ერთხელ, ერთი ქალაქის კარიბჭესთან გამოჩნდა მოგზაური, რომელმაც შეკითხვით მიმართა შესასვლეთან მჯდარ მოხუცს:
– მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– ჯერ ის მითხარი შვილო, თუ როგორი ადამიანები ცხოვრობდნენ იმ ქალაქში, საიდანაც შენ მოხვედი? – კითხვა შეუბრუნა მოხუცმა.
– საშინლად ეგოისტი და ბოროტი ადამიანებით იყო სავსე იქაურობა და იმიტომ წამოვედი იქიდან.
– სამწუხაროდ აქაც ისეთივე ადამიანებს გადაეყრები ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
ცოტა ხნის შემდეგ ქალაქს მიუახლოვდა სხვა მოგზაური, რომელმაც იგივე შეკითხვა დაუსვა მოხუცს:
– მე პირველად ვარ ამ მხარეში, ვერ მეტყვით როგორი ადამიანები ცხოვრობენ ამ ქალაქში?
– და როგორები ცხოვრობდნენ იქ, საიდანაც მოხვედი? – შეუბრუნა კითხვა მასაც მოხუცმა.
– არაჩვეულებრივი, სიკეთით სავსე, სტუმართმოყვარე, ადამიანები, ძალიან დამწყდა გული, რომ მათი დატოვება მომიწია.
– საბედნიეროდ აქაც ისეთივე ადამიანებს შეხვდები ყოველი ფეხის ნაბიჯზე.
შორიახლოს აქლემებს არწყულებდა ერთი ადამიანი რომელმაც კარგად გაიგონა მოხუცის გასაუბრება ორივე მგზავრთან და გაოცებულმა ჰკითხა მას:
– ამიხსენით, რატომ გაეცით სრულიად განსხვავებული პასუხები ერთი და იმავე კითხვაზე?
– ყველა ადამიანი საკუთარ სამყაროს თვითონვე დაატარებს, თავისი გულით. ის, ვინც ვერ აღმოაჩინა ვერაფერი კარგი იქ, საიდანაც მოვიდა, ვერც აქ იპოვის რამეს. ხოლო ის, ვისაც ყავდა ბევრი მეგობარი სხვა ქალაქში, აქაც იპოვის მონათესავე სულის ადამიანებს. ვინაიდან ადამიანები ჩვენს გარშემო ხდებიან ისეთები, როგორებადაც ჩვენ ვხედავთ მათ.
როგორია სამყარო თქვენს გარშემო? როგორი ადამიანები ცხოვრობენ იქ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
გთხოვთ გაუზიაროთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე.
იგავი თარგმნა ხვიჩა მებონიამ
რა მაგარია! სწორედ გუშინ ვკითხულობდი: მარტო მე მხვდება ცხოვრებაში ასეთი არაჩვეულებრივი ადამიანები თუ ყველანი ასე ხართ-მეთქი ))))))))))))))
აბსოლუტური ჭეშმარიტებაა, ხვიჩა – ყოველთვის უშეცდომოდ პოულობ იმას, რასაც ეძებ.
ერთხელ ერთმა ჭკვიანმა მამაომ მითხრა: აირჩიე ნებისმიერი ადამიანი და რამდენიმე წუთში, შენსავე თვალწინ, მას ან ეშმაკად გადავაქცევ ან ანგელოზადო ))))))))))))))
მშვენიერი გაკვეთილი იყო. მას შემდეგ ადამიანებში არც ანგელოზს ვეძებ და არც ეშმაკს – ვღებულობ ისეთებს, როგორებიც არიან და, უმეტეს შემთხვევაში, აღფრთოვანებული ვრჩები ღმერთის ჩანაფიქრით. ხოლო თუ აღფრთოვანება ვერ მოვახერხე, გულწრფელად ვაღიარებ, რომ არ მეყო სიბრძნე, ამ ადამიანის უნიკალურობას ჩავწვდომოდი. სხვა რა გზაა 🙂
დიდი მადლობა გემრიელი ხუთშაბათისთვის.
შენს საზოგადოებაში ალბათ ნებისმიერი ადამიანი არაჩვეულებრივი იქნება ქეთევან 🙂
“ხოლო თუ აღფრთოვანება ვერ მოვახერხე, გულწრფელად ვაღიარებ, რომ არ მეყო სიბრძნე, ამ ადამიანის უნიკალურობას ჩავწვდომოდი.” – ამ სიტყვების უნიკალურობას რომ ჩასწვდე დიდი სიბრძნე სულაც არ არის საჭირო! დიდებულია! 🙂
უღრმესი მადლობა!
ძალიან კარგი იგავია, იდეით მგონი წინას ეხმაურება, თუმცა აქაც დავინახე ახალი. მადლობთ ბატონო ხვიჩა .
მადლობა შენ დავით! პირველივე დღიდან გეტყობა რომ სიახლეებისთვის გახსნილი, ძალზე საინტერესო ადამიანი ხარ. დარწმუნებული ვარ ცხოვრებაში ძალიან ბევრს მიაღწევ… მწვერვალზე შევხვდებით 🙂
madloba aseti brdznuli da damafiqrebeli igavistvis. Xvicha kvela sheni igavi mravalcaxnagovani da
mravalganzomilebiania. amave dros ertiani da mtliania, rogorc samyaro. me imaze davfiqrdi, rom tu sicocxleshi kargs verafers davinaxavt, gardacvalebis shemdeg mit ufro da piriqit.
მადლობა თქვენ, მარიკა! ყოველთვის ძალზე საინტერესო კომენტარებით გვიერთდებით, არაჩვეულებრივია 🙂
ახლაც გესტუმრეთ და დამხვდა მშვენიერი იგავი,რომელიც სრული ჭეშმარიტებაა.როგორი ხედვაც გაქვს ასეთი ადამიანები არიან ჩვენს გვერდით და სადაც არ უნდა წავიდეთ და გავექცეთ ამ ადამიანებს სხვანაირს ვერსად ვნახავთ მანამ,სანამ ჩვენს გონებაში არ შევიცვლით წარმოდგენას მათზე.
თქვენი სტუმრობა ყოველთვის ძალზე სასიამოვნოა მზია, ისევე როგორც თქვენი მოსაზრებების მოსმენა. უღრმესი მადლობა! 🙂
სიყვარული და ერთმანეთის გატანა თუ გადაგვარჩენს ამ ჯოჯოხეთისაგან. გვიყვარდეს ერთმანეთი, გვიყვარდეს უფალი და დედამიწაზე აღარ იქნება ბოროტება.
რა არაჩვეულებრივი მოწოდებით შემოგვიერთდით ილონა! სრული ჭეშმარიტებაა!
უღრმესი მადლობა, რომ გვესტუმრეთ და ბოდიშს გიხდით გაუგებრობის გამო. თქვენი კომენტარი რატომღაც სპამში მოხვედრილა და ახლაღა “დავიხსენი” 🙂
xviha martals ambobs is vinc karibhestan idga
TiTqmis veTanxmebi im brZens.
ratom TiTqmis? samwuxarod, mainc arsebobs adamianTa iseTi nawili, romlebic borot sulTan arian wilnayarni da veranairad ver gaxdebian iseTni, rogoric Сven gvinda.
es Cemi azria, Tqven iqneb arc dameTanxmoT…:)
გეთანხმებით!
“მსგავსი იზიდავს მსგავსს” რაც შენ ხარ მუდამ ისეთებს მოიზიდავ გარშემო.
:))). ეს ჩემს თავზე მაქვს გამოცდილი და 100% ეგრეა.
ღმერთს უდიდეს მადლობას ვწირავ, რომ თქვენ გაჩნდით ჩემს გაუსაძლის , ერთფეროვან ცხოვრებაში, თქვენი სიბრძნით, ცხოვრებისეული დეტალების უბადლო ხედვით ადამიანებს დიდ სიხარულს და შვებას ანიჭებთ, როგორ შეიძლება თქვენს იგავებში კეთილმა თავისი თავი ვერ ამოიცნოს და უკეთურმა კი სამაგალითოდ არ გაიხადოს. უღრმესი მადლობა თქვენ, რომ არსებობთ ჩვენთვის.
უღრმესი მადლობა თქვენ, მარიკა, რომ კითხულობთ ჩემს პოსტებს, გამოხატავთ მოსაზრებებს…
რაც შეეხება იგავებს – ეს არ არის ჩემი სიბრძნე, ამ იგავებით პირველ რიგში მე თვითონ ვსწავლობ, უფრო მეტიც – ჩემი სიბრძნე არც ის სტატიებია, რომელთა ავტორიც თვითონ მე ვარ, რადგან მათი მეშვეობით მე მართალია ჩემებურად, მაგრამ გადმოვცემ იმ უდიდეს გამოცდილებას და სიბრძნეს, რაც საუკუნეების განმავლობაში შეუქმნიათ სამყაროს საუკეთესო მოაზროვნეებს, ყველაზე წარმატებულ და დიად ადამიანებს…
ჩემებურად იმიტომ, რომ თითქმის ყველაფერი რაზეც ვწერ, საკუთარ თავზე მაქვს გადატანილი, რადგან მეც ერთერთი იმათგანი ვარ, ვისაც ეგონა რომ ცხოვრობდა და სინამდვილეში მთელი ცხოვრება ეძინა, ვისაც ეგონა, რომ ქმნიდა და სინამდვილეში მთელი ცხოვრება უმოწყალოდ ანგრევდა… საკუთარ ცხოვრებას პირველ რიგში…
რაც შეეხება გაუსაძლის და ერთფეროვან ცხოვრებას, ის რომ შევცვალოთ, ჯერ თვითონ უნდა შევიცვალოთ მარიკა. ერთფეროვნებას ჩვენი ცხოვრებიდან ვერ განვდევნით, მას ვერ მოვიშორებთ, როგორც რაიმე ნივთს, ის რომ დავამარცხოთ, ჩვენში უნდა შემოვუშვათ მრავალფეროვნება. ამისთვის კი საჭიროა ვიმოქმედოთ, გავაკეთოთ ისეთი რამ რაც ადრე არ გაგვიკეთებია, რაც სცილდება ჩვენი “კომფორტის ზონის” ფარგლებს…
მოკლედ ეს ძალზე ვრცელი თემაა და მასზე კომენტარების ფორმატში საუბარი ცოტა რთულია, მაგრამ მე ყოველთვის მზად ვარ გიპასუხოთ, გაგიზიაროთ ჩემი გამოცდილება. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს, ნებისმიერ თემაზე მომწეროთ იმეილზე, დამეკონტაქტოთ სკაიპში ან სოცქსელებში.. დარწმუნებული ვარ თქვენგანაც შეიძლება ბევრი რამ ვისწავლო… ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ – რატომღაც ჩემს მკითხველებს გონიათ, რომ მხოლოდ ისინი სწავლობენ ჩემგან, მგრამ სინამდვილეში მე კიდევ უფრო მეტს ვსწავლობ მათგან 🙂
ძალიან კარგი იგავია,დამაფიქრებელი…ადამიანები შიგნიდან “ქმნიან” გარე სამყაროს…მთავარი ის არაა,სხვა როგორია, მთავარი ისაა შენ როგორ შეაფასე…მნიშვნელოვანი ის არაა რა გითხრეს, მთავარი ისაა შენ რა გაიგე;მთავარი ის არაა მავანმა როგორი შეურაცხყოფა მოგაყენა, მნიშვნელოვანი ისაა შენ რა უპასუხე…თუ საკუთარ ფანჯარას გაწმენდ ,მეზობლის სარკმელიც სუფთა გამოჩნდება…ჩვენი შეფასებები თუ “იარლიყები” ადამიანებისადმი ხშირ შემთხვევაში ჩვენივე სულიერ დონეს “ყიდის”….გმადლობთ!მართლაც რომ შესანიშნავი საიტია პიროვნული ზრდისა და განვითარებისთვის!
“ჩვენი შეფასებები თუ «იარლიყები» ადამიანებისადმი ხშირ შემთხვევაში ჩვენივე სულიერ დონეს «ყიდის»…” – სრულიად გეთანხმებით ნატალია! თქვენმა კომენტარებმაც “გაყიდა” თქვენი სულიერი დონე 🙂 ძალიან მიხარია, რომ კიდევ ერთი თანამოაზრე “აღმოვაჩინე” 🙂
უღრმესი მადლობა ძალზე საინტერესო, არაჩვეულებრივი გამოხმაურებებისათვის! 🙂
სამყარო უამრავ შესაძლებლობას იძლევა,უამრავ სიკეთეს,გააჩნია მედალს რომელი მხრიდან შევხედავთ…