როდისმე შეგხვედრიათ ადამიანი, რომელიც ამბობდა:
„მე ახლა მოვკვდები შიმშილისგან. წარმოდგენა არ მაქვს რა უნდა ვქნა. შეგიძლიათ რამე მირჩიოთ? შეგიძლიათ მომაწოდით რაიმე იდეა თუ როგორ უნდა გადავჭრა ეს საშინელი პრობლემა“?
როგორც ერთმა მილიონერმა თქვა, თუ ავიღებთ ადამიანს კისრიდან ქვემოთ, მაშინ ადამიანთა უმრავლესობა ღირს მაქსიმუმ 100 დოლარი კვირაში. ხოლო კისრის ზემოთ, კი ადამიანის ღირებულება შეუფასებელია.
მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენი სხეულის იმ ნაწილს, რომელიც მხოლოდ 100 დოლარი ღირს, ჩვენ ვკვებავთ ყოველდღე, თანაც რამოდენიმეჯერ. მაგრამ ჩვენი „მე“-ს იმ ნაწილს, რომელიც შეუფასებელია და რომლის ბედნიერების პოტენციალი და ფინანსური შესაძლებლობები უსაზღვროა, ადამიანთა უმრავლესობა კვებავს მხოლოდ ეპიზოდურად, როცა ეს მოსახერხებელია ან/და უბრალოდ როცა მეტი საქმე არაფერი აქვს.
ამის გამო ხშირად იმით ვიმართლებთ თავს, რომ თითქოს დრო არ გვაქვს საამისოდ. მაგრამ ეს ხომ სასაცილოა.
ყველა ბედნიერი, წარმატებული ადამიანი, გამუდმებით კვებავს სწორედ საკუთარ გონებას სუფთა, მძლავრი პოზიტიური აზრებით. მათ ცხოვრებაში ეს პროცედურები ისეთივე აუცილებელი და რეგულარულია, როგორც საკვების მიღება ფიზიკური რაციონისთვის.
ამიტომ, თუ გვინდა რომ ჩვენი ცხოვრებაც იყოს ბედნიერების, სიხარულის და სიყვარულის ზეიმი, საჭიროა მივბაძოთ მათ და გამოვიმუშავოთ სწორედ ასეთივე ჩვევა.
მაგრამ, ამ პროცესში, არსებობს ერთი მომენტი, რომლის გათვალისწინების გარეშეც ბედნიერების ეს ფორმულა არ მუშაობს.
საქმე იმაშია, რომ ყველაფერს, რასაც ჩვენ ვსწავლობთ, ვსწავლობთ ცნობიერ დონეზე. მაგრამ ჭეშმარიტად კარგად ვაკეთებთ მხოლოდ იმას, რასაც ქვეცნობიერ დონეზე ვაკეთებთ. ავიღოთ ავტომანქანის მართვა:
როცა ჩვენ ვიწყებდით ტარების სწავლებას, ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ ცნობიერ დონეზე, ყურადღების მაქსიმალური კონცენტრირებით ვცდილობთ გავაკეთოთ ყველაფერი როგორც წესია, მააგრამ ჯერ საერთოდ არ გამოგვდის, ხოლო როცა გამოგვივა, მაშინაც კი დიდი დრო გავა სანამ ეს ჩვევა ქვეცნობიერ დონეზე გაჯდება ჩვენში.
და მანამ, სანამ მანქანას ვმართავთ ცნობიერ დონეზე, ჩვენ წარმოვადგენთ ძალიან დიდ საფრთხეს გარშემომყოფებისთვის, მაგრამ როგორც კი ტარების ჩვევა გადავა ქვეცნობიერში, ჩვენ უკვე ავტომატურად შეგვიძლია ვმართოთ ავტომაქანა ისე რომ არც კი ვიფიქროთ დეტალებზე.
ამიტომ არ არის სააკმარისი ვკვებოთ ჩვენი ტვინი პოზიტიური ნათელი, სასარგებლო მასალით შიგა და შიგ, საჭიროა რეგულარული და მინზამიმართული ზემოქმედება.
დიახ ეს მოითხოვს თავიდან ძალიან დიდ შრომას და ნებისყოფას, მაგრამ სამაგიეროდ როგორც კი ეს ჩვევა გადავა ქვეცნობიერში, ჩვენი რეაქციები უკვე ძალიან ნეგატიურ მოვლენებზეც კი იქნება ინსტიქტურად პოზიტიური და თანდათანობით ჩვენ მოვიზიდავთ სულ უფრო მეტ პოზიტიურ მოვლენეს და ადამიანებს ჩვენს ცხოვრებაში.
მართალია, ჩვენ ვერ გავდევნით ჩვენი ცხოვრებიდან 100%-ით ნეგატივს, არაეფექტურ, უსარგებლო ინფორმაციას, მაგრამ როცა ჩვენი ტვინი მუდმივად იკვებება სასარგებლო, ნათელი, სულიერი და ინტელექტუალური საკვებით, მასში შიგადაშიგ მოხვედრილი „ნაგავი“ ადვილი მოსაშორებელი იქნება.
წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც სულ დაუგველია და უწესრიგობაა, ადამიანი ეჩვევა კიდევაც ასეთ ყოფას და ვერც კი იგრძნობს როგორ იქცევა ნელ-ნელა სანაგვედ.
ახლა წარმოიდგინეთ სახლი, რომელიც სულ გაკრიალებულია, იქ რომ შემთხევით მოხვდეს კიდევაც რაიმე ნაგავი, ჭუჭყი და ასე შემდეგ, მისი მოშორება გაცილებით ადვილია და მარტივი.
ამიტომ, თუ გსურთ იყოთ მუდმივად წარმატების, ბედნიერების ტალღაზე, კვებეთ თქვენი გონება ნათელი, სუფთა, პოზიტიური აზრებით და რაც მთავარია, გააკეთეთ ეს მიზანმიმართულად და რეგულარულად.
ტექნიკა: „პოზიტივის სკივრი“
ადამიანიანთა აბსოლუტური უმრაველოსობის ტვინი ისეა მოწყობილი, რომ ის უფრო მეტად ამჩნევს და იმახსოვრებს ნეგატივს. „პოზიტივის სკივრი“ არის ტექნიკა რომლის დახმარებითაც ჩვენ შეგვიძლია გამოვიმუშაოთ უნარი ჩვენს გარშემო მიმდინარე პროცესებში უფრო მეტად დავინახოთ და დავიმახსოვროთ პოზიტიური ამბები, მოვლენები და ადამიანები.
დღეიდან, ყოველ დღე, დღის განმავლობაში შეეცადეთ დააფიქსიროთ და დაიმახსოვროთ (თუ შესაძლებლობა გექნებათ იქვე ჩაინიშნოთ, მაგალითად დიქტოფონით ან ფოტო ვიდეო გადაღებით) მინიმუ 5 პოზიტიური ფაქტი: სიტუაცია, მოვლენა, ისტორია, ადამიანები, ცხოველები, ფრინველები, ბუნება და ა.შ.
საღამოს კი ეს ფაქტები შეიტანეთ სპეციალურად ამისთვის გამოყოფილ ჟურნალში, რომელსაც გარედან დააწერთ „პოზიტივის სკივრი“. თუ ფაქტი ვიდეო-ფოტო ფორმატში გაქვთ დაფიქსირებული, ჟურნალში შეტანეთ მისი აღწერა.
P.S. დაალაიქეთ პოსტი და გაუზიარეთ მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანს, ახლა, ეს ინფორმაცია, როგორც ჰაერი ისე სჭირდება.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია