იყო ერთი ადამიანი, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო სირთულეებით. ერთი პრობლემაც არ ჰქონდა წესიერად მოგვარებული, რომ ჩნდებოდა მეორე და ასე უსასრულოდ.
ერთხელ მან, სასოწარკვეთილმა, საყვედურით მიმართა უფალს:
– ღმერთო, როდის მორჩება ეს პრობლემები? როდის შევძლებ მშვიდად ცხოვრებას? როდის მეღირსება ის დღე, როცა არ მექნება იმის შიში, რომ რაიმე სირთულე იჩენს თავს?
ამ დროს მასთან მივიდა მისი პატარა ბიჭი სასკოლო რვეულით ხელში და ჰკითხა:
– მამა, მას შემდეგ, რაც მოვრჩები ამ საზიზღარი ასოების სწავლას, ხომ არ მომიწევს მეტჯერ მათთან შეხება?
კაცს სიცილისგან თვალებიდან ცრემლებიც კა წამოსცვივდა.
– მაგრად კი გამაცინე შვილო! რა თქმა უნდა გექნება. ხომ არ ფიქრობ, რომ სკოლაში შენ გაწამებენ, გაიძულებენ რა ისწავლო ეს, შენის აზრით საზიზღარი ასოები იმისთვის, რომ მერე არ გამოიყენო?
მას შემდეგ, რაც შეისწავლი ასოებს, შენ ისწავლი წერა–კითხვას. თავიდან ცოტა გაგიჭირდება, მაგრამ შემდეგ, თანდათანობით ის რაც თავიდან ძნელი იყო, გახდება ჩვეულებრივი, შემდეგ, ჩვეულებრივი იქცევა ადვილად, ადვილი – სასიამოვნოდ და სასიხარულოდ.
გარკვეული ხნის მერე დაგავიწყდება, რომ ასოების დამახსოვრება რთული იყო და კითხვა იქცევა შენს საყვარელ საქმიანობად. კითხვის მეშვეობით გაიგებ უამრავ სიახლეს, საინტერესოს და სასარგებლოს და მაშინ შენ იქნები მადლიერი იმათი ვინც გასწავლა კითხვა.
შენმა აღმზრდელებმა იციან რა გამოგადგება ცხოვრებაში და იმას გასწავლიან, თუმცა ახლა შენ ეს შეიძლება მოსაწყენ და მძიმე საქმიანობად გეჩვენებოდეს.
ასე, რომ შვილო, რადგანაც შენ ამ ცოდნას დაეუფლები, კეთილ ინებე და გამოიყენე ის. ბოლოს და ბოლოს უსარგებლოდ ხომ არ უნდა დაიკარგოს ის შრომა რაც ამ ცოდნის მისაღებად დაიხარჯა.
აქ კაცი უცებ დადუმდა. თითქოსდა ის ირგვლივ ვერავის და ვერაფერს ვერ არჩევდა. მისი მზერა მიმართული იყო სადღაც შორს, ჰორიზონტს მიღმა…
მან იგრძნო თავი პატარა ბავშვად დედის (ცხოვრების) ხელში, რომელიც იმავე სიტყვებით, როგორითაც ცოტა ხნის წინ თვითონ თავის შვილს, უხსნიდა, რომ სირთულეები არ მორჩება მას შემდეგ, რაც ისწავლი მათს დაძლევას, უბრალოდ, დროთა განმავლობაში, თანდათანობით, ცხოვრების გაკვეთილების ათვისების შესაბამისად, ისინი პრობლემებიდან იქცევიან შესაძლებლობებად და მოიტანენ სიხარულსა და ბედნიერებას და მაშინ სიამაყით გაიხსენებ „სწავლების“ პერიოდს, როდესაც შეიგრძენი სიყვარულის, სიბრძნის, ამტანობის ძალა, რომლითაც შეგიძლია ემსახურო ადამიანებს.
კაცის სახეს ღიმილი ანათებდა. მან ყველაფერი გაიგო. მისი პასუხი შვილისადმი, იყო პასუხი მის მიერვე ცოტა ხნის წინ დასმულ კითხვებზე. მომდევნო წუთს ის დაუბრუნდა რეალობას და გაბრწყინებული სახით შეხედა შვილს, რომელიც გაოცებული ადევნებდა თვალს მამას.
– რა გჭირს მამა? – ჰკითხა მან.
– ყველაფერი რიგზეა, – უპასუხა მან მხიარულად, მერე თვალი ჩაუკრა, ზურგზე შემოისვა და წაიყვანა სახლისკენ, რათა ერთობლივად გაეგრძელებინათ „წერა-კითხვის“ შესწავლა.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. როგორ მიმდინარეობს თქვენს ცხოვრებაში “წერა-კითხვის” შესწავლის პროსეცი? გამოხატეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარების სახით.
ამასთანავე ნუ დაიზარებთ კეთილი საქმის გაკეთებას, გაუზიარეთ ეს პოსტი მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოც. ქსელების ღილაკების მეშვეობით
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე
უცნობი ავტორი. თარგმნა ხვიჩა მებონიამ
“მერე თვალი ჩაუკრა, ზურგზე შემოისვა და წაიყვანა სახლისკენ, რათა ერთობლივად გაეგრძელებინათ „წერა-კითხვის“ შესწავლა.” საყვარლები!!! )))))))))
აბა, ჩემზე რა გითხრა, ხვიჩა – ა, ბ, გ, დ… მგონი, სულ ეგაა, რაც ვისწავლე 🙂
მგონი შენ ბევრად უფრო მეტი იცი ვიდრე მარტო ა,ბ,გ,დ… ალბათ თავმდაბლობა გიშლის ხელს, ეს სახალხოდ აღიარო… 🙂
გმადლობ ქეთევან!
ra gitxra, xvicha…
chemma cxovrebam is mascavla, rom kvela problemis gadackveta chemzea damokidebuli. me tu raime minda, isev me unda gavaketo.
termini problema gulisxmobs cinagobas im qmdebashi, ritic gvinda sasurveli shedegis dadgoma.
tu ver vigebt sasurvel shedegs, unda shevcvalot chveni midgoma da tu sachiroa, kidev bevri ram.
სრულიად გეთანხმებით მარიკა! დიახ, ჩვენ და მხოლოდ და მხოლოდ ჩვენ ვართ პასუხისმგებლები ყველაფერზე, რაც ჩვენც ცხოვრებაში ხდება 🙂
didi madloba shen imitom, rom saintereso sakitxebze chamapikreb xolme.
დიდი მადლობა თქვენ, მარიკა 🙂
ძალიან მაგარი იგავია, ყველა იგავი ერთმანეთზე უკეთესია. თქვენი დახმარებით ბატონი ხვიჩა წერა-კითხვის შესწავლის პროსესი ბევრად ხარისხიანი და საფუძვლიანი ხდება. თქვენი ბლოგი შეუფასებელ ინფორმაციას ინახავს , ვიმედოვნებ რომ იგი უფრო გაიზრდება. დიდი მადლობა!
იცოცხლე დავით! მიხარია, რომ მოგწონს ის მასალები, რომლებიც ამ ბლოგზე ქვეყნდება. უღრმესი მადლობა შენ რომ უკვე მუდმივი სტუმარი ხარ 🙂
ხვიაჩა, მოუთმენლად ველი შენს ყოველ ახალ პოსტს 🙂 რაც შეეხება ცხოვრებას, ბევრი კარგი გაკვეთილი მომცა და როოგრც შედეგიდან ჩანს არც მე ვყოფილვარ ურიგო მოსწავლეე 🙂 თუმცა კმაყოფილი მაინც არ ვარ. კიდევ ბევრის სწავლა მჭირდება :((
ნათია, დარწმუნებული ვარ მართლაც საუკეთესო “მოსწავლე” ხარ 🙂
სწავლას რაც შეეხება, სრულიად გეთანხმები, ჩვენ ან მუდმივად ვსწავლობთ და ვიზრდებით, ან პირიქით დეგრადაციას განვიცდით…
გმადლობ, მეც ყოველთვის მოუთმენლად ველოდები შენს კომენტარებს 🙂
ჩვენი განსაცდელი და სირთულეები ყოველთვის გამოწვეულია ღმერთის დიდი სიყვარულით ჩვენდამი.ჩვენი სულის გადასარჩენათ და გასაძლიერებლად.მამა შვილი ღამე მაგიდასთან ისხდნენ,რომელზეც იდგა ლამპა და მის გარშემი ღამის პეპელა დაფრინავდა,მამამ პეპელას ქილა დააფარა.პეპელა აწყდებოდა ქილის გამჭვირვალე კედლებს,იწევდა ლამპის სინათლისკენ,მარგრამ ქილას ეხეთქებოდა.მაშინ მამამ უთხრა შვილს; შვილო ახლა პეპელას გონია რომ მე დავატყვევე და გამწარებული ცდილობს განთავისუფლდეს.თუ გავუშვებ სინათლესთან მიფრინდება სადაც უეჭველად დაიწვება,დილით გავუშვებ, ასე ვართ ჩვენც,ხან უხილავი კედელი აღიმართება ჩვენს წინ,რათა არ “დავიწვათ”ჩვენ კი ვერ გაგვიგია და ვემდურით შემოქმედსო. ასეა”წერა კითხვაც”ჩვენ ვწუწუნებთ რომ რთულია ცხოვრება,როდის დამთავრდება ეს ყველაფერი.როცა ვისწავლით ფრენას ფრთების დაწვის გარეშე.ცხოვრება ხომ კარგი მასწავლებელია,ოღონდ ძალიან არ უნდა დავაგვიანოთ.
არაჩვეულებრიავია ისტორიაა მზია! აღფრთოვანებული ვარ!
უღრმესი მადლობა 🙂
kargia yvela ,,zgapari” ase sruldebodes, magram samcuxarod ase ar xdebaaaaaaa realurshi, yovelshemtxvevashi didi survili maqvs rom finali yoveltvis kargi iyos, nebismieri adamianisatvis……
თეონა, თუ თქვენ ფიქრობთ რომ “სამწუხაროდ ასე არ ხდება”, მაშინ მართალი ხართ, თქვენთვის ეს ასეც იქნება… თუმცა მერწმუნეთ, თქვენ ასევე წარმატებით შეგიძლიათ სრულიად საპირისპირო რეალობის შექმნა საკუთარი თავისთვის 🙂
ბატონო ხვიჩა,აღფთოვანებული ვარ თქვენი შემოქმედებით,ძალიან ნიჭიერი პიროვნება ბრძანდებით,მინდა გითხრათ რომ თქვენი ბლოგი ჩემთვის ძალიან შთამბეჭდავია და დღითიდღე უფრო მიმზიდველი ხდება. ამ თემებში კარგად ჩანს თქვენი დახვეწილი სულიერი სამყარო, თქვენი ინტელექტი,სწორედ ეს არის საინტერესო და მიმზიდველი ფსიქოლოგიური თვალსაზრისით. ძალიან დასაფასებელი და მნიშვნელოვანია,რომ მკითხველს ასე ეხმარებით ცხოვრების გალამაზებაში, ვაფასებ თქვენს შრომას,გისურვებთ წარმატებებს!
მოგესალმებით მაკო. სასიამოვნოა როცა ადამიანებს მოსწონთ ის რასაც აკეთებ, და ბედნიერებაა თუ ამ ყველაფერს რეალური სარგებელობაც მოაქვს მათთის. გმადლობთ რომ ამ ბლოგის სხვა სტუმრებთან ერთად თქვენც კიდევ ერთხელ განმაცდევინეთ სიხარულისა და ბედნიერების გრძნობა. 🙂
გაიხარეთ ბატონო ხვიჩა. თქვენ ბედნიერი ხართ,რადგან თქვენს გარშემო ადამიანებს ანიჭებთ სიხარულს,სწორედ ესაა ბდნიერება,სწორედ ესაა ადამიანი ადამიანისთვის,ადამიანი ადამიანისთვის დღეა…სწორედ ეს არის ცხოვრების არსი,რომ ვეძებოთ საკუთარი ბედნიერება ერთმანეთის ბედნიერებაში….მე ველი თქვენგან თბილ და იმედიან პოსტებს,სადაც ყოველი სიტყვა სიყვარულით არის გაჯერებული…პატივისცემით მაკო…
გაიხარე მაკო!
მე ბედნიერი ვარ იმითაც, რომ ამ ბლოგის საშუალებით “აღმოვაჩინე” ძალიან ბევრი არაჩვეულებრივი ადამიანი, რომელთაც ძალზე დიდი სითბო, სინათლე და პოზიტიტივი შემოაქვთ ჩემს ცხოვრებაში, რომლებისთვისაც ცხოვრების არსი, როგორც თქვენ მშვენივრად აღნიშნეთ, არის ის, “რომ ვეძებოთ საკუთარი ბედნიერება ერთმანეთის ბედნიერებაში” 🙂
კიდევ ერთხელ უღრმესი მადლობა! თქვენ “მზიანი გულის” ადამიანი ხართ! 🙂
უღრმესი მადლობა ბატონო ხვიჩა,ასეთი თბილი და სასიამოვნო სიტყვებისთვის და უღრმესი მადლობა,რომ არსებობთ…მე უფალს ვთხოვ,რომ გვიმრავლოს თქვენსავით კეთილშობილი ადამიანები…დალოცვილი ყოფილიყავით…
მაკო, რა ასაკისაც არ უნდა იყოთ, ძალიან გამახარებთ, თუ “ბატონოს” გარეშე მომმართავთ 🙂
es “wera0kiTxvis” gakveTilebi CemTvis sul grZeldeba…:)
kargi Canawerebia xviCa.
დიახ ხვიჩა, მიღებულია თქვენი თხოვნა….
გმადლობთ 🙂
sheidleba samasmeertemilioneri wigni eleqtronuli versia gadmomigzavnot chems imeilze
vanobaqradze@gmail.com
ra vici, ar damtavrda swavla, me ki simSvide minda, magram etyoba swavla mainc sikvdilamdea!
როცა იღლები ყველაფრით, გგონია რომ ვეღარ შეძლებ გააგრძელო გზა რომელიც წინ გელოდება ან აღარ გინდა იმიტომ რომ დაიღალე, მაგრამ გაქვს ვალდებულება როგორ უნდა მოიქცე?
ალბათ შეჩერდე და შეისვენო პირველ რიგში…