სამურაის სიბრძნე | პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება

სამურაის სიბრძნე

იაპონიაში, ერთ–ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მოხუცი სამურაი. მას უამრავი მოსწავლე ჰყავდა და დროის უმეტეს ნაწილს მათ წვრთნაში ატარებდა.

ერთხელ, ვარჯიშის დროს, მასთან მივიდა ახალგაზრდა მეომარი, რომელიც განსაკუთრებული უხეშობით და სისასტიკით იყო ცნობილი იმ მხარეში.

samuray

მისი საყვარელი მეთოდი იყო  მოწინააღმდეგის ნერვებზე თამაში. ამით მწყობრიდან გამოყავდა ადამიანი. ეს უკანასკნელიც განნრისხებული იწვევდა მას ორთაბრძოლაში, მაგრამ ბრაზისგან დაბრმავებული, შეცდომას შეცდომაზე უშვებდა და მარცხდებოდა.  

ახალგაზრდა მეომარმა დიაწყო მოხუცის დაცინვა და ლანძღვა–გინება. იფურთხებოდა მისი მიმართულებით, უძლურს, მშიშარას და ლაჩარს ეძახდა, მაგრამ მოხუცი არაფერს იმჩნევდა და მშვიდად აგრძელებდა მოსწავლეებთან ვარჯიშს. ბოლოს და ბოლოს ახლაგაზრდამ, მიხვდა რა, რომ არაფერი გამოუვიდა, გაღიზიანებულმა დატოვა იქაურობა.

მოსწავლეებმა, გაკვირვებულებმა იმით, რომ მოხუცმა ამდენი შეურაცხყოფა აიტანა, ჰკითხეს მას:

– რატომ არ გამოიწვიეთ ეს თავხედი ორთაბრძოლაში? ნუთუ დამარცხების შეგეშინდათ?

მოხუცი სამურაი წამით ჩაფიქრდა და შემდეგ კითხვითვე უპასუხა:

– თუ თქვენ მოგიტანენ საჩუქარს, მაგრამ არ მიიღებთ მას, მაშინ ვის დარჩება ეს საჩუქარი?

– რა თქმა უნდა იმას ვინც მოგვიტანა, თუ სხვას არ მისცა. – უპასუხეს მოსწავლეებმა.

– იგივე ხდება ლანძღვა–გინების, შურის, ბოღმის და სიძულვილის შემთხვევაშიც. მანამ, სანამ თქვენ არ მიიღებთ მათ, ეს ყველაფერი რჩება იმასთან, ვინც ისინი მოიტანა.

 

 სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

წყარო: http://sotvori-sebia-sam.ru 

მოგეწონათ პოსტი?


ჩვენი გვერდი facebook – ზე


3 კომენტარი ჩანაწერზე “სამურაის სიბრძნე”

  1. მუხრან ამბობს:

    imena daveci
     

  2. tea ამბობს:

    yoveltvis ar chris es metodi, zogs pasuxs rom ar gascem ar gesmis hgonia, torem visac es esmis am mdgomareobashi ar agmochndeba

დატოვეთ კომენტარი

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.