როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება, რომ ხშირ შემთხვევაში, მიუხედავად მთელი იმ ძალისხმევისა, რომელსაც ჩვენ მივმართავთ რაიმე მიზნების მისაღწევად, მოღვაწეობის ნებისმიერ სფეროში, სპორტი, ბიზნესი, სამსახური, ურთიერთობები და ა.შ., შედეგები იმაზე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე შეგვეძლო მიგვეღო?
მიზეზი იმ შეზღუდვებშია, რომლებიც ჩვენს ქვეცნობიერშია. სწორედ ისინი განსაზღვრავენ ცხოვრებაში ჩვენს შედეგებს. სწორედ მათ გამო ვერ ვაღწევთ იმას, რაც გვსურდა რომ მიგვეღო და შესაძლებელია ვერც ვერასდროს მივაღწიოთ მიუხედავად ნებისმიერი ძალისხმევისა.
ეს არც ჯადოქრობაა და არც მისტიკა, არამედ ცნობიერისა და ქვეცნობიერის მოქმედების უძველესი კანონებია.
დღევანდელ პოსტში ჩვენ შევეცდებით გავარკვიოთ თუ რა არის ის შეზღუდვები და ბორკილები, რომლებიც აფერხებენ ჩვენს განვითარებას, ჩვენს წინსვლას წარმატებისკენ და როგორ უნდა გამოვავლინოთ და ვაქციოთ ისინი საშიში მოწინააღმდეგეებიდან ჩვენს საიმედო მოკავშირეებად.
როგრო ფიქრობთ, რატომ გაიზარდეთ ისეთად, როგორიც ხართ? რატომ გაქვთ ისეთი ყურები, თვალები, ტანი როგორიც გაქვთ და საერთოდ როგორ მოხდა რომ ორი მიკროსკოპული ნაწილაკების შეერთებისგან წარმოიშვა და გაიზარდა ამხელა ადამიანი ხელებით, ფეხებით, თავით, თმით, ფრჩხილებით და ა.შ.?
საქმე იმაშია, რომ ჩვენს უჯრედებში, ჩვენს დნმ–ში არის ინფორმაცია, პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს თუ როგორი გავიზრდებით და ადამიანი ხდება ისეთი, როგორც ეს წერია ამ პროგრამაში.
ანალოგიურად, როდესაც ვფიქრობთ, თუ რატომ ხდება, რომ ჩვენ ცხოვრებაში ვერ ვაღწევთ იმ შედეგებს, რომელიც გვსურდა რომ მიგვეღო, მიუხედავად იმ უდიდესი ძალისხმევისა, რომელსაც შეიძლება მივმართავთ ამ შედეგის მისაღებად, უნდა გავაცნობიეროთ, რომ, ისევე როგორც დნმ–ის შემთხვევაში, არსებობს გარკვეული ინფორმაცია, პროგრამა, რომელიც განსაზღვრავს ყველა იმ შედეგს, რომელსაც ჩვენ ცხოვრებაში ვღებულობთ და რომ ეს პროგრამა ინახება ჩვენს ქვეცნობიერში.
და ისევევ როგორც ჩვენ არ შეგვიძლია ხელის ერთი დაქნევით შევცვალოთ ვთქვათ ჩვენი თვალების ფერი, ასევე რაც არ უნდა ვეცადოთ, როგორც არ უნდა დავძაბოთ ძალები ვერ მივიღებთ იმ შედეგს, რომლის შესაბამისი პროგრამაც არ არის ჩვენს ქვეცნობიერში.
თუ ძალიან მოვინდომებთ, შეიძლება გარკვეულ წარმატებას მივაღწიოთ კიდევაც, მაგრამ სადმე მაინც დაგვიცდება ფეხი, ვინაიდან ქვეცნობიერი, მასში არსებული პროგრამის გავლენით, ყველანაირად ცდილობს ხელი შეგვიშალოს და მუდმივად უკან გვექაჩება.
მაშ რა არის ეს პროგრამა, უფრო სწორედ პროგრამები? რა უნდა გავაკეთოთ, რომ ისინი ხელს კი არ გვიშლიდნენ, არამედ პირიქით, ხელს გვიწყობდნენ იმ შედეგების მიღებაში, რომლებიც გვსურს რომ მივიღოთ?
ეს პროგრამებია ჩვენი რწმუნებულებები, ანუ ის შეხედულებები, თუ შეხედულებების მთელი სისტემა, რომელიც გარკვეული დროის განმავლობაში ჩამოგვიყალიბდა, როგორც უტყუარი ჭეშმარიტება, ამა თუ იმ მოვლენის, ფაქტის, მდგომარეობის (და ა.შ.) მიმართ,
შეიძლება თქვენ გსმენიათ ამის შესახებ, მაგრამ ვერც კი აცნობიერებთ, თუ რა უზარმაზარი ძალა გააჩნიათ მათ. თუ რამდენად პრინციპულად სულ სხა შედეგები შეგიძლიათ მიიღოთ, თუ ისწავლით იმ რწმუნებულებების გამოვლენას, რომლებიც ხელს გიშლიან, ისწავლით მათ დამუშავებას და იმ ფრომაში მოყვანას, რომელშიც ისინი თქვენს მოკავშირეებად შეიძლება იქცნენ.
მოდით პირველ რიგში ვნახოთ როგორ მუშაობს ეს ცხოვრებაში.
წარმოიდგინეთ, რომ თქვენ გინდათ გახდეთ მდიდარი და ამ მიმართულებით ბევრს მუშაობთ, შეიძლება ყველაფერს სწორადაც აკეთებთ, მაგრამ რა ხდება თუ თქვენს ქვეცნობიერში არის პროგრამა, რომ „ფული–ბოროტებაა“?
შეძლება თქვენს შემთხვევაში ეს პროგრამა ასეთი სიტყვებით არ ფორმულირდება, სხვადასხვა კონკრეტულ შემთხვევაში, მას სხვადასხვა ინტერპრეტაცია აქვს: „მდიდარი ადამიანებს არა აქვთ სუფთა სინდისი“; „მდიდრები სინამდვილეში კი არ უყვართ, უბრალოდ მათი სიმდიდრისთვის ეტანებიან“; „მდიდრებს მშვიდი ცხოვრება არა აქვთ“ და ა.შ.
მაგალითად, მე ყოველთვის მინდოდა ვყოფილიყავი წარმატებული, მდიდარი და ცნობილი ადამიანი, მაგრამ ამავე დროს ჩემს გონებაში ჩაბეჭდილი იყო რწმუნებულება, რომ წარმატებული, მდიდარი და ცნობილი მამაკაცი არის მუდამ დაკავებული, საქმიანი, სერიოზული, რომელსაც ყოველთვის უზადოდ, მკაცრ კონსერვატიულ სტილში აცვია და რომელიც დროსტარებაშიც, სიცილშიც და სიყვარულშიც ძალზე თავშეკავებულად გამოხატავს საკუთარ გრძნობებს.
მე ერთის მხრივ მინდოდა, რომ ვყოფილიყავი მდიდარი და ცნობილი, მაგრამ მეორეს მხრივ გულის სიღრმეში არ მომწონდა ის რომ ამ მიზნის მიღწევით უნდა დამეკარგა გარკვეული პიროვნული თავისუფლება და მიუხედავად იმისა, რომ „შეგუებული” ვიყავი ასეთი “მსხვერპლის” გაღებას, ქვეცნონბიერი ასე სულაც არ „ფიქრობდა“.
ჩვენი ტვინი მოწყობილია ისე, რომ ის ყოველთვის ცდილობს შეგვიქმნას კომფორტი და ეწინააღმდეგება ყველაფერს რაც არ მოდის შესაბამისობაში იმ პროგრამასთან, რომელიც მასში ზის და რომლის მიხედვითაც განსაზღვრავს თუ რა არის ჩვენთვის პრიორიტეტული.
ჩემს ქვეცნობიერში იდო პროგრამა, რომ მდიდარ და ცნობილ ადამიანად გახდომის შემთხვევაში, მე ვკარგავდი გარკვეულ პიროვნულ თავისუფლებას (მუდმივი დაძაბულობა, თავისუფალი დროის ნაკლებობა, მუდამ ოფიციალურ ფორმაში ყოფნა და ა.შ.), ამიტომ რაც არ უნდა ძლიერად მნდომოდა გამდიდრება და ცნობილ ადამიანად გახდომა, ჩემი ქვეცნობიერი, ხელმძღავნელობდა რა სწორედ იმ რწმუნებულებით, რომელიც მასში იდო, „ფიქრობდა“ რომ მე ამ მიზნის მიღწევა შემიქმნიდა დისკომფორტს და მთელი ძალებით ეწინააღმდეგებოდა მის განხორციელებას.
ამიტომ, როცა თქვენს ცნობიერებაში არის მთელი თაიგული ასეთი რწმუნებულებებისა, თქვენთვის ძალზე ძნელი იქნება საკუთარი მოწოდების პოვნა და წარმატების მიღწევა და რომც აღმოაჩინოთ და დაიწყოთ საყვარელი საქმის კეთება, მაინც ვერ მიაღწევთ სასურველ შედეგებს, რადგან ის რწმუნებულებები, რომლებიც თქვენს ცნობიერშია, არ მოგცემთ საშუალებას ბოლომდე გაიხსნათ და სრულიად ნახოთ ის სურათი, რომელიც ამ სფეროშო შეგაძლებინებდათ წარმატებების მიღწევას.
ასეთ შემთხვევაში, თქვენ პერიოდულად დაგიცდებათ ფეხი და ჩამოცურდებით უკან იმ სიმაღლეებიდან, რომლებსაც დიდი ძალისხმევის შედეგად მიაღწევთ. თანაც ხშირ შემთხვევაში ეს შეიძლება მოხდეს ისეთი მოვლენების შედეგად, რომლებსაც გარეგნულად თითქოსდა თქვენზე არ არის დამოკიდებული.
ვთქვათ პარტნიორმა გადაგაგდოთ, ან მოხდა ინფლაცია, ბაზარზე მდგომარეობა შეიცვალა და ა.შ. მოკლედ ხდება ისეთი მოვლენები, რომლებიც არ გაძლევენ საშუალებას მიაღწიოთ სასურველ შედეგს.
მაშ ასე, ჩვენ განვიხილეთ რა ხდება და როგორ გვიშლიან ხელს ჩვენი რწმუნებულებები. ახლა კი მოდით განვიხილოთ, თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს რწმუნებულებები, ხელის შემშლელი ფაქტორებიდან ვაქციოთ ჩვენს დამხმარეებად წარმატებისკენ მიმავალ გზაზე?
ამისთვის არსებობს სხვადასხვა მეთოდი, მაგრამ დღეს განვიხილავთ იმ ხუთ ნაბიჯს, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია აღმოვაჩინოთ ჩვენში ის პროგრამები, რომლებიც ხელს გვიშლიან წარმატების მიღწევაში და შევცვალოთ ისინი იმ პროგრამებით, რომლებიც ხელს შეგვიწყობენ და ერთგავრი დამაჩქარებლების როლს შეასრულებენ ჩვენი მიზნების განხორციელების საქმეში.
ნაბიჯი 1. გამოვავლინოთ ის რწმუნებულებები, რომლებიც გვზღუდავენ
როგორ გავაკეთოთ ეს? ძალზე მარტივად. დააკვირდით იმ შედეგებს თქვენს ცხოვრებაში, რომლებითაც არ ხართ კმაყოფილი. საქმე იმაშია, რომ შედეგი არის ყველაზე ობიექტური მაჩვენებელი იმისა, რაც ხდება თქვენში საკუთარ რწმუნებულებებთან მიმართებაში. შეიძლება თქვენ ბევრი იფიქროთ, იოცნებოთ, იყოთ ილუზიებში, მაგრამ შედეგები არ იყოს შესაბამისი.
ყველა შედეგის უკან დგას გარკვეული რწმუნებულება, ანუ ყველა შედეგი, რომელიც გვაქვს, მიღებულია რომელიმე რწმუნებულების მოქმედებით.
ასეთ დროს პირველი, რასაც ვაკეთებთ, ეს არის დავაკვირდეთ სად მუშაობენ ისინი.
მაგალითად, ავიღოთ ფურცელი და ჩამოვწეროთ: „სიმდიდრე ეს არის…“ და შემდეგ ჩამოვწერთ ყველაფერს უარყოფითს, რაც კი თავში მოგივათ ამასთან დაკავშირებით. ვთქვათ:
– მუდმივი დაძაბულობა;
– არასასიამოვნო ვალდებულებები;
–სტრესი;
– თავისუფალი დროის ნაკლებობა;
და ა.შ.
ნაბიჯი 2. ჩამოვწეროთ მინუსები იმ რწმუნებულებებისა, რომლებიც გამოვავლინეთ
ჩვენ უნდა გავაანალიზოთ თუ რა მინუსები აქვს იმ რწმუნებულებებს, რომლებიც ეს ეს არის აღმოვაჩინეთ ჩვენში.
მაგალითად ჩვენს შემთხვევაში ესენი შეიძლება იყოს:
– მუდმივად დაძაბულ რეჟიმში ყოფნა უარყოფოთად მოქმედებს ფიზიკურ და ფსიქიკურ მდგომარეობაზე, უარესდება ჯანმრთელობა, ვითარდება სტრესები…
– არასასიამოვნო სამუშაო აფერხებს ჩემს პიროვნულ და ფიზიკურ განვითარებას;
– თითქმის არ რჩება დრო ოჯახის წევრებთან, მეგობრეთან ურთიერთობის, დასვენებისა და გართობისთვის;
და ა.შ.
ეს საჭიროა იმისთვის, რომ შევიგრძნოთ და კარგად გავაცნობიეროთ მსგავსი რწმუნებულების უარყოფითი ზეგავლენა. ის მოქმედებს როგორც ერთგვარი ამომგდები ძალა იმ ჭაობიდან, რომელშიც ამ რწმუნებულებების გამო ვიმყოფებით.
ნაბიჯი 3. ახალი, ხელშემწყობი რწმუნებულებები
აქ ჩვენ ჩამოვწერთ იმ რწმუნებულებებს, რომლებიც გვინდა რომ განვავითაროთ ჩვენში. ანუ, სრულიად საპირისპიროს იმ რწმუნებულებებისა, რომელიც გვქონდა პირველ ნაბიჯში:
მაგალითად, სიმდიდრე ეს არის:
–სასაიმოვნო საქმის კეთებით მიღწეული ფინანსური დამოუკიდებლობა;
– უამრავი თავისუფალი დრო;
და ა.შ.
ნაბიჯი 4. ჩამოვწეროთ ახალი რწმუნებულებების პლიუსები
მაგალითად:
– როცა ვაკეთებ იმას რაც სიამოვნებას მანიჭებს, მე მემატება ენერგია; ვიზრდები პიროვნულად; ვაღწევ მაღალ შედეგებს და მინდა კიდევ უფრო მეტი.
– როცა წარმატებული და მდიდარი ვარ, მე მაქვს უფრო მეტი შესაძლებლობა დავეხმარო ადამიანებს მიაღწიონ იგივეს;
და ა.შ.
თუ მინუსების შემთხვევაში, ეს იყო ერთგვარი ამომგდები ძალა, ამ შემთხვევაში, პლიუსების გააზრება მოქმედებს როგორც მაგნიტი, რომელიც სულ უფრო და უფრო გიზიდავს თავისკენ.
ნაბიჯი 5. ახალი რწმუნებულებების დანერგვა.
აქ ხდება ახალი რწმუნებულებების თანდათანობით დანერგვა ჩვენს ცნობიერებაში.
პირველი: როცა ჩვენ შეგნებულად ვახდენთ მუდმივ კონცენტრაციას ამ რწმუნებულებზე, ჩვენ სულ უფრო ხშირად დავიწყებთ ჩვენს გარშემო მისი დამადასტურებელი მოვლენების შემჩნევას.
მაგალითად: თქვენ გაიგონებთ რამე ისტორიას კოლეგებისგან რომელიც იქნება დადასტურება ახალი რწმუნებულებისა, ან წაიკითხავთ წიგნს, სადაც გადააწყდებით ასეთ დადასტურებას, ან სადმე ტელეგადაცემაში ნახავთ და მოისმენთ ისეთ რამეს, რაც გაგიმყარებთ რწმენას, რომ სწორ გზაზე დგახართ.
ეს ხდება იმიტომ, რომ აქ მოქმედებს მიზიდულობის კანონი. ანუ, როცა თქვენი გონება შეგნებულად დაიწყებს რაიმეზე მუდმივად და თანმიმდევრულად კონცენტრირებას, თქვენი ქვეცნობიერება მაშინვე იწყებს სამყაროში ანალოგიური ინფორმაციის მოძიებას და მოზიდვას თქვენს ცხოვრებაში…
და რაც უფრო მიზანდასახულად ცდილობთ ახალი რწმუნებულების დამკვიდრებას, მით უფრო ძლიერ მოქმედებს ეს კანონი.
მეორე: თქვენ იწყებთ მოქმედებას ახალი რწმუნებულების შესაბამისად.
მაგალითად, თქვენ აკვირდებით თქვენს ამჟამინდელ საქმიანობას და ცდილობთ გამოავლინოთ მასში დადებითი მომენტები. ანუ, თუ დავუშვათ საქმიანობა მთლიანობაში არ მოგწონთ, თქვენ მაინც დაიწყებთ მასში სასარგებლო და სასიამოვნო ელემენტების მოძებნას, გამოყოფას და მათზე ფოკუსირებას.
ანდა შეგიძლიათ აიღოთ და აქციოთ თქვენი საქმიანობა ერთგვარ ტრენაჟორად.
მაგალითად, თქვენ ეკითხებით საკუთარ თავს: „რა ცოდნა და გამოცდილება შემიძლია შევიძინო ჩემი საქმიანობისგან, რა შეიძლება მან მომცეს პიროვნული ზრდის თვალსაზრისით.
ვთქვათ, უნდა გააკეთოთ თქვენი კომპანიის პროდუქციის პრეზენტაცია კლიენტებისთვის. თქვენ ფიქრობთ: „მოდი განვავითარებ ჩემში ხალხის წინაშე გამოსვლის, პროდუქტის, მომსახურების, თუნდაც საკუთარი თავის პრეზენტაციის, წარდგენის ნიჭს“ და იწყებთ შესაბამისი ლიტერატურის მოძიებას, ტრენინგებზე სიარულს, საკუთარ თავზე მუშაობას და ა.შ.
შედეგად როცა თქვენ მიდიხართ პრეზენტაციაზე, უკვე იმას კი არ ფიქრობთ, რომ გიწევთ მორიგი სტანდარტული სავალდებულო პროცედურის ჩატარება, არამედ მიდიხართ ერთგვარი სპორტული ინტერესით – აბა როგორ იმუშავებს ჩემი ახალი მეთოდი, დღეს რომელი გამოვიყენო და ა.შ.
ასე თანდათანობით თქვენ ანხორციელებთ ახალი რწმუნებულების დამკვიდრებას თქვენს ცნობიერებაში.
რა თქმა უნდა ხანდახან თქვენ შეიძლება შეფერხდეთ, დაბრუნდეთ ძველ რელსებზე, შემდეგ ისევ წინ წახვიდეთ, მერე ისევ გადაუხვიოთ და ა.შ. მაგრამ არ დანებდეთ, იქონიეთ მოთმინება, იყავით თანმიმდევრული და დისციპლინირებული და თანდათანობით ახალი რწმუნებულებები დაიწყებენ თქვენც ცნობიერებაში დამკვიდრებას და თქვენს სასარგებლოდ მუშაობას.
და ასეთ შემთხვაში თქვენ დაიწყებთ იმის გაცნობიერებას, თუ სინამდვილეში რა განიჭებთ სიამოვნებას. ეს კი თავის მხრივ დაგეხმარებათ იმ სფეროს განსაზღვრაში, რომელიც უკეთესად შესაბამება თქვენს მისწრაფებებს, შეძლებთ დაკავდეთ იმ საქმიანობით, რომელიც განიჭებთ ჭეშმარიტ სიამოვნებას და შეძლებთ გახდეთ ბედნიერი, წარმატებული, მდიდარი ადამიანი.
სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. როგორ ფიქრობთ, რა რწმუნებულებების მოქმედების შედეგი შეიძლება იყოს ის მდგომარეობა, რომელშიც თქვენ დღეს იმყოფებით? გაგვიზიარეთ თქვენი შეხედულებები კომენტარებში.
გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე
პოსტის მომზადებისას გამოყენებულია მასალები საიტიდან: http://prizvanie.com
დიდი მადლობა ხვიჩა. უბრალოდ გადავხედე. ახლა დრო არ მაქვს და მერე კარგად ჩავუჯდები. ერთობ სერიოზული საკითხია. ადამიანებს ასწავლიან ყველაფერს, გარდა იმისა, თუ როგორ უნდა იცხოვრონ ბედნიერად.
გეთანხმებით მარიკა. ახლა, როცა ვაანალიზებ ჩემს ცხოვრებას, ვხვდები რომ თურმე მთელი ცხოვრება იმას ვსწავლობდი, თუ როგორ არ უნდა ვყოფილიყავი ბედნიერი და წარმატებული…
გმადლობთ კომენტარისთვის 🙂
ძალიან იშვიათი და საინტერესო პოსტია. ეს ძალიან ბევრმა არ იცის და გაუცნობიერებლად მიყვებიან ცხოვრებას. რაც აქ წერია არის შეუფასებელი ცოდნა რაც ადამიანს აძლევს შანსს რომ გაცნობიერებულად მართოს რეალობა.
მაგალითად ბიჭი რომელიც ფიქრობს რომ ქალებს მხოლოდ ფული აინტერესებთ, ეგეთ ბიჭებს არასოდეს არ ყავთ გარშემო ლამაზი ქალები. ვისაც არ აქვს თავში მსგავსი მტკიცებულება, მას მუდამ დიდი არჩევანი აქვს გოგოებში.
ესეც ერთერთი მაგალითია თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს ქვეცნობიერს, რაც აყალიბებს ადამიანის მსოფლმხედველობას. 🙂
დიახ რეზო, სწორედაც რომ ყველას ძალუძს გაცნობიერებულად მართოს თავისი რეალობა, თუ კი ირწმუნებს ამას, თუ კი ირწმუნებს, რომ წარმატება ექვემდებარება გარკვეულ წესებს და მათი შესწავლით და ცხოვრებაში გამოყენებით შეუძლია ყველაფერს მიაღწიოს.
უღრმესი მადლობა რეზო, რომ ამ ბლოგის ერთგული და თანაც აქტიური მკითხვველი ხარ 🙂
Yochag, Rezo, uagresad saintereso da mnishvnelovani magalitia!
მადლობა, ხვიჩა, მშვენიერი პოსტია საკუთარი ცხოვრების სადიაგნოსტიკოდ. თითოეული ჩვენგანი განიცდის, რაღაც დოზით, აკვიატებული მავნე რწმუნებულებების ანუ ცრურწმენების ზეგავლენას და ხანდახან ისინი ისეთი უცნაური ფორმით გვევლინება, ისეთ ხაფანგში გაებმები, რომ დაჯერება გაგიჭირდება. მე, პირადად, სულ ახლახან აღმოვაჩინე, რომ კეთილშობილური მოტივით შენიღბულ, ძალიან ღრმად გამჯდარ კომპლექსთან მქონია საქმე და მანამდე ვერ მოვახერხე მასში გარკვევა, სანამ ერთიდაიგივე სიტუაცია ყველა შესაძლო ფორმითა და სცენარით არ განმეორდა ჩემს ცხოვრებაში. აი, მოვყვები და თვითონ განსაჯეთ:
საქმე ისაა, რომ მატერიალური სიკეთეები ჩემთვის ძალიან ცოტას ნიშნავს. არც არავიზე კარგი ვარ და არც უარესი – უბრალოდ, ასეთი დავიბადე: არ ვუთმობ დიდ ყურადღებას ძვირფას ტანსაცმელზე, ნივთებზე, კომფორტის საგნებზე ზრუნვას, არ მაინტერესებს და არც მცალია ამისათვის (დარწმუნებული ვარ, რაც მჭირდება, თავისით მოვა ჩემთან და ყოველთვის ასეც ხდება). გამდიდრებაზე რომ ვსაუბრობ ხოლმე, ოჯახის წევრები დამცინიან: ერთი სავარძელი, წიგნი (ჰა და ჰა, კომპიუტერი), ფინჯანი ყავა (მაგასაც შეელევი) და სუფთა ჰაერი – სულ ესაა, რაც შენ გჭირდება და, ნეტა, ბევრი ფული რაში უნდა მოიხმაროო?!
ყოველთვის მშვენივრად ვიცოდი, რაშიც: ჯერ ერთი, მინდა, დავამტკიცო, რომ ფულის შოვნა არც ისე ძნელია, როგორც წარმოუდგენიათ (და რის გამოც ასე იტანჯებიან გარშემომყოფები) და მეორეც – მინდა, ჩემს საყვარელ ადამიანებს (უფრო ფართო მასშტაბით კი – საზოგადოებას) პრობლემების მოგვარებაში დავეხმარო. აი, ეს უკანასკნელი (ერთი შეხედვით, კეთილშობილური) განზრახვა მექცა ყოველგვარი გართულებისა და დისკომფორტის სათავედ ცხოვრებაში.
“მე არაფერი მჭირდება, ოღონდ ჩემს საყვარელ ადამიანებს პრობლემები არ გააჩნდეთ,” – როგორც ჩანს, ჩემი შეხედულებების ამგვარი ფორმულირება მოახდინა ქვეცნობიერმა და… ვერაფერს ვიტყვი – სამყაროც ზედმიწევნით ზუსტად ასრულებს ჩემს “შეკვეთას”: მაგალითად, საკმარისია, გამიჩნდეს “საჭიროზე მეტი” ფული და იმავე მომენტში ვიგებ, რომ ჩემს უახლოეს ადამიანს (ნათესავს, მეგობარს, მეზობელს) სერიოზული პრობლემა აქვს და ძალიან სჭირდება ეს თანხა – ერთი სიტყვით, მას აუცილებლად უჩნდება მომხმარებელი, მე კი ისევ “საჭირო მინიმუმით” დაკმაყოფილება მიწევს. დიდად ვდარდობ ამას-მეთქი, ვერ ვიტყვი (მე მართლა ძალიან ცოტა მჭირდება ბედნიერებისთვის :)), მაგრამ სხვა რამ მაწუხებს: არა და არ ელევათ ჩემს ახლობლებს პრობლემები: ზოგს ვალი ედება, ზოგი ავად ხდება, ზოგს რა და ზოგს რა… და ამ ბოლო დროს ლამის ვაღიარო, რომ თვითონ ვარ დამნაშავე ამ ყველაფერში. უკვე მეშინია, რომ ადამიანის მიმართ თანაგრძნობა ან დახმარების სურვილი გამიჩნდეს – იმავე წუთს წარმოუდგენელი პრობლემები ეწყება.
არ ვიცი, როგორ გადახარშავს ამ ყველაფერს ქვეცნობიერი: გადაწყვეტს, რომ ფული არ უნდა ვიშოვო თუ სხვების სიბრალულს უნდა შევეშვა… არსებობს სხვა გამოსავალიც? როგორ ჩანს გარედან ეს ყველაფერი? ვიღებ ყველანაირ რჩევასა და დარიგებას… ხომ იცით, “სხვისა სხვამან უკეთ იცის სასარგებლო საუბარი…” წინასწარ მადლობა 🙂
ჩემი “საყვარელი” თემა. იმდენად “საყვარელი”, რომ მასზე წიგნის დაწერასაც კი ვაპირებ 🙂
კომენტარების ფორმატში კი შემიძლია გაგიზიარო ორი იმ დარიგებათაგან, რომლებიც მე თვითონ “მივიღე” ისეთი ექსპერტებისგან, როგორებიც არიან: ჰერბერტ ნ. კესონი, ნატალია გრეისი, ჯორჯ ს. კლეისონი, ბოდო შეფერი და ა.შ.
ისინი თავიანთ წიგნებში, სემინარებზე, აუდიო თუ ვიდეო ტრენინგებზე სხვადასხვა სიტყვებით, მაგრამ გამუდმებით და განსაკუთრებული დაჟინებით იმეორებენ ორ რამეს:
პირველი – ვერასდროს, ვერავინ ვერ მიაღწევს ფინანსურ დამოიკიდებლობას და წარმატებას მანამ, სანამ არ ისწავლის “არას” თქმას;
და მეორე: თუ გინდათ, რომ დაეხმაროთ ახლობელს, რომელსაც ფინანსური პრობლემები აქვს, არავითარ შემთხვევაში არ მისცეთ მას ფული. შეეცადეთ ასწავლოთ როგორ იშოვოს ის თვითონ.
თუმცა აქ ზოგიერთი აღნიშნავს, რომ შეიძლება გამონაკლისის დაშვება 4 შემთხვევაში: ადამიანს 1.არა საკვები და ემუქრება შიმშილით სიკვდილი; 2. არა აქვს ტანსაცმელი და ემუქრება სიცივით სიკვდილი; 3. არა აქვს ჭერი თავზე და 4. მძიმედ არის ავად…
მოკლედ ეს იმდენად ვრცელი და რთული თემაა რომ ამ ფორმატში ბოლომდე მაინც ვერ იტყვი სათქმელს და ჯობია დღეისთვის ეს ვიკმაროთ 🙂
უღრმესი მადლობა ქეთევან! 🙂 არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!
P.S. რაც შეეხება იმას, რომ «მე არაფერი მჭირდება, ოღონდ ჩემს საყვარელ ადამიანებს პრობლემები არ გააჩნდეთ,» ალბათ შენც თავად ხვდები თუ რა სხვადასხვა, ურთიერთგამომრიცხავი და წინააღმდეგობრივი შინაარსის შემცველია ეს წინადადება 🙂
დიდი მადლობა, ხვიჩა, ასეთი ვრცელი პასუხისთვის. დამაფიქრა.
მაინც როგორ და როდის გინდა თქვა “არა”… იმდენი ადამიანია გარშემო, ვისაც არც ჭერი აქვს თავზე, არც საკვები, არც ტანსაცმელი, ავადაცაა და სიცივით სიკვდილიც ემუქრება… აი, ახლაც, ფანჯრიდან ვუყურებ, გარეთ რა ამბავია და ამ დროს ვიღაცა… ქუჩაში… 🙁 ეს არაა მარტო მათი პრობლემა – საზოგადოება, რომელიც ამას უშვებს, არ არის ჯანმრთელი საზოგადოება და ჩვენც ამ საზოგადოების ნაწილი ვართ… სამწუხაროდ.
ჩემს პათოლოგიურ მტკიცებულებას რაც შეეხება, მშვენივრად ვხვდები, აბსურდული და წინააღმდეგობრივი რომაა. სწორედ ეგ მაღელვებს, მაგ სულელურ დასკვნამდე როგორ მივედი… კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითი იმისა, როგორ არ შეიძლება, გაუცნობიერებელი დატოვო რამე.
ერთადერთი, რაც ამ “გამოუვალ” სიტუაციაში გულს ეამა ისაა, რომ თურმე… წიგნის დაწერას აპირებ :). როგორც იქნა! იმ წიგნში, ალბათ, უფრო ვრცელ პასუხს ვიპოვი ჩემს კითხვაზე. მიხარია და მოუთმენლად ველოდები!
დიახ ქეთევან და სწორედ ამიტომაც ავიღეთ ჩვენს თავზე ერთგვარი ვალდებულება, რომ დავეხმაროთ ამ საზოგადოებას… მაგრამ განკურნების პროცესი საკუთარი თავიდან უნდა დავიწყოთ…
ენდრიუ კარნეგის პირად არქივში აღმოაჩინეს მისი ყმაწვილობის დროინდელი ჩანაწერი: “ჩემი ცხოვრების პირველი ნახევარი უნდა მოვახმარო დიდძალი ქონების დაგროვებას, მეორე ნახევარი კი – ამ ქონების ადამიანებისთვის გონივრულად განაწილებას”!
კარნეგიმ შეასრულა თავისი სიტყვა, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ იყო უდიდესი ქველმოქმედი, ის ფულებს კი არ არიგებდა მარჯვნივ და მარცხნივ, არამედ იმ სიბრძნეს, რომელმაც მისცა საშუალება ასეთი უზარმაზარი ქონება დაეგროვებინა.
ადამიანს თუ ღატაკის აზროვნება აქვს, მდიდარი ვერ გახდება. მას მილიარდი დოლარიც, რომ მისცე, ცოტახანში ისევ სიღატაკეში აღმოჩნდება. და თუ ადამიანებს გვინდა დავეხმაროთ, მაშინ ფული კი არ უნდა მივცეთ, არამედ უნდა დავეხმაროთ განავითარონ თავიანთ თავში წარმატების, სიმდიდრის კატეგორიებით აზროვნების უნარი…
თუმცა შენ ხომ ეს ყველაფერი ისედაც მშვენივრად იცი ქეთევან! :)უფრო მეტიც – სხვას ასწავლი კიდევაც და მე თვითონაც შენგან და გიორგისგან ვისწავლე ბევრი რამე რაზეც ზემოთ ვისაუბრე…
ასეთ კომენტარს უფრო ბლოგის იმ სტუმრებისთვის ვწერ, ვისთვისაც ჯერ უცნობია, ან ჯერ კიდევ არ სჯერათ, რომ წარმატებასაც აქვს თავისი კანონები და რომ ისიც გარკვეულ პრინციპებს და კანონზომიერებებს ემორჩილება…
მოგესალმებით 🙂 მიხარია,რომ ასეთ საინტერესო ხალხთან მაქვს კონტაქტის შესაძლებლობა 🙂 ქეთევანის რწმუნებულებაზე ფიქრისას მივხვდი რომ მსგავსი ურთიერთგამომრიცხავი კონტექსტის რწმუნებულების ტყვეობაში გახლავართ თავადაც! და მიუხედავად იმისა რომ ჩემთვისაც უმნიშვნელოვანესია ჩემს ირგვლივ ადამიანების მატერიალურ-ფიზიკურ-სულიერი კეთილდღეობა,რეალურად გავაცნობიერე რომ პირველ რიგში თავად უნდა ვიზრუნო და ვიყო მატერიალურ-ფიზიკურ-სულიერი კეთილდღეობის მწვერვალზე! დიახ სრულებით არ არის სამარცხვინო გქონდეს კარგი შემოსავალი და იყო მდიდარი! მე ვიმსახურებ მატერიალურ კეთილდღეობას, რომელიც იქნება ჩემი პოზიტიურად დაგეგმილი ცხოვრების შედეგი უახლოეს რამდენიმე წელიწადში და მომიტანს უზარმაზარ მორალურ კმაყოფილებას! და რადგან ჩემთვისაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მორალური კმაყოფილებისთვის ჩემს ირგვლივ ადამიანების კეთილდღეობა, ავტომატურ რეჟიმში განხორციელდება ეს პუნქტიც!. მე მინდა გადამდები გავხადო პოზიტიური აზროვნებით ადამიანების კეთილდღეობისკენ სწრაფვა! მადლობა რომ ამ გამთენიისას, ახალი დღის გასაყარზე ასე პოზიტიურად დამტვირთეთ!
შესანიშნავია ეთო, უღრმესი მადლობა ასეთი არაჩვეუელბრივი ნააზრევით კიდევ უფრო მეტი პოზიტიური ენერგიის შემოტანისთვის <3
შევხვდებით მწვერვალზე!
ძალიან დიდი მადლობა ბატონო ხვიჩა რომ ჩაატარეთ უფასო ვებინარი “წარუმატებლობის შიშის გასაღები” ასე მოვხვდი აქ, თქვენთან… და ვგებულობ ასეთი საინტერესო, ჟანგბადივით საჭირო თემების შესახებ. მართალია კომენტარების წერით არ გამოვირჩევი და დღევანდელ თემასაც არ ვეხები, მაგრამ ყოველთვის ვკითხულობ თქვენს მიერ შემოთავაზებულ თემებს და ვცდილობ რაღაცეები შევცვალო ჩემში. გაიხარეთ!
რა ნაცნობი სიტუაციაა ქეთი, ალბათ მართლა ჩვენ ვუკვეთავთ პროგრამას, ზუსტად ასეა ჩემთანაც საკმარისია ცოტა მეტი ფული გამომიჩნდეს ეგრევე ჩნდება ახალი გარემოება რაც არ იყო გათვალისწინებული 🙁 და ფულიც ისე მიდის როგორც მოვიდა, სრულიად ვაცნობიერებ რომ ფული ბოროტება არ არის მაგრამ რა მაქვს ჩაჭედილი ამ ქვეცნობიერში ვერ ვიგებ, არადა სულ ვიქექები 🙂
რა მაგარი დამთხვევაა ხვიჩ, სწორედ გუშინ ჩავატარე ვებინარი, სადაც 2 სთ-ის განმავლობაში ტოქსიკური რწმუნებულებების მოშორებაზე ვმუშაობდით. ეს ძალზედ ვრცელი თემაა და ყველა ლეგენდარული მასწავლებელი სწორედ აქედან იწყებს მოსწავლეების მომზადებას, თორემ თუ ეს ქვეცნობიერში ღრმად ჩამჯდარი და ფესვებ გადგმული რწმუნებულებები არ მოვიშორეთ, რაც არ უნდა ტრენინგი გავიაროთ, რაც არ უნდა წიგნები ვიკითხოთ და რაც არ უნდა ძლიერ გვინდოდეს, ჩვენი ქვეცნობიერ მაინც არ გაგვიშვებს და ყოველ ნაბიჯზე სარიოზულ საბოტაჟს მოუწყობს ჩვენს თავისუფალ ნებას.
ასევე ჩვენ ქვეცნობიერში გვაქვს პროგრამა, რომელსაც ჰარვ ეკერი “ფინანსურ თერმოსტატს” უწოდებს [ესეც ფაქტიურად იგივეა] და თუ ეს თერმოსტატი შეზღუდულ მაჩვენებელზეა დაყენებული, რაც არ უნდა იშრომოს ადამიანმა იმ პროგრამირებულ ციფრებს ვერა და ვერ აცდება. ასე, რომ პირველ რიგში სწორედ ამ რწმუნებულებების გაწმენდიდან უნდა დავიწყოთ.
შენ ამ პოსტით, ფაქტიურად იმასაც გაეცი პასუხი, თუ რატომ ვერ სცდება ადამიანების დიდი უმრავლესობა სტანდარტულ “პლანკას” ცხოვრებაში [იმ შემთხვევაშიც კი, როცა სერიოზულ ევროპულ/ამერიკულ ბიზნეს სწავლებას გადიან], მათ სწორედ ეს რწმუნებულებები აქვთ ღრმად პროგრამირებული თავში, რომლებიც მკუხე ბავშვობაში მშობლებისა და გარემოცვისგან ერთგვარ ესტაფეტად გადაეცათ.
სინამდვილეში ჩვენ ყველას თავში უამრავი ტოქსიკური რწმუნებულება გვაქვს და ეს რწმუნებულობები ჩვენს არაცნობიერში პროგრამირდება, როგორც უკვე ავღნიშნე მკუხე ბავშვობაში.
მე ჩემს კურსში: “შინაგანი თამაშის ოსტატი” რწმუნებულებებს სახელი შევუცვალე და დავარქვი “გრიმები”.
– რატომ ვთქვი უარი ამ ტერმინზე – რწმუნებულება?
იმიტომ რომ როცა ჩვენ ვამბობთ რწმუნებულებას, ჩვენ გვაქვს ერთგვარი სერიოზული სტერეოტიპი. ანუ, მე დარწმუნებული ვარ!!! ამ სტერეოტიპის მიხედვით, ერთგვარი არაცნობიერი წარმოდგენა ხდება იმისა, რომ პრინციპულ ადამიანს, მყარი ცხოვრებისეული პოზიციით, მყარი ცხოვრებისეული რწმუნებულებები გააჩნია, ხოლო როცა ჩვენ ვამბობთ მყარი რწმუნებულებები, ამას არაცნობიერად ვაკავშირებთ რაღაც შეურყეველთან და უცვლელთან. ამიტომ მე გადავწვიტე გადამეტანა აქცენტი და ამ რწმუნებულებებს დავარქვი “გრიმები”.
– რატომ გადავწყვიტე, რომ რწმუნებულებებისთვის დამერქვა გრიმები?
გრიმი სინამდვილეში ხაზს უსვამს რწმუნებულებების ილუზორულობას. გრიმი არის ის, რაც ხელოვნურად წაისვა ადამიანმა სახეზე, და თუ წაისვა შესაბამისად შეიძლება, რომ მოიშოროს და არათუ შეიძლება არამედ ვალდებულიც კია, რომ მოიშოროს. გრიმი ხაზს უსვამს იმას, რომ რწმუნებულება სამუდამო არ არის და რომ ის დროული გაუგებრობაა.
როგორც უკვე ავღნიშნე, ყველაზე მყარი გრიმების პროგრამირება ბავშვობაში ხდება.
ბავშვი აბსოლუტურად თავიდან ბოლომდე თავის მშობლებზეა დამოკიდებული, მათ გარეშე ის ვერ გადარჩება… პატარა ბავშვი გენეტიკურად ისეა დაპროგრამებული, რომ ის თეთრ სუფთა ფურცელს წააგავს, მისი ცნობიერება აბსოლუტურად სუფთაა და ფართოდ გაღებული თვალებით, ყურადღებით ისმენს და ღრუბელივით ისრუტავს ყველაფერს, რასაც მისი მშობლები ესუბნებიან და საერთოდ რასაც გარშემო ადევნებს თვალყურს.
რა თქმა უნდა მშობლები მისთვის მისაბაძ მოდელებს წარმოადგენენ. მშობელი მისთვის უტყუარი ავტორიტეტია. ანუ, ამ პერიოდში მშობელი ბავშვისთვის ბოლო ინსატციის ჭეშმარიტებაა, რომელიც არავითარ გასაჩივრებას არ ექვემდებარება… იმისათვის, რომ ბავშვი გადარჩეს, მან უნდა უსმინოს თავის მშობლებს, ხოლო იქედან გამომდინარე, რომ ბავშვის ცნობიერება აბსოლუტურად სუფთაა და იქ არ არიან არავითარი გრიმები, ის როგორც ღრუბელი ისე ისრუტავს ყველაფერს, რასაც ისმენს, ხედავს და გრძნობს მისი ხუთივე გრძნობის ორგანო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მან უნდა შეასრულოს ის ბრძანებები, რომელსაც იძლევა მშობელი. ანუ, მან სამყაროს უნდა უყუროს იმ თვალებით, რომლითაც უყურებს მისი მშობელი.
ბავშვს არ აქვს არჩევანი, იმიტომ რომ ის უბრალოდ ღრუბელია. მას არ შეუძლია, რომ ის რასაც ისმენს ან ხედავს, რამეს შეადაროს, მისი ანალიტიკური შესაძლებლობები ძალზედ არასრულყოფილი და ჩამოუყალიბებელია, ის უბრალოდ სწავლობს და ეტაპობრივად ჩვენი სუფთა ბავშვი იხუნძლება სხვადასხვა გრიმებითა და იარლიყებით, რომლებიც მის არაცნობიერში ბოლო ინსტანციის ჭეშმარიტებებად ჯდებიან. არადა ერთი წამით წარმოვიდგინოთ, რომ ამ ბავშვის მშობლებს არასწორი და რეაქტიური ადამიანის პარადიგმა აქვთ, რაც ძალზედ ჩვეული ფაქტია ჩვენს დღევანდელობაში – რა გამოდის???
შვილი მიდის მამასთან და ეკითხება მამა, ეს რა არის? და მამა უხსნის საკუთარი გრიმებიდან გამომდინარე, რომ ეს ასეა, ეს ისე, ეს ადამიანები კარგები არიან, ესენი ცუდები, ამ სემთხვევაში შენ კარგი ბავშვი ხარ, აი ამ შემთხვევაში ცუდი, ამის გაკეთება არ შეიძლება, არც ამის, არც ამის, ეს საერთოდ შეუძლებელია, შენ კარგად უნდა დაამთავრო სკოლა, შემდეგ უმაღლესი, იშოვო სტაბილური სამსახური, იმუშაო, იმუშაო, იმუშაო და გახვიდე დამსახურებულ პენსიაში, ანუ ის არაცნობიერად ასაჩუქრებს თავისი ტოქსიკური გრიმებით საკუთარ შვილს, რომელმაც ან მთელი ცხოვრება მასავით ამ გრიმებით უნდა იაროს, ან სერიოზული წვალებითა და საკ.თავზე მუშაობით მოიშოროს და შორს გადააგდოს ისინი. აი ასე უყალიბდება ბავშვს სამყაროს აღქმა, აღქმა, რომელიც დაფუძნებულია გრიმებზე.
ძალიან ხშირად გრიმებს “კარგებად” და “ცუდებად” მოიხსენიებენ, ჩემი აზრით კი, არ არსებობს კარგი და ცუდი გრიმები. ჩვენი ცხოვრების კონკრეტული დროიდან გამომდინარე, გრიმები შეიძლება იყვნენ ეფექტურები ან არაეფექტურები.
რა თქმა უნდა, თუ ბავშვს ეუბნებიან, რომ არ მიეკაროს ფეჩს, არ ითამაშოს ასანთით, იმ მოტივით, რომ ეს საშიშია და ა.შ. ეს გრიმი დროის იმ მონაკვეთში შეიძლება ეფექტური იყოს, მაგრამ უკვე დღეს, როცა ეს ბავშვი გაიზარდა, ეს გრიმი არაეფექტურია, იმიტომ რომ ამ ადამიანს უკვე კარგი გაგებით ესაჭიროება ფეჩიც და ასანთიც, და დიდი შანსია, თუ მას ბავშვობაში მოტყვილებით და დაშინაბით უპროგრამებდნენ ამ გრიმს, დღეს მისთვის ეს პროგრამა, მიუხედავად იმისა, რომ გაიზარდა, ძალზედ უარყოფითად და ხელის შემშლელად მოქმედებდეს.
აუ ხვიჩა ისე გავერთე, რომ მთელი პოსტი გამოვაცხვეეეე, იგივე დამემართაააა, ვეღარრრ ვჩერდები 🙂 შენს პოსტებს მაგნიტური მიზიდულობის ძალა აქვს 😉
მოკლედ ძალზედ ღრმა თემაა ეს და ამიტომაც იმოქმედა ასე ჩემზე, დარწმუნებული ვარ ბევრ ადამიანს დაეხმარება. ასევე ძალიან მესიამოვნა ის, რომ რეკომენდაციები, რომელსაც ბოლოში იძლევი, რაღაცით წააგავს იმ სავარჯიშოებს, რომელიც ჩემს კურსშია, ალბათ იმიტომ რომ უნივერსალურია!!!
ჰო, კიდევ ქეთევანის და შენს დიალოგსაც გადავავლე თვალი და აბსოლუტურად ვიზიარებ შენს რჩევებს, უბრალოდ ერთს მეც დავძენდი, რომ ნამდვილად უნდა მოიშოროს ქეთევანმა ეს გრიმი, რაც მას, მისი პრინციპულობიდან გამომდინარე არ გაუჭირდება… და არ შემიძლია არ გავიხარო იმით, რომ შენს პირველ წიგნზე დაგიწყია ფიქრი [ანუ მუშაობა] მიხარია, რომ მდოგვის მარცვლის ოდენა წვლილი მეც მიმიძღვის მაგ იდეაში. გაიხარე ხვიჩა, შენ იცი, თუ როგორ მახარებს შენი წარმატება, რასაც სულითა და გულით გისურვებ!!!
ახლა კი წავედი თორემ მელანი გამითავდა :)))
გმადლობ გიორგი ასეთი ვრცელი კომენტარისთვის! ის ფაქტიურად ერთი უძლიერესი პოსტია და თავად საჭიროებს კომენტარებს 🙂
სიტყვა “რწმუნებულება” მეც არ მომწონს და მისთვის სახელის გადარქმევას მხარს ვუჭერ, ოღონდ, ამასთან დაკავშირებით, ჩემს აზრსაც გაგიზიარებ.
ვთქვათ, ადამიანს ქვეცნობიერში აქვს გამჯდარი შეხდეულება, რომ “ფული არის ბოროტების სათავე”. ასეთი “ჭეშმარიტებით” ადამიანის პროგრამირება, როგორც შენ მოსწრებულად აღნიშნე, იწყება “მკუხე ბავშვობიდან” და მას აპროგრამირებენ არა მარტო მშობლები და ოჯახი, არამედ მთლიანად საზოგადოება.
სიუჟეტი იმ წიგნებისა, რომელსაც კითხულობს, თუ იმ ფილმებისა, რომლებსაც ბავშვობიდან უყურებს, ყოველთვის აგებულია კეთილისა და ბოროტის დაპირისპირებაზე, სადაც ბოროტს განასახიერებს ხარბი, გაუმაძღარი, დაუნდობელი, ზნედაცემული მდიდარი, თუ მდიდრების მთელი კასტა, ხოლო კეთილს – ღარიბღატაკი, მაგრამ ჭკვიანი, კეთილშობილი, რაინდული ბუნების ადამიანი. თითქმის ყველა ნაწარმოები ლიტერატურაში, ხელოვნებაში, კინემატოგრაფიაში, ზღაპრების ჩათვლითაც კი, გაჟღენთილია მსგავსი პათოსით და შეხედულება, რომ “ფული არის ბოროტების სათავე”, ადამიანისთვის არის ქცეული იმ მძიმე სენად, რომლის შხამიანი საცეცებიც ღრმად არის გამჯდარი მის ქვეცნობიერში.
ანუ ეს არის არა ავადმყოფობის ნიღაბი, არამედ თავად ავადმყოფობა, მძიმე სენი და ადამიანი სწორედ იმიტომ არის ავად, რომ მისთვის ეს შეხედულება არის ურყევ ჭეშმარიტებად ქცეული…
თანაც ეს ისეთი ავადმყოფობაა, რომლის საცეცებიც თავად პაციენტის დახმარებიტ უნდა აღმოვაჩინოთ და ასეთ დროს თუ მას ვეტყვით, რომ საკუთარ თავში ჩაიხედოს და იქ მოძებნოს ის მცდარი შეხედულებები, რომლებიც მას ზღუდავენ – მისმა ქვეცნობიერმა შეიძლება საერთოდ არ დაუშვას გონება მეხსიერების იმ საცავში, რომელშიც ის, თავისი ღრმა რწმენით, ურყევ ჭეშმარიტებებს ინახავს…
ამიტომ, თუ გვინადა რომ ადამიანს ვუმკურნალოთ, ჯერ ავადმყოფობას უნდა დავარქვათ თავისი ნამდვილი სახელი…
მოკლედ, ძალიან გავუტიე რა… და მგონი გარკვევის ნაცვლად მთლად “ავბურდ–დავბურდე” ყველაფერი 🙂 მაგრამ როგორც “ძველ, კეთილ დროში” იტყოდნენ: სჯობს საკამათო შეხდეულება გქონდეს ამა თუ იმ საკითხზე, ვიდრე… საერთოდ არ გქონდეს 🙂
რაც შეეხება “რწმუნებულებების” თუ “გრიმების” ( 🙂 ) კარგებად და ცუდებად დაყოფის შენებურ სქემას – სრულიად გეთანხმები. (აქ ერთი ფრაგმენტი გამახსენდა ცნობილი ქართული ფილმიდან: “ღიმილის ბიჭები” 🙂 )
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა გიორგი… შენ (ისევე, როგორც ქეთევანს) მდოგვის მარცლისოდენა კი არა, უზარმაზარი წვლილი მიგიძღვის ყველაფერში, რაც კი ჩემს ცხოვრებაში სასიკეთოდ შეიცვალა…
Shemogevlet yvelas, ra saocari adamianebi xart, vamayob tqvenit! Gisurvebt warmatebis mwvervalebis dapyrobas! Sul magla da magla, zevit da zevit, tqven amas namdvilad imsaxurebt!
Madloba, Xvicha, chemi usayvarlesi temis shemotavazebistvis! Amouwuravia…
იცოცხლეთ ნინო! ჩვენც ვამაყობთ თქვენისთანა არაჩვეულებრივი მკითხველებით! როგორც იტყვიან: “წარმატება გუნდური სპორტის სახეობაა” და ჩვენ, თქვენ ყველამ ერთად უნდა დავიპყროთ მისი მწვერვალები! 🙂
მოგესალმებით ყველას. გამიხარდა რო ვიპოვე ესეთი საიტი,ძალიან საინტერესოა)))))) რწმუნებულებებს, სახელი რომ გადაარქვი ჩემი აზრით ძალიან კარგია მართლა გრიმივით არის,მე თვითონ ვარ ზოგჯერ ჯიუტი და ზედმეტად პრიციპული ზოგჯერ რაც უნდა მოვიშორო როგორც გრიმი;))
მოგესალმებით დარინა!
კეთილი იყოს თქვენი გამოჩენა ამ ბლოგზე. უღრმესი მადლობა რომ გვესტუმრეთ და საკუთარი აზრიც გაგვიზიარეთ 🙂
გამარჯობა ხვიჩა.ეს პოსტი იმის დასტურია,რომ ჩემმა ქვეცნობიერმა დაიწყო სამყაროში ანალოგიურის მოძიება და მოზიდვა.ჯერ სულ ცოტა ხანია,რაც ქვეცნობიერი დავაინტერესე და ჩემი ძალისხმევით დავიწყე მისი გასუფთავება ისეთი ფიქრებიდან,რომ წარმატება და ჩემი საქმე ხელს შემიშლიდა შვილებთან ურთიერთობაში,რომ აღარ მექნებოდა დრო ახლობლების მოსანახულებლად,რომ სამსახურიდან დაბრუნებულ მეუღლეს ვეღარ დავახვედრებდი ცხელ ვახშამს და ასე შემდეგ.როგოღაც შევძელი ტვინის მობილიზება იმ ფასეულობებზე,რომლებიც ჩემეულია და სამყაროსგანაც ვგრძნობ თანადგომას…..გისურვებ წარმატებებს.
დილა მშვიდობისა ლალი! ძალიან მიხარია რომ შეძელი შენს ცხოვრებაში გარდატეხის შეტანა და დღითიდღე სულ უფრო და უფრო მზარდი ტემპით მიიწევ წინ! არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ და ყველაფერი გამოგივა 🙂
წარმატებები!!!!
საინტერესოა მეტად! მე მაესტრო დან გავიგე ამ ბლოგის შესახებ. ყოველთვის მჯეროდა რომ შეუძლებელი არაფერია ადამიანისთვის, თუ სწორად მიმართავს შესაძლებლობებს და დროულად განთავისუფლდება ყოველგვარი ხელისშემშლელისგან. ბევრი რამ მეცნო საკუთარი გამოცდილებიდან, მაგრამ დანებებას არ ვაპირებ!
მოგესალმებით, რეზო! კეთილი იყოს თქვენი “ფეხი” ამ ბლოგზე 🙂
დიახ, თქვენ აბსოლუტურად მართალი ხართ – შეუძლებელი არაფერია!.. და მიხარია რომ დანებებას არ აპირებთ. წარმატებები!
შევხვდებით მწვერვალზე!
……………………….p.s.
თქვენ ხომ კომპიუტერი არ ხართ, თქვენ ხომ ადამიანური ბუნება გაქვთ და აქედან გამომდინარე მთელი 24-საათის განმავლობაში მხოლოდ პოზიტიური აზრები და შეგრძნებებით ხართ დაკავებული ?? განა ადამიანურ ბუნებას შეუძლია ის რომ მხოლოდ პოზიტიური აზრებით იყოს დაკავებული მთელი 24-საათის განმავლობაში ? მადლობა!
არა, რა თქა აუნდა, გოჩა. თქვენ მართალი ხართ, პოზიტიური ფსიქოლოგია სამწუხაროდ ბევრმა სწორედ ასე აღიქვა და მთელი ძალებით ცდილობენ ჩაკლან და ჩაახშონ საკუთარ თავში ნებისმიერი ნეგატიური ემოციის გამოვლინება. ეს უკვე ფანატიზმია. “ფანატიზმი და რადიკალიზმი კი არის სატანიზმი და უვიცობა” (მამა სერაპიონი).
არ არის საჭირო ნეგატივს შევეწინააღმდეგოთ, თუ ის ჩვენშია. არცერთი ემოცია არ მოდის გარედან, ის მოდის შიგნიდან და თუ მას ძალით ვაკავებთ, არ ვაძლევთ საშუალებას გამოვიდეს, ამით უფრო ვაზიანებთ საკუთარ თავს. პოზიტიური აზროვნება არ ნიშნავს ნეგატივის საერთოდ უარყოფას, ის ნიშნავს საკუთარ თავში იმ უნარების გამომუშავებას, რომელიც მოგვცემენ საშუალებას მივიღოთ ნეგატივიც, მაგრამ მივიღოთ როგორც ფაქტი, მივიღოთ მისგან გაკვეთილი, გავუშვათ და ვიცხოვროთ პოზიტივში.
madloba xvicha! ufali shegewios.
მოგესალმებით ხვიჩა. მიხარია თქვენი არსებობა და იმედი მაქვს თქვენთან ურთიერთობით ჩემს ცხოვრებაში სერიოზული ცვლილებები მოხდება. და არა მარტო ჩემს ცხოვრებაში. გისურვებთ წარმატებებს.
მოგესალმებით ლია.. უღრმესი მადლობა გაომმაურებისთვის, კეთილი სურვილებისთვის. ყველაფერი კარგად იქნება <3