გულის სიმღერა

მამა და შვილი

იყო ერთი შესანიშნავი კაცი, რომელიც დაქორწინდა თავისი ოცნების ქალზე. ერთხელაც ქვეყანას მოევლინა მათი სიყვარულის ნაყოფი – პატარა გოგონა. ის იყო ძალზე მხიარული, საყვარელი ბავშვი და მამა აღმერთებდა მას. 

როცა გოგონა ჯერ კიდევ პატარა იყო, მამა მას ხშირად აიყვანდა ხოლმე ხელში, ტრიალებდა მასთან ერთად, ჩუმად ღიღინებდა რაიმე მელოდიას და თან ეუბნებოდა:

– მიყვარხარ ჩემო პატარავ!

როცა გოგონა წამოიზარდა, ეს კაცი ხშირად იხუტებდა მას გულში და ისევ და ისევ უმეორებდა:

– მიყვარხარ ჩემო პატარავ!

და როცა გოგონა უხერხულად შეიშმუშნებოდა და ეტყოდა:

– უხერხულია მამა, მე ხომ უკვე აღარ ვარ პატარა?

ის სიცილით ეუბნებოდა:

– ჩემთვის შენ ყოველთვის “ჩემი პატარა გოგონა” იქნები.

და აი თნდათანობით ეს პატარა გოგონა გაიზარდა, დატოვა მშობლების სახლი, დაიწყო დამოუკიდებელი ცხოვრება და რაც უფრო მეტად ფართოვდებოდა მისი ცნობიერების არე, რაც უფრო საღად აღიქვამდა ცხოვრებას, მით უფრო მეტად სწვდებოდა საკუთარი მამის ბუნებას, უფრო ნათლად ამჩნევდა  მისი ძლიერ, დადებით თვისებებს და  ხვდებოდა რომ ის მართლაც არაჩვეულებრივი ადამიანი იყო, რომელსაც გააჩნდა საოცარი უნარი სიყვარულის გამოხატვისა.

სადაც არ უნდა ყოფილიყო, სადაც არ უნდა წასულიყო, რა დროც არ უნდა ყოფილიყო, მამამისი ყოველდღე ურეკავდა რომ ეთქვა:

–  მიყვარხარ ჩემო პატარავ!

ერთხელაც დადგა დღე, როცა პატარა გოგონას, რომელიც უკვე აღარ იყო პატარა, შეატყობინეს, რომ მამამისი ავად გახდა და თანაც ძალიან მძიმედ. მან გადაიტანა მძიმე დარტყმა, რომლის შედეგადაც დაკარგა მეტყველება და როგორც ექიმები ამბობდნენ, მას არც იმის აღქმა და გაგება შეეძლო,  რასაც ეუბნებნებოდნენ. მას უკვე არ შეეძლო გაღიმება, სიცილი, სიარული, ჩახუტება, ცეკვა ან თუნდაც თქმა თავის საყვარელი პატარა გოგონასთვის, რომელიც უკვე აღარ იყო პატარა, – თუ როგორ უყვარს ის.

და აი გოგონა წავიდა სახლში ამ არაჩვეულებრივ ადამიანთან, რომ ყოფილიყო მის გვერდით ასეთ მძიმე წუთებში.

როცა ოთახში შევიდა, მან დაინახა მამა, რომელიც მოეჩვენა ძალზე პატარად და უმწეოდ. მას უნდოდა რამე ეთქვა, მაგრამ სიტყვები ყელში გაეჩხირა და ვერ შეძლო ხმის ამოღება.

მაშინ, მან გააკეთა ერთადერთი რამ, რისი გაკეთებაც მოცემულ სიტუაციაში შეეძლო: ჩამოჯდა საწოლზე მამის გვერდით და როცა მას უმოძრაოდ დარჩენილ მხრებზე ხელები შემოხვია, თვალებიდან ცრემლები წასკდა.

დაადო რა თავი მამას მკერდზე, ის იხსენებდა თუ რა კარგად გრძნობდნენ თავს ერთად ყოფნისას, ფიქრობდა იმ დიდი სიყვარულზე, რომელსაც ყოველთვის გრძნობდა მამისგან და ხვდებოდა, თუ რამდენად ძვირფას, აუნაზღაურებელ ნაწილს კარგავდა თავისი ცხოვრებისა.

ამ არაჩვეულებრივი ადამიანის გვერდით ხომ ის ყოველთვის თავს გრძნობდა სინაზით და მზრუნველობით გარემოცულად. ახლა კი, მას ძალიან აკლდა სიყვარულის ის სიტყვები, რომლებიც ცხოვრების ყველაზე მძიმე წუთებშიც კი არაჩვეულებრივ სიმშვიდეს და სიმხნევეს ანიჭებდა…

და ამ მდგომარეობაში მყოფის ცნობიერებამდე, მამამისის მკერდიდან თანდათანობით მოაღწია გულისცემის ხმამ, რომელიც ამცნობდა, რომ მიუხედავად სხეულის უმოძრაო მდგომარეობისა, გული, რომელშიც კვლავ ფეთქავდა სიცოცხლე, განაგრძობდა რიტმულად ძგერას პარალიზებულ სხეულში. და სანამ ის გაუნძრევლად იწვა და ყურს უგდებდა ამ გულისცემას, მოხდა სასწაული:

მან გაიგონა ის, რისი გაგონებაც ყველაზე მეტად უნდოდა ამ ქვეყნად. მამამისის გული თანაბრად ძგერდა და გამოსცემდა იმ სიტყვებს, რომლის წარმოთქმაც ბაგეებს უკვე აღარ შეეძლოთ, ის რიტმულად და გარკვევით იმეორებდა:

მიყვარხარ ჩემო პატარავ!

მიყვარხარ ჩემო პატარავ!

მიყვარხარ ჩემო პატარავ!

პეტი ჰანსენი  (თარგმნა ხვიჩა მებონიამ)

P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს, გავავრცელოთ სიყვარულის ენერგია

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

4 thoughts on “გულის სიმღერა”

    • ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული ნინო… თქვენ და თქვენს ოჯახს კი ისეთი ცხოვრება გარგუნოთ უფალმა, როგორზედაც მას უოცნებია იმ დღიდან მოყოლებული, რაც თქვენ მოევლინეთ ქვეყანას, რაც მან   პირველად დაგინახათ, პირველად აგიყვანათ ხელში, პირველად ჩაგიხუტათ, მოგეფერათ და გეამბორათ…

      პასუხი
  1. ნამდვილად გულს საუბარი შეუძლია,,,უბრალოდ ღმად და მთელი გონებრივი ძალისხმევით უნდა მოუსმინოთ,,,როგორც საკუთარ გულს ისე საყვარელი ადამიანების ,,,და როგორც წესი გულიდან წამოსული სიტყვები ჭეშმარიტად ნამდვილია და  შეცდომელი,,,(ხშირ შემთხვევაში),,მე პირადა მომისმენია საკუტარი გულის სიტყ6ვები,,,წარმატებები,,სასაიმოვნო პოსტია ხვიჩა…♥

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.