეეწინააღმდეგო არ მესმის?

– მოდი, მერე განვაგრძოთ საუბარი მაგაზე,  ჯერ იპოვე პასუხი, ვინ ხარ შენ?!

და მან კვლავ მშვიდი ნაბიჯით განაგრძო გზა, თითქოს მხრებით ბედნიერება მიჰქონდა,  მხოლოდ ზურგს ვხედავდი მისას, მაგრამ მაინც ვგრძნობდი როგორ ელვარებდნენ მისი თვალები და რა საოცარი სიმშვიდე იგრძნობოდა მთელს „მასში“.

აი, თურმე რატომ ჩანდა უცნაურად დაღლილი, ამავდროულად მშვიდი, მყარი, მთელს სხეულზე მობატონე და არამარტო სხეულზე,  თურმე გაუმარჯვია და ახლა იდეალური სიბალანსით დამტკბარი ამაყად შეიგრძნობდა ყველაფერს ამქვეყანაზე,  ვერც ვამბობ ფლობდა სხეულს თქო, იმიტომ რომ ეს მხოლოდ სხეულის ფლობა არ იყო, ვერც იმას ვამბობ, რომ სულზე ბატონობდა თქო, იმიტომ, რომ ეს მხოლოდ სული  არ იყო, სიტყვას ვერ ვუძებნი რა იყო ის, რასაც ის ფლობდა. ალბათ სამყაროს ფლობდა, ისევ ეს სიტყვა გამოხატავს ამ საოცარი ადამიანის ამგვარ ყოფნას, მის ბედნიერებას, მის წონასწორობას, სიმშვიდეს, მოელვარე თვალებს, სიმყარეს და სიყვარულს რომელსაც ისე გვინაწილებდა ვერც ვხვდებოდით…

შენს ხელებში, შენს გულში, სულში, გონებაში , თითოეულ შენს ნაწილში,,, რა არის შენში?

ავტორი: MAI

 

 

2 thoughts on “ერთი წამი,  რომლის მერეც სხვანაირად ხედავ”

  1.  იპოვო ის, რაც არის შენში არც თუ ისე რთულია, მაგრამ,  ბევრისათვის ეს დიდი პრობლემაა. 🙂 ასეთი წამი ბევრჯერ მქონია. 😉 გილოცავ  MAI ძალიან კარგია. 🙂

    პასუხი
    • გეთანხმებით, მიხარია რომ თქვენთვის ნაცნობია ეს ” წამები ” 
      გმადლობ ^_^ 

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.