სერვისი ღმილით

 

dzagli

ერთი, პატარა, ამერიკული ქალაქის სასტუმროს მეპატრონემ, მიიღო შემდეგი შინაარსის წერილი: 

„თქვენს ქალაქში შვებულების გასატარებლად ჩამოვდივარ, თან ჩემი ძაღლის წაყვანა მინდა. ის ძალიან კარგად არის გაწვრთნილი და მოვლილი. შეიძლება თუ არა, რომ თქვენს სასტუმროში მასთან ერთად გავჩერდე?“

 

მეორე დღეს წერილის ავტორმა მიიღო პასუხი:

„მე უკვე ორი ათეული წელია სასტუმროს მეპატრონე ვარ.

მთელი ამ ხნის განმავლობაში არ ყოფილა შემთხვევა, რომ რომელიმე ძაღლს მოეპაროს ნომრიდან პირსახოცი, თეთრეული, ვერცხლის ნაკეთობები ან ჩამოეხსნას კედლებიდან სურათები.

არ მახსოვს შემთხვევა, რომ ძაღლი სიმთვრალის და დებოშის ატეხვის გამო სასტუმროდან გამეძევებინოს და არასდროს არცერთი ძაღლი არ გაპარულა სასტუმროდან თანხის გადახდისგან თავის არიდების მიზნით.

ამიტომ, მე მოხარული ვიქნები ვიხილო თქვენი ოთხფეხა მეგობარი ჩემს სასტუმროში…

ხოლო, თუ ის დადგება თავდებად, რომ თქვენ კეთილსინდისიერი ადამიანი ხართ, მაშინ მზად ვარ ერთი ნომერი თქვენც მოგაქირავოთ.”

შევხვდებით მწვერვალზე!

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

2 thoughts on “სერვისი ღმილით”

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.