ბავშვები ღატაკთა თავშესაფრიდან და მათი მფარველი ანგელოზი

რუბრიკა: ისტორიები

 

ერთხელ, ერთი–ერთი ამერიკული კოლეჯის პროფესორმა, სოციოლოგიის ჯგუფის სტუდენტებს შესთავაზა დაევლოთ ქალაქის ღატაკთა თავშესაფრები და შეეგროვებინათ ინფორმაცია ბავშვებზე, რომლებიც ამ თავშესაფარში ცხოვრობდნენ. მან თხოვა სტუდენტებს შეეფასებინათ თითოეული მათგანის სამომავლო შანსები. საერთო ჯამში ინფორმაცია შეგროვდა სხვადასხვა ასაკის 200 ბავშვზე. ყოველი მათგანის ცხოვრების პირობების შესწავლის შემდეგ სტუდენტები ამბობდნენ თითქმის ერთი და იგივეს:

„ მას არა აქვს არანაირი შანსი.“

25 წლის შემდეგ იმავე კოლეჯის სხვა პროფესორმა შემთხვევით აღმოაჩინა ამ გამოკვლევის შედეგები და გადაწყვიტა გაეგრძელებინა პროექტი.

მან დაავალა სტუდენტებს მოეკვლიათ ცნობები ამ 200 ბავშვის შესახებ. სტუდენტებმა შეძლეს ინფორმაციის მოძიება 180 ბავშვზე (დარანრჩენი 20–დან ზოგი გარდაიცვალა, ზოგმა კი ადრევე დატოვა თავშესაფარი და მათი კვალი დაიკარგა). აღმოჩნდა, რომ 176 ბავშვი, ამ 180–დან, წარმატებული ადამიანი გახდა. ისინი იყვნენ წარმატებული ცხოვრების სხვადასხვა სფეროში: იურისპრუდენცია, მედიცინა, ბიზნესი, პოლიტიკა და ა.შ.

პროფესორი გააოგნა ასეთმა შედეგმა. მან გადაწყვიტა გამოეკვლია ასეთი საოცარი შედეგების მიზეზები. ის სათითაოდ დაუკავშირდა თითოეულ მათგანს და დაუსვა შეკითხვა:

– რაშია თვენი წარმატების საიდუმლო?

პასუხებმა პროფესორი კიდევ უფრო გააოცა.

– ეს ჩემი მასწავლებლის დამსახურებაა – ამბობდნენ ისინი და ყველა ერთი და იმავე მასწავლებელს ასახელებდა.

პროფესორმა გადაწყვიტა მოენახულებინა ეს მასწავლებელი. ის უკვე ხანში შესული, მაგრამ მაინც საკმაოდ ენერგიული და სიმპათიური ქალი აღმოჩნდა.

პროფესორმა აუხსნა თავისი მოსვლის მიზეზი და ჰკითხა:

– მითხარით თუ შეიძლება, რა მაგიური ფორმულა გქონდათ ასეთი, როგორ შესძელით ისეთი საშინელ პირობებში მცხოვრებ ბავშვებზე ისეთი კეთილისმყოფელი გავლენა მოგეხდინათ, რომ გამოგეთრიათ ისინი ღარიბთა თავშესაფრებიდან და გექციათ წარმატებულ ადამიანებად?

მასწავლებელს სახე ღიმილმა გაუნათა:

–  ძალზე მარტივად. – უპასუხა მან. – მე მიყვარდა ეს ბავშვები!
 

შევხვდებით მწვერვალზე!
 
 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

წყარო: ჯეკ კენფილდი -“სულის მალამო” 

 

 

საინტერესო პოსტები

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.