არწივი და ინდაური

არწივი

 

ერთხელ, ერთმა ინდიელმა იპოვა არწივის კვერცხი და ჩადო ის ველური ამერიკული ინდაურის ბუდეში. დროთა განმავლობაში მისგან გამოიჩეკა არწივის მართვე, რომელიც შემდეგ იზრდებოდა ინდაურის ჭუკებთან ერთად.

მთელი თავისი ცხოვრება ეს ფრინველი, – ფიქრობდა რა, რომ იყო ინდაური – იქცეოდა ისე, როგორც ინდაური. ის ჩიჩქნიდა მიწას, სადაც ეძებდა მარცვლეულს და ჭიებს, ის გამოსცემდა მისი ბუნებისთვის სრულიად შეუფერებელ, მაგრამ ინდაურისთვის დამახასიათებელ ხმებს. აფრინდებოდა ხანდახან ერთ ორ მეტროზე და ისიც დიდი გაჭირვებით.

ერთხელ, უღრუბლო მზიან დღეს, მან დალანდა საოცარი ფრინველი, რომელიც ამაყად ნავარდობდა ზეცაში. ეს იყო დიდებული სანახაობა. ფრინველი, მიუხედავად იმისა, რომ იშვიათად და ისიც მხოლოდ ოდნავ თუ დაიქნევდა თავის მძლავრ ფრთებს, მაინც ძალზე მაღლა და თავისუფლად მიაპობდა საჰაერო სივრცეს.

– რა მშვენიერი ფრინველია! – გადაულაპარაკა არწივმა–ინდაურმა მეზობელს. – რა ქვია?

– ეს ხომ არწივია, ლიდერი ფრინველთა შორის, – უპასუხა ინდაურმა.

– რა საოცრებაა, ნუთუ ჩვენ არ შეგვიძლია ასე?

– არც იფიქრო, ჩვენ ასეთი ვერასდროს ვერ გავხდებით. წამოდი, ჯობია ჭიები მოვძებნოთ…

და მათ გააგრძელეს მიწის ჩიჩქნა…

რა ტრაგედიაა. არწივი, რომელიც შექმნილი იყო იმისთვის, რომ ენავარდა ზეცაში, ჩიჩქნიდა მიწას და ნადირობდა ჭიებზე.

ის არ ოცნებობდა და არ ჰქონდა რაიმე ილუზიები, რადგან გაიზარდა ინდაურებს შორის, მიუხედავად იმისა, რომ ამ ქვეყანას მოევლინა, როგორც ერთ–ერთი ყველაზე საშიში მტაცებელი.

ბილ ნიუმანის წიგნიდან „ინავარდეთ არწივებთან ერთად“

P.S. როგორ ფიქრობთ, ვართ თუ არა ადამიანები გაჩენილები იმისთვის, რომ ვინავარდოთ ზეცაში? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

P.P.S. გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს. იქნებ რომელიმე მათგანს ახლა, როგორც ჰაერი, ისე სჭირდება მსგავსი სახის ინფორმაცია.

შევხვდებით მწევერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

18 thoughts on “არწივი და ინდაური”

  1. რა სასიამოვნო დამთხვევაა, სწორედ გუშინ დავწერე ეს სტატუსი: “თუ შენ არწივების გარემოცვაში იმყოფები, მალე თავადაც დაიწყებ ფრენას! ხოლო, თუ მხოლოდ კუები გარტყიან გარს, ხოხვა არ აგცდება!” 😉

    კუ და ინდაური რამ გაყო :))) 

    პასუხი
    • ეგრეა რა, გიო – რაღა კუს საცივი და რაღა ინდაურის! 😀 😀 😀
       
      თუმცა შენი სტატუსის და ხვიჩას იგავის მორალს მხარს ვუჭერ და ვიზიარებ. 
      ყველა “გაინდაურებულ არწივს” კი საიდუმლოდ ვეტყვი: თვალი თუ ცისკენ გაგირბის და გული მიწის ჩიჩქნაზე უფრო მეტს გთხოვს, იცოდე, ფრენა შეგიძლია! უბრალოდ, უნდა სცადო, გესმის?!

      პასუხი
      • აი თურმე რატომ არ მიყვარს საცივი 🙂

        გმადლობთ გიო, ქეთევენ… თქვენმა კომენტარებმა ერთი ლექსი გამახსენა, ოღონდ ავტორი არ მახსოვს: 

        “პირველად ქვეყნად გაჩნდნენ გველები,–
        ასე ამბობენ ინდოელები,
        მთიელი კაცი სხვაგვარად ფიქრობს,–
        არწივიაო პირველი თითქოს.
        მე კი მგონია ქვეყნად პირველად
        ადამიანი გაჩნდა და შემდეგ
        ზოგი მათგანი იქცა არწივად,
        ზოგმაც გველობა გაინაწილა…” 

        პასუხი
        • საცივსაც დიდად ვაფასებ და ბაჟე ხომ საერთოდ ოღონდ ღომთან ერთად.

          პასუხი
  2. srulad ver dageTanxmebi xviCha. “mgeli ver moiSlis mglobasao”, naTqvamia. 
    arwivi, rac ar unda indaurebTan gazardo, mas misi veluri buneba mainc SerCeba da ragas dros, Tavs iCens.

    rac Seexeba adamians….. aq cota sxvanairadaa saqme. xom damtkicebulia, tu bavSvs ar esaubre, siCumeSi gazarde, enas ver amoidgams, magram
    Tu bunebrivad dagyva sanavardo  frTebi, adre Tu gvian maic afrindebi 🙂

    პასუხი
    • გმადლობ მანანა!

      ბოლო სტრიქონი მომეწონა განსაკუთრებით 🙂 ეტყობა პოეტის ხელწერა 🙂

       

      პასუხი
  3. ყველა იმსახურებს იმას, რასაც თავად თვლის, რომ იმსახურებს. ვისაც სჯერა, რომ ზაეცაში ფრენისთვის არის გაჩენილი, აუცილებლად იფრენს! მაგრამ ის, ვინც მიწაზე სიარულს არჩევს, ასევე შეიძლება იყოს ბედნიერი თავისი მიწიერი ცხოვრებით,. არჩევანი ყველა შემთხვევაში მისია, მაგრამ ზოგო აცნობიერებს ამას, ზოგს კი მსხვერპლის როლი ურჩევნია და ესეც, თავისთავად მისი არჩევანია

    პასუხი
    • სრულიად გეთანხმებით ქალბატონო თამარ 🙂 ყველა თავისი რწმენისა და არჩევანის შესაბამისად ცხოვრობს… 

      უღრმესი მადლობა კიდევ ერთხელ! განსაკუთრებით სასიამოვნოა იმ ადამიანთან ურთიერთობა, ვინც ირწმუნა, რომ შეუძლია საჰაერო სივრცეების დაპყრობა და ვინც საამისოდ პირველი წარმატებული გაფრენაც უკვე განახორციელა 🙂

      პასუხი
  4. 1. ARA SHEJDA NCYERI XESA, ARA IYO GVARI MISI.

    2. AR GATETRDEBA YORANI, RAC UNDA XEXO QVISHITA.

    3. ERTMA UGNURMA TAGUNAM IUKADRISA TAGVOBA….. . 

    DA  ASE SHEMDEG.

    E.I. JER GAVARKVIOT VIN VART DA RA SHEGVIDZLIA, MERE GADAVCKVIYOT INDAUROBA JOBIA TU ARCIVOBA. TU ARCIVI XAR, MAINC MIXVDEBI, ROM SXVEBS AR GAVXAR.

    KVELAZE DIDI UBEDUREBAA ARAJANSAGI AMBICIA, AN PIRIQIT – ZEDMETI TAVMDABLOBA. RELIGIURI KUYXIT ORIVE SHEMTXVEVA CODVAA. 

    ISE SACIVIS TEMA MOMECONA. AQEDAN MIVXVDI, ROM INDAUREBIC DA KUEBIC SACHIROA. 

    პასუხი
    • გმადლობთ მარიკა 🙂

      ისე, არა მგონია მოიძებნოს ისეთი ვინც ინდაურობას შეგნებულად არჩევს, უბრალოდ ვინც ასეთ მდგომარეობაშია, ის სულაც არ ფიქრობს ასე 🙂  მე მაგალითად მთელი ცხოვრება მიწას ვჩიჩქნიდი თურმე ნისკარტით, არადა მეგონა რომ ირგვლივ ყველაფერს ვბრდღვნიდი და დავაბიჯებდი “გაბღენძილი ლომის” იერით 🙂

      პასუხი
  5. ვინავარდოთ ზეცაში?…. ვინავარდოთ რა პრობლემაა? ოღონდ არწივებისგან მოშორებით..  😀 არწივთან დაკავშირებით ლექსს ვიხსენებდი მაგრამ მხოლოდ ბოლო ფრაზა გამახსენდა,   “… ხომ შეიძლება არწივი ქათმის დონემდე დავარდეს, მაგრამ ქათამი ზეცაში ვერასდროს გაინავარდებს.”     დავეთანხმები ქალბატონ თამარს, თუ გჯერა და გაქ რწმენა აუცილებლად შეძლებ, ხოლო თუ საკუთარი თავი დაარწმუნე იმაში რო შენ ვერ შეძლებ ვერაფერს, მაშინ ასეც იქნება და არაფერი გამოგივა…. თუმცა არწივად დაბადებული ბოლოს მაინც გაშლის ფრთებს და გაფრინდება, ზევით, ზევით,  მაღლა და მაღლა…
     

    პასუხი
    • ისეთი შეგრძნება გამიჩნდა ელენე, რომ ეს კომენტარი ზეცაში მორიგი განავარდების დროს დაიწერა 🙂

      გმადლობ, რომ ყოველთვის გვიზიარებ შენს მოსაზრებებს 🙂 

      პასუხი
  6. ამ არწივს ჰგავს ღვთის ხატებად და მსგავსებად შექმნილი არსება, როცა იგი თავისი ნამდვილი ბუნების საწინააღმდეგოდ იქცევა თუნდაც იმ მიზეზით, რომ სხვანაირ გარემოში აღიზარდა. თუმცა, ამ იგავისა არ იყოს, მართლაც, ყოველი ადამიანის ცხოვრებაში დგება განსაკუთრებული წამი, მშვენიერი წამი, როცა მას ზეცა ეხსნება და გზაც გამოიკვეთება ჭეშმარიტი არსის  ძიებისაკენ. აი, აქ რა არჩევანს აკეთებს თვისტომი ჩვენი, ამას განსაზღვრავს ის X, რასაც ხან თავისუფალ ნებას ვეძახით, ხან სინდისს, ხან შემთხვევითობას, ხან ბედისწერას, ხანაც თავგანწირულ სულისკვეთებას… ეგ იმდენად მნიშვნელოვანი საკითხია, რომ მწერლობის, როგორც ადამიანთმცოდნეობის, ერთ-ერთი მთავარი ინტერესის საგანი სწორედ ესაა. სამწუხაროდ, უმეტესობა იქცევა ისევე, როგორც ეს ჩვენი საწყალი არწივი, რომელმაც შენიშნა დიდებული სანახაობა(ეგეც საქმეა), აღფრთოვანდა და ვერც კი წარმოიდგინა, რომ თვითონაც შეიძლებოდა განეცადა ზეცაში თავისუფლად ნავარდის გემო, ინდაურს დაუჯერა. ეს არაა ღვთივსათნო თვინიერება. ეს ის სიტუაციაა, როცა კმაყოფილებას უკმაყოფილება სჯობს. სამწუხაროდ, მცირედნი არიან რჩეულნი ცხოვრებაშიც და, შესაბამისად, ლიტერატურაშიც, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მათს რჩეულობას ვაღიარებთ. 
    მადლობა თქვენი საინტერესო პოსტებისათვის. ძალიან მავსებს… 

    პასუხი
    • მადლობა თქვენ, ირმა ასეთი არაჩვეულებრივი კომენტარისთვის 🙂 კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ამ ბლოგზე…

      ყოველთვის მიხარია ახალ და თქვენისთანა საინტერესო ადამიანებთან შეხვედრა, რადგან სწორედ ასეთი ადამიანია ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე, რადგან სწორედ ასეთი ადამიანებისგან შეიძლება მიიღო ის სითბო, სიყვარული, ცოდნა, გამოცდილება, პოზიტიური ენერგია, რომელიც მძალავრად გაგაშლევინებს ფრთებს ზეცაში ასაჭრელად და საჰაერო სივრცეებში სანავარდოდ…

      P.S. ისე, თუ თქვენი გვარი სწორად გამოვიცანი, მაშინ ორმაგად მოხარული ვარ… 🙂

       

      პასუხი
  7. ყველა ადამიანში დევს, ალბათ, კი არა და ეგრეა, არწივისა და ინდაურის ფენომენი, მთავარია ჩვენ მაქსიმალურად ,,ვიარწივოთ”, აღმოვაჩინოთ ჩვენში ძლიერი მხარეები და ვისწრაფოთ მაქსიმუმი შედეგებისაკენ. სულ ზევით და ზევით…ანალიზი უნდა შეგვეძლოს დღეების, თვეების, წლების, ხომ არ ვიქეცით ინდაურებად ან სირაქლემებად(რას ვერჩი საწყლებს :))) , უნდა გავაკრიტიკოთ ჩვენი მდგომარეობა, არ დავკმაყოფილდეთ მიღწეულით და რწმენით გავაგრძელოთ წინსვლა…კი არ უნდა დავმარხოთ ჩვენში უფლის მიერ წყალობით მოცემული ნიჭი, არამედ განვავითაროთ, ნაყოფი გამოვიღოთ, ჩვენც გავიხაროთ და სხვაც გავახაროთ (მიყვარს ეს ფრაზა :))) შენც გვახარებ ხვიჩა კარგი და საჭირო თემებით, კვლავ მადლობა ამისთვის :)))

    პასუხი
  8. ვფიქრობ თუ ვინმეში დევს არწივობის მარცვალი, კი არა და სურვილი,  ინდაურიც რომ იყოს (არათუ არწივი ინდაურებში)  უკვე ინდაური აღარაა……

    პასუხი
  9. რას ამბობთ? ჩემი აზრით არწივი რა არწივია თუ ცაში არ გაინავარდა, ინდაურებთან კი არა სადაც არ უნდა იჩიჩქნაოს. ხომ შეიძლება არჭივი ოდესღაც დაბლა დავარდეს, მაგრამ მაგრამ ქათამი ზეცაში ვერასდროს გაინავარდებს.

    პასუხი
  10. საინტერესო სტატიაა ხვიჩა. რატომღაც მგონია, თუ არწივად დაიბადე, შენში რაღაცა დროს მაინც გაიღვიძებს ფრენის სურვილი …გენები ძალიან დიდ როლს ასრულებენ ცხოვრებაში. ძნელია, სამუდამოდ ჩაკლა ის , რაც ბუნებამ დაგანათლა. რა თქმა უნდა, ხელშემწყობი გარემოც უდიდეს როლს თამაშობს.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.