ჭეშმარიტი ეკონომია

ჭეშმარიტი ეკონომია

 

ეს მოხდა იაპონიაში, კამაკურას ეპოქაში. („კამაკურას ეპოქა“ – ასე ეწოდება პერიოდს იაპონიაში მე–12 საუკუნის ბოლოდან მე–14 საუკუნის დასაწყისამდე). 

ერთ დიდგვაროვანს და მის ამალას მგზავრობისას მოუწია მდინარის გადალახვამ, რომლის დროსაც ერთ–ერთ მსახურს, შემთხვევით, წყალში ჩაუცვივდა ათი მონეტა. დიდგვაროვანმა ბრძანა დაექირავებინათ ხალხი და მოეძებნათ თითოეული მონეტა.

ერთმა დაქირავებულმა მყვინთავმა ირონიულად გადაულაპარაკა ამხანაგს:

– ეს კაცი ეტყობა იმდენად ძუნწია, ვერც კი ხვდება დაკარგული ხურდა ფულის მოსაძებნად გაცილებით მეტ თანხას რომ ხარჯავს?!

დიდგვაროვანმა, გაიგონა რა მისი სიტყვები, თქვა:

– დიახ, ბევრი ფიქრობს ასე. ბევრი ძუნწობს ეკონომიის საბაბით. მაგრამ დახარჯული ფული არ იკარგება. ის განაგრძობს მოძრაობას, იმყოფება რა მუდმივ ბრუნვაში… სულ სხვაა ის მონეტები, რომლებიც წყალში ჩაგვიცვივდა, თუ ჩვენ მათ არ ვიპოვით, ისინი სამუდამოდ დაიკარგებიან ადამიანებისთვის!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. საინტერესოა რას იტყვით ამ ისტორიაზე?  გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში.

გთხოვთ გააზიაროთ ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით. ამით თქვენ დიდ წვლილს შეიტანთ ბლოგის განვითარების საქმეში.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე.

 

 

საინტერესო პოსტები

5 thoughts on “ჭეშმარიტი ეკონომია”

  1. ხვიჩა, სტუდენტობის დროინდელი ამბავი გამახსენდა. ჩვენს ერთ მეგობარს 20 კაპიკი შეუგორდა კარადის ქვეშ და რომ ეპოვა იმდენი იწვალა, კარადა გამოწია და ის ფული დაიბრუნა, თუმცა ამის საჭიროება ნამდვილად არ ჰქონდა. ჩვენ ბევრი ვიცინეთ და ახლაც ხშირად ვიხსენებთ ღიმილით, მაგრამ ყველაზე მთავარი, ამ ისტორიაში ისაა, რომ დღეს ის ერთერთი ცნობილი ბიზნესმენია და დიდი ქონების პატრონი, თუმცა ფულს ისევ ისე უფრთხილდება….
     ეკონომია ცუდი არ არის, მაგრამ როცა სიძუნწემდე მისული ეკონომია ახასიათებთ ეს ნამდვილად მაღიზიანებს… მე ფული არ მიჩერდება და ვცდილობ კარტაზე მქონდეს, მაგრამ მაინც არ გამომდის…  🙂

    პასუხი
  2. მშვენივრად მესმის, რისი თქმა უნდოდა იმ დიდგვაროვანს – ძალიან დიდი განსხვავებაა დახარჯულსა და დაკარგულს შორის. ქართულში ასეთი გამოთქმა გვაქვს: “ფულს აპნევს”. ფული უნდა ხარჯო და არა აპნიო 🙂 ზოგს ჰგონია, რომ თუ მას უანგარიშოდ მიმოაბნევს, გულუხვია, მაგრამ ასე არაა. თუმცა ეს საკმაოდ ვრცელი თემაა და, ვშიშობ,  კომენტარის ფორმატში ვერ ჩავეტევი… 🙂

    პასუხი
  3. ფულთან მიმართებაში სილაღე ძალიან სასიამოვნოა,თუმცა დასასრულისა რა მოგახსენოთ…ღორებს მარგალიტი არ უნდა დაუფინოო, თითოეული თეთრის ფასი უნდა იცოდე ალბათ, მაგრამ ზედმეტადაც არ უნდა მოიკლა ფიქრით თავი…ზედმეტად ზრუნვა ფულის მოხვეჭისათვის…მე ასეთ ადამიანებთან მიჭირს ურთიერთობა…ფულის ინვესტიცია სწორად უნდა შეძლო საქმეშიც, მეგობრებშიც, ფუფუნებაშიც და ა. შ.ყველაფერი ეს საჭიროცაა და შედეგის მომტანიც. ზომიერება,ზომიერებაოო…ქეთავანს დავეთანხმები,ძალიან ვრცელი და ერთობ ,,მრავალწახნაგა თემაა”, აქვს კარგი მხარეებიც,ცუდიც…და ისევ მივედი ზომიერებასთან,კეთილგონიერებასთან,ოქროს შუალედი…და რავიცი…ისე კარგია თუ გაქვს ფული ეკონომიის გარეშე,თუმცა ასეთი არ არსებობს :))კოვზით ზღვაც დაილევაოოო…:))

    პასუხი
  4. ქეთო და კოტე გამახსენდა რატომღაც. 
    ფულთან მიმართებაში დიდი ნაკლი მაქვს: ყოველთვის მავიწყდება  რამდენი დავხარჯე და რამდენი დამრჩა საფულეში. არ ვიცი როგორ გამოვასწორო ეს. 

    პასუხი
  5. ეკონიმია _ მითუმეტეს დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა ის სიძუნეწეში არ უნდა აგვერიოს 🙂

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.