პიროვნული ზრდა

საკონკურსო ნაშრომი N15

ერთი ამოსუნთქვა და წამში სული მიწიერების მონა ხდება. ბრბოს სპეკულაცია ქვეცნობიერზე, ცხოვრება სწორედ ასეთი უაზრო ფერების  კომბინაციას გვპირდება.

ერთხელაც ბრბომ მიმიპატიჟა თავისთან. რომ მივედი ჩემი ოცნების ძაფით დაკერებული სამოსი გამხადეს და დეტერმიზმის ჯაჭვით გაწყობილი კაბა ჩამაცვეს. ბრბო აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ყველას მოსწონდა ის კაბა, ყველას!

მას მერე ინტუიციით გვირაბის თხრა დაიწყო ჩემმა სულმა, ჩემიდან წასვლა მოუნდა. თითქოს დრო მისტერია გახდა გონებაში,. ღრუბლებით დაწნული ქუდი მეხურა ჯიბეში ქვის გული მედო მეგონა. გეძინება, მაგრამ არა ისე, სიზმრებს რომ ნებდები, ის კი უსასრულობით გიწვევს, არამედ ჰორიზონტზე ჩამოჯდე გინდა, სულთან გაბმული უხილავი ფესვი რომ არავინ ამოგგლიჯოს! ქარი რომ ააფრიალებს გამჭირვალე კაბას, მერე ღრუბლებიც გაიფანტება.

მიწაზე ვეცემი, წვიმას დრო მოჰკიდებს ხელს და წაიყვანს შორს. მერე მზეც მოდის. ხედავ როგორ მიდიან შენი ოცნებები და თავისუფლების შეგრძნება შენიდან და ნელ-ნელა ბრბოს ნაწილი როგორ ხდები,როგორ ხდება შენი სული ცარიელი ფურცელი, სადაც, შენს გარდა, ვისაც რა უნდა, იმას მიჯღაპნის.

რამდენიმე წუთიც და ბრბო სულსაც გამოაძევებდა ჩემიდან, რომ არა ეს სიტყვები:

მართალია, ცხოვრება ხარახურა ფანტაზიით გაწყობილი ჯაჭვია, მაგრამ ნება შენია, ნუ მისცემ შიშს უფლებას საკუთარი გონება უშენოდ დაიმორჩილოს და წმინდა ოცნებეს, მიზნებს  ფრთები მოახიოს..

უცებ შემოვიხიე დეტერმიზმის ჯაჭვით გაწყობილი კაბა, მივუგდე ბრბოს და გამოვიქეცი. ინტუიცია, სულის გამოძახილი, რომელსაც თავისუფლება, ოცნება უნდა. მათ შეუძლიათ მხოლოდ  პიროვნული ზრდა, სულის საზრდო. ოცნება თითქოს ჩვენთან ერთად ბერდება, გული იღლება, მაგრამ თუ გონება ჰორიზონტი იქნება შენსა და ოცნებას შორის, ის არასდროს დაბერდება!, და არც პიროვნული ზრდის დრო დაბერდება!

 

ავტორი: სალომე მუხიგულაშვილი

 

 

1 thought on “პიროვნული ზრდა”

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.