მიზნის მიღწევის სუპერეფექტური ფორმულა m100%M

statia

რა გვემართება ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას, როცა ვისახავთ რაიმე მიზანს?  

თავიდან ჩვენ ვიწყებთ აქტიურ მოქმედებებს, მაგრამ რამოდენიმე დღის შემდეგ ტემპი იკლებს და ერთ დღესაც აღმოვაჩენთ, რომ უკვე კარგა ხანია არაფერი გაგვიკეთებია.

ყოველ ჯერზე, როცა მსგავსი რამ ხდება, გარდა ხილული ნეგატიური შედეგისა, ვერ მიღწეული მიზნის სახით, ჩვენ ვღებულობთ კიდევ ერთ, ფარულ უარყოფით შედეგს, რაც ბევრად უფრო მეტი ზიანის მომტანია, ვიდრე თავად იმ კონკრეტული მიზნის ვერ მიღწევის ფაქტი:

ჩვენ ვკარგავთ თავდაჯერებულობას, საკუთარი თავის რწმენას.

ყოველი ასეთი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ ჩვენს ქვეცნობიერში იწერება აზრები: „მე ვერ ვასრულებ ჩემს სიტყვას, მე ვერ ვაღწევ დასახულ მიზნებს“.

თანდათანობით ისინი ყალიბდებიან, როგორც რწმუნებულებები, როგორც პროგრამები, რომლებიც შემდეგში იქცევიან უდიდეს შემაფერხებელ გარემოებებად ცხოვრების ნებისმიერ სფეროში.

მიზნის მიღწევის სუპერეფექტური ფორმულა m100%M, რომლის ავტორიც გახლავთ ცნობილი ებრაელი მილიონერი და წარმატების ტრენერი ისააკ პინტოსევიჩი, არის მარტივი, მაგრამ გენიალური ინსტრუმენტი, რომლის გამოყენების შემდეგ ფაქტიურად შეუძლებელია ვერ მიაღწიოთ მიზანს.

პირველი პატარა „m“ ფორმულაში ეს არის მინიმუმი.

მინიმუმი ეს არის სიდიდე, რომელსაც ნებისმიერ შემთხვევაში შეასრულებთ. მაგალითად ვარჯიშის შემთხვევაში ეს შეიძლება იყოს თუნდაც 2 წუთი დღეში.  ამ მინიმუმის შესრულებაზე თქვენ იღებთ ვალდებულებას ნებისმიერ შემთხევაში. რაც არ უნდა ხდებოდეს.

და თუ კარგად დააკვირდებით, მიხვდებით, რომ შეუძლებელია ეს მინიმუმი ვერ შეასრულოთ. რაც არ აუნდა გადატვირთული დღე გქონდეთ, თუნდაც ჭამისთვისაც ვერ მოიცალოთ, ბოლოს და ბოლოს საპირფარეშოში მაინც ხომ გახვალთ და მაშინ შეგიძლიათ 2 წუთი დაიმატოთ და გააკეთოთ ვთქვათ აზიდვები, ბუქნი ან თუნდაც ადგილზე „ირბინოთ“.

რას მოგცემთ ეს?

პირველი, თქვენ გამოიმუშავებთ ჩვევას, ყოველდღე აკეთოთ საჭირო ქმედება.

მეორე – 2 წუთიც წინგადაგმული ნაბიჯია და გაახლოებთ მიზანთან.

მესამე – თქვენთვის შედარებით ადვილი იქნება თავს ძალა დაატანოთ და გადალახოთ საკუთარი სიზარმაცე, რომელიც 1 საათიან ვარჯიშზე ბევრად უფრო დიდ და სერიოზულ პროტესტს გაგიწევთ, ვიდრე 2 წუთიანზე.

მეოთხე და ყველაზე მთავარი – თქვენ შეინარჩუნებთ  ნდობას საკუთარი თავისა და საკუთარი სიტყვისადმი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც ასრულებს ყველა თავის გადაწყვეტილებას და ვალდებულებას და აღწევს მიზნებს. აი ამაშია ძირითადი არსი პირველი m-ისა ამ ფორმულაში.

100% – ეს არის სწორედ ის, რაც თქვენ გჭირდებათ მიზნის მიღწევისთვის. იგივე ვარჯიშის შემთხევავში ვთქვათ ეს შეიძლება იყოს 1 საათი.

მიზნების m100%М ფორმულით დაგეგმვის შემთხევაში, 80% ყოველდღიური ქმედებებისა შესრულდება სწორედ 100%-ით.

მეორე „M” ამ ფორმულაში არის მაქსიმუმი. ეს არის პრაქტიკულად განუსაზღვრელი სიდიდე, რომელიც თქვენ შეგიძლიათ ასევე შეასრულოთ განსაკუთრებული შთაგონების შემთხევვაში. ეს არის ერთგვარი შუქურა იდეალური ვარიანტზე. მაგალითად ვარჯიშის შემთხევაში ეს შეიძლება იყოს 2, 3, 4  საათი ან რამოდენიმე თითოსაათიანი ვარჯიში დღეში.

მოკლედ მიზნის ამ მეთოდით ფორმულირების შემთხევაში თქვენ გექნებათ შემდეგი სურათი:

– თქვენ ყოველთვის ასრულებთ საკუთარ გადაწყვეტილებებს მინიმუმით მაინც და მუდმივად მიიწევთ წინ;

– 80%-ის შემთხევაში თქვენ გეგმას ასრულებთ 100%-ით;

– იზრდება თქვენი თავდაჯერებულობა, საკუთარი თავისადმი რწმენა;

– თქვენ ყოველთვის აღწევთ მიზნებს, ვინაიდან შედეგი ყოველთვის დამოკიდებულია თქვენს ქმედებებზე;

გახსოვდეთ, ყოველდღიური ქმედებები, თუნდაც მინიმალური ძალისხმევით, გვაძლევენ უდიდეს პროგრესს და თუ თქვენ, თუნდაც მინიმუმით, მაგრამ ყოველდღე გააკეთებთ გარკვეულ ქმედებას მიზნისკენ მიმავალ გზაზე, აუცილებლად მიაღწევთ ამ მიზანს.

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, რომ ჰაერივით სჭირდება მსგავსი ინფორმაცია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

საინტერესო პოსტები

7 thoughts on “მიზნის მიღწევის სუპერეფექტური ფორმულა m100%M”

  1. მოგესალმებით!საინტერესო რჩევებია,უამრავ პოზიტივს და წარმატებულ დღეს გისურვებთ!დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ უფალმა…

    პასუხი
    • მოგესალმებით, თეა!

      უღრმესი მადლობა გამოხმაურებისთვის, შთაბეჭდილების გაზიარებისთვის, დალოცვისთვის.

      შევხვდებით მწვევალზე!

      პასუხი
  2. ძალიან გამიკვირდა ისააკ პინტოსევიჩის მსმენელები რომ ვიპოვე. ) წარმატებები !
    სავარაუდოდ ესეც დაგაინტერესებთ )
    http://www.synergyglobal.ru/

    პასუხი
    • მოგესალმებით მაკა!

      თქვენი კომენტარი რატომღაც სპამში მოხვედრილა, ახლა დავიხსენი :)))))

      დიახ, პინტოსევიჩის სწავლებებს ჩემს პიროვნულ განვითარებაში აქტიური ადგილი უჭირავს. ჩემი ონლინპროგრმა “სუპერეფექტურობა” შედგენიალია მისი ერთთვიანი ონლაინ ტრენინგის “Богатей, пут мастера”-ს და არტიომ ნესტერენკოს ასევე ერთთვიანი ონლიან პრგრამის “Чемпионат мира по эффективности-4”-ის სინთეზის საფუძველზე. ნუ რა თქმა უნდა ისინი გამოყენებულ იქნა მასალად, რომლებისგანაც, კიდევ სხვა მრავალი მასალის და საკუთარი იდეების დამატების შედეგად, გამოვიდა მართლაც უნიკალური პროექტი, რომელმაც ჩემს მოლოდინსაც კი ბევრად გადააჭარბა :))))

      პასუხი
  3. pintosevichis ert ert trenings “peplis gzas”davescari kievshi.pantastiuri agmochenebi mqonda sakutar tavshi.es aris treningi sadac frtebs isxam.da rogor mindoda yvela qartveli iq yofiliyo rom ganecadat iq rac xdeboda.es iyo emociebi gamocveuli gamarjvebit sakutar barierebze.usasrulod shemizlia iq gancdil emociebze visaubro.magram eg unda ganicado.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.