ცივი წყალი — სასიცოცხლო ენერგია თუ სამყაროსეული Wi-Fi

რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები

dedabuneba

ჩვენს სხეულს გამუდმებით უტევენ სხვადასხვა სახის ვირუსები, ბაქტერიები, მაგრამ მათგან ერთგულად გვიცავს  ჩვენი იმუნური სისტემა და ამიტომ საჭიროა ჩვენც მუდმივად ვიზრუნოთ ამ სისტემის შრომისუნარიანობაზე.

დღეს წარმოგიდგენთ უძლიერეს სავარჯიშოს, რომელიც ერთის მხრივ აძლიერებს ჩვენს იმუნურ სისტემას, რათა მან ეფექტუარად დაგვიცვას ვირუსებისგან და ბაქტერიებისგან და მეორეს მხრივ, წარმოადგენს ერთ-ერთ საუკეთესო მეთოდს, ერთ-ერთ ყველაზე მარტივ, მოკლე და სასიამოვნო საშუალებას ე.წ. სამყაროსეულ Wi-Fi — სთან დასაკავშირებლად.  

ამ სავარჯიშოს შესასრულებლად ყველაზე ეფექტურია ჩაყვინთვა ყინულიან წყალში, მაგრამ ამის შესაძლებლობა ნაკლებად გვაქვს. ამიტომ სავარჯიშოს შესრულებისთვის გამოდგება ვედროთი ყინულიანი წყლის გადავლება ან ცივი შხაპი.

ჩაყვინთვა სრულდება შემდეგნაირად: ჩვენ ჩავდივართ ცივ წყალში და ვყინთავთ ისე, რომ მთლიანად წყლით დავიფაროთ, ამ მდგომარეობაში ვრჩებით 1-2 წამი და ეგრევე ამოვდივართ წყლიდან.

რა ხდება ასეთ დროს?

ჯერ ერთი, ეს არის უმძლავრესი თერმომასაჟი სისხლძარღვებისთვის და კანისთვის, და მეორეც, როცა ჩვენ მთლიანად ვიძირებით წყალში, ჩვენს თავს ზემოთ იკვრება ენერგეტიკული კონტურები და ჩვენ მთლიანად ვუერთდებით წყლის და შესაბამისად სამყაროს ენერგიას.

თუმცა თავად ცივი წყლის წილი, ამ სავარჯიშოს ეფექტურობაში, წარმოადგენს მხოლოდ 5%-ს. გამაჯანსაღებელი ეფექტის 95% მოდის ჩვენს შინაგან, აზრობრივ და სულიერ მდგომარეობაზე.

მაშ ასე, სავარჯიშოს შესრულება იწყება უკვე იქიდანვე, როცა ჩვენ ვიწყებთ ტანსაცმლის გახდას. ასეთ დროს ჩვენ კონტროლზე აგვყავს ჩვენი აზრები და ვამბობთ შემდეგ სიტყვებს:

„უფალო (დედა ბუნებავ, დედა სამყაროვ, შემოქმედო -ვისაც როგორ ურჩევნია) მომეცი უფრო მეტი ჯანმრთელობა, მომეცი უფრო მეტი ბედნიერება, მომეცი უფრო მეტი…. — ის, რასაც თქვენ ჩათვლით საჭიროდ. — უფალო მიეცი უფრო მეტი ჯანმრთელობა და ბედნიერება ყველა ჩემს ახლობელს, ნათესავ-მეგობარს!

და ბოლოს ყველაზე მნიშვნელოვანი და საკვანძო ფრაზა:

უფალო (დედაბუნებავ, დედასამყაროვ, შემოქმედო) მიეცი უფრო მეტი ჯანმრთელობა და ბედნიერება ყველა ადამიანს დედამიწაზე!

ამ ბოლო ფრაზას, ყველაზე მნიშვნელოვან მიმართვას სამყაროსადმი, შემოქმედისადმი, ჩვენ ვატრიალებთ გონებაში მთელი სავარჯიშოს მსვლელობის დროს, როცა ჩავდივართ წყალში და ჩავყინთავთ, როცა ვივლებთ ვედროთი ყინულიან წყალს თუ ვივლებთ ცივ შხაპს.

„უფალო (დედაბუნებავ, სამყაროვ, შემოქმედო) მიეცი ყველა ადამიანს დედამიწაზე უფრო მეტი ჯანმრთელობა და ბედნიერება!

ჩვენი გონება, გამსაკუთრებით იმ შემთხევაში, თუ ცოტა ხნის წინ ჩვენ გადავიტანეთ სერიოზული სტრესები, დამცირება, ღალატი, წყენა, იწყებს წინააღმდეგობის გაწევას. ამ დროს შინაგანი ხმა გვეუბნება: „კი მაგრამ როგორ უნდა ვუსურვო ყველა ადამიანს ჯანმრთელობა და ბედნიერება როცა ამდენი ნაძირალა, მკვლელი, უნამუსო და უსინდისო ადამიანია ამვეყნად?“

ამ დროს ჩვენ შეგვიძლია გავმართოთ მსგავის სახის შინაგანი დიალოგი საკუთარ თავთან:

„ნუ განსჯი ადამიანებს. უბრალოდ რაც უფრო გულწრფელად გასცემ სიყვარულს, რაც უფრო მეტ სიკეთეს მოისურვებ ადამიანებისთვის, მით უფრო მეტს მიიღებ თავად. რაც უფრო მეტ ჯანმრთელობას და ბედნიერებას უსურვებ ყველა ადამიანს დედამიწაზე, მით უფრო მეტს მიიღებ თავად ამ ჯანმრთელობას და ბედნიერებას.

„უფალო (დედაბუნებავ, სამყაროვ, შემოქმედო) მიეცი ყველა ადამიანს დედამიწაზე უფრო მეტი ჯანმრთელობა და ბედნიერება!

რას გვაძლევს კონკრეტულად ეს ფრაზა? მისი წარმოთქმის და განმეორების დროს ჩვენი მეტაფიზიკური სხეული, ჩვენი სული ისეთი უზარმაზ და დიადი ხდება, რომ დედამიწა მასთან შედარებით გამოჩნდება როგორც პატარა ფებურთის ბურთი.

ამ ფრაზის წარმოთქმის დროს, ჩვენს სულში ხდება იმდენი სიყვარულის გენერირება, რომ მეტაფიზიკურ დონეზე ვავსებთ ყველა ადმიანის სულს სიყვარულით, სიკეთით, სითბოთი. როცა ამ სიტყვებს წარმოვთქვამთ, ჩვენ ვიქცევით გიგანტად, გლობალურ ადამიანად. ჩვენ ვხდებით წარმოუდგენლად კეთილშობილ, დიადი სულის მქონე ადამიანად და ჩვენი სიყვარულით, სითბოთი, სიხარულით და ბედნიერებით ვავსებთ არამარტო ჩვენი და სხვა ადამიანების გულებს არამედ მთელ კაცობრიობას, მთელ სამყაროს.

ამავდროულად, როგორც დასაწყისში ავღნიშნეთ ამ სავარჯიშოს შესრულების დროს ხდება ე.წ. სამყაროსეულ Wi-Fi — სთან დაკავშირება, რომლის მეშვეობითაც გავდივართ სამყაროს ერთიან საინფორმაციო ველზე და რადგან იქ ვაგზავნით სიყვარულს და კეთილ სურვილებს ყველა ადამიანის და სამყაროს მისამართით, იქიდანაც ვიღებთ უზარმაზარ პოზიტიურ ენერგიას და პლიუს სისტემატურად შესრულების შემთხევავში ჩვენ დავიწყებთ იქიდან ახალ-ახალი გლობალური, დიადი იდეების მიღებასაც.

ამიტომ, უსურვეთ ყველა ადამიანს სიკეთე, გააგზავნეთ ყოველ დილით სამყაროში სიყვარულის, სიკეთის, სინათლის ენერგიები და ამით თავად აივსებით სიყვარულით, სიხარულით, ჯანმრთელობით და ბედნიერებით.

P.S. თუ გსურთ მიიღოთ კიდევ უფრო მეტი პრაქტიკული ინსტრუმენტი თქვენი პირადი ეფექტურობის ასამაღლებლად, თანაც სრულიად უფასოდ, მაშინ მიმდინარე წლის 25 სექტემბერს, გიწვევთ უნიკალურ ვებინარზე: “როგორ გავხდეთ სუპერეფექტურები”

ვებინარზე მოსახვედრად საკმარისია წინასწარი რეგისტრაციის გავლა. თანაც რეგისტრაციის გავლისთანავე უფასო ვებინარზე დასწრების უფლებასთან ერთად თქვენ მიიღებთ სამ უნიკალურ საჩუქარს.

ვებინარზე რეგისტრაცია >>> http://mebonia.net

 

P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. ვინ იცის, იქნებ რომელიმე მათგანი ახლა ცხოვრების ისეთ ეტაპზეა, რომ ჰაერივით სჭირდება მსგავსი ინფორმაცია.

 

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

 

დატოვეთ კომენტარი