ფორთოხლის ლიმონათი

საკონკურსო ნაშრომი N3

                                                   

   ჩემი ბავშვობის ჩანახატებიდან

2004 წელი. 14 ოქტომბერი. დღეს ყველანი სახლში ვართ. გარეთ ისეთი ამინდია, რომ გგონია სიცივეა, მაგრამ სინამდვილეში ჯერ კიდევ თბილა და გსიამოვნებს. დედიკოს ჩემი საშემოდგომო ქურთუკი გარეთ გამოუფენია და ხვალისთვის მიმზეურებს. ჩემი პატარა დაიკო,  სავარძელში ზის და რაღაცაზე ფიქრობს. 

Read more

სამი სიზმარი და უფრო მეტი გაკვეთილი  

 საკონკურსო ნაშრომი N2

ეპიგრაფის მაგიერ:ჯერ ვიფიქრე დამეწერა ჩემზე, მერე ვიფიქრე, დამეწერა შენზე, შემდეგ კი მივხვდი, რომ არ აქვს მნიშვნელობა ჩემზე დავწერ თუ შენზე, რადგან შენ ჩემი ანარეკლი ხარ, მე კი – შენი, მე შენ ვარ, შენ კი მე. 

Read more

ვინც იცის რატომ, ის გაუძლებს ყოველგვარ როგორს…

 საკონკურსო ნაშრომი N1

ქართული ანდაზაა – “გაჭირვება მიჩვენე და გაქცევას გიჩვენებო”, თუმცა ყოველთვის ამართლებს კი ეს გაქცევის ხერხი? – საკითხავია… 

Read more

მონობიდან მბრძანებლობამდე, ანუ რაშია წარმატების ჯადოქრობა?

კაიროს ე.წ. „მკვდართა ქალაქში“ რამოდენიმე ყველაზე ცნობილი ადამიანის უკანასკნელი განსასვენებელია.  მათგან ერთ–ერთში განისვენებს ალი ბეი ალ ქაბირი – ეგვიპტის ყველაზე სახელგანთქული მმართველი. ისტორიკოსები მას ახალი ეგვიპტის ფუძემდებლად მოიხსენიებენ, ხოლო მადლიერი თანამემამულეები კი „ქარბუქთა დამაოკებელს“ და „ორი ზღვის ყაენს უწოდებდნენ.“

მისი საფლავის პირდაპირ აღმართულია მავზოლეუმი, სადაც განისვენებს „კაიროს თეთრ განძად“ წოდებული ნაფისა ხანუმი – უმშვენიერესი ცოლი დიდი ალი ბეისა. ქალი რომელმაც სიცოხლეშივე დაატყვევა მთელი აღმოსავლეთის სამყარო თავისი სილამაზით, გონიერებითა და განსწავლულობით, ქალი, რომლის გამბედაობამაც ქედი მოახრევინა ამაყ ნაპოლეონ ბონაპარტეს, ხოლო მისი დიპლომატიური ნიჭის წყალობით შესაძლებელი გახდა ფრანგებისა და  მამელუქი ბეგების შერიგება და ამ უკანასკნელთა მშვიდობიანი დაბრუნება ქაიროში, რომლის გამოც ნაფისა ხანუმს თანამედროვეებმა კიდევ ერთი ზედმეტსახელი „უმალ მამალიკ“ (მამლუქთა დედა) შეარქვეს.   

Read more

ოქრო თუ ნაგავი? – ანუ, ვინ რას უზიარებს გარშემომყოფებს

oqro-tu-nagavi

ხანდახან გვეჩვენება, რომ გარშემომყოფებს არ ესმით, თუ რამდენად კარგი ადამიანი ვართ, ვერ ამჩნევენ ჩვენს ღირსებებს. რა არის ამის მიზეზი? 

Read more

კოუჩინგის ძალა – მითი თუ რეალობა

ერთხელ, ოკლახომას შტატის ერთ–ერთ მივარდნილ ადგილას, მიწის ნაკვეთზე, რომელიც ერთ მოხუც ინდიელს ეკუთვნოდა, ნავთობის საბადო აღმოაჩინეს. მთელი ცხოვრება ამ ინდიელმა გაატარა უკიდურეს სიღარიბეში და აი ახლა, ის, მოულოდნელად იქცა ძალიან მდიდარ ადამიანად. პირველი, რაც მან შეიძინა, იყო უახლესი მოდელის დიდი ტურისტული კადილაკი. ყოველ დილით ის გამოეწყობოდა ფრაკში, დაიხურავდა ლაკირებულ ცილინდრს, ჩაჯდებოდა თავის ავტომობილში და გაეშურებოდა … Read more

ამოუხსნელი ამოცანა

dancing

 

1939 წელს, შრომითი სტატისტიკის ბიუროში 2 წლიანი მუშაობის შემდეგ, 25 წლის ჯორჯ დანცინგი სასწავლებლად შევიდა კალიფორნიის ბერკლის სახელობის უნივერსიტეტში სტატისტიკური მეცნირების ფაკულტეტზე.  

Read more

კონკურსი ბლოგზე – მოსამზადებელი ეტაპი

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო!

უღრმესი მადლობა ყველას, ვინ სტუმრობთ ამ ბლოგს, ასევე ჩემს გვერდს ფეისბუკზე, კითხულობთ პოსტებს, გამოწერილი გაქვთ განახლებები, გვიზიარებთ თქვენს შთაბეჭდილებებს…

 

konkursi

 

თქვენი სიყვარული, თქვენი მხარდაჭერა და რწმენა იმისა, რომ ჩემი პოსტებით (სტატიები, იგავები, ისტორიები და ა.შ.), ჩემი წიგნით, გზავნილებით თუ უბრალოდ განწყობით, სარგებლობა მომაქვს სხვებისთვის, არის ის უზარმაზარი სტიმული, რომელიც მაძლევს ძალას და ენერგიას ვიმოძრაო მუდმივად წინ, გადავდგა ახალ–ახალი ნაბიჯები წარმატებისკენ ცხოვრების ყველა სფეროში და წავახალისო, მივცე მოტივაცია ყველას, ვინც შეიძლება ფეხდაფეხ მომყვება, ან შეიძლება ჩემზე წინ იყო, მაგრამ რაღაც მიზეზებით შუქი ჩაუქრა…  

Read more

“გაჭრა წარმატებისკენ” ანუ სიბრძნის სიმფონია ლატანსკის თბილისურ ტრენინგზე

 sakredito-monoba

 

„თითოეულ ადამიანში მე ვხედავ გენიოსს!“

ეს ნიკოლაი ლატანსკის სიტყვებია, ადამიანისა, რომელმაც ნულიდან შექმნა საკუთარი წარმატება და უზარმაზარი სიმდიდრე  იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებსაც ახლა თავისი საკმაოდ ორიგინალური ტრენინგებისა და სხვადასხვა სახის სასწავლო პროგრამების მეშვეობით მთელ მსოფლიოში უზიარებს ადამიანებს.

რამოდენიმე დღის წინ, ის თავის არაჩვეულებრივ მეუღლესა და პარტნიორთან ტატიანა ლატანსკასთან ერთად თბილისს ეწვია და ჩაატარა თავისი ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი ტრენინგი „Прорив к успеху“.

 

latansky

 

კოლიას და მის მეუღლეს ასისტენტობას უწევდნენ  ასევე ძალზე წარმატებული, არაჩვეულებრივი ადამიანები – დიანა რუნოვა და ბიძინა ღამბაშიძე, რომლებიც სპეციალურად ამ ღონისძიებისთვის ჩამოვიდნენ თბილისში: დიანა – უკრაინიდან, ბიძინა კი – ინგლისიდან.

ლატანსკის საქართველოში ჩამოყვანის იდეის ავტორი, ჩემი მკითხველებისთვის უკვე კარგად ნაცობი ადამიანი, პიროვნული ზრდის თემატიკაზე შექმნილი ერთ–ერთი პირველი ქართული წიგნის „სამასმეერთე მილიონერის“ ავტორი,  ლატანსკის კოუჩინგის სკოლის კურსადამთავრებული, არაჩვეულებრივი ქალბატონი თამარ საგინაშვილი იყო, რომელსაც ამ ღონისძიების დაგეგმაში, ორგანიზებასა და განხორციელებაში პარტნიორობა გაუწიეს ასევე არაჩვეულებრივმა ადამიანებმა, მშვენიერმა ქალბატონებმა: ქეთი ჩიქოვანმა და მარიკა ხალიანმა.

უღრმესი მადლობა ყველას იმ საოცარი დღესასწაულისთვის, რომელიც მოგვიწყვეთ ამ ორი დღის განმავლობაში. ეს იყო სიბრძნის, სიყვარულის, მადლიერების ზეიმი, პოზიტიური, დადებითი ენერგიით დამუხტული ორი არაჩვეულებრივი დღე!

მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ, რაც იმ ტრენინგზე გაჟღერდა, უკვე არაერთხელ მქონდა მოსმენილი და მათ შორის თავად ლატანსკის აუდიო თუ ვიდეო მასალებისგან, ეს მაინც აღმოჩენის ტოლფასი იყო. აქ თითქოს ყველაფერმა სულ სხვა დატვირთვა შეიძინა…   

Read more

კოკოლოგია – ფსიქოლოგიური თამაშები

 

“ერთხელ, მოულოდნელად, თქვენს ოთახში ლურჯი ჩიტი შემოფრინდა. რაღაცნაირად მიგიზიდათ ამ ჩიტმა და გადაწყვიტეთ დაიტოვოთ ის თქვენთვის, მაგრამ თქვენდა გასაკვირად, მეორე დღეს ჩიტმა შეიცვალა ლურჯი ფერი და გახდა ყვითელი! ეს საოცარი ჩიტი, ფერს იცვლის ყოველღამე. მესამე დღეს, დილით ის უკვე კაშკაშა წითელი იყო, ხოლო მეოთხე დილით –შავი ფერის…”

 

chiti

 

მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო! ის რაც ზემოთ წაიკითხეთ, იყო ნაწყვეტი “კოკოლოგიის” სახელით ცნობილი იაპონური ფსიქოლოგიური ტესტ–თამაშების სერიის ერთ–ერთი ტესტიდან. 

ფსიქოლოგიაში „კოკოლოგია“ არის პოპულარული ტერმინი ადამიანის ქცევების და სიტუაციური  საპასუხო რეაქციების დაფარული მნიშვნელობების ინტერპრეტაციისათვის. (კოკორო იაპონურად ნიშნავს ცნობიერებას, შეგრძნებას, გონებას,  სულს + ბერძნული ლოგია – შესწავლა)

ხოლო იაპონელი ფსიქოლოგების მიერ შექმნილი თამაში „კოკოლოგია“ არის, მხიარული და სახალისო ფორმით გადმოცემული ფსიქოლოგიური ტესტების სერია, რომელიც ეფუძნება ღრმა ფსიქოლოგიურ პრინციპებს და რომელთა დანიშნულებაცაა მოთამაშის ემოციონალური და ქცევითი თავისებურებების გამოვლენა…  

Read more