გიჭირთ დილით ადგომა როცა მაღვიძარა რეკავს? გიჩნდებათ სურვილი რომ გამორთოთ და გააგრძელოთ ძილი?
ადრე მეც ყოველდღიურად მიწევდა მსგავსი რიტუალის ჩატარება. როცა მაღვიძარა რეკავდა და გამოვყავდი ტკბილი ძილის მდგომარეობიდან, მე მაშინვე გამოვრთავდი ხოლმე მას, შემდეგ კი დიდხანს ვფიქრობდი, ნუთუ მართლა ასე მნიშვნელოვანია დღეს ადრე ადგომა?
საბნის ქვეშ სითბო და სიმყუდროვეა, ასეთ დროს ადგომა ძალიან არასასიამოვნოა. იქნებ მე ძალიან ადრე ვდგები, იქნებ საჭიროა კიდევ უფრო მეტი ძილი, მე კი ამ ძალდატანებით უფრო გამოვფიტავ ორგანიზმს?
ბოლოს და ბოლოს რა მოხდება თუ კიდევ ცოტა ხანი წავუძინებ, ქვეყანა ხომ არ დაიქცევა?
ორი საათის მერე…
უჰ, რომელი საათია? არც კი მახსოვს მაღვიძარას ხმა…
გადმოვინაცვლოთ აწმყოში.
ჩემი მაღვიძარა რეკავს 5:40 საათზე. (მიმდინარე მომენტისთვის მე უკვე ზარის დარეკვამდე მეღვიძება) მე მაშინვე გამოვრთავ მას. ჩავისუნთქავ ღრმად, გემრიელად გავიზმორები, შემდეგ კი წამოვდგები და ვიცვამ.
მაგრამ ამჯერად ჩემს თავში არ ტრიალებს არანაირი კითხვები იმის თაობაზე, ავდგე თუ არა ჯერ, ცოტა ხანი კიდევ ხომ არ გავაგრძელო ძილი და ა.შ.
მთელი ეს რიტუალი კეთდება ავტომატურად, საკუთარ თაზე ყოველგვარი ძალდატანების გარეშე, თანაც ჯერ კიდევ მანამ, სანამ ბოლომდე გავიღვიძებ, რადგან ეს იქცა ერთგვარ პირობით რეფლექსად. თითქოსდა სხეულს მართავს ქვეცნობიერი, მაშინ როცა ცნობიერს ჯერ კიდევ სძინავს. ფაქტიურად ჩემთვის უფრო ძნელი იქნება არ ავდგე როგორც კი მაღვიძარა დარეკავს.
როგორ მოხდა მსგავსი ჩვევის გამომუშავება?
მოდით, ჯერ გავერკვეთ იმ მეთოდებში, რომლებითაც ადამიანთა აბსოლუტური უმრავლესობა ცდილობს გადაწყვიტოს ადრე ადგომის პრობლემა.
როგორიც არ უნდა იყოს, ყველა ეს მეთოდი საბოლოო ჯამში ეფუძნება იმ პრინციპს, რომ უნდა გამოვავლინოთ ნებისყოფის ძალა და აუცილებლად შეიცავს იძულების მომენტს, მაგრამ ეს გრძელვადიან პერსპექტივაში არ იძლება სასურველ შედეგს.
ამიტომ, თუ თქვენ იქნებით ამგვარი მიდგომების იმედად, აუცილებლად მოხვდებით ერთგვარ ხაფანგში: თქვენ გადაწყვეტთ ადგეთ გარკვეულ დროს, მაგრამ როგორც კი დარეკავს მაღვიძარა, შეცვლით გადაწყვეტილებას.
ვთქვათ თქვენ წვებით, 22:00 საათზე იმ გადაწყვეტილებით, რომ ადგებით 5:00 საათზე. მაგრამ როცა 5:00 საათზე რეკავს მაღვიძარა, თქვენ გადაწყვეტთ, რომ ჯობია თუ ძილს გააგრძელებთ 8 საათამდე.
გადაწყვეტილება, რომელიც თქვენ მიიღეთ დაწოლისას (ამდგარიყავით 5:00 საათზე) იყო თქვენი ჭეშმარიტი სურვილი, რომელიც თქვენ მიიღეთ გაცნობიერებულად, მაგრამ თქვენ ვერ შეძელით დაგეყოლიებინათ მასზე თქვენი დილის გონება, რომელიც ნახევრად მძინარე მდგომარეობაში იყო.
ახლა ალბათ თქვენ ფიქრობთ, რომ საჭიროა უდიდესი დისციპლინა და ძალისხმევა იმისთვის, რომ მივეჩვიოთ ადრე ადგომას. ეს ნაწილობრივ ასეც არის, მაგრამ „ნაწილობრივ“ იმიტომ, რომ 5 საათზე ასადგომად ჩვენ სინამდვილეში არ გვჭირდება დისციპლინა დილის 5 საათზე. ისვე როგორც არ გვჭირდება არანაირი შინაგანი დიალოგები „ავდგე-არ ავდგე“, არ გვჭირდება ოთახში რამოდენიმე მაღვიძარას დადგმა სხვადასხვა ადგილას და არ გვჭირდება არანაირი ძალდატანება.
სინამდვილეში დისციპლინა ჩვენ გვჭირდება იმ დროს, როცა ვფხიზლობთ და ადეკვატურად ვგრძნობთ საკუთარ თავს.
დისციპლინა იმის ასაღიარებლად, რომ ჩვენ არ შეგვიძლია ვანდოთ საკუთარ თავს მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება დილის ძილბურანის მდგომარეობაში ყოფნისას. ჩვენ გვჭირდება დისცილინა ვაღიაროთ, რომ არ შეგვიძლია სწორი გადაწყვეტილების მიღება დილის 5 საათზე, როცა ეს ეს არის გავიღვიძეთ. საჭიროა თავი დავაღწიოთ იმ გონებადაბინდულობის მდოგმარეობას, რომლითაც ვაწარმოებთ დილის დიალოგებს საკუთარ თავთან. ის ხელს გვიშლის მივიღოთ ეფექტური გადაწყვეტილება.
მაშ რა ვქნათ, რაშია გამოსავალი?
გამოსავალი დელეგირებაშია. მივანდოთ ამ პრობლემის გადაწყვეტა ქვეცნობიერს. დროებით უარი ვთქვათ გონების დახმარებაზე.
როგორ გავაკეთოთ? ზუსტად ისე, როგორც ვანვითარებთ მებისმიერ უნარ-ჩვევას: ვიმეორებთ მანამ სანამ არ გადავა ჩვევაში. ბოლოს და ბოლოს ჩვენი ქვეცნობიერი გაიმარჯვებს და ტვინი გადავა ავტოპილოტზე.
ერთი შეხედვით საკმაოდ სულელურად ჟღერს, მაგრამ მუშაობს:
ივარჯიშეთ მაღვიძარას ზარზე ადგომაში. მაგრამ არა დილით, არამედ დღისით, როცა ფხიზელ მდგომარეობაში ხართ.
შედით საძინებელში და შეეცადეთ შექმნათ ატმოსფერო, მაქსიმალურად მიახლოებული იმასთან, რომელშიც დილით იღვიძებთ (განათება, ნივთების განლაგება და ა.შ.) ჩაატარეთ ყველა პროცედურა, რასაც ძილის წინ ატარებთ. თუ უშუალოდ ძილის წინ იხეხავთ კბილებს, გაიეხეხეთ, თუ იხსნით ძილის წინ მაჯის საათს – მოიხსენით, თუ თიშავთ ტელეფონს – გათიშეთ.
დააყენეთ მაღვიძარა რამოდენიმე წუთით წინ. ჩაწექით საწოლში, ისე როგორც წვებით ღამე, მიიღეთ თქვენი საყვარელი პოზა და დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ, რომ გძინავთ, ახლა თენდება და ეს ეს არის უნდა გაიღვიძოთ.
როგორც კი დარეკავს მაღვიძარა, გამორთეთ ის მაშინვე. შემდეგ ერთი გემრიელად გაიზმორეთ და წამოდექით ლოგინიდან, ფართოდ გაიღიმეთ და გააკეთეთ იგივე რასაც აკეთებთ ჩვეულებრივ დილით ადგომისას. (მე მაგალითად პირველ რიგში ვიცვამ)
შემდეგ კი დაბრუნდით ისევ უკან და გაიმეორეთ ყველაფერი თავიდან: მაღვიძარას ხელახლა რამოდენიმე წუთით წინ დაყენება, დაწოლა, თავის მომძინარება, ადგომა.
გაიმეორეთ ეს დღეში მინიმუმ 5 -ჯერ მაინც. რაც უფრო მეტჯერ გააკეთებთ, მით უკეთესი. კარგი იქნება თუ დღეში ორ ციკლსაც გააკეთებთ. ანუ ერთი ციკლი – უწყვეტად რამოდენიმე განმეორება, ხოლო რამოდენიმე საათის მერე კი უკვე მეორე ციკლი – კვლავ უწყვეტი რამოდენიმე განმეორებით.
გააგრძელეთ ეს პრაქტიკა ყოველდღიურად მანამ, სანამ არ მიაღწევთ ავტომატიზმს. ამას შეიძლება დასჭირდეს, ერთი ორი კვირა ან ერთი ორი თვე. გააჩნია თქვენს განწყობას და მონდომებას და რა თქმა უნდა თითოეული ადამიანის ინდივიდუალურ ფიზიოლოგიურ მახასიათებლებს.
მართალია, ამ ვარჯიშებს გარკვეული დრო სჭირდება, მაგრამ ეს ღირს იმად, რასაც მიიღებთ. დღეს დახარჯული რამოდენიმე სათი აგინაზღაურდებათ ასობით საათით წელიწადში.
საკმარისი პრაქტიკის შემდეგ, თქვენ უკვე განსხვავენულად დაიწყებთ რეაგირებას ფიზიოლოგიურ დონეზე მაღვიძარას ხმაზე! როცა ის დარეკავს, თქვენ დაიწყებთ ადგომას ავტომატურად.
საბოლოო ჯამში, თქვენთვის, უკვე არ ადგომა იქნება დისკომფორტული. ფაქტიურად ვერ მოისვენებთ, რომ არ ადგეთ.
თუ თქვენ ძლიერი ხართ ვიზუალიზაციაში, მაშინ შეგილიათ ივარჯიშოთ ასევე წარმოსახვაში, ფიქრებით, მაგრამ ამ შემთხვევაში გირჩენთ რეალურადაც გაიაროთ პრაქტიკა, თუნდაც რამოდენიმეჯერ დასაწყისში და მერე გააგრძელოთ წარმოსახვით.
გაითვალისწინეთ, რაც უფრო ხშირად და მეტი ინტენსივობით ივარჯიშებთ, მით უფრო მძლავრად ჩაჯდება თქვენს ქვეცნობიერში ეს ახალი ჩვევა: დარეკა მაღვიძარამ >> ავდექით. დარეკა მაღვიძარამ >> ავდექით.
როგორც კი ეს გადაიქცევა ჩვევად, შეგიძლიათ შეწყვიტოთ ყოველდღიური პრაქტიკა, ვინაიდან ის მიეკუთვნება ე.წ. თვითმხარდამჭერი უნარების რიგს – საკმარისია ერთხელ გავიაროთ ადაპტაციის პერიოდი და ჩვევა გახდება ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი. თუნდაც გარკვეული პერიოდი მოგიწიოთ ამ ჩვევისგან უარის თქმა, მაგალითად შვებულებაში ან მივლინებაში სხვა საათობრივ სარტყელში ყოფნისას, მაინც ადვილად შეძლებთ დაუბრუნდეთ იგივე მდგომარეობას.
გარკვეულ ქმედებათა შაბლონის ერთხელ დამახსოვრების შემდეგ, ის მუდამ ჩვენს ქვეცნობიერში დარჩება, თუნდაც ცნობიერად დაგვავიწყდეს მისი არსებობა.
როცა თქვენ გადახვალთ დილით ადრე ადგომის ახალ ფორმატზე, გირჩევთ მიყვეთ მას 7 დღე კვირაში, 365 დღე წელიწადში. პირველ თვეს დააყენეთ მაღვიძარა ერთი და იგივე დროს ყოველდილით. როცა ჩვევა უკვე მყარად გაჯდება თქვენს ქვეცნობიერში, შეგიძლიათ სურვილისამებრ შეცვალოთ ადგომის დრო. რა დროსაც არ უნდა დარეკოს მაღვიძარამ, თქვენ უპრობლემოდ ადგებით მაგ დროს. ხოლო ხანგრძლივად ერთი და იგივე დროის შემთხვევაში კი უკვე მაღვიძარაც არ დაგჭირდებათ.
ვფიქრობთ, მას შემდეგ რაც გამოიმუშავებთ ამ ჩვევას, თქვენ ის შეგიყვარდებათ. ადრე ადგომის ჩვევა არის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური უნარი რასაც ფლობენ წარმატებული, ბედნიერი ადამიანები.
უბრალოდ დაფიქრდით – ყოველ დილით, თუნდაც 1 საათით ადრე რომ ადგეთ, ვიდრე მანამდე დგებოდით, ეს არის 365 საათი წელიწადში! ეს არის კოლოსალური დრო. არ ვიცი თქვენ როგორ, მაგრამ მე შემიძლია ამ დროს მოვუხერხო ბევრად უფრო ეფექტური გამოყენება, ვიდრე ლოგინში კოტრიალია იმაზე მეტ ხანს, ვიდრე ჩემი ჯანმრთელობისთვის არის საჭირო.
მოკლედ, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, გირჩევთ მოსინჯოთ ეს მეთოდი.
მესმის რომ საწოლიდან ადგომაში ვარჯიში ერთი შეხედვით სულელურად მოჩანს, მაგრამ რა ვქნათ, თუ ეს „სისულელე“ მუშაობს?
P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, რომ ჰაერივით სჭირდება მსგავსი ინფორმაცია.
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
ავტორი: სტივ პავლინა
თარგმა ხვიჩა მებონიამ
საბედნიეროდ ბავშვობიდანვე ადრე ვდგები. მე “ტოროლა” ვარ. ისე, საინტერესოა.სცადეთ. დილით ყველაფერი უფრო ადვილად გამოგივათ 🙂