ერთხელ გარი კასპაროვს ჰკითხეს:
– რამდენი სვლის გათვლას ახერხებთ ხოლმე წინასწარ?
– ჭადრაკში მთავარი ის კი არ არის, რამდენი სვლის გათვლა შეგიძლია წინასწარ, არამედ ის, თუ როგორ აანალიზებ შექმნილ სიტუაციას, – უპასუხა მსოფლიო ჩემპიონმა.
თუ ობიექტურად ვერ აფასებ არსებულ სიტუაციას, მაშინ იწყებ ისეთი სვლების გათვლას, რომლებიც ძირშივე მცდარია და ვინაიდან ბოლომდე ყველაფრის გათვლა შეუძლებელია, სწორი სვლის რიგიც არა და არ დგება და ბოლოს ირჩევ უკეთეს ვარიანტს უარესებიდან.
დაინახო ნათლად შექმნილი სიტუაცია – ნიშნავს გააკეთო ისე, რომ სწორმა სვლებმა თვითონ აღმოაჩინონ საკუთარი თავი…
პრინციპში იგივე ხდება ცხოვრებაშიც: თუ ჩვენ არ ვიცით როგორ უნდა მოვიქცეთ რომელიმე სიტუაციაში, ესე იგი არ ვიცით რა ხდება ამ დროს ჩვენს თავს…
თუ ჩვენ აღმოვჩნდით მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ესე იგი თავის დროზე არასწორად შევაფასეთ სიტუაცია რომელშიც მაშინ ვიმყოფებოდით, გავაკეთეთ არასწორი სვლები და ამიტომაც მივიღეთ ეს შედეგი და თუ ახლაც კარგად არ გავაანალიზებთ რა გვჭირს, კიდევ უფრო უარეს ჭაობში ამოვყოფთ თავს.
რა ხდება ჩვენს გარშემო დ რაც მთავარია თავად ჩვენში, როცა თავს ამოვყოფთ ვალების ორმოში?
1. საქმე იმაშია, რომ ვალებში გახვეული ადამიანის მთავარი პრობლემა არის არა უფულობა, არამედ მდგომარეობა რომელშიც ის ვარდება როცა გააცნობიერებს რომ სასესხო ვალდებულებების დროულად დაფარვა მისთვის შეუძლებელია.
ეს არის პანიკური, სტრესული მდგომარეობა, რომელიც არ იძლევა სიტუაციის გონივრულად შეფასების საშუალებას. ეს კი თავის მხრივ არ იძლევა საშუალებას ვიპოვოთ პრობლემების გადაჭრის ეფექტური მეთოდები.
სტრესი ძლიერდება, როცა იწყება ზეწოლა კრედიტორებისგან, პანიკური მდგომარეობა გვიბიძგებს დაუფიქრებელი ნაბიჯებისკენ, რომლებიც, როგორც წესი, კიდევ უფრო ამძიმებენ სიტუაციას. მაგალითად, სწრაფი მაღალპროცენტიანი სესხის აღება ძალზე საეჭვო წყაროებიდან, MMM -ის ტიპის პროექტებში მონაწილეობა და ა.შ.
სტრესული მდგომარეობა არ გვაძლევს საშუალებას შევხედოთ ამ პრობლემას სხვა ჭრილში და ვეძებოთ მასში კარგი, ნათელი მხარეც, რომელიც აუცილებლად გააჩნია ყველა სახის პრობლემას.
ბოდო შეფერის მოგონებებიდან:
“ერთ–ერთ სემინარზე ჩემთან მოვიდა ბიზნესმენი და მითხრა, ბატონო შეფერ მე მაქვს მილიონნახევარი ვალი, რა არის ამაში კარგი მხარე?
მე ვუპასუხე, რომ არ ვიცი, მაგრამ თუ კარგად გაანალიზებდა მაშინ აუცილებლად იპოვიდა.
წლინახევრის შემდეგ მან დამირეკა და მითხრა რომ ახლა მიხვდა რა იყო კარგი მის მილიონნახევრიან ვალში. მე ვიცოდი რომ ასეთი ვალებით ვერ დავკავდებოდი ჩვეულებრივი საქმით. ამ ვალების გადამკიდე ვხვდებოდი რომ რაღაც არაჩვეულებრივი და დიდი საქმე უნდა წამომეწყო და მე შევძელი ამის გაკეთება თანაც ისე, რომ ამ წლინახევრის განმავლობაში მე არამარტო გავისტუმრე ვალები, არამედ დავაგროვე უზარმაზარი ქონება.”
2.სინამდვილეში ვალის არ გადახდა მარტო ჩვენი კი არა, პირველ რიგში სწორედ კრედიტორების პრობლემაა.
ეს ისინი დგანან თავიანთი ფულის დაკარგვის საშიშროების წინაშე.
მაგალითად ბანკი.
თქვენ დროულად არ შეიტანეთ თანხა.
ბანკმა ვერ მიიღო თავისი ფული.
ბანკს პრობლემები აქვს.
დიახ, ეს ბანკს აქვს პრობლემა ამ შემთხვევაში და არა ჩვენ!
რა თქმა უნდა შემდეგში ეს პრობლემა შეიძლება იქცეს ჩვენს პრობლემადაც, მითუმეტეს თუ დავდგებით სესხის გამო საცხოვრებელი სახლის გარეშე დარჩენის საშიშროების წინაშე. მაგრამ ჯერჯერობით, ეს არის ბანკის პრობლემა.
ეს არის პრობლემა იმ კრედიტოფიცრისა, რომელმაც მოგვცა სესხი, რომელმაც კარგად ვერ გათვალა რისკები და ახლა ღებულობს შედეგს თავისი არასწორი გათვლებისა.
ეს არის პრობლემა იმ ფილიალის ხელმძღვანელებისა, კომიტეტის წევრებისა თუ ასე შემდეგ, რომლებმაც დაამტკიცეს სესხი.
ეს არის პრობლემა ბანკისა, რომელიც დგას საკუთარი ფულის დაკარგვის საშიშროების წინაშე.
მართალია ბანკი ამის გამო არ დაიქცევა, მაგრამ ვერმიღებული სასესხო თანხების გამო ბანკში ვინმემ უნდა აგოს პასუხი, საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება კი არავის არ უნდა და აქ იძაბება სიტუაცია, სწორედ აქ ცდილობს ყველა რომ პასუხისმგებლობა მთლიანად ჩვენ მოგვახვიოს თავს და ისე გვექცევიან თითქოს ეს იყოს მარტო ჩვენი პრობლემა.
და ჩვენც ამ ფსიქოლოგიური წნეხის ქვეშ მოქცეულებს გვიპყრობს პანიკური შიში ვვარდებით უზარმზაზარ სტრესულ სიტუაციაში
მაგრამ, აქ უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი: რომ ნებისმიერი შიში, მისი კარგად „გაშიფრვის“ შემდეგ მიდის აუცილებლად სიკვდილის შიშამდე. ახლა ამაზე შეჩერება შორს წაგვიყვანს, ამიტომ მოდით უბრალოდ სიტყვაზე მენდეთ, შემდეგ კი შეგიძლიათ ფსიქოლოგებთან გადაამოწმოთ.
ანუ, რისიც არ უნდა გვეშინოდეს, ჩვენ სინამდვილეში ამ დროს გვეშინია სიკვდილის.
მაგრამ უნდა გავაცნობიეროთ, რომ სესხის დასაფარავდ ფულის არ ქონა არანაირად არ უქმნის საფრთხეს ჩვენს სიცოცხლეს.
ბოლოს და ბოლოს რა არის სიცოცხლე და როგორ გვეძლევა ის?
სიცოცხლეს შემოქმედი გვაძლევს ვალად, რომლის სანაცვლოდაც ის ჩვენგან ითხოვს მოვახდინოთ საკუთარი თავის რეალიზება ამ სიცოცხლის განმავლობაში.
როცა ის სიცოცხლეს გვაძლევს, გვიყენებს გარკვეულ პირობებს. ის გვაძლევს ფიზიკური, გონებრივი, სულიერი შიმშილის გრძნობებს და ჩვენზეა დამოკიდებული როგორ შევძლებთ მათ დაკმაყოფილებას.
ერთი წუთით წარმოიდგინეთ რომ ეს გრძნობები არ არსებობდეს, რომ ჩვენ გვეძლეოდეს სიცოცხლე და მორჩა, არაფრის კეთება არ იყოს საჭირო.
ბევრს რომ ჰკითხო, ეს მშვენიერი იქნებოდა, ბევრისთვის ასეთი ცხოვრებოდა იქნებოდა ბედნიერება. როცა შენ გაქვს ყველაფერი რასაც ინატრებ თითის გაუნძრევლად, როცა შეგიძლია აბსოლუტურად არაფერი არ აკეთო და ყველაფერი გქონდეს.
მაგრამ ეს ხომ საშინელებაა.
ბედნიერება სინამდვილეში ის არის როცა შეგიძლია გასცე და მიიღო. და ყველა ღებულობს იმდენს რამდენიც გასცა.
ადამიანის ბედნიერების და წარმატებული ცხოვრების არსიც ხომ იმაში მდგომარეობს, რომ მან გააცნობიეროს საკუთარი მისია, დანიშნულება ამ ქვეყნად, იპოვოს გზა თუ როგორ ემსახუროს ხალხს, სამყაროს, შემოქმედს.
ანუ ჩვენი ბედნიერების ხაზი სწორედ ვალდებულებების შეგრძნებაზე და გათავისებაზე გადის.
და ეს არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა…
ანუ ვალში ყოფნა, ზოგადად, არის ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობა და შესაბამისად ის არის სრულიად უსაფრთხო.
და რაც უფრო მალე გავაცნობიერებთ ამას, მით უფრო მალე გავნთავისუფლდებით ნერვული დაძაბულობისაგან.
ეს კი მოგვცემს საშუალებას უფრო სწორად შევაფასოთ არსებული სიტუაცია და შევიმუშავოთ კრიზისიდან გამოსვლის სტრატეგია და ტაქტიკა
3.უნდა გავათვითცნობიეროთ რომ სიტუაციის შესაცვლელად ჩვენ პირველ რიგში უნდა მოვრიგდეთ საკუთარ თავთან.
როცა სესხს ვიღებდით ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება ბანკთან, ახლა კი იძულებული ვართ ის დავარღვიოთ. ჩვენ გვეჩვენება, რომ სწორედ ამაშია სტრესის მიზეზი. ამავე აზრზს გვახვევს თავზე ბანკიც.
მაგრამ ეს ყველაფერი სისულელეა!
პრობლემა სინამდვილეში ამაში კი არ არის.
როცა ვიღებდით სესხს, ჩვენ შეთანხმებას ვდებდით პირველ რიგში სწორედ საკუთარ თავთან.
ჩვენ გავაფორმეთ ხელშეკრულება იმაზე, რომ კრედიტის აღებით ავისრულებდით სურვილებს და დავაბრუნებდით სესხს.
ასეთ დროს მომავალი გვესახებოდა უღრუბლოდ და მიზანი კი ადვილად მისაღწევად. მაგრამ რაღაც ისე არ აეწყო და შეთანხმება ჩაიშალა. მაგრამ პირველ რიგში ჩაიშალა ჩვენი შეთანხმება და სწორედ ამ შეთანხმების ვერ შესრულების გამო განვიცდით სტრესს.
იმედების გაცრუება აყენებს ძალზე დიდი დარტყმას ნებისმიერი მოუმზადებელი ადამიანის ფსიქიკას.
ამ შინაგანი შეთანხმების დარღვევამ გამოიწვია ჩვენი თვითშეფასების მკვეთრი დაცემა ჩვენსავე თვალში და სწორედ ეს ძაბავს ჩვენს ფსიქიკას და მიჰყავს ის სტრესულ მდგომარეობამდე.
ხოლო იმისთვის, რომ თავიდან ავიცილოთ ნერვული სტრესი, აუცილებელია გავაცნობიეროთ, რომ ამ სიტუაციაში მთავარი დუელი მიმდინარეობს ჩვენს შიგნით და დავდოთ ახალი შეთანხმება საკუთარ თავთან, რომლის არსიც მდგომარეობს შემდეგში – დავაბრუნოთ ყველაფერი თავის ადგილას.
ჩვენ უნდა გახდეთ ისეთივე, როგორიც ვიყავით სესხის აღებამდე – საკუთარ თავში დარწმუნებული, საკუთარი წამოწყებების წარმატებაში დარწმუნებული, დამოუკიდებელი და ძლიერი.
ამისთვის კი საჭიროა ავმაღლდეთ პირველ რიგში საკუთარი თავის წინაშე. უნდა დავიბრუნოთ საკუთარი თავის სიყვარული, საკუთარი ძალების, უნარების და ცოდნის რწმენა.
უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ ქვეყანას მოვევლინეთ განსაკუთრებული, გენიალური უნარებით და შესაძლებლობებით დაჯილოებულნი და მხოლოდ შემდეგ, საზოგადოების მხრიდან ძალადობრივი ზემოქმედების შედეგად მოხდა ჩვენი ტალანტების და უნარების დაკონსერვება.
დიახ, ჩვენ ისინი კი არ დავკარგეთ, არამედ გადავკარგეთ ჩვენინე თავის ღრმა საცავებში და ახლა უბრალოდ არ გვახსოვს მათთან მისასლელი გზები ან ხშირ შემთხვევაში საერთოდ მათი არსებობა.
ახლა კი საჭიროა, რომ აღმოვაჩინოთ ისინი და გამოვიყვანოთ სააშკარაოზე, მაგრამ ეს უკვე იმდნად ვრცელი თემაა, რომ ერთი პოსტის ფორმატში ვერ ჩაეტევა და ჯობია მასზე საუბარი მომდევნო სტატიაში გავაგრძელო.
ახლა კი დროებით გემშვიდობებით და გთხოვთ ყურადღებით ადევნოთ თვალი სიახლეებს ჩვენს ბლოგზე, რადგან წინ უამრავი საინტერესო სიახლე და სიურპრიზი გელოდებათ.
შევხვდებით მწვერვალზე!
ხვიჩა, არაჩვეულებრივი სტატიაა. დიდი მადლობა. ეს ყველაფერი საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი. ერთდროულად მქონდა რამდენიმე სახის ვალი (სახელმწიფოსი და ბანკის). მიუხედავად ჩემი პანიკური შიშისა, ყველაფერი თავის ადგილზე აღმოჩნდა. რა თქმა უნდა, მეც არ ვმჯდარვარ უმოქმედოდ.
სასარგებლო სტატიაა! ბევრს ისწავლი აქედან. სწორად არის გაანალიზებული. ყველაზე მთავარი მაინც ჩვენი მიდგომაა. ვალი შეიძლება სტიმული გახდეს, ვინ როგორ დაინახავს. ყოჩაღ ხვიჩა, დიდი მადლობა, ინტერესით ველოდები ახალ სტატიას. წარმატებებს გისურვებ.
პ.ს. არაფერ შუაშია, მაგრამ ტობავარჩხილის ნახვა მინდა ძალიან და იქნებ დაგვეხმარო ჩვენებმა ერთად რომ ვნახოთ? გატყობ კარგი ორგანიზატორი ხარ.
ტობაზე ასვლა პრობლემა არაა ინგა. ამას დიდი ორგანიზება არ სჭირდება, მხოლოდ სურვილი… და ცოტა ფული გამცილებლებისთვის და აღჭურვილობისთვის 😀
შენ იმდენს მუშაობ საკუთარ თავზე მარიკა, შედეგი რომ არ გქონოდა ის იქნებოდა გასაკვირი 🙂
შესანიშნავი პოსტია ხვიჩა, შემაგულიანებელი! გმადლობ.
იცოცხლე მურად, წარმატებები მეგობარო! 🙂
საინტერესო და სასარგებლო პოსტია 🙂
უღრმესი მადლობა, თამუნა, სტუმრობისთვის, გამოხმაურებისთვის 🙂
იყო ჩემს ცხოვრებაში ეტეპი, როცა გავიაზრე რომ არ არსებობს პრობლემა! არსებობს გამოწვევა!პრობლემას როგორც წესი გავურბივართ, გამოწვევას კი უნდა უპასუხო! მართლაც დიდი მნიშვნელობა აქვს რეალობის ადეკვატურ შეფასებას! და კიდევ, როცა არ მოგწონს რასაც იღებ, უნდა შეცვალო ის, რასაც გასცემ! ძალიან კარგი სტატიაა! მადლობა, ხვიჩა, ძალიან ბევრს ვიღებ ამ საიტიდან!
მე კი შენი კომენტარებიდან, ნატალია!
ძალიან სასიამოვნოა ისეთ ადამიანებთან ურთიერთობა, რომლებიც გარკვეულწილად იმავე ტალღაზე არიან მომართული, როგორზეც შენ 🙂
უღრმესი მადლობა რომ ჩემი ხშირი სტუმარი ხარ და ყოველთვის საინტერესოდ და სასარგებლოდ ერთვები მის ცხოვრებაში 🙂 <3
მადლობა
ძალიან საინტერესო მიდგომაა, ვფიქრობ საქართველოს მოსახლეობის 100%-მა უნდა წაიკითხოს და არამხოლოდ წაიკითხოს, ყველამ უნდა გააზრებულად ჩავწვდეთ თითოეულ დეტალს. დღევანდელი ჩვენი სიტუაციიდან გამომდინარე ეს სტატია ყველაზე საჭიროდ მეჩვენება, ვფიქრობ აღარ დარჩა ერში ადამიანი რომელსაც მინიმუმ 1 ონლაინ საკრედიტო ვალდებულება არ აქვს, თან ვადაგადაცილებული 🙂 ყველას დაეხმარებოდა ეს სტატია ვინც იტანჯება და სხვადასხა კიდევ უარეს გამოსავალს ეძებს ვალებისგან თავის დასაღწევად. მოკლედ ძალიან სასიამოვნოა რომ არსებობთ და მოგვიწოდებთ პოზიტიურად პრობლემების მოგვარებისკენ <3
უღრმესი მადლობა, ფიქრია. მიხარია რომ მუდმივად იზრდება იმ ადამიანღაოდენობა, რომლებისთვისაც ფასეული და სასარგებლოა ჩემი ბლოგი. ამით მე თვითონაც უზარმაზარ პოზიტიურ ენერგიას ვიღებ თქენგან <3
შევხვდებით მწვერვალზე!
გამარჯობა,
ეს არის ინფორმირება საზოგადოების, რომ ქალბატონი Morgan Erica, კერძო სესხის კრედიტორების გაიხსნა ფინანსური შესაძლებლობა ყველასთვის საჭიროა ნებისმიერი ფინანსური დახმარება. ჩვენ სესხს ვაძლევთ 2% პროცენტს პროცენტული პირებისათვის, ფირმებისა და კომპანიებისთვის ნათელი და გასაგები პირობებით. დაგვიკავშირდით დღეს ელექტრონული ფოსტით, რომ მოგცეთ ჩვენი სესხის პირობები: (morganerica007@gmail.com)