ჩემი თვალით დანახული სამყარო

საკონკურსო ნაშრომი N8 

 

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სამყარო სასტიკი და უსამართლოა. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ისინი ცხოვრებაზე გულგატეხილები არიან და ცოტა პესიმისტები, მაგრამ ეს მათთვის ვინც ცხოვრების უღელი არასწორად ატარა, ან არასწორი ნაბიჯები გადადგა.

სამყარო უცნაური არ არის, ის სავსეა მოულოდნელობებით და ადამიანის გონებისათვის, ხშირად, მიუწვდომელი მოვლენებით. აქ კარგიც და ცუდიც თანაბრად ხდება, ჩვენ ადამიანები ვართ იმიტომ, რომ ამ ყველაფერს გავუმკლავდეთ, შევხდეთ მამაცურად და შევებრძოლოთ.

სამყარო დღემდე ამოუცნობი და ამოუხსნელი მრავალუცნობიანი განტოლებაა. რის საიდუმლოს ამოხსნასაც ცალ-ცალკე ვერავინ შეძლებს. ყველაფერი ალბათ ერთ დიდ მუშტად უნდა შეიკრას, რომ ის ამოიხსნას.

აქ ადამიანს უცხოვრია, გაუვლია, მრავალი წელი უარსებია, უმოგზაურია,  დაუმტკიცებია და გახარებია, აღმოუჩენია, ზოგჯერ  ვერც კი მიმხვდარა, უთქვამს: „სამყარო დიდებულია“. ვისთვის „დიდებული“, ვისთვის კი მხოლოდ „გასავლელი გზაა“.  – ეს ყოფიერებაა. სამყარო კი ყოფიერებაზე გაცილებით მეტია.

ჩვენ სამყაროში, რომ იარსებო რწმენა და დიდი მოთმინება არის საჭირო. ჩვენ, პატარა ადამიანებს ბევრი არ გაგვეგება ცხოვრების. ხშირად, არ ვიცით რაში და როგორ მოვიხმაროთ იგი. ნეტავ მას ვინც ცხოვრების დინებას რიტმულად მიუყვება. ეს ალბად ძალიან ძნელია, და ის ვინც ამას ახერხებს ასევე ძლიერი და შეუპოვარია.

ჩემი სამყარო ჩემი ნაწილია და ის ნაწილი ბევრი კარგი და ცუდისაგან შედგება. მაგრამ მე მაინც კმაყოფილი ვარ. ცოტა გამივლია, ცოტაც დამინახავს, ბევრი რამ გაკვეთილად მიმიღია, ბევრიც შემშლია და ბევრი სიკეთეც მიკეთებია, მაგრამ ამ სამყაროში მაინც ბავშვი ვარ. ახლა სამყარო ჩემთვის მრავალფეროვანია. მე სამყაროს უმცირესი ნაწილაკი ვარ და ისიც დადებითად დამუხტული. უფლება არ მაქვს ბოროტი და ცუდი ვიყო, მე ხომ სამყაროს ვეკუთვნი და ის მე მეკუთვნის. აქ ყველანი ერთმანეთს ვეკუთვნით და არ შეიძლება სხვაგვარად იყოს.

ჩემი თვალით დაახული სამყარო აი ეს არის. უნდა იცხოვრო იმისთვის, რომ საკუთარი თავის  გარდა სხვებსაც მიანიჭო ბედნიერება. სხვებსაც დაეხმარო და სხვისთვისაც  წარმოადგენდე რამეს. უნდა იცხოვრო “იმედით”  “რწმენით” და “მოღვაწეობით” , რომ  სწორედ შენით გაიხაროს წარსულში დამჭკნარმა ვარდმა და კიდევ უამრავი დარგო, რომ მომავალი სამყაროსთვის ის დიდ ბაღად გადაიქცეს. გულში სიკეთე სიყვარული და ერთგულება უნდა გიჩქეფდეს. ესაა მთავარი სხვა ბევრთან ერთად.

იბრძოლე, რომ სამყარომ შეგიყვაროს.

იყავი ის ვინც ხარ და იცხოვრე არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის არამედ სრულიად სამყაროსათვის. 

აი ეს არის სამყაროს საიდუმლო, რწმენა, სიკეთე და სიყვარული.

 

ავტორი: მარიკა აბესლამიძე

 

 

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.