გილოცავთ შობა-ახალ წელს!

 

ჩემო ძვირფასო, საყვარელო, არაჩვეულებრივო ადამიანებო, დიდი ხნის თუ ახალშეძენილო საიმედო მეგობრებო, ერთგულო მკითხველებო და თანამოაზრეებო

გილოცავთ ახალ 2013 წელს!

ყოველი ადამიანი განსაკუთრებული მოლოდინით ხვდება ამ დღესასწაულს. მოლოდინით ცვლილებებისა უკეთესობისკენ. მოლოდინით, რომ დადგა სურვილების ასრულების და მიზნების განხორციელების დრო… 
გისურვებთ ეს წელი ყოფილიყოს ერთ–ერთი ყველაზე დიდი, წინგადაგმული ნაბიჯი თქვენი ყველაზე თამამი და სანუკვარი ოცნებების ახდენის საქმეში!
ეს წელი ყოფილიყოს თქვენს მიერ საკუთარ თავში გარკვევის, მასში სრულიად ახალი, უჩვეულო შესაძლებლობების აღმოჩენისა და მათი წარმატებით გამოყენების წელი!
ახალ 2013 წელს აევსოს  სითბოთი და სინათლით თითოეული თქვენთაგანის გული, შეეტანოს ხვავი და ბარაქა თითოეული თქვენთაგანის ოჯახში, სიყვარული და ერთობა სრულიად ერში და ყოფილიყოს გიგანტური ნახტომის წელი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის, ქართველთა გამრავლების და რწმენაში გაძლიერების საქმეში!
უფალმა დაგლოცოთ, გაგამრავლოთ და გაგაძლიეროთ!

სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, 

                                                                      ხვიჩა მებონია

5 комментариев ჩანაწერზე “გილოცავთ შობა-ახალ წელს!”

  1. გაიხარე ხვიჩა, ძალიან დიდი მადლობა ასეთი ლამაზი და შთამაგონებელი მოლოცვისთვის.

    მეც გილოცავ ახალ 2013 წელს, მრავალს დაეწარი. გისურვებ, რომ ეს 2013 წელი შენი წარმატებებისა და აღმავლობის წელი გამხდარიყოს, შენ ნამდვილად იმსახურებ ამას.

    ბევრი რამისთვის ვარ 2012 წლის მადლიერი და ერთ-ერთი მადლიერება, შენ რომ გაგიცანი ის არის 😉

    ღმერთმა დაგლოცოს, გადღეგრძელოს და გაგაძლიოროს — მრავალჟამიერ!!! <3

    • admin:

      იცოცხლე გიორგი! უღრმესი მადლობა! ეს ბლოგი რომ არსებობს ეს ხომ შენი და ქეთევანის დამსახურებაა! 🙂

  2. ნინო:

    Shoba-axal wels gilocavt yvelas, megobrebo. Gansakutrebit ki tqven, Xvicha,  dagilocavt  am madlian keras, internetis ukidegano sivrceshi,  mudam  xeldamshvenebuli rom moelis madlsavseazrmowyurebul stumars! Dagilocavt, aseve, partniorebs — infobiz.ge, inteleqtika.com, samyaros.info, temione.blogspot.com.
    Daglocavt yvelas, megobrebo: — Gnertma mogcet janmrteloba, ketildgeoba da rac mtavaria, chveni samshoblos mshvidoba, teritoriuli mtlianoba, sazogadoebis ertsulovneba, qveynis sizliere da nateli momavali! 
    2013 weli warmatebebis da siketis weli iyos yvelastvis da titoeulisatvis!

  3. admin:

    იცოცხლე ნინო! უღრმესი მადლობა იმ დიდი სითბოსა და სიყვარულისთვის, გულწრფელობისთვის, რაც თქვენ კომენტარებში იგრძნობა! მადლობა ყველას, ვისაც ამ ბლოგის შექმნაში წვლილი უდევს, რადგან სწორედ აქ გავიცანი თქვენისთანა არაჩვეულებრივი ადამიანები… 🙂

დატოვეთ კომენტარი

Проверка комментариев включена. Прежде чем Ваши комментарии будут опубликованы пройдет какое-то время.