ქვისმთლელი

იყო ერთი ქვისმთლელი, რომელიც უკმაყოფილო იყო თავისი ცხოვრებით.

ერთხელ, ქალაქში საყიდლებზე წასულმა, გზად ჩაიარა ერთი მდიდარი ვაჭრის სახლთან, რომლის ჭიშკართანაც უამრავი ადამიანი ირეოდა.

– როგორი მდიდარი და გავლენიანია ალბათ ეს ვაჭარი, – შურით გაიფიქრა მან და ინატრა მის ადგილას ყოფნა.

მისდა გასაკვირად, ის უცებ იქცა მდიდარ ვაჭრად და გახდა იმ ქალაქში ერთ–ერთი ყველაზე შეძლებული და გავლენიანი ადამიანი.

ერთხელ ის შეესწრო დიდი თანამდებობის პირის ჩამოსვლას ქალაქში. მან ნახა როგორ მოაცილებდა ამ კაცს უამრავი თანმხლები პირი და შეიარაღებული დაცვა.

– რამხელა ძალაუფლებას ფლობს ეს ადამიანი. – შურით გაიფიქრა ისევ მან და ინატრა მის ადგილას ყოფნა.

მისდა გასაკვირად ის უცებ იქცა ძალზე გავლენიან სახელმწიფო მოხელედ, რომლის წინაშეც ქედს იხრიდა ყველა, ღარიბიც და მდიდარიც. მაგრამ ერთხელ მან შეამჩნია რომ მის ძლევამოსილებას არაფრად აგდებდა მზე. ის ამაყად ბრწყინავდა ზეცაში და აინუნშიაც არ აგდებდა ადამიანებს.

– რა ძლევამოსილია მზე. – გაიფიქრა მან ისევ შურით, მინდა რომ მის ადგილზე ვიყო.

მოულოდნელად ის მზედ იქცა და მთელი დღეები თავისი მცხუნვარებით უმოწყალოდ ტანჯავდა დედამიწას, მაგრამ ერთხელაც მას გადაეღობა უზარმაზარი შავი ღრუბელი, რომელშიც მზის სხივებმა ვერ გააღწიეს.

– ეს რამხელა ძალა ჰქონია ღრუბელს?! მინდა მეც ასეთი ვიყო. – გაიფიქრა მან და უცებ იქცა უზარმაზარ ღრუბლად.

ცოტა ხანში დაუბერმა ქარმა და ღრუბლები მიმოფანტა. მაშინ მან ინატრა ქარის ძლიერება და მაშინვე იქცა ქარიშხლად, რომელმაც საშინელი დამანგრეველი ძალით გადაუარა დედამიწას. ის ანადგურებდა გზად ყველაფერს, მაგრამ ერთხელაც გადააწყდა უზარმაზარ ლოდებს, რომლებსაც ძვრა ვერ უყო.

– რა ძლიერი ყოფილა ლოდი?! მინდა რომ მეც ასეთი ვიყო – გაიფიქრა კვლავ მან და მაშინვე იქცა უზარმაზარ ლოდად.

ერთხელაც თავისი ძლიერებით ტკბობაში მყოფს რაღაც უცნაური ხმა შემოესმა და თანაც იგრძნო, რომ რაღაც ემართებოდა. თითქოს თანდათანობით იცვლებოდა.

– რა შეიძლება იყოს ჩემზე უფრო ძლიერი?! – გაიფიქრა მან შეშფოთებულმა და ჩაიხედა ქვემოთ, საიდანაც ხმა მოისმოდა და სადღაც შორს, ქვემოთ, თავის ძირთან შეამჩნია ადამიანის ფიგურა… ეს იყო ქვისმთლელი.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. საინტერესოა თქვენი მოსაზრებების მოსმენა. რა დასკვნა შეიძლება გამოვიტანოთ ამ იგავიდან? შემომეხმიანეთ კომენტარებში. თქენი აზრი ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია!

ამასთანავე, გააზიარეთ ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით და შეიტანეთ თქვენი წვლილი ბლოგის განვითარების საქმეში.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

თარგმნა ხვიჩა მებონიამ

9 thoughts on “ქვისმთლელი”

  1. რაღა ქვისმთლელზე და რაღა ახლა, ჩემო ხვიჩა! ემანდ მასონობა არ დაგაბრალონ 😀 ამ იგავიდან კი დაშიფრული დასკვნა არ გამოიტანოს ვინმემ, მაგალითად, ასეთი: “მასონი მაგარია! მასონი ყვეეელაზე მაგარია!” 😀 ისე, ეს იგავი მართლა მასონების დაწერილი ხომ არაა?!

    კაი, კაი, გეხუმრები… ))))))))))))))

    მიხარია, რომ ნებისმიერ სიტუაციაში პოულობ დროს და შენს ბლოგს არ ღალატობ. ამ იგავიდან კი ის დასკვნა გამოვიტანე, რომ ადამიანმა სხვისი ბედი არ უნდა ინატროს და საკუთარი ძლიერების დანახვა მოახერხოს. აი, შენ, მაგალითად… რამდენიმე ისეთი უძლიერესი თვისება გაქვს, რომლის დანახვა და “საქმეში ჩაშვება” არაფრით არ გინდა, მე კი სულ ველოდები და ველოდები 😉

     

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ქეთევან, რომ ყოველთვის ახერხებ პოზიტივის შემოტანას როგორც ჩემი და ამ ბლოგის, ისე ყველა იმ ადამიანების ყოველდღიურ ყოფაში, ვისაც შენთან რამე შეხება აქვს… არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ! 🙂

      რაც შეეხება მასონობის დაბრალებას – არა უშავს, იმდენი რამე “დაუბრალებიათ”… ამასაც გადავიტან როგორმე 🙂

      “…მაშ მიდით “ძმებო” გამაკრიტიკეთ, მთელი სიმძიმის მე ვარ მტვირთველი… საქართველოში ბევრი მაგინეს, მიუმატებენ რომ ვარ ქვისმთლელი…” 🙂   (ხომ ხედავ, ღვინოს უკვე ლექსებშიც არ ვახსენებ) 🙂

       

      პასუხი
  2. არა, ხვიჩა ,,ქვისმთლელობა” შორს ჩვენგან…გამოგიტყდები და სათაურმა (სანამ ჩავიკითხავდი) შემაშინა…თუმცა თემა ადამიანის თავოყვარეოაბას, პატივმოყვარეობას, შურს ეხება…თუმცა ეს თვისებებიც იმ ,,ქვისმთლელთა” მთავარი მკვებავია ხომ?…ქეთევანისა არ იყოს, ამ იგავში ,,იმათი” ხელი ხომ არ ურევია?… მაგრამ, ჩვენ ჩვენებური – ,,არაქვისმთლელი” თვალებით შევხედოთ იგავს და უმჯობესია საკუთარი ძალები შევიცნოთ და კეთილი განზრახვებით წავიდეთ წინ, წინ… 🙂 კვლავ და კვლავ მადლობა 🙂

    პასუხი
    • მადლობა თქვენ, ქეთევან, რომ პირველივე დღიდან რაღაც განსაკუთრებული, უკვე “თქვენებური” ელფერი შესძინეთ ამ ბლოგს… 

       “…უმჯობესია საკუთარი ძალები შევიცნოთ და კეთილი განზრახვებით წავიდეთ წინ, წინ…” სრულიად გეთანხმებით. სანამ საკუთარი ძალების რწმენა და რაც უკვე გაგვაჩნია იმის დაფასების უნარი არ გვექნება, მანამ ბედნიერებას და წარმატებას ვერ ვეღირსებით… 🙂

      პასუხი
  3. ისე, ქეთევან და ქეთევან, თქვენმა კომენტარებმა ერთი ძველი ანეგდოტი გამახსენა:

    “ხრუშოვი შედის სტალინთან და ეუბნება: ჟუკოვმა თქვენი კაბინეტიდან გამოსვლისას ღორიო ჩაილაპარაკაო.
    სტალინი მოაბრუნებინებს ჟუკოვს და ჰკითხავს ეს მართალია თუ არაო.
    – დიახ მართალია ამხანაგო სტალინ! – უპასუხა ჟუკოვმა
    – და ვინ იგულისხმეთ ღორში? – ჩაეკითხა სტალინი
    – რათქმა უნდა ჰიტლერი – წარბიც არ შეუხრია ჟუკოვს.
    მაშინ სტალინი მიუბრინდა ხრუშოვს:
    – და თქვენ ვინ იგულისხმეთ ღორში ამხანაგო ნიკიტა?” 🙂

    ეს იგავი ისე წავიკითხე თავის დროზე, მერე ისე ვთარგმნე და გამოვაქვეყნე ჩემს ბლოგზე, რომ მასონები ერთხელაც არ გამხსენებია და თქვენ რაღა მაინცდამაინც ისინი გაგახსენდათ ორივეს?! 🙂 🙂 🙂

    პასუხი
  4. რამდენი ვიღიმე ამ კომენტარებზე. ქეთევანი ყოველთვის ახერხებს რაღაც გასაღიმებელის თქმას.
    მე კი ანდაზა გამახსენდა: თურაშაულის პატრონი ტყეში ეძებდა პანტასაო.
    მადლობა ყველას, მადლობა სამყაროს. 

    პასუხი
    • დიახ მარიკა, გეთანხმებით, კარგი შედარებაა! სამწუხაროდ ეს ადამიანთა ერთგვარი სენია. არასდროს არ ვართ მადლიერი იმისთვის რაც გაგვაჩნია და მუდამ “გარეთ” გაგვირბის თვალი და გულისყური. 

      “…კაცის გული ესე არის ვით მორევი შავი ზღვისა
      რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს მაინც ენატრება სხვისა…” 🙂 

      მერე გვიკვირს – ბედნიერება რატომ “გაგვირბისო” ?!

      უღრმესი მადლობა მარიკა, რომ ბლოგის ერთგულ მკითხველად რჩებით და თქვენი სტუმრობით და კომენტარებით ყოველთვის დადებითი მუხტი შემოგაქვთ, როგორც ბლოგის და მისი მკითხველების, ისე პირადად ჩემს ცხოვრებაში 🙂

       

      პასუხი
  5. XviCa, gmadlob saintereso postisTvis!
    Am igavidan im daskvnis gamotana SemiZlia, rom  adamianebs, cxovrebaSi, ras ki  gvesaWiroeba, yvelafris  unari gvaqvs boZebuli uflisagan. MTavaria, am unarebis aRmoCena da amoqmedeba SevZloT. AdamianisTvis SeuZlebeli araferia. Amitom sircxvilic kia, vinmesi gvSurdes! Tu raimeTi ukmayofiloni varT, erTaderTi damnaSave, visac pasuxi moeTxovena, es sakuTari Tavia da ufleba ar gvaqvs sxva davadanaSauloT. Yvelaze didi Cempioni ki is adamiania, vinc sakuTar Tavs ejibreba. SakuTar TavTan Serkineba yovelTvis momgebiania da warmatebis miRwevaSi mniSvnelovnad gvexmareba.
    GivurvebT warmatebas, yvelas da TiToeuls!

    პასუხი
  6. ტუ ჩემი აზრიც გაინტერესებთ დავამატებდი ერთს, ადამიანს რაც უფრო მეტი აქვს მეტი უნდა, ამპარტავნობა ყველაზე ცუდი თვისებაა რომელმაც ანგელოზი მიწაზე დასცა, ასე მოუვიდა ამ ქვისმთლელსაც, რომელსაც თავი ყველაზე უძლეველი ეგონა და გახდა ისეთივე ადამიანის საკბილო, როგორც თვითონ იყო ადრე არავის ადგილზე ყოფნა არ უნდა ინატრო, რადგან ყველა ადამიანს გააჩნია თავისი უნიკალური თვისებები, რომლებიც შესაძლოა, იმას არ ჰქონდეს ვის ადგილასაც ნატრულობ ყოფნას.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.