საკონკურსო ნაშრომი N13
რა არის პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება? არის თუ არა ის საჭირო იმისთვის, რომ ადამინმა ცხოვრებაში შეძლოს თავისი თავის რეალიზება?
დავიწყოთ იქიდან, რომ პიროვნება, ესაა ადამიანი, რომელიც ხასიათდება გარკვეული თვისებებით. ამ ცნებაში მოიაზრება ისეთი ასპექტები როგორიცაა: ემოცია, მოტივაცია, აზრები, ქცევები. პიროვნება ყალიბდება გარეგან და შინაგან ფაქტორთა ზეგავლენით. პიროვნების განვითარება დამოკიდებულია იმ დროზე, რა დროშიც მას უწევს ცხოვრება, გარემოსა და გენეტიკაზე, ანუ, ამ შემთხვევაში, მისი ჩამოყალიბება ხდება მისგან დამოუკიდებლად, მას გადაეცემა მშობლების ხასიათები და მოსწონს თუ არა იმ ხასიათებით განაგრძობს ცხოვრებას.
მაგრამ მას შეუძლია ისეთი თვისებების შეძენა, რომლითაც, შეძლებს, თავისთვის მოსაწონი პიროვნების ჩამოყალიბებას. სწორედ ამისთვისაა საჭირო თვითგანვითარება, რადგანაც ამით შეძლებს გარკვეული თვისებების შეძენას. ადამიანის ფუნქციაა გააკეთოს, შექმნას ახალი, მაგრამ თუ მან ვერ განავითარა საკუთარი თავი, ხდება პიროვნების ჩაკეტვა. თუ მოხდა მასში არსებული აზრების, მოტივაციების, ქცევების დაბლოკვა, თუნდაც გარემოების გამო, მაშინ ის კარგავს თავის რწმენას, და აღარ ასრულებს საკუთარ ფუნქციას -განავითაროს საკუთარი თავი.






