ნარკოტიკი

 საკონკურსო ნაშრომი N9

 

– ჩემი ძმა მოკვდააა! უ-შველეეეთ, წამალი მინდააა… მტკივააა… უ-უ-უ-უ  არაბუნებრივი ხმით ბღაოდა ძვალზე გადაკრული ტყავი. ტრუსებისამარა, ახალგაზრდა ბიჭი სავადმყოფოს ეზოში, უკანა შესასვლელთან მიწაზე ეგდო და უაზროდ ბღაოდა და თან თავ-პირში მუშტებს იცემდა.

– გადიიით, არ წამიყვანოთ, ააარ დამიჭიროოოთ, მოვკვდეეებიიი! ციხეში არ მინდააა! მიშვეეელეეეე-განაგრძობდა ბღავილს ძვალი და ტყავი.

-დედააა! მიშველეეეე! – შებღავლა ახლად მოსულ ქალს .

-დაწყნარდი, შვილო! სირცხვილია, ყველა შენ გიყურებს. ადექი სახლში წავიდეთ-დაყვავება დაუწყო უბედურმა დედამ. ზურგს და ხელებს უსრესდა, ცდილობდა გონს მოეყვანა თავისი შვილი.

-არააააა! წამალი მინდააა! უ-უ-უ-უ

ძვალი და კანი თვალებს ქაჩავდა, ხელებს უაზროდ იქნევდა და თან ღრიალს განაგრძობდა:-

– არააა! მომკლავენ! ჩემი ძმა მოკლეს… ძაღლები მოდიააან… მიშველეთ… უ-უ-უ-უ…

საავადმყოფოს ფანჯრებიდან ავადმყოფთა თავმდგმურები იხედებოდნენ, ცნობისმოყვარედ შესცქეროდნენ ბიჭს.

– ასეთი შვილის ყოლას , უშვილო იყო ის ჯობია! – შემოვიდა ექთანი, – გაოხრებული, კაცს მაინც გავდეს. ნარკოტიკი უნდა კიდევ მაგის გამჭკნარ სხეულს?! პატრონი არ უვარგა თორემ, ჩემი იყოს, მე თვივონ მოვკლავდი…  

– რა ხდება? ვინაა? რა სჭირს? – მიაყარეს კითხვები.

– ნარკომანია, ლომკაშია და ვერ აზროვნებს . ჩემი ძმა მოკვდაო მოსთქვამს,  მერე ძაღლებიო, ციხეო და ათასი სისულელე… – გადააქნია თავი განყოფილების ექთანმა – მასეთ შვილს მშობელი უნდა კლავდეს.…

ცნობისმოყვარენი დააკმაყოფილა ექთანის მოწოდებულმა ინფორმაციამ. ისევ ფანჯრიდან განაგრძეს უბედური ნარკომანის ცქერა.

* * *

– მოწიე!, არაფერია. ხომ ხედავ ჩვენ ყველა ვეწევით. მიდი, რისი გეშინია?…

– უფრო გაბედულად! გიოს უყურე შენი ხნისაც არაა და როგორ ბოლდება…

– მიდი ბესო, მიდი, უფრო მოქაჩე! – აქეზებდნენ გუნდად შეკრებილი ბიჭები ბესოს.

თავიდან ყოყმანობდა, არ უნდოდა მოეწია. ახლობლებისგან გაგონილი ქონდა “მარიხუანა ნარკოტიკია და მიჩვევა იცის “ო.  მაგრამ ბოლოს ბიჭების შეძახილმა მაინც დაავიწყა ახლობლების შეგონება.… ბესო პირველად ეწეოდა ,,სივაჟკაცის“ დამადასტურებელ – პლანს. მას ხომ ვაჟკაცები და კაი ბიჭები ეწევიან. გაუჩნდა უსიამოვნო შეგრძნებები, დაეუფლა შიშის განცდა, გული აუჩქარდა, დაეწყო ოფლიანობა, თავის ტკივილი.

– ხო მაგარია, ბესო! ხო მაგრა ასწორებს? მოგეწონა? მაგრად ხარ არა?…

– კი, მაგარია. – ძლივს ამოილუღლუღა. არ შეიმჩნია ცუდად ყოფნა, ის ხომ ,,სივაჟკაცეში“ გადავიდა.

ბიჭები უაზროდ იცინოდნენ, რაღაც სულელურ მიმიკებს იღებდნენ, ერთმანეთს თითით ახელებდნენ. ბესოც არ იმჩნევდა ცუდად ყოფნას, სინამდვილეში საშინელ შიშს შეეპყრო, ეჩვენებოდა: დიდი ფართოდ გაშლილი ველი, გარშემო დროშებით გაწყობილი. შორიდან ესმოდა პოლიციის მანქანების სირენის ხმა. შიშისგან გული მისდიოდა. თვალები ებინდებოდა.

გონს  რომ მოვიდა მარტო იყო. qუCის ბნელ კუთხეში მიყუჟული. აღარც ბიჭები, აღარც პლანი იყო მის გვერდით. ფეხზე ბარბაცით წამოდგა. სცადა სინათლისაკენ წასულიყო. ფეხებს ძლივს მიათრევდა. შინ უნდოდა წასვლა. ირგვლივ ყველაფერი უჩვეულო და უცხო ეჩვენებოდა. ძლივს მიაღწია ლამპიონის ბოძამდე. იქვე ჩაიკეცა..

* * *

– ეს ბიჭი ქუჩაში ვიპოვეთ, უგონოდ იყო. ნახეთ რა სჭირს? – უთხრა პატრულის თანამშრომელმა მიმღებში ექიმს.

– ნარკოტიკული ნივთიერების გავლენის ქვეშ იმყოფება. მორიგე ექთანს დაუძახეთ!

– როგორ შეიძლება, ბავშვი და ნარკოტიკი?!  დღევანდელი ნარკომანი არ კმაროდა?  ჩემი იყოს ჩემი ხელით მოვკლავდი!…  ლანძღვით შემოვიდა მიმღებში. ბიჭს დახედა და ფერი ეცვალა. გაფითრდა. გონი დაკარგა.…

_ ჩემი ბიჭი! ჩემი ბესო, შვილო რა მოგივიდა? ექიმო გვიშველეთ რა სჭირს ჩემს შვილს? – იძახდა გონსმოსული.

– ბავშვი ნახევარ საათში გამოვა მდგომარეობიდან. ეხლა პალატაში გადაიყვანეთ ხვალ კი ნევროპათოლოგს  გაასინჯეთ. სავარაუდოდ მარიხუანას დიდი დოზა აქვს მღებული.

* * *

– თვალი გააყოლე საგანს, ახლა აქეთ, ეგრე, ახლა აქეთ – განაგრძობდა გასინჯვას ექიმი, – ხელები გაშალე, თითი ცხვირის წვერთან მიიტანე. გაიმეორე კიდევ. ახლა მეორე ხელით. – რატომ იცინი?…მიპასუხე რად იცინი? რამე გაგახსენდა? მიამბე.…მაშ რად იცინი?

ბიჭი ატირდა. დამამშვიდებელი მიეცით, კითხვებით და საუბრით არ გადაღალოთ. – თქვა ექიმმა.

* * *

– მისი მდგომარეობა თანდათან სტაბილური გახდება. ბესოს გაუმართლა, პირველივე მოწევისას რომ დაემართა, ის ხშირი მწეველი რომ ყოფილიყო მაშინ სხვა სირთულესთან გვექნებოდა საქმე – სულით დაავადდებოდა

– ექიმო მე რა შემიძლია გავაკეთო? რით დავეხმარო?

– რაც შეიძლება ბევრი ესაუბრე მარიხუანას მავნებლობაზე და შთააგონე რომ განმეორებით მოწევა დაავადებს სულიერად. და მისი განკურნება შეუძლებელი გახდება. რამოდენიმე დღეში ბიჭი სრულიად გამოჯამრთელდება.

* * *

ბესო საშინლად ბორგავდა, სიცხე ხან აუწევდა ხან დაუწევდა. ხშირი ოფლი და გახშირებული გულისცემა ქონდა . გონებრივადაც არეული იყო. ხან იცინოდა ხან უმიზეზოდ ტიროდა, გაახსენდა როგორ იყო მარტო ქუჩაში და მასთან არცერთი მისი ,,ძმაკაცი“არ იყო. რომ მომაკვდავი მარტო დატოვეს და ამბავიც არ იკითხეს.

ნატო საშინელ დღეში იყო. შვილის გამო ძლიერ ნერვიულობდა.  გაახსენდა ძვალზე გადაკრული ტყავი–ნარკომანი, რომელიც იმ დღეს საავდმყოფოს ეზოში ბღოდა. აგრეთვე ნარკომანის დედა, რომელიც უღირს შვილს სხეულს უსრესდა და დაყვავებით აწყნარებდა.  გაახსენდა თავის მწარე კომენტარიც  ,,ასეთი შვილის ყოლას არ გყავდეს ჯობია!  ჩემი რომ იყოს მოვკლავდი“– ო.

შეზიზღდა თავის საქციელი. შერცხვა ცივი და სასტიკი რომ იყო. მიხვდა, რომ დედისთვის უღირსი შვილი დიდი ტკივილი, სიმწარე და ამავ დროს უდიდესი სითბო და სიყვარულიც არის.

 

ავტორი: მაია ერგემლიძე

 

 

1 thought on “ნარკოტიკი”

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.