მე მთელი ცხოვრება მასწავლიდნენ, რომ უნდა ვყოფილიყავი იდეალური, რომ ყველაფერი რასაც მე ვაკეთებ, უნდა ყოფილიყო იდეალური და შესაბამისად, მეც მთელი ცხოვრება ვცდილობდი ვყოფილიყავი იდეალური.
განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე გავმხდარიყავი წარმატების ტრენერი, ვფიქრობდი, რომ იმისთვის, რათა გამომყვეს ხალხი, მე უნდა ვიყო იდეალური ლიდერი, იდეალური სპიკერი, იდეალური ორატორი და ა.შ.
იგულისხმება, რომ ყველაფერი უნდა მქონოდა იდეალურად. ჩემი ცოლი უნდა ყოფილიყო იდეალური, რომელიც იქნებოდა მოყვარული, ერთგული, იდეალური დიასახლისი და ამავე დროს ექნებოდა სახე კოსმოპოლიტანის გარეკანიდან, ტანი პლეიბოის ჟურნალიდან და იქნებოდა შეუდარებელი საყვარელი საწოლში.
ჩემი შვილები უნდა ყოფილიყვნენ იდეალურები. უნდა მქონოდა იდეალური ავტომანქანა, იდეალური სახლი. მე უნდა მქონოდა იდეალური სხეული, იდეალური ჯანმრთელობა. ყოველთვის უნდა ვყოფილიყავი იდეალურ ფორმაში, ჩაცმული არმანის ბოლო მოდის პიჯაკში და ჰალსტუხით, რომ ვინც და რა დროსაც არ უნდა შემხვედროდა, მას ჩემში დაენახა იდეალური ლიდერი.
მე ვხარჯავდი უზარმაზარ ძალას და ენერგიას, რომ მომეხდინა იდეალურობის შთაბეჭდილება, რომ ჩემში დაენახათ ძლიერი, წარმატებული, იდეალური პიროვნება, ლიდერი და თქვენ ვერასდროს ვერ დაინახავდით ჩემს ნამდვილ „მეს“, იმიტომ რომ მე მინდოდა მემართა თქვენი შეხედულებები ჩემზე, ის თუ როგორ აღმიქვამდით თქვენ და არა ჩემი ნამდვილი სახე და ცხოვრება.
მე ვატარებდი ლექციებს წარმატებაზე, პოზიტიურ აზროვნებაზე, პიროვნულ ზრდაზე, ფინანსურ კეთილდღეობაზე და ამ დროს ერთი თეთრიც არ მედო ჯიბეში, მაგრამ თქვენ ამის შესახებ ვერასდროს, ვერაფერს ვერ შეიტყობდით.
მე დავხტოდი სცენაზე, ვყვიროდი, ვაკეთებდი ათასგვარ ვარჯიშებს, ვატარებდი ხმაურიან გამოსვლებს, მაგრამ არავინ მომყვებოდა.
რატომღაც არავის არ უნდოდა ჩემთან მუშაობა.
ერთხელ მე მომმართა ერთმა ახალგაზრდამ თხოვნით გავმხდარიყავი მისი ტრენერი.
„არის“ – დავიყვირე ჩემთვის, გულში.
„ამას ველოდი თვეებია და როგორც იქნა…“
ჩვენ წავედით კაფეში. შევუკვეთეთ ჩაი და მე ვუყვებოდი მას თუ როგორ უნდა გამხდარიყო იდეალური, როგორ უნდა ჩაეცვა იდეალურად, როგორ უნდა მოეხდინა იდეალური შთაბეჭდილება. ბოლოს მოიტანეს ანგარიში და მე არ მქონდა ფული, რომ გადამეხადა ჩაისთვის.
მე ვხვდებოდი რომ რაღაც უნდა შემეცვალა და ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე, რომ უნდა მომეძებნა იდეალური მასწავლებელი, რომელიც მასწავლიდა როგორ უნდა გავმხდარიყავი იდეალური ადამიანი.
ბევრი ძიების მერე მე აღმოვაჩინე “ასეთი” პიროვნება. და აი ერთხელ გავყიდე რა ჩემი ერთადერთი ქონება, გავემგზავრე ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩემს მომავალ მასწავლებელთან, ლეგენდარულ ჯეკ კენფილდთან შესახვედრად.
ჩავედი ამერიკაში. იმისთვის, რომ მოვმხდარიყავი პირველ რიგებში, რამოდნიმე საათით ადრე მივედი დარბაზში, სადაც კენფილდი უნდა გამოსულიყო, დავიკავე ადგილი და შვებით ამოვისუნთქე: „აი ახლა კი მოვისმენ, როგორ უნდა გავხდე იდეალური“.
დარბაზი თანდათან გაივსო, მოვიდა დანიშნული დროც და როგორც იქნა გამოჩნდა ლეგენდარული ჯეკიც. მე სუნთქვაშეკრული ვუსმენდი, ვცდილობდი არც ერთი სიტყვა, არცერთი ჟესტი არ გამომპარვოდა, მაგრამ შემდეგ იმან, რაც მისგან მოვისმინე, გამაოცა და დამაბნია:
– ჩემი 17 წლის ბიჭი ნარკომანია, – ამბობდა ის, – მე ახლა ვარ მესამე ქორწინებაში და ვცდილობ ეს იყოს უკანასკნელი, – ამბობდა თუ როგორ უჭირდა მას ზედმეტ წონასთან გამკლავება და ა.შ.
მე გავბრაზდი, ნუთუ იმისთვის გავყიდე ჩემი ავტომობილი, ვისესხე დამატებით თანხები და გადავსერე ოკეანე, რომ დახმარებისთვის მიმემართა ადამიანისთვის, რომელსაც თვითონ უამრავი პრობლემა ჰქონია? მე ვფიქრობდი, რომ მოვდიოდი იდეალურ ადამიანთან და ის კი ერთი ჩვეულებრივი მამაკაცი აღმოჩნდა უამრავი ცხოვრებისეული პრობლემით და ა.შ.
დიახ, მე გავბრაზდი, მაგრამ მერე თანდათანობით სიბრაზემ გამიარა და ცოტა ხნის მერე ვიგრძენი, რომ ამ კაცისადმი პატივისცემით და სიყვარულით ვიმსჭვალებოდი.
მე ვიმსჭვალებოდი პატივისცემით მამის მიმართ, რომელიც განიცდიდა შვილის პრობლემებს, მეუღლის მიმართ, რომელიც ცდილობდა ურთიერთობების შენარჩუნებას, მამაკაცის მიმართ, რომელიც ებრძოდა ზედმეტ წონას და ჩემთვის უკვე არ ჰქონდა მნიშვნელობა თუ რა ეცვა მას, როგორ ეჭირა თავი, მე მივხვდი, რომ მას ძალას, მომხიბვლელობას და დამაჯერებლობას აძლევდა გულწრფელობა და გამჭვირვალეობა, რომელიც საშუალებას გვაძლევდა მსმენელებს დაუფარავად დაგვენახა მისი ნამდვილი სახე და ცხოვრება.
დიახ წარმატების უპირველესი კანონი არის გამჭვირვალეობის კანონი. ის გვაძლევს საშუალებას ვიყოთ ის ვინც ვართ სინამდვილეში. გულწრფელობა ხდის ადამიანს დაუცველს, დაუცველობა ხელს უწყობს დაახლოებას, დაახლოება კი ქმნის ნდობას, ნდობა კი არის ის რაც სჭირდებათ ადამიანებს, როცა ეძებენ მეგობრებს, პარტნიორებს, ტრენერებს, მასწავლებლებს, სპონსორებს.
თეორიულად გამჭვირვალეობის კანონი ძალზე მარტივია, მაგრამ უმრავლესობისთვის ეს ნიშნავს უზარმაზარ ნახრტომს თავისი კომფორტის ზონის ჩარჩოებიდან. მათ ეშინიათ, რომ, თუ სხვები გაიგებენ როგორები არიან ისინი სინამდვილეში, გაიგებენ მათი პრობლემების, სისუსტეების შესახებ, მაშინ დაეკარგებათ მათი პატივისცემა. რომ ადამიანებს არ ექნებათ სურვილი გაჰყვნენ მათ, ისწავლონ მათგან, აღიარონ ისინი ლიდერებად. მათ ეშინიათ რომ ამის გამო აღმოჩნდებიან მარტოობაში და ამიტომ არჩევენ გაიკეთონ ნიღბები და ვერ ხვდებიან, რომ ამით უფრო მეტად წირავენ საკუთარ თავს მარტოობისთვის.
იმისთვის, რომ რაღაც დამალო, ითამაშო, უნდა დახარჯო უზარმაზარი ენერგია. ეს გავს შემდეგ სიტუაციას, რომ ვთქვათ ავიღოთ ბურთი, ჩავუშვათ ის წყალში და ვეცადოთ მის იქ დაკავებას. რა დიდხანსაც არ უნდა დავაკავოთ, საკმარისია ხელი ვუშვათ, ის მაშინვე ამოტივტივდება.
რაც უფრო მეტი საიდუმლო გვაქვს, რაც უფრო მეტ ნიღაბს ვატარებთ, მით უფრო მეტი ენერგია გვეხარჯება მარტო ამისთვის, რადგან მით უფრო ბევრი ბურთი უნდა შევაკავაოთ ერთდროულად წყლის ქვეშ. ეს კი უსასრულოდ ვერ გაგრძელდება და ადრე თუ გვიან, ყველა ბურთი ერთდროულად ამოგვიხტება იქიდან.
და შედეგად ხდება ისე, რომ ადამიანს არ რჩება დრო და ენერგია, რომ შექმნას თავისი ოცნების ცხოვრება, თავისი ოცნების ურთიერთობები, ბიზნესი და ა.შ. ამიტომ ეს ყველაფერი ღირს იმად, რომ გარისკოთ და დაიწყოთ გამჭვირვალედ ცხოვრება.
სწორად გამიგეთ. ყველაფერი რაცას დღემდე აკეთებდით – მშვენიერია. ცხოვრება, რომელიც აქამდე გქონდათ – მშვენიერია… მაგრამ ყოველთვის არის ისეთი რამ, რაშიც უნდა გავიზარდოთ და განვვითარდეთ.
თუ თქვენ გარისკავთ და თავს მისცემთ უფლებას დაიწყოთ ცხოვრება სრულიად გამჭვირვალედ, მაშინ თქვენი ურთიერთობები, თქვენი ბიზნესი, მთლიანად თქვენი ცხოვრება დაიწყებს კარდინალურად შეცვლას.
რადგან, როცა თქვენ ხდებით გამჭვირვალე – იწყებთ საკუთარი თავის უფრო მეტად შეყვარებას და თქვენი ჯანმრთელობა ხდება ბევრად უფრო უკეთესი.
როცა თქვენ ხდებით გამჭვირვალე, იწყებთ სხვა გამჭვირვალე ადამიანების მოზიდვას თქვენ გარშემო, თქვენი გარემოცვა საფუძვლიანად შეიცვლება და თქვენ დაიწყებთ სულ სხვა დონის ურთიერთობების, ბიზნესის შენებას.
დადგება მომენტი, როცა იგრძნობთ, რომ თქვენი ოჯახის წევრები, ნათესავები, მეგობრები, კოლეგები, კლიენტები მოგენდნენ და გაძლევენ საშუალებას იხილოთ ისინი ისეთები, როგორებიც სინამდვილეში არიან, იმიტომ რომ მანამდე თქვენ ენდეთ და იყავით მათთან გამჭვირვალე, მიეცით მათ საშუალება დაენახათ თქვენი ჭეშმარიტი „მე“.
და მაშინ მიხვდებით, რომ თქვენი სიმდიდრე არის არა უძრავ–მოძრავ ქონებაში, არა საბაკო ანგარიშებზე, არამედ, ნამდვილ, ჭეშმარიტ, გამჭვირვალე, გულწრფელ ურთიერთობებში.
იმისთვის, რომ გაიზარდო (პიროვნულად, ბიზნესში და ა.შ.), ჯერ უნდა აღიარო სიმართლე შენს თავზე, იმისთვის რომ გახდე უკეთესი, ჯერ უნდა გაარკვიო როგორი ხარ სინამდვილეში.
ადამიანები ეძებენ ნამდვილ ადამიანებს. ადამიანები ეძებენ ნამდვილ ურთიერთობებს და მიუხედავად იმისა, მოგვწონს ჩვენი თავი თუ არა, ერთადერთი საშუალება, გავხდეთ უკეთესი, არის ვაღიაროთ სიმართლე ჩვენს შესახებ.
თუ გაიხდით გამჭვირვალეობის კანონს თქვენი ცხოვრების ერთ–ერთ უმთავრეს კანონად, მაშინ თქვენ მიაღწევთ უზარმაზარ წარმატებას და მოახდენთ თვითრეალიზაციას როგორც ქმარი, ცოლი მამა, დედა, მეგობარი, შვილი, ბიზნესმენი და ააშენებთ საოცარ, წარმატებულ, ბედნიერ ცხოვრებას.
სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
პოსტი დაწერილია ნიკოლაი ლატანსკის მიერ კომპანია Neways – ის თანამშრომლების წინაშე წარმოთქმული სიტყვის მიხედვით.
წყარო: http://www.latansky.com
რა ჭკვიანი ბიჭი ყოფილა ეგ ლატანსკი – ტყუილად არ დავდივარ მაგის სემინარებზე 🙂
მხოლოდ ერთ რამეს დავამატებდი, ხვიჩა: თუ გულახდილობა გამოყენებულია, როგორც რიგითი მარკეტინგული ილეთი, ისიც შეიძლება პოზად იქცეს და, ამ შემთხვევაში, საშინელი საყურებელია! არსებობს ამის უამრავი მაგალითი, თუმცა ამჯერად თავს შევიკავებ მათი დასახელებისგან – არ მინდა, სხვა მხრივ, ძალიან კარგ პროფესიონალებს სახელი გავუტეხო (არასასურველი ინტერპრეტაციისგან თავის დასაზღვევად, აქვე ავღნიშნავ, რომ ეს განცხადება უცხოელებს შეეხება).
რაც შეეხება იდეალურობას, ჩემი აზრით, საკმაოდ არარეალური ცნებაა, რადგან თითოეულს საკუთარი, სუბიექტური წარმოდგენა გვაქვს მასზე და რომც შევესაბამებოდეთ ამ იდეალს, შეიძლება, სხვის თვალში სულაც არ გამოვიყურებოდეთ მომხიბლავად :). ამიტომ ჯობია, მეტი ყურადღება ჩვენს შინაგან მოთხოვნილებებს მივაქციოთ და არ ვიჩქაროთ რაიმე ჩარჩოში გამომწყვდევა. თავისუფლება ხომ განვითარების უუუუმნიშვნელოვანესი პრინციპია.
გეთანხმები ქეთევან… თუ ადამიანი გულახდილობას იყენებს, როგორც უბრალოდ “მარკეტიგულ ილეთს”, მაშინ ის არ იქნება გულწრფელი და ეს იქნება არა გულახდილობა, არამედ გულახდილობის თამაში, არა გამჭვირვალეობა, არამედ გაჭვირვალეობის ნიღაბი ანუ სიყალბე, რომელსაც მაშინვე გრძნობენ ადამიანები. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ შენ შეგიძლია უამრავი მაგალითის მოყვანა მსგავს “პოზიორობაზე”
მეორეს მხრივ, თუ ადამიანი გულწრფელად საუბრობს საკუთარ თავზე, საკუთარ ცხოვრებაზე და ხდება გამჭვირვალე სხვა ადამიანებისთვის, ეს თავისთავად უკვე არის ერთგვარი რეკლამა, და ვფიქრობთ სავსებით დამსახურებულიც 🙂
რაც შეეხება იდეალურობას – აქაც სრულიად გეთანხმები… თუმცა ვინ იცის… შეიძლება იდეალურობა სწორედ იმის გაცნობიერებაშია, რომ არ არსებობს აბსოლიტური იდეალი ადამიანისა, რადგან არ არსებობს ადამიანის პიროვნული განვითარების უმაღლესი დონე და რაც უფრო მაღალ საფეხურზე ავდივართ ამ კუთხით, მით უფრო მეტი სიმაღლეები და შესაძლებლობები იშლება ჩვენს წინაშე? ვინ იცის…
“…ვინ იცის როდის შეეპარა სურდო ჰიუგოს, ან დიოგენემ მაკედონელს როგორ მიუგო…
რამ გაიტაცა ბაირონი ან კანტი ერთ დროს, ან ვისთვის თხზავდა უკვდავ ლექსებს უკვდავი რემბო…” 🙂
აუ, ეს რა ხასიათზე მომიყვანა 🙂
უღრმესი მადლობა ქეთევან! არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ!
ვიცი არ მოგწონს ამას რომ გეუმნები, მაგრამ გულწრფელი ადამიანი ვარ და რა ვქნა, “აქა ვდგავარ და სხვაგვარად არ ძალმიძს” 🙂
სხვათაშორის წარმატების ერთ–ერთი პირობა ისიც არის, რომ უნდა იყო “არა–ჩვეულებრივი” 🙂
ერთი კი ვიცი ნამდვილად: იდეალური ადამიანი უნდა იყოს მიწიერი გაგებით არაიდეალური. იმიტომ, რომ ნებისმიერი ადამიანი დაბადებიდან იდეალურია, ანუ იდეიდან მოდის და თუ ის დაიწყებს სხვა იდეალურობის ძებნას, დაკარგავს თავის ნამდვილ სახეს.
გამჭვირვალობა და გულწრფელობა უდიდესი მადლია ღმერთისგან. თუმცა ზოგჯერ ადამიანს გარემოებები აიძულებს თავდაცვის მიზნით დამალოს საკუთარი აზრები, ჩანაფიქრი და სხვა რაღაცეები.
გეთანმებით მარიკა! სწორედ იმიტომ, რომ რწმენა გვაკლია, რომ ერთმანეთის ნდობა გვაკლია – ჩნდება თავდაცვის საჭიროებაც! საჭიროა უფრო მეტად ვენდოთ ადამიანებს… და საკუთარ თავს!
უღრმესი მადლობა, რომ ჩემი ხშირი სტუმარი ხართ… თუმცა, რაღა სტუმარი – თქვენ აქ უკვე შინაური ხართ და უთქვენოდ ეს გვერდი უკვე ვეღარც წარმომიდგენია 🙂
ძალიან საინტერესო პოსტია.
გმადლობთ ლევან! თქვენც საინტერესო ადამინი ჩანხართ… 🙂
Здравствуйте!
С удовольствием посетила ваш сайт, видно что вы разносторонний, увлеченный человек и очень предприимчивый! И это здорово!
Я уверена, что вас интересует тема, которая позволит вам зарабатывать от 100 долларов в неделю на начальном этапе и при желании поможет увеличить посещаемость.
Если вам интересна эта тема, предлагаю пообщаться в скайпе. Мой скайп: zulifiya3.
Удачи вам и всего хорошего! Надеюсь на плодотворное сотрудничество!
заходите в гости.
С уважением, Лобканова Зульфия.
დიდი მადლობა ბატონო ხვიჩა!
ჩემს თავს რომ ვაკვირდები, მე ხშირად დიდი ენერგიას ვხარჯავ საზოგადოებაში კარგი ადამიანის ერთგვარი ნიღბის ტარებაზე. ამ პოსტმა თვალნათლივ დამანახა, რომ გამჭვირვალობის კანონის შესაბამისად არ ვმოქმედებ! 🙂
მადლობა თქვენ, ბატონო ვახტანგ, რომ გვეწვიეთ და თან თქვენი შთაბეჭდილებაც გაგვიიარეთ 🙂
განუწყვეტლივ უნდა ვისწავლოთ, ვაკეთოთ, ვილაპარაკოთ სიმართლე. ვინც მის შესწავლას შეუდგება, მხოლოდ ის გაიგებს რამდენად შორს ვყოფილვართ სიმართლისაგან (კონფუცი)
თუმცა ჩემი აზრით, ყველა ადამიანი მაინც ვერ იქნება იდეალური, რადგან ,,არაფერია იმაზე ძნელი, თავიდან აღზარდო ცუდად აღზრდილი.ალბათ ყველა ადამიანი, ნებსით თუ უნებლიედ ხშირად უშვებს შეცდომებს, მისი აღიარება კი– უჭირს. აქედან გამომდინარე, ძნელია ისეთ ადამიანთან ურთითიერთობაც, რომელიც ყოველთვის თავს იმართლებს ან ცრუობს. სამწუხაროდ ასეთები არც რჩევებს იზიარებენ.
გეთანხმები ნინო, შეცდომებს ყველა უშვებს და თავისთავად ამაში ტრაგიკული არაფერია, პრობლემები მაშინ იწყვება, როცა ადამიანი ვერ გრძნობს თავის შეცდომას ან არ უნდა აღიაროს ეს… 🙂
kargi postia
batono chvicha.
gmadlobt am postistvis.
gmadlobt aseve tkveni zina komentarestvisac, sadac mzerdit rom tu kitxvebi gamichndeboda shemezlo ak dadebul sakontakto misamartebze momezera.
gushinzin fb-ze mogzeret ar mogsvliat chemi posta?tu megobrebshi rom ar mkavxart ragacam ar ipunkcionira?
pativiscemit Maia Kobakhidze-Löffler
გმადლობთ ბატონო ხვიჩა ამ პოსტისთვის.