ტრენინგი–სემინარი

 

19-20 ივლისი, ქუთაისი–2014 წ. 

როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები  

გსურთ გაიგოთ როგორ დააღწიოთ თავი ფულის მუდმივ უკმარისობას და ერთხელ და სამუდამოდ დაამყაროთ წესრიგი თქვენს ფინანსურ ცხოვრებაში?

 

pIufTKAPegU

თუ თქვენი პასუხია "დიახ", მაშინ გილოცავთ!

 

თქვენს წინაშეა პირადი ფინანსების მართვის ეფექტური ტექნოლოგია, რომლის დახმარებითაც უკვე ასეულ ათასობით ოჯახმა შეძლო ფინანსური კრიზისის დაძლევა და სრულფასოვანი, ბედნიერი ცხოვრების დაწყება!

 

იცით თუ არა, რომ:

საშუალოდ, ყოველი ასი ადამიანიდან, ვინც დიდი იმედებით იწყებს საკუთარ კარიერას, საპენსიო ასაკისთვის მხოლოდ 1 ადამიანია მდიდარი, 5 – ფინანსურად მეტნაკლებად სტაბილურ მდგომარეობაში, 18 აგრძელებს სამსახურს, მაგრამ არა იმიტომ, რომ უყვარს თავისი საქმე, არამედ იმიტომ რომ ეს არის მისი ოჯახის ერთადერთი შემოსავლის წყარო,  23 – გარდაცვლილია, 53 კი იმყოფება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში და ძლივს გააქვს თავი მიზერული პენსიის, სხვადასხვა სახის სოციალური პროგრამების ან/და კერძო თუ სახელმწიფო შემოწირულობების ხარჯზე?

ანუ, ყმაწვილობის ასაკში უდიდესი ენთუზიაზმით, ახალგაზრდული ენერგიით, ნათელი და ბედნიერი მომავლის იმედით ასპარეზზე გამოსული ადამიანების მხოლოდ 6% აღწევს წარმატებას, დანარჩენი კი მთელი ცხოვრება წვალობს ლუკმაპურისთვის.

რატომ ხდება ასე? 

მართალია, დღეს მთელ მსოფლიოში ფინანსური კრიზისია, მაგრამ ყველაზე დიდი და საშინელი კრიზისი არის ჩვენს აზროვნებაში, ჩვენს დამოკიდებულებაში პირადი ფინანსების და ზოგადად ფულისადმი.

დღეს რომ ადამიანებს ჰკითხო, მათ უმრავლესობას, ბევრად უფრო ღირსეული და მნიშვნელოვანი საქმეები აქვს საკეთებელი, ვიდრე ფულზე ფიქრით თავის შეწუხებაა. 

არადა...

  • ყველა ფიქრობს ფინანსურ დამოუკიდებლობაზე;

  • ყველას უნდა რომ გამოიმუშავებდეს უფრო მეტს, ვიდრე ახლა;

  • ყველას უნდა რომ ჰქონდეს გარკვეული დანაზოგი უზრუნველი სიბერისთვის;
  • ყველას უნდა რომ დაუტოვოს ღირსეული მემკვიდრეობა საკუთარ შვილებს;

და ამიტომ დღე და ღამე მუხლჩაუხრელად ირჯებიან, მთელი ძალები მიმართულია შემოსავლების ზრდისაკენ, ხანდახან ერთი კაცი ერთდროულად ორ ცვლაში ან ორ-სამ ადგილას მუშაობს, მაგრამ მთელი პარადოქსი იმაშია, რომ

შემოსავლების ზრდა სულაც არ უწყობს ხელს ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებას.
ხშირ შემთხვევაში პირიქით – კიდევ უფრო უარეს სიტუაციაში აღმოჩნდება ხოლმე ადამიანი.

და ეს იმიტომ, რომ სინამდვილეში მთავარია არა შემოსავლების რაოდენობა, არამედ მათი სწორად განკარგვის უნარი, რომ ჩვენი სიმდიდრე დამოკიდებულია არა ფულის რაოდენობაზე, არამედ  ჩვენს დამოკიდებულებაზე ფულის მიმართ.

ის სავალალო ფინანსური მდგომარეობა, რომელშიც დღეს ვიმყოფებით, არის ამ სფეროში ჩვენი არასწორი და არათანმიმდევრული, უსისტემო ნაბიჯების და ქმედებების შედეგი.

და თუ ჩვენ გვინდა შევცვალოთ ჩვენი ცხოვრება, ჩვენი დღევანდელი ფინანსური სიტუაცია უკეთესობისაკენ, მაშინ პირველ რიგში უნდა შევიცვალოთ ჩვენ თვითონ, უნდა შევცვალოთ ჩვენი დამოკიდებულება ფულისა და ზოგადად ფინანსების მიმართ.

ტრენინგ–სემინარზე

 

„როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები“

 

თქვენ თ ს გ ე:

 

  • რა არის ფულის უხილავი მხარე და რა გავლენას ახდენს ის ფულის და ფინანსების ხილულ, მატერიალურ მხარეზე?
  • რას და რატომ არ ასწავლიან ფულის და ფინანსების შესახებ სკოლებში და უმაღლეს სასწავლებლებში?
  • რას ნიშნავს ფულის ნაკადის კვადრანტი და რა გავლენას ახდენს ის ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაზე?
  • რით განსხვავდება აქტივების და პასივების რეალური არსი მათი კლასიკური გაგებისგან?
  • რას ნიშნავს და როგორ გამოვთვალოთ ჩვენი კაპიტალის ოდენობა და ყოველთვიური ფულის ნაკადი?
  • როგორ შევადგინოთ პირადი ფინანსური გეგმა?
  • რატომ უწოდებენ კაპიტალიზაციას სამყაროს მერვე საოცრებას და როგორ გამოვიყენოთ ის ჩვენს სასარგებლოდ?
  • რას ნიშნავს პირველ რიგში საკუთარი თავისთვის გადახდის ჩვევა და როგორ გამოვიმუშავოთ ის?
  • რას ნიშნავს და როგორ შევქმნათ ფინანსური უსაფრთხოების ბალიში? 

და სხვა, მრავალი, ერთი შეხედვით, თითქოსდა წვრილმანი დეტალი, რომლებიც სინამდვილეში ის აგურებია, რომლებითაც ნელ-ნელა, თანდათანობით უნდა ავაშენოთ ჩვენი ფინანსური დამოუკიდებლობის სასახლე!

ჩვენ გაგიზიარებთ პროფესიონალთა რჩევებს და კონსულტაციებს, რომელთა ეფექტურობა უკვე გამოცდილია მილიონობით ადამიანის მიერ მთელს მსოფლიოში და რომელთა წყალობითაც თავად ჩვენც შევძელით სავალალო ფინანსური ყოფისაგან თავის დაღწევა და ფინანსური დამოუკიდებლობის გზაზე შედგომა. finance

 

ვისთვის არის ეს ტრენინგი?

  • ხელფასზე მომუშავე დაქირავებული მოსამსახურეებისათვის, რომლებსაც არასდროს არ ჰყოფნით ფული ხელფასიდან ხელფასამდე
  • მცირე და საშუალო ბიზნესის მფლობელებისთვის, რომლებსაც უჭირთ ერთმანეთისგან პირადი და ბიზნესის ფინანსების გამიჯვნა და მიუხედავად მზარდი შემოსავლებისა, მაინც ვერ ახერხებენ ფინანსურად წელში გამართვას
  • სტუდენტებისთვის, რომლებსაც სურთ გაიგონ ფულსა და ფინანსებზე უფრო მეტი ვიდრე მათ ასწავლიან უმაღლეს სასწავლებლებში
  • მათთვის, ვისაც ეშინია ტელეფონის აღების, კარის გაღების და ქუჩაში გასვლის, რომ მოულოდნელად მოვალეს არ გადაეყაროს
  • და საერთოდ, ნებისმიერი ადამიანისთვის, მიუხედავად მისი საქმიანობისა, პროფესიისა, სოციალური სტატუსისა და შემოსავლების ოდენობისა, ვინც გრძნობს, რომ მისი ცხოვრების ფინანსური მხარე არ არის მისთვის სასურველ დონეზე.

მაგრამ ეს ტრენინგი არ არის მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ წარმატების მიღწევა შესაძლებელია თითის გაუნძრევლად. 

აქ ვერ იპოვით ჯადოსნურ ჯოხს, რომლის ერთი დაქნევითაც შესაძლებელი იქნება თქვენი ფინანსური პრობლემების მოგვარება.

ეს ტრენინგ–სემინარი არის თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული სავარჯიშოების ნაზავი, რომელთა დახმარებითაც მსმენელები შეძლებენ სპეციალური უნარ–ჩვევების გამომუშავებას და შემდეგ, მათი ცხოვრებაში დანერგვითა და თანმიმდევრული, მიზანმიმართული გამოყენებით უკვე საკუთარი ფინანსური ამოცანების გადაწყვეტას.

 პრაქტიკული ნაწილი

ხშირ შემთხვევაში, ტრენინგები და სემინარები, დიდად არ განსხვავდება ჩვეულებრივი აკადემიური ლექციებისგან, სადაც უბრალოდ ცოდნის, ინფორმაციის გადაცემა ხდება. მაგრამ წარმატების მისაღწევად, მარტო ინფორმაციის ფლობა არ არის საკმარისი. thomas_leonard_39a731f20f2880691bf4da6c72936919

კოუჩინგის ერთ–ერთი ფუძემდებლის ტომას ლეონარდის წარმატების ფორმულა 10–40–50% გვეუბნება, რომ ადამიანის წარმატება მხოლოდ 10% არით დამოკიდებული იმ ცოდნასა და უნარებზე, რომლებსაც ის ფლობს, 40%–ით აზროვნების ფორმებზე, იმაზე თუ როგორ იყენებს ადამიანი ამ ცოდნას და უნარებს და 50% –ით გარემოცვაზე.

ამ ტრენინგ–სემინარისთვის ოფლაინ ფორმატიც იმიტომ შევარჩიეთ, რომ მონაწილეები მოხვდნენ თანამოაზრეების გარემოცვაში და ამასთანავე, არა უბრალოდ მიიღონ ინფორმაცია, არამედ იქვე გამოიმუშავონ ის უნარჩვევები, რომლებიც საჭიროა ამ ინფორმაციის წარმატებით გამოსაყენებლად.

სწორედ ამ მიზნით, ეს ტრენინგ-სემინარი, ჩვეულებრივი, ე.წ. აკადემიური ლექციებისგან თ, უხვად არის გაჯერებული ცოცხალი, პრაქტიკული მაგალითებით და სპეციალური, რ ი სახალისო სავარჯიშოებით.

ამასთანავე...

ტრენინგ–სემინარის მონაწილეებს მიეცემათ  შესაძლებლობა, მიღებული თეორიული ცოდნა და უნარჩვევები ტრენინგზევე გამოიყენონ ცნობილი ამერიკელი მულტიმილიონერის, ბიზნესტრენერის, „მდიდარი მამის“ სერიით გამოცემული ბესტსელერების ავტორის რობერტ კიოსაკის მიერ შექმნილ უნიკალურ სამაგიდო ბიზნეს თამაშში „Cashflow“ (ფულის ნაკადი)

LJLS4880

Cashflow - ითამაშეთ და გამდიდრდით

„Cashflow“ (ფულის ნაკადი) ეს არის თამაში, რომელიც კიოსაკის წიგნების მსგავსად გამოსვლისთანავე იქცა „ბესტსელერად“. ეს არის ბიზნესის და ინვესტიციების სფეროს ერთ–ერთი ყველაზე რეალისტური მოდელი, რომელიც იძლევა საშუალებას გავერკვეთ პროფესიონალი, წარმატებული ინვესტორებისა და ბიზნესმენების ფსიქოლოგიაში და ვისწავლოთ თუ

  • როგორ ვმართოთ პირადი ფინანსები, როგორ ვაწარმოოთ მათი აღრიცხვა (შემოსავალი, გასავალი, აქტივები, პასივები)
  • როგორ განვახორციელოთ ინვესტირება ბიზნესში, უძრავ ქონებაში და აქციებში
  • როგორ შევიძინოთ აქტივები მაშინაც კი, როცა არ გვაქვს ფული 

ეს არის თამაში, რომელსაც შეუძლია გადატრიალების მოხდენა ადამიანის ფინანსურ ცნობიერებაში. ამიტომ, ამ ორდღიანი ტრენინგ–სემინარის მეორე დღის უმეტესი ნაწილი დაეთმობა სწორედ ამ თამაშს. მსმენელებს საშუალება ექნებათ, ტრენერებთან ერთად მიიღონ მონაწილეობა ამ უნიკალურ თამაშში და მისი თამაშის შემდგომ განხილვაში, ხოლო

თამაშის გამარჯვებულები მიიღებენ სპეციალურ პრიზებს!

 

როგორ ჩატარდება ტრენინგი

 

პირველი დღე

 

  1. საკუთარ თავზე 100%–იანი პასუხისმგებლობის აღების, მიზნების სწორად განსაზღვრის და დროის ეფექტურად დაგეგმვის მნიშვნელობა წარმატებისკენ მიმავალ გზაზე
  2. ფულის მცნება და ფულის ნაკადის კვადრანტის მიმოხილვა
  3. რას არ ასწავლიან ფულისა და ფინანსების შესახებ თანამედროვე საგანმანათლებლო სისტემები
  4. მართვა და მისი როლი ცხოვრების ნებისმიერ სფროში
  5. ფულის და პირადი ფინანსების მართვის ტექნოლოგიური პროცესი და მისი ეტაპები
  6. აქტივები, პასივები და კაპიტალი
  7. შემოსავალი, გასავალი და ყოველთვიური ფულის ნაკადი
  8. ფინანსური უსაფრთხოები ბალიში
  9. საშინაო დავალებები.

 

მეორე დღე:

 

  1. პრაქტიკული მეცადინეობა პირადი ფინანსური გეგმის შესადგენად (სურვილის შემთხვევაში ტრენინგის რომელიმე მონაწილის მაგალითზე)
  2. Cashflow - თამაშის არსი, მნიშვნელობა და თამაშის წესები
  3. Cashflow –ს თამაში
  4. თამაშის შედეგების განხილვა
  5. ტრენინგის შედეგების შეჯამება
  6. სერთიფიკატების გაცემა 

ბონუსი 1

 

სპეციალური ელექტრონული ფაილები პირადი ფინანსების ეფექტურად სამართავად:

 

ფაილი 1- აქტივები, პასივები და კაპიტალი

ფაილი 2შემოსავალ–გასავალი ა ყოველთვიური ფულის ნაკადი

ფაილი 3ო 

ფაილი 4 - მრავალწლიანი ფინანსური გეგმა

ეს ფაილები არის ქართულ ენაზე შედგენილი მზა ცხრილები, რომლებთან მუშაობისთვის საკმარისია საოფისე პროგრამების საბაზო დონეზე ცოდნა. თქვენ უნდა შეიყვანოთ მხოლოდ პირველადი მონაცემები შესაბამის გრაფებში და შემდეგ პროგრამა ყველაფერს ავტომატურად გააკეთებს.

 

ბონუსი 2

 

"ბოდო შეფერის საკონსულტაციო წერილები"

ტრენინგ-სემინარის ყველა მონაწილე ტრენინგის გავლის შემდეგ სამი თვის განმავლობაში, გარკვეული პერიოდულობით, მიიღებს ფინანსების მოცარტად წოდებული გერმანელი მულტიმილიონერის, ევროპის ნომერ პირველი ფინანსური კონსულტანტის, პირადი ფინანსების სფეროში დაწერილი მრავალი ბესტსელერის ავტორის ბოდო შეფერის "საკონსულტაციო წერილებს", ლ ი. ეს წერილები ჩვენ თვითონაც ბონუსის სახით მივიღეთ ბოდო შეფერისგან, მისი ერთ–ერთი ლიცენზირებული პროდუქტის ლეგალურად შეძენის გზით, გავრცელებაზე ავტორის თანხმობასთან ერთად და ახლა ამ წერილებს, უკვე ქართულ ენაზე, მიიღებენ ჩვენი ტრენინგის მონაწილეებიც.

ბონუსი 3

 

ოჯახის წევრების შემთხვევაში 2=1!

ნებისმიერს, ვინც შეუკვეთავს ტრენინგზე დასწრებას, შეუძლია წამოიყვანოს ოჯახის ერთი რომელიმე წევრი: მეუღლე, შვილი, მშობელი ან და–ძმა უფასოდ!

 

 ვინ ჩაატარებს ტრენინგ–სემინარს?

ავტორი:

 

maikoმაია ხავთასი - საგანმანათლებლო–საკონსულტაციო ცენტრ "წარმატების აკადემია MK" –ის დამფუძნებელი და დირექტორი.

პროფესიონალი ფინანსისტი მრავალწლიანი სტაჟით, მაგრამ წარმატებას მიაღწია მხოლოდ იმ პრინციპების გამოყენებით, რომლებსაც ტრენინგზე გაეცნობით. მათი მეშვეობით, ორი შვილის მარტოხელა დედა 1 წლის განმავლობაში დაქირავეული მუშაკიდან თვითონ იქცა დამქირავებლად!

მან ააწყო საკუთარი წარმატებული ბიზნესი ყოველდღიურად მზარდი შემოსავლით. განახორციელა ინვესტიციები უძრავ ქონებაში, საიდანაც ღებულობს პასიურ შემოსავალს. შეიძინა საკუთარი სახლი, ავტომანქანა, მოგზაურობს მსოფლიოში.

ამასთანავე შექმნა საკუთარი ბლოგი, დაწერა ელექტრონული წიგნი–ბროშურა "წარმატების საიდუმლო" რომელთა მეშვეობითაც საკუთარ გამოცდილებას უზიარებს დაინტერესებულ მკითხველებს, რათა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს შანსი კარგად გააცნობიეროს და გამოიყენოს საკუთარი შესაძლებლობები. 

 

khviხვიჩა მებონია – საგანმანათლებლო–სალონსულტაციო ცენტრ "წარმატების აკადემია MK" –ის დამფუძნებელი, ავტორი წიგნისა "როგორ ამოვძვრეთ ვალების ჭაობიდან". 

მან შექმნა ერთ–ერთი პირველი ქართული ბლოგი პიროვნული ზრდის თემატიკაზე:  www.mebonia.com – "პიროვნული ზრდა და თვითგანვითარება" რომლითაც საჯარო გახადა საკუთარი თვითაღზრდის პროცესი, რათა მიეცა უფრო მეტი სტიმული და მოტივაცია პირველ რიგში საკუთარი თავისთვის და შემდეგში – თავისი მკითხველებისთვის.

ტრენინგ–სემინარის მსმენელებს ის გაუზიარებს თანამედროვე მსოფლიოს წარამატებული ადამიანების იმ რჩევებს და კონსულტაციებს, რომელთა ტესტირებაც საკუთარ ცხოვრებაში მოახდინა და რომელთა დახმარებითაც თავი დააღწია საშინელ ჭაობს, რომელშიც მუდმივი ფინანსური პრობლემების გამო იმყოფებოდა.

 

როგორ და სად ჩატარდება ტრენინგ-სემინარი?

 

ტრენინგი-სემინარი არის ორ დღიანი. ის ჩატარდება 19-20 ივლისს, დილის 9:30 საათიდან საღამოს 18:00 საათამდე. ერთი დიდი (1 საათიანი) და 2 მცირე (10-10 წუთიანი) შესვენებებით. ჩატარების ადგილი: ქ. ქუთაისი,  წერეთლის ქ. N35 (დეტალურ ინფორმაციას მიიღებთ შეკვეთისას მითითებულ ელფოსტაზე). 

 

ახლა რაც შეეხება ფასს...

 

ეს ტრენინგ–სემინარი აგებულია იმ ცოდნისა და  უნარჩვევების ბაზაზე, რომელთა მისაღებად და ცდებისა და შეცდომების გზით საკუთარ თავზე გამოსაცდელად, დასახვეწად და სისტემაში მოსაყვანად ჩვენ საერთო ჯამში 2 წელი და 10 ათას ლარამდე თანხის ინვესტირება მოვახდინეთ!

ამიტომ ფასი, რომელიც ამ ტრენინგ–სემინარისთვის განვსაზღვრეთ, ფაქტიურად სიმბოლურია –118 ლარი!

დიახ, 118 ლარი, იმიტომ, რომ ჩვენ გვინდა რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა მიიღოს წვდომა ამ უნიკალურ მასალასთან, მიიღოს შანსი ეზიაროს იმ ცოდნას და უნარებს, რომლებიც გაუხსნიან გზას ფინანსური კეთილდღეობისაკენ.

თუმცა, ვინაიდან ჩვენ პირველად ვატარებთ ტრენინგს ქუთაისში გადავწყვიტეთ გაგვეკეთებინა 50 % –იანი ფასდაკლება და მათთვის, ვინც შეკვეთას გააფორმებს 16 ივლისის ჩათვლით, ტრენინგ–სემინარის ღირებულება იქნება 59 ლარი!

ფასი:   118 ლარი      59 ლარი

 

shekveta

 შეკვეთის ღილაკზე დაკლიკების შემდეგ თქვენ ავტომატურად გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც მოცემულია შეკვეთის განხორციელების ინსტრუქცია

ფასში შედის:

  • სამუშაო რვეული და ავტოკალამი
  • წყალი, ყავა და ჩაი განუსაზღვრელი რაოდენობით

გარდა ამისა, ტრენინგის ყველა მონაწილე გაწევრიანდება სპეციალურად ამ ტრენინგისთვის შექმნილ ჯგუფში ფეისბუკზე, სადაც მათ ექნებათ საშუალება ერთმანეთს გაუზიარონ ტრენინგზე მიღებული ცოდნისა და უნარების პრაქტიკაში გამოყენების შედეგად მიღებული გამოცდილება, მიიღონ ერთმანეთისგან და მათ შორის ტრენერებისგანაც კონსულტაციები, სურვილის და საერთო ენის გამონახვის შემთხვევაში კი დასახონ და განახორციელონ ერთობლივი პროექტები და ასე შემდეგ.

 

ფულის დაბრუნების 100% - გარანტია

 

თუ მაინც ყოყმანობთ, მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ამ ტრენინგ-სემინარზე დასრწებაში ფულის გადახდით, თქვენ ნებისმიერ შემთხვევაში მოგებული რჩებით, ვინაიდან ჩვენ გთავაზობთ ფულის დაბრუნების 100%-იან გარანტიას ყოველგვარი ახსნა განმარტების მოთხოვნის გარეშე იმ შემთხვევაში, თუ ჩათვლით, რომ ტრენინგი არ იყო თქვენთვის სასარგებლო.

 

garantia

 

 აი რას ამბობენ ჩვენი ტრენინგის მონაწილეები:

 

tamarმაიკო, ხვიჩა!! მადლობა, მადლობა, მადლობა!!! ეს ტრენინგი ჭირდება ყველას! და დავამატებ - ეს ჭირდება ბავშვებს! მე სიამოვნებით მოვიყვანდი ჩემს 2 შვილს. ისეთი განცდა მაქვს, თითქოს დიდი სიმდიდრე შევიძინე!!!! ვამაყობ თქვენით და მიყვარხართ!!!

თამარ საგინაშვილი

 

endiმთელი ცხოვრება აქეთ მოვდიოდი. გზა ბევრჯერ ამებნა. მაინც მოვძებნე ჭკვიანი ბილიკი, რომელმაც თქვენთან მომიყვანა. იმედია მეყოფა ჭკუა აღარ გადავცდე მას.

ენდი კუბლაშვილი

 

donariასე მეგონა ტრენინგზე ჩემი ცხოვრება თამაშდებოდა. ყველა ის ემოცია დამეუფლა, რაც პრობლემების წარმოქმნის დროს მემართება ხოლმე, მაგრამ ამჯერად ასე მეგონა გვერდიდან ვუყურებდი ამ ყველაფერს და რეალურად დავინახე ის სისუსტეები რაც მაბრკოლებს ცხოვრებაში.სწორედ ამიტომ ძალიან ბევრ გაუცემელ კითხვას გაეცა პასუხი და ჩემმა ცნობიერებამ უზარმაზარი ტრანსფორმაცია განიცადა...

ამ კითხვებს და მათზე პასუხებს ჩანაწერებად ვაქცევ და აუცილებლად გაგიზიარებთ, იქნებ კიდევ ვინმეს აწუხებს მსგავსი კითხვები და იტანჯება პასუხის მოლოდინში...

მეორე დღესვე გავაკეთე ანაბარი ბანკში ფინანსური ბალიშის მოსამზადებლად, შევიტანე თანხა და ყოველთვე გადავუხდი ჩემს თავს ხელფასის 10 %...

კიდევ ერთხელ მადლობა უფალს რომ თქვენ არსებობთ ჩემს ცხოვრებაში რომ მომეცა საშუალება იმ ადამიანების გარემოცვაში ვიყო, სადაც თავს კომფორტულად ვიგრძნობ და ჩემი გაწეული ენერგია რომელიც უსაზღვროდ გავეცი და კიდევ გავცემ წარმატებას მოუტანს ჩემს პატარა ოჯახს და ჩემს გარშემო მყოფ შეშინებულ და დაბნეულ ადამიანებს........

უსაზღვრო სიყვარულით და მადლიერებით დონარი სამადაშვილი

 

raminბაგა-ბაღიდან მოყოლებული აუდიტორიები არ მაკლია და არ მიკვირს, მახსოვს ბევრი რამ, როგორც მონასტრებში ისე რეზიდენციებში, განცდილი ემოციები, პოზიტივი თუ ნეგატივი.

მინდა ვთქვა, რომ ეს ორი დღე სულ სხვა იყო, სულ პოზიტივი და სულ განსხვავებული დამოკიდებულება ყველასა და ყველაფრისადმი. რაც თქვენთან ერთად ვნახე და განვიცადე ეს რაღაც ახალი და მნიშვნელოვანი იყო.5 მაისიდან შეიცვალა ჩემი ნაბიჯები, ცხოვრება, აზროვნება, შემეცნება და მინდა ამისთვის მადლი და მადლობა მივუძღვნა უფალს, უზენაეს და აბსოლუტ გონს, ენერგიას, რასაც მე ღმერთს ვუწოდებ.

დიდი მადლობა ჩემს მეუღლეს – ეკატერინე გელაშვილს. მან გამაცნო მაიკო და ხვიჩა. მისი წყალობით მოვხდი ამ ტრენინგზე.

უღრმესი მადლობა ხვიჩას და მაიკოს. რატომ? იმიტომ, რომ ყველგან და ყველა სფეროში, მასწავლებელი, წინამძღოლი, მწვრთნელი და ჭკუის დამრიგებელი ფასდაუდებელია. განსაკუთრებული ლოცვაა მათ მიმართ და მუდამ ვილოცებ მათთვის.  

მადლობა ჯგუფის წევრებს, განსაკუთრებით თამაშის (სუფრის წევრებს), რადგან სხვასთან შედარებით, მათ უფრო დავუახლოვდი და უამრავი მარგალიტიც აღმოვაჩინე მათში.

ახლა უნდა გავიქცე, უამრავი საქმე მაქვს... დღემდე ჩემს ცხოვრებას მე უკვე ვუწოდებ „წინა ცხოვრებას“ ...

მადლი და მადლობა თქვენ. წარმატებები. სიყვარულით, პატივისცემით და მონატრებით, რამინ ბართლომე ცინაძე

 

makoმოგესალმებით უკვე წარმატებულნო და წარმატების მსურველნო. მას შემდეგ, რაც გავიარე ტრენინგი "როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები", ნათლად დავინახე: ჩემი არაპრაგმატულობა და არარაციონალურობა ხარჯვის ამბავში  და რაც მთავარია, შენელებული მოქმედების არასახარბიელო შედეგები. გავაანალიზე განვლილი გზა, შემოვუძახე ჩემს თავს, რომ აქტიურობის დროა და შევიმუშავე სამოქმედო გეგმა. დიდი მადლობა მაიას და ხვიჩას ჩემი გამოფხიზლება-გამხნევებისა და საინტერესო მასალების მოწოდებისთვის.

მაკო ჯაოშვილი

 

კიდევ ყოყმანობთ? მაშინ, მოდი დავითვალოთ:

ტრენინგის ღირებულებაა 59 ლარი, ამ თანხით თქვენ შეგიძლიათ შეიძინოთ დაახლოებით 30 ლიტრი საწვავი თქვენი ავტომანქანისთვის, ან იაფფასიანი სუნამო, ან ერთხელ ისადილოთ მეგობართან ერთად, თანაც არც თუ ისე პრესტიჟულ რესტორანში, ან შეიძინოთ დასწრების უფლება ამ ტრენინგ–სემინარზე, რომლის გავლის შემდეგ თქვენ შეძლებთ

  • გაზარდოთ თქვენი შემოსავლები და შეამციროთ ხარჯები საშუალოდ 20% –ით 
  • რაც შეიძლება უმტკივნეულოდ დააღწიოთ თავი ვალების ჭაობს
  • თავი დააღწიოთ მუდმივ სტრესულ მდგომარეობას უფულობის გამო
  • შექმნათ საკუთარი კაპიტალი და ჩაუყაროთ საფუძველი უზრუნველ სიბერეს?

 

ამიტომ მორჩით ყოყმანს და შეუკვეთეთ ტრენინგზე დასწრება

ფასი: 118 ლარი        59 ლარი

shekveta

შეკვეთის ღილაკზე დაკლიკების შემდეგ თქვენ ავტომატურად გადახვალთ ახალ გვერდზე, სადაც მოცემულია შეკვეთის განხორციელების ინსტრუქცია

 

სპეციალური ბონუსი!

 

ის ვინც გაუზიარებს ამ ინფორმაციას მეგობრებს ქვემოთ მოცემული Facebook -ის ღილაკის მეშვეობით, ტრენინგზე დასწრების შემთხვევაში მიიღებს საჩუქარს!

საჩუქრის შესახებ ინფორმაცია დაშიფრულია და გაიხსნება მხოლოდ ქვემოთ  მოცემული Facebook -  ღილაკის მეშვეობით ამ პოსტის გაზიარების შემდეგ.

 

[trafficbomb]

გმადლობთ, რომ გაუზიარეთ ეს გვერდი მეგობრებს!

თუ თქვენ შეუკვეთავთ ტრენინგზე დასწრებას საჩუქრად მიიღებთ წიგნ–ბროშურას:

"20 ცნობილი მილიონერის საქმიანი რჩევები"

[/trafficbomb]

© 2014 წ. "წარმატების აკადემია MK"

E-mail:treningi@mebonia.com  

Tel: 599 63 83 34 – ელენე ოქრომჭედლიშვილი

Цена:
Описание:
Заполните форму