შემთხვევა პარიზის ქუჩაში

ეს მოხდა პარიზში ჩემი ერთ–ერთი ვიზიტის დროს. აეროპორტში  ჩავჯექი ტაქსიში და გავემართე სასტუმროსკენ. პარიზის ქუჩებში საცობები იშვიათია, მაგრამ მაინც არის ხოლმე და მეც ერთ–ერთ მათგანში მოვყევი. 

საცობში მტანჯველი ლოდინის დროს ჩვენს წინ მდგომი მანქანიდან გადმოვიდა ახალგაზრდა მამაკაცი, მიუახლოვდა გვერდით, საპირისპირო მიმართულების კოლონაში გაჩერებულ მანქანას და გაუბა საუბარი საჭესთან მჯდომ ახალგაზრდა ქალს.

ცოტა ხანში კოლონებმა ნელნელა დაიწყეს მოძრაობა, მაგრამ წყვილი თითქოს არაფერიო განაგრძობდა საუბარს. მათი მანქანების ზოლზე, ორივე მხრიდან მოძრაობა მთლიანად პარალიზებული გახდა. მე ჩამოვწიე მინები რათა შევერთებოდი აღშფოთების გამომხატველ შეძახილებსა და სიგნალებს, მაგრამ ჩემდა გასაკვირად მსგავსი არაფერი გამიგონია. მძღოლები „ჩემი“ ტაქსისტის ჩათვლით სრულიად მშვიდად ადევნებდნენ თვალს ამ სიტუაციას, ხოლო გვერდით ზოლებზე მოძრავი ავტომობილების მძღოლები მოწონების შეძახილებით ან ჰაროვანი კოცნითა და ღიმილით უვლიდნენ წყვილს გვერდს.

– რა ხდება? – ვკითხე მე გაოცებულმა ტაქსის მძღოლს.

– მუსიეს მადმუაზელი მოეწონა და ახლა ცდილობს პაემანი დაუნიშნოს. – მიპასუხა მან ღიმილით.

– კი მაგრამ ეს ხომ უზრდელობაა! – წამოვიძახე მე აღშფოთებით, – ისინი აფერხებენ მოძრაობას, ხელს უშლიან სხვებს. მე მაგალითად ძალიან დაღლილი ვარ და ერთი სული მაქვს როდის მივალ სასტუმროში, რომ დავიძინო.

– მუსიე, იქნებ ეს სიყვარულია, ბედია მათი, ოჯახი, ბავშვები ბოლოს და ბოლოს და თქვენ მზად ხართ ამას ხელი შეუშალოთ იმის გამო, რომ დაღლილი ხართ და ძილი გინდათ?

P.S. ამ ისტორიამ, რომელსაც რუნეტში წავაწყდი სრულიად შემთხვევით,

ჩემზე ძლიერი შთაბეჭდილება მოახდინა. აქ არ მოვყვები იმის კომენტირებას, 

თუ რამდენად ზრდილობიანი იყო წყვილის საქციელი, რადგან მოცემულ 

ისტორიაში ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი, პიროვნული ზრდის

 თვალსაზრისით, სულ სხვა რამ არის. როგორ ფიქრობთ რა?

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

შეიტანეთ თქვენი წვლილი ბლოგის განვითარების საქმეში, გააზიარეთ ეს 

პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

 

 

14 thoughts on “შემთხვევა პარიზის ქუჩაში”

  1. ესმით ფრანგებს სიყვარულის… 🙂 თან ისეთ სახელმწიფოში ცხოვრობენ, ნერვებიც ძნელად ეშლებათ, ხომ იცი)))))))))) თუმცა არ მშურს: ნერვებმოშლილ თბილისშიც შეიძლებოდა მომხდარიყო ასეთი რამ – მით უფრო, თუ ლამაზი გოგო და ბიჭი იქნებოდა. ესთეტიკურ-რომანტიკული ბუნება გვაქვს ჩვენც, არც ექსპრესიულობა გვაკლია და არც საგზაო წესების დამრღვევებს ვსჯით მკაცრად 🙂

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ქეთევან!

      გეთანხმები, ასეთი რამ ყველგან შეიძლება მოხდეს 🙂 თუმცა მსგავსი ექსპერიმენტის ჩატარებას საქართველოში ნამდვილად არ ვურჩევ არავის 🙂

      ისე, იმ ძირითადი აზრის გადმოსაცემად, რომლის გამოც მე ეს ისტორია გამოვაქვეყნე, მგონი ჯობდა ავტორის ვერსია ცოტათი გადამეკეთებინა და მსგავს სიტუაციებში “მამაპაპური”  “ქართული” რეაქციის მქონე მძღოლებიც  ჩამერთო ისტორიაში 🙂

      პასუხი
        • დიახ ქეთევან 🙂 თანაც ალბათ უფრო წყვილის მშობლებს 🙂

          ასე უფრო გამოჩნდებოდა კონტრასტი არსებული გარემოების აღქმის სხვადასხვა ვარიანტს შორის. ერთის მხრივ ამ ისტორიის ავტორი, რომელიც ახალგზარდა წყვილის საქციელში ხედავდა უტიფარობას, თავხედობას, რომელიც ქმნიდა პრობლემას და მეორეს მხრივ  ტაქსის მძღოლი, რომელშიც ეს წყვილი სულ სხვა ემოციებს აღძრავდა… 🙂

          პასუხი
  2. მნიშვნელოვანია თანაგრძნობის მომენტი, კი არ განიკითხავენ, არამედ ეძებენ გამამართლებელ მოტივს. რაკი გვაქვს სიტყვა თანაგრძნობა, ე.ი. შეგვიძლია კიდევაც. უბრალოდ ახლა ამ თვისებას ჩვენში სძინავს.

    პასუხი
    • დიახ მარიკა არ განიკითხავენ!

      ჩვენ, სამწუხაროდ,უმრავლეს შემთხვევაში თავს არ ვიწუხებთ იმაზე დაფიქრებით, რომ მოვლენებში, ფაქტებში, ადამიანთა საქციელში რამე პოზიტიური ვეძებოთ, რომ ადამიანს, როგორც ჩვენი მზიანი გულის მწერალი იტყოდა, როგორც ქანდაკებას გარს შემოვუაროთ და იქიდან შევხედოთ საიდანაც უკეთესად იმზირება…

      უღრმესი მადლობა! 🙂 

      პასუხი
  3. მშვენიერი ისტორიაა, ხვიჩა! და არა მხოლოდ პოზიტიური ხედვის თვალსაზრისით. ჩემი აზრით, მიზნებთან მიმართებაში სანიმუშო სითამამეა. უნდა კაცს პაემანზე დაითანხმოს ქალი, მოწონს, სხვა დროისთვისაც ვერ გადადებს ამ საქმეს. ამხელა პარიზში, სადღა იპოვის! ამიტომ მოქმედებს მიუხედავად უხერხულობისა, მიუხედავად შეუსაბამო გარემოებებისა და სულ არ აინტერესებს, რას იტყვის ხალხი. 

    რამდენად სწორია ეს ზრდილობის და ეთიკის თვალსაზრისით, ეს ცალკე საკითხია, კარგია, რომ ხალხს ასეთი რეაქცია აქვს და ამით უადვილებენ ერთმანეთს ცხოვრებას. თან საკუთარ ნერვებსაც ზოგავენ:))))) 

    პასუხი
    • შესანიშნავია თამარ!

      არაჩვეულებრი ხედვაა!  შენი, ერთი შეხედვით  “უბრალო” კომენტარისგანაც კი რამდენი რამის სწავლა შეიძლება… 🙂

      უღრმესი მადლობა! 🙂 

      პასუხი
  4. ადამიანებს უბრალოდ ესმით  სიყვარულის დეფიციტის საშიშროება.  ჩვენგან განსხვავებით, რომლებთაც  საერთოდ არ გვაქვს ეს სიყვარული , ადამიანურუ სიყვარული და თანაგრძნობა.   ქრისტიანებად კი ვიწოდებით ისე   ეს ქართველები.   

    პასუხი
  5. მშვენიერი ისტორიაა 🙂 და ხალხის  დამოკიდებულებაც. მაგალეთებს ძალიან ბერვრი შეუძლიათ და ვფიქრობ ასეთი პოზიტიური ისტორიები ცოტათი მაინც დაგვეხმარება ჩვენი “ზოგჯერ არასწორი” :)დამოკიდებულების, ხედვის შეცვლაში.

    პასუხი
  6. ეს არის სიგიჟე, შეშლილი ადამიანის საქციელი..გაბედული ადამიანის საქციელი..ადამიანის, რომელსც ყველაზე მეტად ესმის ამ ცხოვრების..ჩვენ ყველანი შეშლილები ვართ იმიტომ, რომ ეს სამყაროა შეშლილი და ძალიან ცდება ის, ვინც ფიქრობს, რომ შეშლილი არ არის (პაულო კოელიო).. ზოგიერთი ჩვენთაგანი ვაღიარებთ ამას, ზოგიერთნი კი ვცდილობთ საგულდაგულოდ დავმალოთ ჩვენი ნამდვილი სახეე…მე მივესალმები ამ ადამიანის სითამამეს, სიგიჟეს და  შეშლილობას..ეს ბუნების კანონია და ჩვენ, ადამიანები ვცდილობით მოვლენების ჩვენებურად შეფასებას და მერე იმაზე დავას, რა არის ჭკვიანური და “არაჭკვიანური”…
    იყავით გიჟები და შეშლილები…სწორედ ასეთების არის ეს სამყარო შექმნილი..თუ ასეთი სიგიჟე ერთხელ მაინც არ გაქვს ჩადენილი ამ ცხოვრებაში, ჩათვალეთ რომ  არ გიცხოვრიათ…
    მადლობა შენ ხვიჩა..

    პასუხი
  7. “თავხედური სითამამე” იყო 🙂 მაგრამ აქ მთავარი ხომ სხვების დამოკიდებულებაა… თან მგონია, რომ პოზიტიური და ადეკვატური რეაქცია იყო, თან ცოტა სკეპტიკურად შევხედე… უცებ იქ აღმოვჩნდი… და მაინც თავიდან გავბრაზდებოდი და ბოლოს ვიცი გამეცინებოდა და გულის სიღრმეში გამიხარდებოდა, რომ ასეთი ადამიანები არსებობენ <3

    პასუხი
  8. ძალიან მომეწონა,გმადლობათ. ალბათ საფრანგეთში არ არიან მიჩვეული ერთმანეთისადმი უპატივცემულო დამოკიდებულებას და თუ ადამიანი რამე უხერხულობას ქმნის, ე.ი. ძალიან მნიშვნელოვანი მიზეზი აქვს. მომეწონა ყმაწვილის გაბედულება (ალბათ იცოდა, რომ გაუგებდნენ) და კიდევ უფრო საზოგადოების მხარდაჭერა. ეტყობა კარგად იციან გულისმიერი ურთიერთობების ფასი.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.