საკუთარი წარმატების გასაღები

საკონკურსო ნაშრომი N13

 

რა არის პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება? არის თუ არა ის საჭირო იმისთვის, რომ ადამინმა ცხოვრებაში შეძლოს თავისი თავის რეალიზება?

დავიწყოთ იქიდან, რომ პიროვნება, ესაა ადამიანი, რომელიც ხასიათდება გარკვეული თვისებებით. ამ ცნებაში მოიაზრება ისეთი ასპექტები როგორიცაა: ემოცია, მოტივაცია, აზრები, ქცევები. პიროვნება ყალიბდება გარეგან და შინაგან ფაქტორთა ზეგავლენით. პიროვნების განვითარება დამოკიდებულია იმ დროზე, რა დროშიც მას უწევს ცხოვრება, გარემოსა  და გენეტიკაზე,  ანუ, ამ შემთხვევაში, მისი ჩამოყალიბება ხდება მისგან დამოუკიდებლად, მას გადაეცემა მშობლების ხასიათები და მოსწონს თუ არა იმ ხასიათებით განაგრძობს ცხოვრებას.

მაგრამ მას შეუძლია ისეთი თვისებების შეძენა, რომლითაც, შეძლებს, თავისთვის მოსაწონი პიროვნების ჩამოყალიბებას. სწორედ ამისთვისაა საჭირო თვითგანვითარება, რადგანაც ამით შეძლებს  გარკვეული თვისებების შეძენას. ადამიანის ფუნქციაა გააკეთოს, შექმნას ახალი, მაგრამ თუ მან ვერ განავითარა საკუთარი თავი, ხდება პიროვნების ჩაკეტვა. თუ მოხდა მასში არსებული აზრების, მოტივაციების, ქცევების დაბლოკვა, თუნდაც გარემოების გამო, მაშინ ის კარგავს თავის რწმენას, და აღარ ასრულებს საკუთარ ფუნქციას -განავითაროს საკუთარი თავი.      

პირველყოფილი საზოგადოებისთვის მთავარი იყო არსებობისთვის ბრძოლა,  სამყაროს ათვისება. ისინი მოიპოვებდნენ ცეცხლს, ნადირობდნენ…  ამ პროცესში ხდებოდა ბუნების შესახებ პირველი ცოდნის მიღება… გარემოსადმი მათი ინტერესის შედეგად მათი შესაძლებლობები ნელ-ნელა იზრდებოდა.

ერთმანეთთან ურთიერთობის საჭიროების შედეგად გაჩნდა მხატვრობა, მწერლობა. სამყაროსთან ადაპტაცია საჭიროებდა მუდმივ განვითარებას, ისინი ახდენდნენ ცნობიერების გაფართოებას  და ეს არ იყო ერთჯერადი ცდები. ცხოვრების გაუმჯობესების მუდმივმა მცდელობამ, მუდმივმა სწრაფვამ სიახლისაკენ,  მათ შესძინა ცოდნა. სწორედ ამ ცოდნის უწყვეტი განვითარებით მოვედით ჩვენ დღემდე.

ფაქტია, რომ ეს თემა საყურადღებოა , მაგრამ არა ისეთი ერისთვის რომელსაც მუდმივად სძინავს, რომლის გენეტიკაშიც დევს ყველაზე ძნელად ამოსაკვეთი ჩვევა სიზარმაცე!!! ესაა ქართველი ერის საცნობი ნიშანი.

პიროვნული თვითგანვითარების შეჩერება არაერთი მიზეზით ხდება, ქართველების შემთხვევაში მიზეზი უამრავია, გარდა იმისა რომ სიზარმაცე გვჩვევია, უამრავი კომპლექსიც გვაწუხებს. შეიძლება ადამიანი მარტო იმიტომ არ სწავლობდეს რომ ასაკშია? თურმე, ასეთ კატეგორია არსებობს… ისინი ფიქრობენ, რომ სწავლა მათთვის დაგვიანებულია, ან ფიქრობენ რომ სხვები დასცინებენ, ან უბრალოდ არ აღიარებენ რომ ცოდნა აკლიათ.

არსებობს ადამიანთა ნაწილი, რომლებიც სხვის ხარჯზე ცხოვრობენ. ამ შემთხვევაში მათი შესაძლებლობების განვითარების შანსი ნულია, მაგრამ სამწუხაროდ არ ესმით ადამიანებს, რომ არ შეიძლება ვიღაცა მივაჩვიოთ უმუქმედობას, ეს ერთი შეხედვითაა „კეთილი საქმე“, სინამდვილეში ამით ვუბიძგებთ ცნობიერება დაეხშოს და მისი ცხოვრებისეული ხედვა დავიწროვდეს.

იმისათვის რომ პრობლემა აღმოიფხვრას საჭიროა მისი საფუძვლების ძიება . საქართველოში, ხშირია ისეთი ოჯახები, რომლებიც შვილის მაგივრად იღებენ გადაწყევილებას. მაგ:1.რომელ უმაღლესში ჩააბარებ . 2. რომელ ფაკულტეტს აირჩევ. 3. სად იმუშავებ. 4. როგორი გოგო(ბიჭი) შეგეფერება .5. ოჯახს როდის შექმნი…..

ეს სია უსასრულოდ გრძელდება იმიტომ რომ …“დედაა შენი: , იმიტომ რომ „მამაა შენი“ და მათი რჩევა უნდა მიიღო , „მათ შენთვის კარგი უნდათ“. ეს კარგია მაგრამ რა ხდება ამ დროს?

არსებობს ცხოვრებაში ისეთი პერიოდები, როდესაც დამოუკიდებლად უნდა მიიღო გადაწყვეტილება , ქართველი მშობლების უმეტესობა კი ამ გადაწყვეტილებას შვილის მაგივრად იღებს,  შვილებს კი უწევთ, თავიანთი სურვილის მიუხედავად, მორჩილად დაყვნენ მათ ნებას (ეს  შემთხვევა ხშირია ისეთ  მშობლებში, რომელთაც ახალგაზრდობის პერიოდში ვერ მიაღწიეს თავიანთ მიზანს  და  შვილის საშუალებით ცდილობენ ამ სურვილის რეალიზებას), ესაა პიროვნების შეზღუდვის შემთხვევა , რაც მიმართული არაა ადამიანის თვითრეალიზებისკენ, არამედ მისი ინტერესების ჩახშობისკენ და ამ უკანასკნელს აყალიბებს სხვაზე დამოკიდებულ ადამიანად, ასეთი ადამიანი კი ადვილად ექცევა სხვისი ზეგავლენის ქვეშ და პიროვნების ზრდის ნაკლები შანსი რჩება .

პიროვნული ზრდის შეჩერება ერის ერთ ადგილას გაჩერებას ნიშნავს, ეს მდგომარეობა კი ქვეყნის განუვითარებლობის მიზეზია. ამიტომ არის რომ საქართველომ ჯერაც ვერ წაიწია წინ . იმისთვის რომ მიაღწიო თვითრეალიზებას მუდმივად უნდა სწავლობდე , მუდმივად უნდა შეეჯიბრო საკუთარ თავს და მხოლოდ ამ ცდების შედეგად მოახდენს  ადამიანი თავის რეალიზებას.

 

ავტორი: ნათია წოწკოლაური

 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.