ფორთოხლის ლიმონათი

საკონკურსო ნაშრომი N3

                                                   

   ჩემი ბავშვობის ჩანახატებიდან

2004 წელი. 14 ოქტომბერი. დღეს ყველანი სახლში ვართ. გარეთ ისეთი ამინდია, რომ გგონია სიცივეა, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ თბილა და გსიამოვნებს. დედიკოს ჩემი საშემოდგომო ქურთუკი გარეთ გამოუფენია და ხვალისთვის მიმზეურებს. ჩემი პატარა დაიკო,  სავარძელში ზის და რაღაცაზე ფიქრობს. 

–  როგორც დამისვარა, ისე მოაშოროს, – არ ვიცი მე მაგი…

–  რა დაგისვარე ბიჭო, შემთხვევით გადამესხა საღებავები, კარგად გავრეცხოთ და ამოვა ლაქები…

მეტი არაფერი მითქვამს მე ნინიასთვის, თავი დავხარე და გაბრაზებული ერთ ადგილს მივაშტერდი. ,,სპაიდერმენის“ ფორმა, მამიკომ რომ მოსკოვიდან ჩამომიტანა, ლურჯი საღებავით იყო მოსვრილი“, – უუჰ, გული გაბრაზებით მიცემდა…

– გეყოთ ბავშვებო… ხვალ  კარუსელებზეც წავიდეთ, ოღონდ ნუ ჩხუბობთ ახლა და მათემატიკა იმეცადინეთ – გვამშვიდებდა გარედან დედიკო.

– არ მინდა მე არც კარუსელები და არც მათემატიკა… თავისი ნახატები რომ გადავუკეცო ერთ ამბავს ატეხს და…

მორჩა დედიკო ქურთუკის გაფენას, მერე მაცივრიდან ჩემი საყვარელი ფორთოხლის ლიმონათი გამოიღო და წინ, მაგიდაზე დაგვიდგა.

თავი ავწიე და ჩემთვის ისევ რაღაც ჩავიბურტყუნე, საერთოდ არ მინდოდა იმ წუთში ,,ყვითელი ლიმონათი“, მაგრამ რატომღაც ბოთლი მოვიყუდე და ნელ–ნელა დავიწყე სმა. თან ნინიასთვის მინდოდა შემეხედა, მაგრამ გაბრაზება ხელს მიშლიდა თვალი თვალში გამესწორებინა…

როდესაც ბოთლი ნახევრამდე დავლიე, ლიმონათის ყვითელი მინიდან შევხედე ნინიას ისე, რომ მას აქეთ ვერ დავენახე. ბუხრის წინ სავარძლის სახელურზე დაედო თავი და თან ჩვენს კატს ეფერებოდა. რაღაცნაირი სინანულს გრძნობა ჩამეღვარა გულში იმ წუთში… ვგრძნობდი, რომ ნინიას ყველაფერს ვპატიობდი, უსაზღვროდ მიყვარდა, მინდოდა ჩავხუტებოდი, მოვფერებოდი და ბოდიში მეთქვა წყენინებისთვის… მერე ბოთლის გარეშე შევხედე და გაბრაზების ბოროტმა გრძნობამ ისევ დამიარა.

ლიმონათის ყვითელი ბოთლი კი თითქოს ჯადოქრული იყო: იქიდან ყველაფერი სიყვარულით, სითბოთი და პატიებით სავსე ჩანდა. მაშინ მივხვდი როგორ მიყვარდა ჩემი ერთადერთი და ისევ.

მერე თვალები მაგრად დავხუჭე. გულში ვფიქრობდი, როგორ შეიძლებოდა ყოფილიყო ერთი და იგივე რამ ერთდროულად სიყვარულის და ბრაზის მომგვრელი… მერე მივხვდი, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ მოვლენას საიდან შეხედავ და როგორი თვალით. მე მინდოდა სულ ლიმონათის ბოთლიდან მეცქირა, რომ ყოველთვის  მყვარებოდა და უსაზღვრო სითბო მეგრძნო.

ლიმონათი ბოლომდე დავლიე და თვალი გავახილე… ნინიას უკვე ბუხართან ჩაძინებოდა, დედიკო კი ისევ რაღაცეებს ალაგებდა ოთახში. მე ბედნიერი ვიყავი, მე ,,ლიმონათისფერი“ თვალები მქონდა…

 

 ავტორი:  პიგმალიონი

 

 

2 thoughts on “ფორთოხლის ლიმონათი”

  1. Chvens naRvaw-namoqmedars mudam aseT yuradRebas rom vuTmobdet – dakvirvebas vaxdendet, vaanalizebdet, daskvna gamogvqondes da shedegze orientirebas vaxdendeT, raoden ukeTesobisken shevcvlidiT sakuTar Tavsa da samyaros, warmogidgeniat?! 
    Pigmalion, warmatebas gisurvebt!
    Xvicha, es ra kardi saqme wamoiwye, konkurss vgulisxmob, yovelmxriv sasargeblo da saintereso ideaa, gaixare!
    Rac sheekheba nashromis wardginebas, avtoris vinaobis dafarva, konkursis dasrulebamde, aucilebel pirobad ar gesaxebaT?
     

    პასუხი
    • გეთანხმებით, დაკვირვებასთან ერთად მოვლენების სწორი/ნათელი კუთხით აღქმა ძალიან აუცილებელია!
      დიდი მადლობა ქალბატონო ნინო კეთილი სურვილებისთვის! 🙂

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.