საკონკურსო ნაშრომი N2
ეპიგრაფის მაგიერ:ჯერ ვიფიქრე დამეწერა ჩემზე, მერე ვიფიქრე, დამეწერა შენზე, შემდეგ კი მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩემზე დავწერ თუ შენზე, რადგან შენ ჩემი ანარეკლი ხარ, მე კი – შენი, მე შენ ვარ, შენ კი მე.
1.კოპერფილდი არ ვარ, მაგრამ კედელი გავაქრე 🙂
პატარა ღობეს რომ გადავახტი, მალევე მივადექი დიდ კედელს, ის ცივი იყო, პირქუში და ხავსმოდებული, მაღალი, არც მარჯვნივ, არც მარცხნივ არ უჩანდა ბოლო.
შევახტი, ორივე ხელი ჩავტენე ლოდებსშორის პატარა ღრმულებში, ფეხებიც მონდომებულად დავაყრდენი გამოწეულ ნაწილებს, რამდენიმე მეტრზე ავბობღდი. მალე დავმძიმდი, უკან ჩამოსვლაში აზრი ვერ დავინახე, მაგრამ მომდევნო ლოდზე ასვლისას ფეხი გამიცურდა… და დავენარცხე. რამდენჯერმე ვცადე ხელახლა, მაოცებდა, რატომ ვმძიმდებოდი ასე მალე, მერე მივხვდი, ეს ჩემი წონა არ იყო –– ეს ჩემი მძიმე ეგო იყო.
ჩემ წინ იდგა უზარმაზარი კედელი, რომლის გადალახვაც არ შემეძლო! თუ შემეძლო?! კედლის წინ მიწაზე დავჯექი, დავფიქრდი (იცოცხლე, დროც მქონდა და არც კედელი გამექცეოდა სადმე). თუ არ შემიძლია ამ კედლის გადალახვა, მაშინ, რატომ ვარ აქ?! გამიგონია, უფალი იმაზე მძიმე ჯვარს არ გარგუნებს, ვიდრე შენ შეგიძლია, რომ ზიდო, ე.ი. მე შემიძლია ამ კედლის გადალახვა, მაგრამ მაშინ, რატომ ხდება ისე, რომ ყოველი ჩემი ცდა მარცხით მთავრდება (ისე, ეს რიტორიკული კითხვა არ იყო, ეს უფრო წუწუნი იყო)?! და, საერთოდაც, როგორ მოვხვდი ამ კედელთან?!
მახსოვს პატარა ღობეს გადმოვახტი, ეს პატარა ღობე საიდანღა გაჩნდა?! გამახსენდა – მანამ ამ ღობეს გადმოვივლიდი, იქაც რაღაც დიდი კედელი იდგა! რაკი ის კედელი გადმოვლახე, ე.ი. ამასაც გადავლახავ!
ვზივარ და ვიხსენებ, როგორ გადმოვიარე – უცნაური რამ მოხდა, თითქოს კედელი დაპატარავდა და ბოლოს ღობის ხელა გახდა(?!), არა! კედლის ზომა არ შეცვლილა, ეს მე გავიზარდე და ამიტომ შევძელი მისი გადალახვა!
ვაშა! მთელი ამ ფიქრების მანძილზე ვიგრძენი, როგორ ვიზრდებოდი, თანდათან აღარ მეჩვენებოდა კედელი იმხელა, არც ის ლოდები – დაშლილი პირამიდის ნაწილები, ახლა უკვე მყარად შემეძლო მათზე დაყრდნობა, მაგრამ, რატომღაც, ისევ ვერ გადავედი კედელს. ახლა, ხომ, უკვე ვიცი?!
წინა კედელი ეს ბარიერი იყო, პრობლემა, მე უნდა გავზრდილიყავი, რომ გადამელახა და მომეგვარებინა,
აკი, ახლაც გავიზარდე?! რა ხდება?! რაღაც ახალი ფოკუსია ცხოვრებისგან. ფიქრი უნდა განვაგრძო, ფანტაზია ჩავრთო! ფანტაზია?! მე უკვე მეყო ფანტაზია, რომ დამერღვია ფიზიკის კანონები და, ერთი შეხედვით, თვალუწვდენელ კედელზე (პრობლემაზე) დიდი გავზრდილიყავი, ე.ი. ეს ახლაც შემიძლია გავაკეთო.
რა მოხდება, თუკი ამ კედელს, საერთოდაც… გავაქრობ?! ღრმად ჩავისუნთქე, თვალები დავხუჭე და მაქსიმალურად ვეცადე ეს აფირმაცია დიდი რწმენით გამეფიქრა: “ეს კედელი არც არსებობს! ეს კედელი, ფანტაზიაა! ეს კედელი სიცარიელეა! “ თვალები მხოლოდ მაშინ გავახილე, როცა ვიგრძენი, რომ ეს მართლა დავიჯერე! ჩემს წინ თავისუფალი სივრცე იყო, სრულიად თავისუფალი, თავად ჰაერსაც კი თავისუფლების სუნი ჰქონდა. ეს იყო ჩემი პირველი სიზმარი, რომლისგანაც, ერთდროულად ორი ახალი გაკვეთილი მივიღე:
1. პრობლემას ვერ გადალახავ, მანამ ის შენზე ძლევამოსილი გგონია და 2. პრობლემა, საერთოდაც, არ არსებობს 🙂
2. კოჰაბიტაცია ეგოსთან (სრულიად არაპოლიტიკური საკითხავი 🙂 )
მცირე ეპიგრაფი: ”შეეგუეთ გარდაუვალს”
დეილ კარნეგი
ტყის ბილიკს მივუყვები ჩემი მიზნისკენ – უკვდავების წყაროსკენ მიმეჩქარება, მივკუნტრუშებ (“”ბეზ პიწი მინუტ”, წითელქუდა), როგორც მჩვევია, ენთუზიაზმით. ბილიკზე ჩემ წინ უცნაური არსება შევნიშნე (არა, ეს ის არ არის, რაც თქვენ გგონიათ 🙂 , ეს არსება, ნამდვილად არ იყო მგელი”), ის ორ ფეხზე იდგა, საკმაოდ საზარლად გამოიყურებოდა და, რაგინდ, დაუჯერებელი იყოს, მზის სხივებს ჭამდა, დიახ, იდგა, წყვეტდა მზის სხივებს და მიირთმევდა, ცოტა ხანს ვუცადე, მაგრამ ვერ გაძღა, იმდენი ქნა, ბილიკის იმ ნაწილზე მთლად ჩამობნელდა. გამოვტრიალდი უკან, სხვა ბილიკი მოვნახე, მაგრამ იგივე!
რამდენჯერმე შევიცვალე მიმართულება, ბილიკზე იმ გზისკენაც კი წავედი, საიდანაც მოვდიოდი, მაგრამ ყველგან იგივე! უცნაური ხერხით, ეს არსება ყველა იმ გზაზე ჩნდებოდა, სადაც მე უნდა ვყოფილიყავი, ისე, რომ არ მეძლეოდა მისი გვერდის ავლა და გზის გაგრძელება.
რაკი ვერცერთ ცხოველს მივამსგავსე, დავაკვირდი და… საკუთარი თავი ამოვიცანი, ოღონდ, თავიდან, ვერ მივხვდი, რატომ ვიყავი ასეთი მახინჯი და უფორმო, მაგრამ რატომ უნდა ვმდგარიყავი თავად მე (ან, ჩემი მახინჯი ვერსია) ჩემივე გზაზე, ასეთი თავხედური და, უარესი, ხელისშემშლელი ფორმით?!
ეს ჩემი ნაწილია, აშკარა მსგავსებას ვერ გავექეცი. – რატომ მიბნელებ გზას?-შევეკითხე. – ეს ჩემი ტერიტორიაა, მზის ყველა სხივი აქ ჩემია,-მიპასუხა მან. – კი, მაგრამ მე და შენ ერთნი ვართ! -აღვშფოთდი. მან მსუნაგი ღიმილით გამომხედა. -ეგოისტო!-დავუყვირე და გამეცინა, მე ხომ საკუთარ თავს ვუწოდე ასე, მივხვდი, რომ ეს ჩემი ეგო იყო, ის ეგო, რომელიც მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრითა და საკუთარი თავის გამოკვებით იყო დაკავებული. ის იდგა აბსოლუტურად ყველა გზაზე, რასაც არ უნდა დავდგომოდი და, შესაბამისად, ყველგან შემიშლიდა ხელს.
მასთან ბრძოლა უაზრობაა, მან ხომ მზის სხივების შთანთქმა იცის, მე კი არ ვიცი ეს როგორ ხდება, ამიტომ, რომ შევებრძოლო, ის მარტივად განმაიარაღებს. ძირითადად, ყველაფერი კარგად მიდის, მანამ ჩემში დიდ, შავ (არაქურდულად შავ) ხულიგანს არ გაეღვიძება ხოლმე. ჩემი ეგო ცხოვრობს ჩემს არსებაში (მისი საიდენტიფიკაციო კოდია “მე”) და, რაკი, მისი მოშორება (გადაყენება) ვერ მოვახერხე, ვერც ბრძოლამ გაჭრა, ვერც იმპიჩმენტის მცდელობამ, გადავწყვიტეთ დაგვემყარებინა კოჰაბიტაცია.
ჩემს ეგოს ბრწყინვალე ფანტაზია აქვს, როცა საკუთარ ინტერესებსა და მოთხოვნილებებზე მიდგება საქმე, მერედა რა არტისტიზმი?! – ხან ყოვლისმომხვეჭელ ლიდერად მევლინება, ხან კიდევ გასაცოდავებულ მსხვერპლად, გაქუცულ ძაძებს ჩაიცვამს და მოთქვამს ხოლმე: “რა ვქნა ახლა მე?! რა მეშველება ახლა მე?! მეც მინდა ცხოვრება! დავიღალე მე!”
დიახ, ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ეგო, მე და ეგო 🙂 , ხოლო, მთავარი ისაა, რომ გავაცნობიერე: 1. მე არ ვარ ჩემი ეგო 2. თუ ეგოს მივუშვებ, ის მზის სხივებს შემიჭამს და მხოლოდ ხელს შემიშლის უკვდავების წყაროსკენ სვლაში.
3. აზრების მენეჯმენტი
თქვენ ხართ ის, რასაც ფიქრობთ
რალფ ვალდო ემერსონი
ამჯერად, მე მოვხვდი აზრების ქალაქში (თამამად შემიძლია ვთქვა, მას ბევრი საერთო აქვს თბილისის საგზაო მოძრაობასთან 🙂 ). აზრები, ყველგან აზრები დაქროდნენ. აქ, არც სავალი ნაწილის გამყოფი ხაზები იყო, არც გამართული შუქნიშნები, ხოლო საგზაო ნიშნები – სრულიად გაუგებარი. ზოგიერთი მათგანის ამოკითხვით მივხვდი, ეს ჩემი აზრების ქალაქი იყო (იმედი მაქვს, ასეთი უწესრიგობა თქვენს ქალაქში არ არის 🙂 ).
ზოგი აზრი მთელი სისწრაფით ”დაწუილებდა”, ზოგი მიზოზინებდა, აქაიქ, ცალკეული სიტყვები უპატრონოდ ეყარა ტროტუარზე და ტერიტორიას ანაგვიანებდა, კიდევ იყო ცათამბჯენები, ნაირნაირი, რომ დავაკვირდი, ისინი დაპრესილი აზრებისგან იყო ნაშენი, ზოგი მათგანი ობმოკიდებული იყო, ზოგი, შედარებით, მყარად იდგა, ზოგი კი ახლა შენდებოდა.
ქალაქის ცენტრალურ ნაწილში რამდენიმე დიდი ცათამბჯენი იდგა, რომ დავაკვირდი, აზრები თითოეულის გარშემო მოძრაობდნენ და თანაკვეთებზე ეჯახებოდნენ ერთმანეთს, შედეგად იმსხვრეოდნენ და ზემოხსენებული “მანჰეტენის” უკან მდებარე უზარმაზარ ნაგავსაყრელზე იყრიდნენ თავს.
შევნიშნე სტამბაც, რომელიც ახალი აზრების დაბეჭდვით იყო დაკავებული – იბეჭდებოდა უამრავი ახალი აზრი, რომელიც სადღაც, შუა ქალაქში ავარიის შედეგად, იმსხვრეოდა ადრე თუ გვიან.
უნდა ყოფილიყო მიზეზი, რის გამოც ყველაფერი ასე გაუმართავად მუშაობდა! დავაკვირდი, რომ ყველაზე მეტი ავარია მაშინ ხდებოდა, როცა ერთდროულად რამდენიმე ცათამბჯენი აქტიურდებოდა, მივხვდი, რომ ცათამბჯენები ეს ის პატარა მიზნებია, რომლებზეც ვიყავი კონცენტრირებული, გამოდის, რომ როცა ერთდროულად რამდენიმე საქმეზე ტრიალებს შენი აზრები, აქ არაფერ კარგს უნდა ელოდო!
გადავწყვიტე მოვაწესრიგო აზრების მენეჯმენტი. მოდი, ჯერ გავანადგუროთ ნაგავსაყრელი, მაგრამ როგორ?! უცნაურია, მაგრამ, ამისათვის მე სტამბის ცოტა ხნით შეჩერება დამჭირდა – როცა არ იბეჭდება აზრი, აღარც ნადგურდება, შესაბამისად, ნაგავიც აღარ ემატება და მიმდინარეობს აზრების ქალაქის (გონების) გაწმენდა ნაგვისგან. ახალი აზრები აღარ იბეჭდებოდა, ნაგვისგანაც გასუფთავდა ქალაქი, მაგრამ ახლა?! ქალაქი არსებობას ვერ შეწყვეტს, სტამბამ უნდა იმუშავოს, მაგრამ რომ ავამუშავო – ისევ იგივე იქნება!
მივხვდი! ყველა ცათამბჯენი ლეგოს სათამაშოებივით დავშალე და ახალი, ერთი დიდი ცათამბჯენი ავაწყვე, ახლა ყველა აზრი ერთ მიზანს ემსახურებოდა და ავარიების რაოდენობაც მინიმიზდებოდა.
ჩავრთე სტამბა, ამუშავდა კონვეირი. დავაკვირდი, რომ სტამბაზე მე მქონდა გავლენა – ჩემზეა დამოკიდებული, რა აზრს დავბეჭდავ – ესეც, კიდევ ერთი ფილტრი! სწორი აზრები სწორი მიმართულებით და სწორ მიზანს ემსახურებოდნენ. ქალაქს ახალი სიცოცხლე მიეცა, ამჯერად, მშვიდი, მოწესრიგებული, ჰარმონიული.
გაკვეთილი ჩემთვის: 1. მე ვარ ჩემი აზრების ქალაქის (მეეზოვე კიარადა) მენეჯერი 🙂 , 2.(ელექტრული დენის განმარტება რა მოსატანია და) ჩვენ დამუხტული აზრების მოწესრიგებული მოძრაობა გვაყალიბებს 🙂
ავტორი: თამარ მეფარიშვილი
Yochag, Tamars, vusurveb warmatebas!
didi madloba, qalbatono nino <3 Zalian gamaxaret <3
აზრების მენეჯმენტი ძალიან საინტერესოა, ძალიან ცოტა ხვდება ამას და კიდევ უფრო ცოტა ცდილობს თავისი ქალაქის გაწმენდას, კიდევ ერთხელ დავფიქრდი ამ საკითხზე, დიდი მადლობა, ყოჩაღ, წარმატებას გისურვებ.
დიდი მადლობა ასეთი თბილი შეფასებისთვის <3
ძალიან მომეწონა, როგორც წერის სტილი, ასევე შინაარსი ^_^ წარმატებებს გისურვებ მთელი გულით! 🙂
უღრმესი მადლობა, ეკა <3
magaria!!!
გაიხარე, გიო <3
ძალიან მომეწონა კარგად წერ თან სახალისო საკითხავია თან ბევრ რამეს მიგანიშნებს
გენაცვალე, ნინიკო :*
ძალიან კარგია, მომეწონა. წარმატებას გისურვებთ.
გაიხარეთ, დიდი მადლობა <3
dzlian sainteresoa…momecona…dzn gamorchuli ceris stilia …..originaluri da shinaarsiani….carmatebebs gisurveb :*
ძალიან დიდი მადლობა!!!
ერთი დიდი მოწონება, უამრავი კომპლიმენტი და საინტერესო აღმოჩენა. ყოჩაღ, თაკო! გამარჯვება შენ!!!
უღრმესი მადლობა <3
ძალიან მომეწონა.ვისიამოვნე,ბევრი რამ მენიშნა ,ბრავო ტაკო.წარმატებები!!!!!
გაიხარე, ძალიან გამიხარდა <3
ყოჩაღ, თაკო, ძალიან მომეწონა შენი ნამუშევარი! ორიგინალური წერის მანერას ძალზედ კარგად ერთვის მსუბუქი იუმორი. წარმატებას გისურვებ კონკურსში!
დიდი მადლობა, ძვირფასო <3
სამივე ძალიან მომეწონა! ამ პატარა ნაშრომში მეტამორფოზით გადმოცემული დღევანდელი რეალობა დავინახე, ეს ყველას არ შეუძლია. ყოჩაღ თაკო შენ ნიჭიერი ხარ!.. წარმატებებს გისურვებ!
დიდი მადლობა, ძალიან გამახარეთ <3
ძალიან საინტერესო სტატია იყო, ღრმა და დამაფიქრებელი, წარმატებები
ყოჩაღ! ორიგინალურად გადმოეცით თქვენი შინაგანი განცდები და ემოციები. აი ზუსტად ამას ჰქვია შინაგანი თამაში! გააგრძელეთ წერა! თქვენ ეს ნამდვილად გეხერხებათ! 🙂
ძალიან ჭკვიანი და ნიჭიერი შვილი ხარ,უფალმა გაგაძლიეროს,დიდი წარმატებები,
უღრმესი მადლობა!!! :*
yochag.dzalian sazrianad chamoayalibet.kide velodebit,warmatebebi!
უღრმესი მადლობა!!!
თამარ, პირველ რიგრში გილოცავ !!! ვკითხულობ და ბედნიერებისგან მიცემს გული, მიხარია რომ გიცნობ! შენგან ბევრი კარგი რამ ვისწავლე, სუკეთესო კი მთელი გულით, ბედნიერებისგან მოციმციმე თვალებით ღიმილი 🙂 მადლობა 🙂