ერთი, პატარა, ამერიკული ქალაქის სასტუმროს მეპატრონემ, მიიღო შემდეგი შინაარსის წერილი:
გარკვეული პერიოდის განმავლობაში, ერთი ადამიანი, ყოველ კვირა დღეს, მიგზავნიდა ვარდს, რომელსაც პიჯაკზე ვიმაგრებდი.
ერთხელ, წირვის შემდეგ, ეკლესიიდან გამოსვლისას ერთი ბიჭი მომიახლოვდა და მკითხა:
– სერ, რას უპირებთ ყვავილს?
უცებ ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
– ამ ვარდზე გეკითხებით, – მითხრა ბიჭმა და ჩემს პიჯაკზე დამაგრებულ ყვავილზე მიმითითა.
– ნუ… არ ვიცი. – მივუგე მე დაბნეულმა. – რატომ?
– უბრალოდ, თუ მის გადაგდებას აპირებთ, მინდოდა მეთხოვა სერ, რომ ჩემთვის მოგეცათ.
მე გამეღიმა და ვუთხარი, რომ სიამოვნებით ავუსრულებდი ამ თხოვნას. ამავე დროს დავინტერესდი, თუ რისთვის უნდოდა მას ყვავილი და ბიჭმა, რომელიც ალბათ იქნებოდა ასე 10 წლის, მიპასუხა:
გთავაზობთ “ფინანსების მოცარტად” წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის, მწერალის და ფინანსური კონსულტანტის ბოდო შეფერის ერთ–ერთ წერილს მისი “საკონსულტაციო წერილების” სერიიდან, რომლებსაც ბონუსის სახით ექსკლუზიურად იღებენ მხოლოდ ჩვენი ტრენინგის “როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები” მონაწილეები. რჩევები, რომლებსაც ბოდო შეფერი ამ წერილში იძლევა, არ მოიცავს მარტო ფინანსების სფეროს და ისინი ძალზე მნიშვნელოვანი და სასარგებლოა ნებისმიერი ადამიანისთვის მიუხედავად მისი პროფესიისა, ასაკისა და სქესისა.
დღეს მინდა გაგიზიაროთ ორი ძალზე მნიშვნელოვანი რჩევა:
1. ჯობია დაიწყო შეცდომებით, ვიდრე უშეცდომოდ გაწელო დრო. ასე რომ დაუყოვნებლივ დაიწყეთ მოქმედება. რატომ?
არსებობს ე.წ. 72 საათის წესი. ამ წესს ასე იმიტომ დავარქვი, რომ გამოკვლევებით დადგინდა, თუ ადამიანი გადაწყვეტიელების მიღებიდან უახლოესი 72 საათის განმავლობაში არ გადადგამს პირველ ნაბიჯს მის სარეალიზაციოდ, მაშინ არსებობს მხოლოდ ერთი შანსი ასიდან, რომ ის საერთოდ როდისმე დაიწყებს ამ საქმეს.
ამიტომ, რისი კეთებაც არ უნდა ჩაიფიქროთ, დაიწყეთ მოქმედება 72 საათის გასვლამდე. ძალზე ხშირად ადამიანები ფიქრობენ რომ დაიწყებენ საკუთარი ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვას მას შემდეგ რაც მოაგვარებენ სხვა ბევრად უფრო სასწრაფო საქმეებს ან/და შეიცვლება სიტუაცია უკეთესობისაკენ.
ეს შეცდომაა!
1974 წელს ფილიპინებში პოლიციას ჩაბარდა 52 წლის იაპონელი პორუჩიკი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იმალებოდა ჯუნგლებში, სადაც ის საგანგებო მისიით გადასვეს 1944 წელს და მთელი ამ ხნის განმავლობაში აგრძელებდა თავის მისიას.
ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, მაგრამ იმპერატორის ერთგულმა ჯარისკაცმა ეს არ იცოდა და განაგრძნობდა პოსტზე ყოფნას მიუხედავად იმ არაადამიანური პირობებისა რომლებშიაც ამ ხნის განმავლობაში უწევდა ცხოვრება.
მთელი 30 წლის განმავლობაში ომი მძვინვარებდა ამ ჯარისკაცის ილუზიებში.

დღეს ბევრს ეღიმება ამ ისტორიის გაგონებისას, ბევრი იაპონელის საცოდაობით იწვის, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება, რომ ჩვენც, თითქმის ყველა, მსგავს დღეში ვართ. ჩვენ ყველა, ამა თუ იმ დონით, ვართ მძევლები ურთიერთსაწინააღმდეგო წარმოდგენებისა იმის შესახებ თუ რა ხდება ჩვენი საზომის მიღმა.
ჩვენს თავში ცხოვრობს უამრავი რაოდენობის ილუზია, რომელთა შორის ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული, უკავშირდება ფულს და ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობას.
ჩვენ გვგონია, რომ გაგვაჩნია საკმარისი ცოდნა ფინანსებზე, ეკონომიკაზე და თუ არ გავქვს საკმარისი სახსრები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს დროის საკითხია ან უბრალოდ არ გვიმართლებს და ა.შ.
არადა, სინამდვილეში, ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ გაგვაჩნია ელემეტარურლი საბაზო ცოდნა საოჯახო მეურნეობის, პირადი ფინანსების მართვის სფეროში.
ერთხელ გარი კასპაროვს ჰკითხეს:
– რამდენი სვლის გათვლას ახერხებთ ხოლმე წინასწარ?
– ჭადრაკში მთავარი ის კი არ არის, რამდენი სვლის გათვლა შეგიძლია წინასწარ, არამედ ის, თუ როგორ აანალიზებ შექმნილ სიტუაციას, – უპასუხა მსოფლიო ჩემპიონმა.
თუ ობიექტურად ვერ აფასებ არსებულ სიტუაციას, მაშინ იწყებ ისეთი სვლების გათვლას, რომლებიც ძირშივე მცდარია და ვინაიდან ბოლომდე ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, სწორი სვლის რიგიც არა და არ დგება და ბოლოს ირჩევ უკეთეს ვარიანტს უარესებიდან.
დაინახო ნათლად შექმნილი სიტუაცია – ნიშნავს გააკეთო ისე, რომ სწორმა სვლებმა თვითონ აღმოაჩინონ საკუთარი თავი…
“შენ მიდიხარ ცხოვრების გზაზე, ჩაფიქრებული და თავჩაღუნული ნელა მიუყვები ბილიკებს… მოულოდნელად ისეთი გრძნობა გიპყრობს, თითქოს გზა აგერია. შენ ჩერდები, თავს სწევ მაღლა და ამჩნევ ცაზე ვარსკვლავებს. შემდეგ იხედები გარშემო და ამჩნევ მთებს, ზღვას და თვალუწვდენელ ველებს რომელთა შორის გაწელილა გზის უსასრულობა და მშვიდდები… შენ ეს გზა არ გაშინებს და აგრძელებს მას თავდაჯერებული.
შენ მოგზაურობ დიდხანს, გაივლი სოფლებსა და ქალაქებს, გამუდმებით ეუფლები რაღაც ახალს, იძენ ახალ ცოდნას და უნარებს. სანამ მოგზაურობ, სანამ მოძრაობ შენ სწავლობ თავად ცხოვრებისგან, თავად სამყარო გაძლევს უზარმაზარ ცოდნასა და გამოცდილებას.

და აი ერთხელ, გზაზე, შენ ხვდები მოხუცს, რომელსაც ძალიან ღრმა, თითქოსდა უძირო თვალები აქვს. შენ კითხვებს უსვამ მას, მაგრამ მოხუცი დუმს. ის უცნაურად გიყურებს და შენ გრძნობ რომ ის შენს სულში იხედება… და უცებ ხვდები, რომ შენ მიხვედი საკუთარ თავთან…”
დიახ, სადაც არ უნდა წავიდეთ, როგორც არ უნდა ვიაროთ და ვეცადოთ, ჩვენ ბოლოს მაინც საკუთარ თავთან მივდივართ, რადგან სამყარო არის ჩვენი სულის სარკე, ყველაფერი, რაც ჩვენს გარშემო ხდება, არის ანარეკლი იმისა რაც ჩვენშია.
ხოლო ყველაფერი, რაც არის ჩვენში, არის იმიტომ, რომ ჩვენ დავეხმარეთ მას მომხდარიყო, ყოფილიყო ჩვენს ცხოვრებაში. ეს ეხება ყველაფერს – ბედნიერი ვართ, წარმატებული თუ პირიქით, ყველაფერი ხდება იმ პროგრამების შესაბამისად, რომლებიც თავის დროზე ჩვენმა ქვეცნობიერმა „აითვისა“ და რომლებიც მართავენ მთელს ჩვენს ცხოვრებას, ხოლო შემდეგ კი მათ, ამ პროგრამებს, ქცევის მოდელებს, ჩვენ გადავცემთ საკუთარ შვილებს და ასე გრძელდება თაობოდან თაობამდე…
საკონკურსო ნაშრომი N16

ქუჩაში მივდივარ და ვოცნებობ, ნაცნობი არავინ შემხვდეს.. მივდივარ ჩემთვის, ფეხათრეული, უმიზნოდ, ზომბივით, გაყინული გონებით.. მივაშრიალებ გაცრეცილ ფოთლებს და ვხვდები, შემოდგომის შეგრძნებაც გამიქრა… ვიცი, რომ სახლში მინდა. ოღონდ ასე რად მიმეჩქარება? ვერ ვხვდები… ნუთუ იმიტომ, რომ გავეხვიო თბილ პლედში, ცხელი ჩაის ჭიქით ხელში, დავჯდე ოთხ კედელს შორის და ვიფიქრო საკუთარ უსუსურობაზე?
იზრდები, ვითარდები, აზროვნება გეცვლება.. გიხარია შენში მომხდარი სასიკეთო ცვლილებები… სუნთქავ, მოძრაობ-ანუ ცოცხლობ..
მე კი ფეხაკრეფით დავდივარ, თითქოს საკუთარ ნაბიჯებსაც ვუფრთხი..
ვიკეტები საკუთარ ნაჭუჭში…
ფსიქოლოგიიდან გამახსენდა სირაქლემას პოზა… მიწაში თავწარგული გავურბივარ რეალობას…
ნუთუ ნამუსი საერთოდ დავკარგე? როგორ არ მრცხვენია ჩემი უმწეობის? განა რა მიშლის ხელს პოზიტივით ავივსო?
ვფიქრობ, ვიაზრებ, მაგრამ არ ვმოქმედებ..
მივდივარ ქუჩაში, ვიყურები მარტო წინ და ქვემოთ..
ვიმალები ქურთუკში..
ისე გავურბივარ ნაცნობი სახეების ნახვას, თითქოს ეგაა და დანაშაულზე წამასწრებენ…
ირონიულად მეღიმება საკუთარ ქმედებაზე… მასას შევერიე, გავუფერულდი.. არადა, ერთიც მითხარი რა მაკლია თუნდაც ერთი ჯანსაღი ღიმილისათვის?
დღითიდღე მეტს ვფიქრობ შემოდგომისფერ სევდაზე, ბურუსივით რომ შემომეხვია და გზა არ ჩანს…
გავიხედ-გამოვიხედე, უნებურად გონებაში გიორგი ზანგურის ლექსი ამოტივტივდა:
საკონკურსო ნაშრომი N15

ერთი ამოსუნთქვა და წამში სული მიწიერების მონა ხდება. ბრბოს სპეკულაცია ქვეცნობიერზე, ცხოვრება სწორედ ასეთი უაზრო ფერების კომბინაციას გვპირდება.
ერთხელაც ბრბომ მიმიპატიჟა თავისთან. რომ მივედი ჩემი ოცნების ძაფით დაკერებული სამოსი გამხადეს და დეტერმიზმის ჯაჭვით გაწყობილი კაბა ჩამაცვეს. ბრბო აღფრთოვანებას ვერ მალავდა, ყველას მოსწონდა ის კაბა, ყველას!
მას მერე ინტუიციით გვირაბის თხრა დაიწყო ჩემმა სულმა, ჩემიდან წასვლა მოუნდა. თითქოს დრო მისტერია გახდა გონებაში,. ღრუბლებით დაწნული ქუდი მეხურა ჯიბეში ქვის გული მედო მეგონა. გეძინება, მაგრამ არა ისე, სიზმრებს რომ ნებდები, ის კი უსასრულობით გიწვევს, არამედ ჰორიზონტზე ჩამოჯდე გინდა, სულთან გაბმული უხილავი ფესვი რომ არავინ ამოგგლიჯოს! ქარი რომ ააფრიალებს გამჭირვალე კაბას, მერე ღრუბლებიც გაიფანტება.
საკონკურსო ნაშრომი N14

თოვლიან გზაზე მშვიდი, აუჩქარებელი ნაბიჯებით მიმავალ გოგონას ეტყობოდა ჩაფიქრიანებულიყო, მის თიოეულ ნაბიჯს სიმყარე ემჩნეოდა, სხეულს წონასწორობა, მაგრამ ამასთან თითქოს დიდი გზა გამოევლოს, სხეულს უცნაური დაღლილობა ჰქონდა აღბეჭდილი. ო, როგორ დამაინტერესა ამ ადამიანმა. მივუახლოვდი, დაა თვალები, საოცრად მშვიდი თვალები, რომელშიც უცნაური ელვარება ირეკლებოდა, მაგრამ ეს საოცარი თვალები დაღლილობას მაინც ვერ მალავდნენ.
ვიფიქრე დამეხმარება და რჩევას მომცემს ან მშვიდ უარს მაინც მივიღებდი და აი, აღმომხდა:
– უკაცრავად
ისე შემომხედა თითქოს ელოდებოდა ჩემს ხმას, მას არაფერი უთქვამს უბრალოდ გამიღიმა,
მე ღიმილით დაიმედებულმა კვლავ შევბედე:
– შეგიძლიათ მირჩიოთ?
ჩვენ უკვე უკვე გვერდიგვერდ მივუყვებოდით გრძელ თოვლიან გზას და აი მან ისევ შემომხედა, მისმა თვალებმა მითხრა რომ მისმენდა.
საკონკურსო ნაშრომი N13

რა არის პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება? არის თუ არა ის საჭირო იმისთვის, რომ ადამინმა ცხოვრებაში შეძლოს თავისი თავის რეალიზება?
დავიწყოთ იქიდან, რომ პიროვნება, ესაა ადამიანი, რომელიც ხასიათდება გარკვეული თვისებებით. ამ ცნებაში მოიაზრება ისეთი ასპექტები როგორიცაა: ემოცია, მოტივაცია, აზრები, ქცევები. პიროვნება ყალიბდება გარეგან და შინაგან ფაქტორთა ზეგავლენით. პიროვნების განვითარება დამოკიდებულია იმ დროზე, რა დროშიც მას უწევს ცხოვრება, გარემოსა და გენეტიკაზე, ანუ, ამ შემთხვევაში, მისი ჩამოყალიბება ხდება მისგან დამოუკიდებლად, მას გადაეცემა მშობლების ხასიათები და მოსწონს თუ არა იმ ხასიათებით განაგრძობს ცხოვრებას.
მაგრამ მას შეუძლია ისეთი თვისებების შეძენა, რომლითაც, შეძლებს, თავისთვის მოსაწონი პიროვნების ჩამოყალიბებას. სწორედ ამისთვისაა საჭირო თვითგანვითარება, რადგანაც ამით შეძლებს გარკვეული თვისებების შეძენას. ადამიანის ფუნქციაა გააკეთოს, შექმნას ახალი, მაგრამ თუ მან ვერ განავითარა საკუთარი თავი, ხდება პიროვნების ჩაკეტვა. თუ მოხდა მასში არსებული აზრების, მოტივაციების, ქცევების დაბლოკვა, თუნდაც გარემოების გამო, მაშინ ის კარგავს თავის რწმენას, და აღარ ასრულებს საკუთარ ფუნქციას -განავითაროს საკუთარი თავი.