რაინდი უდაბნოში

udabno

უდაბნოში ერთი რაინდი მიიკვლევდა გზას. დიდი ხნის მძიმე მგზავრობამ მას ძალები გამოაცალა, მითუმეტეს რომ ცხენიც დაკარგა. მან მოიშორა აბჯარი და ფარი, რომლებიც უკვე მძიმე ტვირთად აწვა და როცა უკვე იმედი გადეწურა – შენიშნა ოაზისი.

 

გახარებულს, დროებით დაღლაც გადაავიწყდა და თითქმის სირბილით გააგრძელა გზა. მაგრამ როცა ოაზისამდე მიაღწია, ნახა რომ წყაროსთან უზარმაზარი სამთავიანი ურჩხული იჯდა.

რაინდმა მოიკრიბა უკანასკნელი ძალები, იძრო მახვილი და შეუტია ურჩხულს. ისინი დიდხანს და გააფრთებით იბრძოდნენ. რაინდმა გააგდებინა ურჩხულს ერთი თავი, მერე მეორე, მაგრამ ბოლოს ძალა გამოელია და დაეცა. მის გვერდით დაეცა ასევე ძალაგამოლეული ურჩხულიც. ორივენი ძლივს სუნთქავდნენ. როცა ცოტათი სული მოითქვეს, ურჩხულმა ჰკითხა:

– რაინდო, რა გინდოდა?

– წყლის დალევა – უპასუხა რაინდმა.

– მერე, დაგელია რა… მე რას მერჩოდი?!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

6 thoughts on “რაინდი უდაბნოში”

  1. ხვიჩა, ახლა ვფიქრობ, თუ რა მოვლენები შეიძლება განვითარდეს ჩემს ცხოვრებაში,  ვინაიდან შენი პოსტები შესაბამისობაში მოდის ჩემს სიტუაციებთან. აუცილებლად გავითვალისწინებ. იქნებ მეც ღია კარს ვამტვრევ?
    მადლობა

    პასუხი
    • შეიძლება მარიკა… მე არ ვიცი დეტალები… მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ თქვენ ამ ბლოგზე, შეიძლება ითქვას, უკვე შინური ხართ და მე მეტნაკლებად გიცნობთ, ვიცნობ თქვენი აზროვნების ფორმას, დარწმუნებული ვარ, რომ  აუცილებლად შეხვალთ იმ კარებში, უფრო სწორად – გახვალთ იმ კარებიდან 🙂

      მიხარია, რომ ჩემი პოსტები გეხმარებათ… მეც ხომ ბევრი რამ ვისწავლე თქვენგან!

      გმადლობთ, რომ ყოველთვის “გვერდით” ხართ! 🙂

      პასუხი
  2. ჰმ…..მართლაც და რას ერჩოდა:) იყო თავისთვის ის საწყალი ურჩხული. თითქოს ისიც არ ეყოფოდა, რომ ურჩხულად იყო გაჩენილი  და ამ “უტვინო” რაინდმაც არ დააკლო და ორი თავი მოაჭრა. 
    მე (ადამიანი) გეკითხები შენ (ადამიანს) რაიონდო, რატომ მოიქეცი ასე? არ იცი? რათქმა უნდა არ იცი, რომ იცოდე ასე არ მოიქცეოდი. არიცი იმიტომ, რომ ადამიანი ხარ, ადამიანებმა კი ბევრი რამ არ ვიცით. რათმქუნდა იმას ვგულისხმობ რაც გვჭირდება და არ ვიცით თორემ, იმის ცოდნაში ვერავინ ჩაგვჭრის  მეზობლის ქალი  მერამდენედ არის გათხოვილი და მეორე მეზობელს როგორი რძალი ან დედამთილი ყავს.
    მე გეტყვი რაიონდო რატომაც დაგემართა ასეთი რამ. შენ შეგეშინდა წინააღმდეგობის, რომელიც მიზნისაკენ მიმავალ გზაზე შეგხვდა და ტავდაცვის მიზნით თავს დაესხი მას. შენ არ ჩაგიხედავს მისთვის თვალებში და აქ სწორედ აქ შეცდი. მისი თვალებში დაინახავდი შენ სიმართლეს, ისინი გაგიკვალავდნენ წყლისაკენ მიმავალ ბილიკებს. თვალები…..აი რა არის უმთავრესი ურცხულშიც, ადამიანებსა და სამყაროში.
    ახლა უფრო ადვილად რომ მიგახვედრო პირდაპირ გეტყვი: ურჩხული – ეს არის პრობლემა, წინააღმდეგობა, რომელიც უთვალავი რაოდენობით გვხვდება მიზნისაკენ მიმავალ გზაზე. სინამდვილეში ამ პრობლემებს და წინააღმდეგობებს ნამდვილ სახელად ჰქვიატ – შესაძლებლობები. როგორც რკინა გამოიწვება ცეცხლში და მერე ქვასაცა სტეხს, ისე მაგრდება და იზრდება პიროვნულად ადამიანი წინააღმდეგობის ღირსეულად გადალახვის შემდეგ. ამიტომ ნუ შეგეშინდება მათი, დაფიქრდი  იქნებ მოყვარეა??? 🙂 მოყვარეს კი გამასპინძლება და სიყვარული სჭირდება.. შეიყვარე შენი რობლემები და მათაც შეუყვარდები შენ. გახსოვდეს, რომ ცხოვრებას თავის კანონები აქვს, უნდა ისწავლო მისი წესებით თამაში და ის შენ ვერასოდეს დაგამარცხებს. იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ცხოვრების მიზანი ეს არასოდეს ყოფილა. ეს ჩვენ, ადამიანესბ გვიყვარს მოვლენის ჩვენებურად შეფასება და დაკანონება. სამყაროს სიყვარულის ძალა ატყრიალებს და როგორ შეიძლება სიყვარული მიზანი მხოლოდ სიყვარული არ იყოს??? 
    თვალები – ეს არის გზად შეხვედრილი წინააღმდეგობის ნამდვილი სახე.ურჩხული მხოლოდ გარეგანი ფასადია, მთავარია რა არის მის შიგნით. უყურე პრობლემებს თვალებში და ის  თვითონ ჩამოგეცლებაზიდან, რადგან ვერ გაუძლებს  მიზნისაკენ მიმავალი ცეცხლით ანთებულ ითვალების სიმხურვალეს.

    პასუხი
    • არაჩვეულებრივია სოფიო, აღფრთოვანებული ვარ! 🙂 ეს კომენტარი კი არა შეიძლება ითქვას მთელი პოსტია!  🙂 

      უღრმესი მადლობა იმ უზარმაზარი პოზიტიური ენერგიისთვის, რაც ამ კომენტარის წაკითხვით მივიღე:)

      ქედს ვიხრი შენი ნიჭიერების წინაშე 🙂

      პასუხი
      • მადლობა ხვიჩა, მაგრამ ეს ყველაფერი გამოიწვია იმ უსაზღვრო ენერგიამ რაც შენი პოსტის წაკითხვის შემდეგ მივიღე. დანარჩენი თავისით მოხდა..
         
        აი ასე იყოო…
         
        მადლობა შენ…

        პასუხი
        • ძალიან კარგი! ვეცდები ხშირად მოხდეს ასეთი რაღაცეები “თავისით” 🙂

          პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.