1998 წლის 14 ოქტომბერს, ერთ–ერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალონში შავკანიანი მამაკაცის გვერდით მოხვდა, სტიუარდს მოთხოვა მისთვის სხვა ადგილი გამოენახათ. ის ისე აშკარად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას თანამგზავრის კანის ფერის გამო, რომ დანარჩენი მგზავრები, გაოცებულები და თან ცოტა არ იყოს შეწუხებულნი იყვნენ მისი საქციელით
სტიუარდმა ქალს უთხრა:
– თვითმფრინავი სავსეა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ბიზნეს–კლასში არის ადგილი.
ამან მთლად აღაშფოთა მგზავრები. „ის არ იყო საკმარისი, რომ ქალი ასე უტაქტოდ იქცოდა? ახლა კიდევ ბიზნეს–კლასით გააგრძელებს ფრენას“ – ფიქრობდნენ ისინი.
შავკანიანი მამაკაცი, რომელიც საკმაოდ უხერხულ და დამამცირებელ სიტუაციაში აღმოჩნდა, თავჩაღუნული იჯდა და ხმას არ იღებდა.
ქალი, დარწმუნდა რა, რომ ცოტა ხნის მერე, არ მოუწევდა ამ კაცის გვერდით ჯდომა და თანაც ფრენას ბიზნეს–კლასით გააგრძელებდა, კმაყოფილი სახით, მოუთმენლად ელოდა სტიუარდის დაბრუნებას.
რამოდენიმე წუთის მერე ის დაბრუნდა და ქალს მიმართა:
– მაპატიეთ, რომ შევყოვნდი. ვიშოვე ერთი ადგილი ბიზნეს–კლასში, ამან ცოტა დრო წამართვა, თანაც კაპიტნისგან უნდა მიმეღო ნებართვა ადგილის შეცვლაზე. მან მითხრა, რომ – „არ შეიძლება ვინმე ვაიძულოთ იჯდეს იმის გვერდით, ვინც პრობლემებს უქმნის“ – და მომცა ნებართვა.
ქალმა ტრიუმფატორის სახით გადახედა სხვა მგზავრებს და ის ის იყო წამოიწია ასადგომად, რომ სტიუარდი მიუბრუნდა შავკანიან მამაკაცს და უთხრა:
– მისტერ, გთხოვთ გამომყვეთ, მე მიგაცილებთ თქვენს ახალ ადგილამდე ბიზნეს–კლასში. კაპიტანი ბოდიშს გიხდით ჩვენი ავიაკომპანიის სახელით, რომ თქვენ მოგიწიათ იმ ადამიანის გვერდით ჯდომამ, ვინც შექმნა ასეთი არასასიამოვნო სიტუაცია.
ყველა მგზავრი, ერთხმად, აპლოდისმენტებით მიესალმა ავიალაინერის პერსონალის გადაწყვეტილებას, ასეთი გზით მოეგვარებინათ პროლემა.
იმ წელს ავიაკომპანიის ხელმძღვანელობამ კაპიტანი და სტიუარდი პრემიებით დააჯილდოვა, ხოლო კომპანიის პერსონალისთვის, ყველა ოფისში, ყველაზე თვალსაჩინო ადგილას გამოაკრეს შემდეგი ფრაზა:
“ადამიანებს შეუძლიათ დაივიწყონ ის, რაც მათ უთხარით;
ადამიანებს შეუძლიათ დაივიწყონ ის, რაც მათ გაუკეთეთ;
მაგრამ ადამიანები ვერასდროს ვერ დაივიწყებენ იმას, თუ როგორ იგრძნეს თავი თქვენი სიტყვებისგან და თქვენი საქციელისგან”
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. დააფიქსირეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში. გარწმუნებთ, ეს ისე კარგად მაგრძნობინებს თავს, რომ არასოდეს დამავიწყდება!
ამასთანავე, გთხოვთ გაუზიაროთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.
ვერაფრით გავუშვებ შანსს ხელიდან, თავი კარგად გაგრძნობინო 🙂
რა კარგი ამბავი მოგვიყევი, ხვიჩა. აი, თუ გეყოლება, ასეთი ადამიანები უნდა გყავდეს გუნდში – მაინც რა მახვილგონივრულად მოუფიქრებიათ )))))))))))))))))
მშვენიერი “ენერგეტიკული სასმელით” გვიმასპინძლე ამ დილას. მადლობა, რომ არ ღალატობ შენს მკითხველს და პოსტებს არ გვანატრებ.
გმადლობ ქეთევან! მართლაც არაჩვეულებრივად ვგრძნობ თავს 🙂 თუმცა ეს ალბათ ჩვეულებრივი მდგომარეობაა იმ ადამიანისა ვინც შენს “კომპანიაში” ხვდება 🙂
sulxan-sabas igavi gamaxsenda – enit dakodili. martlac ramden tkivils vayenebt adamianebi ertmanets chveni sityvebita da saqcielit. kargi iqneba, rom yvela dapiqrdes amaze.
დიახ მარიკა, გეთანხმებით, ამაზე დაფიქრება მართლაც გვმართებს…
უღრმესი მადლობა!
რბილად რომ ვთქვათ უხერხულია 21 საუკუნეში ისევ აქტუალური იყოს რასისზმი.ადამიანი არ ფასდება კანის ფერის,თვალის ჭრილის და სხეულის ფორმის მიხედვით.მიამაჩნია რომ,ბევრად უფრო მნიშვნელოვანია რა შინაგანი სამყაროს მქონეა პიროვნება.აღფრთოვანებული ვარ ავიაკომპანიის პერსონალის გადაწყვეტილებით…გმადლობ ხვიჩა საინტერესო მასალითვის.მართლაც რომ გვანებივრებ.უნდა ვაღიარო ,ვპასიურობ კომენტარებში მაგრამ დარწმუნებული იყავი რომ,შენი ბლოგის ხშირი სტუმარი ვარ,ვკითხულობ და ვეცნობი უამრავ საინტერესო თემას და მოსაზრებას.
იცოცხლე მაია! მჯერა რომ აქაურობის ხშირი სტუმარი ხარ, რადგან მშვენივრად გიცნობ და ვიცი, რომ არაჩვეულებრივი გემოვნება გაქვს 😀
გმადლობ საინტერესო კომენტარისთვის! ხშირად გამოხატე ხოლმე შენი მოსაზრებები, ისინი ღირს იმად, რომ სხვებსაც გაუზიარო 🙂
ვეთანხმები მაიას,რომ ადამიანი არ ფასდება კანის ფერის,თვალის ჭრილის და სხეულის ფორმის მიხედვით.დღეს შეიძლება კანის ფერის გამო მივაყენოთ ადამიანს შეურაცხყოფა,ხვალ გარეგნობის გამო,ზეგ კი… მიზეზი ნამდვილად არ გამოილევა,ამ დროს კი გვავიწყდება მთავარი:ღმერთმა ადამიანი სიყვარულისთვის შექმნა,რომლისთვისაც კანის ფერს და გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არ აქვს.ალბათ თითოეულს გვჭირდება საკუთარ თავში ჩახედვა და იმის გარკვევა,თუ რატომ გვაქვს ასეთი პრობლემები.და მაინც ალბათ ეს პრობლემა კაცობრიობის თანმდევია.ხვიჩა მადლობა ასეთი საინტერესო გვერდის შექმნისათვის.
მოგესალმები მამუკა! მიხარია რომ ჩემს მკითხველებს შორის აღმოჩნდი 🙂
უღრმესი მადლობა!
მადლობა… ისე მეც ასე მოვიქცეოდი
მადლობა თქვენ ია, რომ გვესტუმრეთ!
მშვენიერიააა :))
გეთანხმებით ნათია 🙂
გმადლობთ!
შენ თავს ყოველთვის ბრწყინვალედ გრძნობ და არ მეგონა ერთი ჩვეულებრივი კომენტარი თუ უფრო კარგად გაგხდიდა თორემ ამას დაგზარდები… 🙂 გუშინ ვერ მოვიცალე და მომიტევე…
შენ რომ ავიალაინერის კაპიტანი ყოფილიყავი ვიცი, რომ იგივეს გააკეთებდი, მე ალბათ იმ ქალს ფანჯრიდან მოვისვრიდი… 🙂 ეს ხუმრობით, მთლად ასეთი გიჟიც არ ვარ…
ისე, მართალი გითხრა, გამიკვირდა ამ თემას რომ შეეხე და ბევრი საფიქრალი გამიჩინა… ბოლო წინადადებაში უფრო მეტი ქვეტექსტია, ვიდრე რასიზმი და ერთი ქალის ახირება… გეთანხმები ჩემო ბრწყინვალე ადამიანო, ცხოვრება ხშირად მახეს გვიგებს, მაგრამ ასეთი ხაფანგებისთვის არ მემეტები, თუმცა ვიცი გამკლავებაც არ გაგიჭირდება… 🙂
ხვიჩა, ნუ ჩამითრიე… გეყოფა… ცოტა ისე -რა დაწერე და არ წავიკითხავ…. 🙂
იცოცხლე ქეთი!
აბა როგორ შეიძლება არ ვიყო ყოველთვის ბრწყინვალედ, როცა შენისთანა მეგობრები მყავს? 🙂
მე ერთი დასკვნა გამოვიტანე,თუ ცხოვრება გამცირებს უმიზეზოდ და მოთმინებით აიჭურვები,აუცილებლად დაჯილდოვდები უფრო საუკეთესო მგზავრობით.
არაჩვეულებრივია მზია!
ძალზე საინტერესო დასკვნაა და მეც სრულიად გეთანხმებით! 🙂
უღრმესი მადლობა!
momewona kapitnis gadawyvetileba.
unda moeqce sxvas ise, rogorc ginda, rom Sen mogeqcnen. Znelia, magram Tu усвуишб ukeTesiadamiani gaxdebi.
ეს არახალი პრობლემაა. 🙁
კარგი იქნებოდა ადამიანები ვიდრე რამეს იტყოდნენ დაფიქრებულიყვნენ თუნდაც სულ რამოდენიმე წუთით, თუ რამდენად მართებულია მათი საქციელი. ეს უთუოდ აგავაცილებდა მსგავს უსიამობნებას.
მიუხედავად იმისა, რომ 21-ე საუკუნეა, ადამიანების გარკვეულ ნაწილს მაინც სჭირდება იმის შეხსენება თუ როგორ მოექცნენ ადამიანებს, თანასაწორობისა და ურთიერთპატივისცემის ასპექტში. დარწმუნებული ვარ მეც ანალოგიურად მოვიქცეოდი და ამასთანავე შევეცდებოდი რაღაც ჟესტით მიმეხვედრებინა ქალბატონისთვის თუ როგორი უინტელექტოა