იდუმალი, ….. მიუწვდომელი კოკო შანელი. ქალი–ლეგენდა, რომელმაც შექმნა არა მხოლოდ ახალი მოდა, არამედ ქალის სრულიად ახალი ტიპი. მან მოახდინა რევოლუცია, რომელიც გასცდა მოდის კანონმდებელთა ჩვეულებრივ ნორმებს.
გთავაზობთ ამ არაჩვეულებრივი ქალბატონის რამოდენიმე ცნონილ გამონათქვამს და ციტატას.
თუ შენ დაიბადე ფრთების გარეშე, ნუ შეუშლი ხელს მათ ამოსვლას.
ჩემი ასაკი დამოკიდებულია იმაზე, თუ რა დღეა დღეს და იმ ადამიანებზე, რომლებთანაც ვსაუბრობ.
ქალები, როგორც წესი, ბევრად უფრო დაკვირვებით ირჩევენ თავიანთთვის ღამის პერანგს, ვიდრე ქმარს.
ვიანიდან ყველაფერი მოთავსებულია თავში, უნდა ვეცადოთ, რომ ის არ დავკარგოთ.
უნდა ერიდოთ ადამიანებს, რომლებიც დაჯილდოებულნი არიან ჭკუით, მაგრამ აღარ გააჩნიათ საღი აზროვნება.
ყოველდღე მე რაღაცას ვამარტივებ, იმიტომ რომ ყოველდღე რაღაცას ვსწავლობ.
ფეხებზე მკიდია, თუ რას ფიქრობთ თქვენ ჩემზე. მე თქვენზე საერთოდ არ ვფიქრობ.
როცა მოწყენილი ვარ, თავს მოხუცად ვგრძნობ და თუ თქვენ ახლავე თავს არ გამანებებთ, ხუთ წუთში ათასი წლის გავხდები.
დიადი ვნებები–მათაც სჭირდება გადატანა.
თუ დადგება დღე, როცა მე ვერაფერს ვერ გამოვიგონებ, ეს იქნება ჩემი აღსასრული.
ყველა ქალი არ არის ლამაზი დაბადებიდან, მაგრამ თუ ის 30 წლისთვის არ გახდა ასეთი, მაშინ უბრალოდ სულელია.
თუ თქვენ გინდათ გქონდეთ ის, რაც არასოდეს არ გქონიათ , მაშინ მოგიწევთ გააკეთოთ ის –რაც არასოდეს არ გაგიკეთებიათ.
დაინდეთ თავი, თქვენივე თავის გულისთვის. დაინდეთ საკუთარი ყურები, თვალები, დაინდეთ თქვენი გონება და აზრები. რა უნდა ნახოთ ან გაგიგონოთ შუაღამის შემდეგ ისეთი, რაც იქნება უფრო ფასეული და სასარგებლო ვიდრე თქვენი ძილია? ეს ყველაფერი თქვენ ხომ, შეიძლება სხვადასხვა ფორმით, მაგრამ ათასჯერ გაქვთ ნანახი და მოსმენილი.
ჩვენ, ქალებს გვჭირდება სილამაზე იმისთვის, რომ კაცებმა შეგვიყვარონ და სისულელე იმისთვის, რომ ჩვენ შევიყვაროთ კაცები.
თუ თქვენ დაგატყვევათ რომელიმე ქალის სილამაზემ, მაგრამ ვერ გაიხსენეთ თუ რა ეცვა მას, ესე იგი მას ეცვა იდეალურად.
სიბერე არ გვიცავს სიყვარულისგან, მაგრამ სიყვარული გვიცავს სიბერისგან.
ნამდვილი დიდსულოვნება ის არის, როცა პატიობენ უმადურობას.
თითოეულ ქალს აქვს ის ასაკი, რომელსაც იმსახურებს
ჭეშმარიტი ბედნიერება არ არის ძვირი და თუ მასში გვიწევს მაღალი ფასის გადახდა, ესე იგი ის ყალბია.
როგორც არ უნდა ატრიალო, ნებისმიერი მამაკაცის ცხოვრებაში არის მხოლოდ ერთადერთი ქალი, ყველა დანარჩენი მისი ჩრდილებია.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
Xvicha, zalian saintereso adamiani xar… Ici ra momwons da ras vafaseb shenshi? – is, rom yoveltvis cdilob adamianebshi adamianuri tvisebebi mkafiod warmoachino da im bzinvare waxnagidan dagvanaxo isini, saidanac yvelaze metad brwyinaven. Gmadlob, Xvicha, gaixare.
იცოცხლე ნინო… ეტყობა შენც ყოველთვის პოზიტივს ეძებს ადამიანებში 🙂 უღრმესი მადლობა!