და კვლავ გზაში ვარ

საკონკურსო ნაშრომი N7

 

აჰჰ, დავიბადე, და აღვმოჩნდი 21-ე საუკუნის ერთ ერთი რიგითი ტყვე- დროის სრბოლაში დაკარგული. როცა დღე დღეს მისდევს და ხალხი კი კუდამოძუებული მისდევს სხვადასხვა ნივთებით ხელდამშვენებული.

მივდევ და ვფიქრობ ბედნიერებაზე, წარმატებაზე, პიროვნულ განვითარებასა და უამრავ სხვა არაფრისმომცემ თემაზე. …  ვიკარგები მოსმენილის წაკითხულისა თუ საკუთარი გამოცდილებიდან ტალღებივით მოვარდნილ აზრებში, მერე კი ჩვეულებრივი მოკვდავივით ვიქცევი- უბრლოდ თავს ვანებებ ამ თვითგვემას, ვაკეთებ საბოლოო დასკვნებს და საკუთარ თავს ისევ რომელიმე თანამედროვე ჩარჩოში ვსვამ, რომელიც ხან დროებითია, ხანაც უფრო ხანგრძლივი.

სად არ ვიარე , ხან გუგლი მეპით, კომუნისტების დროინდელი ჟიგულით  და თვითმფრინავით, იქიდან აქეთ და ხანაც აქედან იქით, მაგრამ მე აღმოვაჩინე ადამიანი ყველგან ერთი, წინსვლის, თავგადასავლების, ექსპერიმენტების და ცვლილებების მოყვარული, რომელიც შეუძლებელია გააჩერო და ეს არც ლოგიკაში და არც კანონზომიერებაში არ ჯდება, და სანამ დრო არსებობს ადამიანიც მას ემსგავსება, მუდამ დროსავით მიმავალი და ურჩი.

ყოველი მისი მომდევნო წამი განვითარებაა და ყოველი მისი მომდევნო საათი კი წარმატება, და როცა წამების გარეშე არცერთი საათი არ ჩამთავრებულა, ადამიანიც სწორედ ამაში დარწმუნებული მიიწევს წინ გამუდმებით, უკიდეგანოდ. იცის სულაც არ არის ეს გზა შედეგზე ორიენტირებული პროცესი და სულაც არ იქნება ამ უსასრულო გვირაბის ბოლოს ბედნიერება, რადგან თავად გზაში ხარ ბედნიერი, აღმოჩენების, დაკარგვების, წინსვლის თუ შეცდომების გზაზე და როცა შენ უბრალოდ არ ჩერდები, ბრძოლას აგრძელებ არა ბედნიერების მოსაპოვებლად, არამედ თავად ამ ბედნიერებაში ყოფნის გამო, რომელიც ზუსტად იქ გვხვდება სადაც მოქმედებაა, სადაც წინსვლის სურვილია და ცვლილებებია, თავად სამყარო ხომ ასე გვევლინება და ჩვენ მის ხასიათში ვხედავთ ყოველწამს ბედნიერებას. ქმნადობას.

თუკი ღმერთმა ადამიანი შექმნა ხატად და მსგავსად, ესე იგი სამყაროც მისი შექმნილი – მისი ხატი და მსგავსია. როდისმე გინახავთ სამყარო გაჩერებული? ან დაღამებული და აღარ გათენებული? მიბაძე სამყაროს, იყავი მისი ხატი და მსგავსი, არასოდეს დანებდე და არც ერთი წამით შეწყვიტო განვითარება, იყავი ბედნიერი ამ გზაზე. დაირქვი ნამდვილი ადამიანი. და დაამტკიცე შენი შეუპოვრობა შენი შემქმნელის წინაშე, რომ ღირდა გესუნთქა და გესწავლა ყოველ დღე რაღაცა ახალი.

ესაა ცხოვრებაб რასაც მე უფრო განვითარების გზას დავარქმებდი  და რომლის დათმობაც ასე ძნელია

 

 ავტორი:  „მშვიდი“ 

 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.