მოხუცი და კარტოფილით სავსე პაკეტი

ერთ მოხუცთან მივიდა ახლაგაზრდა და უთხრა:

– თქვენ ყოველთვის კარგ ხასიათზე ხართ, არასდროს არ ბრაზობთ. მასწავლეთ როგორ გავხდე მეც ასეთი.

მოხუცი დათანხმდა და თხოვა მას მოეტანა კარტოფილი და გამჭვირვალე პაკეტი.

– როცა ვინმეზე გაბრაზდები ან განაწყენდები, აიღე ეს კარტოფილი, ერთ მხარეზე დააწერე შენი სახელი, ხოლო მეორე მხარეს იმ ადამიანის სახელი, ვისთანაც კონფლიქტი მოგივიდა და შემდეგ ჩადე ის პაკეტში.

კარტოფილი

– სულ ეს არის? – იკითხა ახალგაზრდამ გაოცებით.

– არა, – უპასუხა მოხუცმა. – შენ ეს პაკეტი სულ თან უნდა ატარო და ყოველთვის, როცა ვინმეზე გაბრაზდები, მასში ახალი კარტოფილი უნდა ჩაამატო.

ახალგაზრდა დათანხმდა. 

გავიდა დრო. პაკეტი თითქმის გაივსო და დამძიმდა. მისი ტარება უკვე არ იყო მოსახერხებელი, თანაც იმ კარტოფილმა, რომელიც პირველად ჩადეს პაკეტში, ლპობა დაიწყო.

ახალგაზრდა მივიდა კვლავ მოხუცთან და უთხრა:

– ამის ტარება უკვე შეუძლებელია. ჯერ ერთი პაკეტი ძალიან მძიმეა, მეორეც – კარტოფილი გაფუჭდა და ყარს.

სწორედ მსგავსი რამ ხდება შენს სულშიც. როცა ვინმეზე ბრაზდები, წყენა ან მრისხანება გიპყრობს, მაშინ სულში ჩნდება მძიმე ქვა. შენ უბრალოდ ამას მაშინ ვერ ამჩნევ. შემდეგ, რამდენჯერაც განმეორდება მსგავსი სიტუაცია, იმდენჯერ იმატებს ქვების რაოდენობაც და ასე თანდათანობით ყალიბდება ერთგვარი ქმედებების ჯაჭვი, რომლისგანაც შემდგომში ფორმირდება გარკვეული ჩვევები. ეს ჩვევები თავის მხრივ აყალიბებენ  ისეთ მანკიერ თვისებებს, რომლებიც ხრწნიან ადამიანს სულიერად, გონებრივად და ფიზიკურად.

მე შენ დაგანახე მთელი ეს პროცესი გვერდიდან, დამკვირვებლის თვალით  და ახლა არჩევანი შენზეა…

ჩვენს მანკიერ თვისებებს ჩვენ თვითონ ვშობთ, ამიტომ ყოველთვის, როცა იგრძნობ, რომ ბრაზი და მრისხანება გიპყრობს, კარგად დაფიქრდი, გჭირდება კი დამპალი კარტოფილით სავსე პაკეტის თრევა?

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. ხშირად გიწევთ დამპალი კარტოფილით სავსე პაკეტების თრევა? 

გაგვიზიარეთ თქვენი გამოცდილება კომენტარებში.

შეიტანეთ თქვენი წვლილი ბლოგის განვითარების საქმეში. გააზიარეთ 

ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების

მეშვეობით.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

წყარო: https://anchiktigra.livejournal.com/714808.html

თარგმნა ხვიჩა მებონიამ

27 thoughts on “მოხუცი და კარტოფილით სავსე პაკეტი”

  1. აუ!       აი!       უჰ!

    კომენტარის ვრცელი ვერსია ნაკლებად მიხვედრილებისთვის (მიუხედავად იმისა, რომ ასეთები ამ ბლოგს არ სტუმრობენ:) ) :

    აუ (ყოჩაღ)!

    აი (ეს მესმის)!

    უჰ (პირდაპირ – მიზანში)! 

    პასუხი
    • მადლობა თქვენ, ეკატერინე, რომ გვესტუმრეთ და თანაც თქვენი აზრი დააფიქსირეთ!

      კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე… ხშირად შემოგვიარეთ 🙂 

      პასუხი
  2. ზუსტად დროისა და გარემოების შესაბამისი პოსტია. ზოგიერთი ავადმყოფი მოგვიწოდებს, მაფურთხეთ და გძულდეთო, გული გერეოდეთ ჩემს დანახვაზეო,  მეც ასევე მძულხართო. ფუი ეშმაკს, ღმერთმა დაიფაროს ჩვენი გულები სიძულვილის, ზიზღის, ამპარტავნებისა და სხვა მსგავსი საშინელებისგან.
     

    პასუხი
    • დიახ მარიკა, ღმერთმა დაიფაროს, რადგან სიძულვილი ყველაზე საშინელი და დამანგრეველი ძალაა!

      უღრმესი მადლობა! 🙂 

      პასუხი
  3. აღსარების არსი გამახსენდა და საერთოდ ქრისტიანული აღმსარებლობის დანიშნულება და მნიშვნელობა…ღმერთმა ყველას მოგვცეს ცოდვის შეგრძნების და მოშორების უნარი…განსაკუთრებული მადლობა ამ პოსტისთვის 🙂 
     

    პასუხი
    • მადლობა თქვენ ქეთევან…  მე მაინც მჯერა, რომ საბოლოოდ სიყვარული დაამარცხებს ჩვენში სიძულვილს და მრისხანებას…

      პასუხი
  4. შესანიშნავი სტატიაა, დამაფიქრებელი და ცხოვრებაში პრაქტიკულად გასათვალისწინებელი, მადლობა ხვიჩა
     

    პასუხი
    • გმადლობთ ირაკლი, რომ ესტუმრეთ ამ ბლოგს და თანაც გამოეხმაურეთ პოსტებს. ძალიან მიხარია, რომ მოგეწონათ 🙂

      პასუხი
  5. მშვენიერია, ძალიან კარგი სტატიაა და როგორც დამაფიქრებელი, ასევე გასათვალისწინებელი.
    გმადლობთ :)))

    პასუხი
    • იცოცხლე ნათია 🙂 უღრმესი მადლობა შენ, რომ ყოველთვის პოულობ დროს გამოეხმაურო ჩემს პოსტებს… 🙂

      პასუხი
  6. სტატიიდან: აგრეთვე ქვების მატებასთან ერთად, ნელ-ნელა დაგიმძიმდება გული და ბოლო-ბოლო გული ჩაგწყდება..

    პასუხი
    • დიახ ვახო, მსგავს სიმძიმეს გული ვერ გაუძლებს და ადრე თუ გვიან კატასტროფა გარდაუვალია…

      უღრნესი მადლობა, რომ ასე საინტერესოდ ჩაერთეთ ბლოგის ცხოვრებაში 🙂 

      პასუხი
  7. ხვიჩა რა კარგი პოსტია,ძალიან დამაფიქრა.რამდენი ხანია არ შემოვსულვარ რაღაც მიზეზების გამო.გამოვეშურე აქ და არც ვნანობ,როგორც ყოველთვის.

    პასუხი
    • მოგესალმებით მზია! მიხარია რომ კვლავ აქ ხართ. ძალიან მომენატრა თქვენი კომენტარები… 🙂

      უღრმესი მადლობა! 

      პასუხი
  8. ძალიან მომწონს ეს გვერდი. მართალია გვიან შემოგიერთდით, მაგრამ კმაყოფილი ვარ, რომ მოგაგენით. დიდი მადლობა ადმინისტრაციას, ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩვენზე ფიქრობს.

    პასუხი
    • მოგესალმებით მანანა! კეთილი იყოს თქვენი “ფეხი” ამ ბლოგზე. მეც ძალიან მიხარია რომ მოგვაგენით 🙂  

      ამასთანავე ბოდიში მინდა მოგიხადოთ იმ სამწუხარო გაუგებრობისთვის, რის შედეგადაც თქვენი კომენტარი სპამში აღმოჩნდა… კომენტარების დახარისხებას (ნორმალური, საეჭვო, სპამი და ა.შ.) სპეციალური პროგრამა აკეთებს ავტომატურად, რომელიც, იშვიათად მაგრამ ხანდახან მაინც უშვებს შეცდომას და მერე მე მიწევს ჩარევა და სპამში უნებლიედ მოხვედრილი კომენტარების დახსნა ტყვეობიდან 🙂

      უღრმესი მადლობა, რომ პირველივე სტუმრობისას დააფიქსირეთ თქვენი აზრი. ხშირად შემოგვიარეთ 🙂

      პასუხი
  9. პირველ რიგში უღრმესი მადლობა ფრიდონ, რომ გვეწვიეთ და თანაც გამოგვეხმაურეთ…

    ამასთანავე, ბოდიშს გიხდით, რომ თქვენი კომენტარი უნებლიედ სპამში მოხვდა, ამის მიზეზები უკვე ავხსენი წინა კომენტარში 🙂 

    მიხარია, რომ პოსტი მოგეწონათ. ხშირად შემოგვიარეთ და გპირდებით, რომ აქ ყოველთვის დაგხვდებათ საინტერესო და სასარგებლო ინფორმაცია და მე დარწმუნებული ვარ, რომ არანაკლებ საინტერესო და სასარგებლო იქნება მათზე თქვენი შეხედულებებისა და კომენტარების მოსმენა! 🙂 

    პასუხი
  10. დიდი მადლობა ხვიჩა  იგავისთვის, მივხვდი თუ რატომ “ყარს” ჩემს ირგვლივ მოტრიალე ზოგიერთი ვითომ “მეგობარი”, როგორც ჩანს ისინი ვერ ხვდებიან კარტოფილით სავსე რა დიდ პაკეტებს დაათრევენ, ღმერთო ყველას გაუხსენი გონება და ასწავლე მოყვასის სიყვარული, გეთანხმები ქეთევან ” აუ, აი, უჰ”, ამ გამოთქმამ იულიუს კეისრის გამონათქვამი გამახსენა ” მივედი, ვნახე, გავიმარჯვე”, ჩვენც ვეცადოთ ჩამოვახსნევინოთ კარტოფილით სავსე პაკეტი ჩვენს “კეთილმოსურნეებს” და გვეთქვას  მოვედი, გნახე და მადლობელი ვარ რომ გავიმარჯვე შენს უკეთურებასთან ბრძოლაში.
     

    პასუხი
  11. მადლობა საინტერესო სტატიისათვის…. იქნებ ეს მაგალითები დაეხმაროს ხალხს სულის განთავისუფლებაში…. მადლობა, როგორც ყოველთვის სიანტერესო და აქტუალურია თქვენი თემები

    პასუხი
    • მადლობა მარინა! მაგრამ რატომ “თქვენ?”… რამდენადაც მახსოვს ჩვენ შევთანხმდით… 😉

      პასუხი
    • აიიი ძალიან მაგარი რამეე…ამ იგავმა გამახსენა ძალიან ბევრი რამ…ახალგაზრდები ამაზე კარგ ბლოგს ვერც ვიპოვით ჩვენი ცოდნის ასამაგლებლად…

      პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.