
გთავაზობთ მესამე წერილს სერიიდან “განდაპასი გვირჩევს-ლიდერობის 5 საიდუმლო”, რომლის ფარგლებშიც შემოგთავაზებთ ცნობილი ბიზნესტრენერისრადისლავ განდაპასის მინი გაკვეთილებს ლიდერის აზროვნების განსავითარებლად.

გთავაზობთ მესამე წერილს სერიიდან “განდაპასი გვირჩევს-ლიდერობის 5 საიდუმლო”, რომლის ფარგლებშიც შემოგთავაზებთ ცნობილი ბიზნესტრენერისრადისლავ განდაპასის მინი გაკვეთილებს ლიდერის აზროვნების განსავითარებლად.

გთავაზობთ მეორე წერილს სერიიდან “განდაპასი გვირჩევს-ლიდერობის 5 საიდუმლო”, რომლის ფარგლებშიც შემოგთავაზებთ ცნობილი ბიზნესტრენერის რადისლავ განდაპასის მინი გაკვეთილებს ლიდერის აზროვნების განსავითარებლად.

როგორ იქმნება გენიალური იდეები? აქვთ თუ არა რაიმე საერთო „მონა ლიზას“ და ფარდობითობის თეორიის ავტორებს?

მიმდინარე წლის 18-20 მარტს კომპანია MBM -ის ორგანიზებით უკრაინაში, ქ. ბროვარიში ჩატარდა სამდღიანი ბიზნესკონფერნცია Brand&Marketing (ბრენდ მარკეტინგი). მე როგორც ამ კომპანიის ერთ-ერთი პროექტის “მაღალანაზღაურებადი სპიკერების აკადემიის” პლატინიუმ ჯგუფის წევრს, საჩუქრად გადმომეცა კონფერენციაზე დასაწრები VIP პაკეტი და რა თქმა უნდა სიხარულით მივიღე მოწვევა და დავესწარი კიდევაც ამ ღონისძიებას, რომელმაც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა.
უმაღლეს დონეზე ორგანიზებული ღონისძიება დიდი რაოდენობის პრაქტიკული ხასიათის უნიკალური კონტენტით, რომელსაც ახალგაზრდა მაგრამ უკვე ძალიან გამოცდილი პრაქტიკოსი ინტერნეტბიზნესმენები გვიზიარებდნენ არტიომის თამადობით, უამრავი სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული ადამიანი მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან და არაჩვეულებრივი ახალი კავშირები, საზეიმო საღამოები და ალაფურშეტები, მოწვეული მსახიობების, კომიკოსების და ცოცხალი მუსიკის თანხლებით, ლაზერშოუ, სტენდაპშოუ… მოკლედ სასარგებლოს და სასიამოვნოს საოცარი შეხამება!
და რაც ასევე საისამოვნოა მიუხედავად ძალიან გადატვირტლი გრაფიკისა კომპანია MBM-ის დამფუძნებელმა, ახალგაზრდა მილიონერმა არტიომ ნესტერენკომ მაინც გამონახა დრო ჩემტან ინტერვიუს ჩასაწერად.
ჩაწერა მიმდინარეობდა რუსულ ენაზე, მისი ქართულად გახმოვანება ჯერ მზად არ მაქვს, ამიტომ ვიდეოს თან ერთვის ინტერვიუს ტექსტური ვერსია ქართულ ენაზე.
ვიდეოს ჩასართავად დააჭირეთ თეთრ სამკუთხედს შუაში. ტქესტური ვერსია იხილეთ ვიდეოს ქვემოთ.
მოგესალმებით, მე ვარ ხვიჩა მებონია, ინტელექტტრენერი და სამოტივაციო სპიკერი. ახლა ვიმყოფები ქ. ბროვარიში, უკრაინა, სადაც ვესწრები გრნადიოზულ სამდღიან ბიზნეს-კონფერენციას „ბრენდ-მარკეტინგი“ რომელიც ტარდება კომპანია MBM -ის ორგანიზებით. და ახლ ჩვენ გვაქვს საშუალება გავესაუბროთ ამ კომპანიის დამფუძნებელს, ახალგაზრდა ამბიციურ, გიჟ (როგორც მას ხშირად ეძახიან) მილიონერს არტიომ ნესტერენკოს.
ვიღაცას უთქვამს „ქალი სინამდვილედ ქცეული ულამაზესი სიზმარიაო მამაკაცისა“! დიახ, სიზმრად თუ ცხადად, მიწაზე თუ ცაში, ხმელეთსა თუ ზღვაში, მთაში თუ ბარში, სააქაოში თუ საიქიოში არ მეგულება ბევრად უფრო სრულყოფილი, დიადი, მშვენიერი, საოცარი, იდუმალი, ღრმა, სათუთი და ამავე დროს ძლიერი, გონიერი და ბრძნული ქმნილება უფლისა, ვიდრე ქალია! ძვირფასო ქალბატონებო, დედებო, დებო, მეუღლეებო, სწორედ თქვენ ხართ ის … Read more
რუბრიკა: სავარჯიშოები, ტექნიკები
ჩვენი ტვინი ისეა მოწყობილი, რომ, რაზეც ვახდენთ ჩვენი აზროვნების მუდმივ კონცენტრირებას, სწორედ ის ვითარდება და ძლიერდება ჩვენს ცხოვრებაში.
მაგალითად, თუ ჩვენ გამუდმებით ვამჩნევთ ჩვენში ნაკლოვანებებს და ვახდენთ მათზე კონცენტრირებას, დავიწყებთ ბრძოლას საკუთარ ნაკლოვანებებთან, ადრე თუ გვიან აუცილებლად დავმარცხდებით, რამეთუ ის, რასაც ვებრძვით, მხოლოდ ძლიერდება ამ ბრძოლისგან, მაგრამ თუ ჩვენ ვიქნებით კონცენტრირებული ჩვენს ღირსებებზე, მაშინ სწორედ ამ ღირსებების განვითარებას შევუწყობთ ხელს.
ხშირ შემთხვევაში, ის რასაც ჩვენ ნაკლოვანებებს ვეძახით, სინამდვილეში არის მხოლოდ ჩვენი შეგრძნებები და დამოკიდებულება ხასიათის ამა თუ იმ თვისებაზე. მაგალითად ერთი და იგივე ქმედება ერთი და იგივე სიტუაციაში ერთისგან შეიძლება შეფასდეს როგოც სიმხდალე, მეორეისგან კი , როგორც სიფრთხილე.
ახლა მე გაგაცნობთ ერთ სავარჯიშოს, რომელიც მოგცემთ საშუალებას, შეიცვალოთ დამოკიდებულება თქვენი ე.წ. ნაკლოვანებებისადმი და დაინახოთ მათში პოზიტივი.

ერთ მოხუცთან მივიდა სამი ახალგზარდა:
– გვასწავლეთ ყველაფერი, რაც თავად იცით, – თხოვა ერთმა.
– გვასწავლეთ მივიღოთ სწორი გადაწყვეტილებები და არ დავუშვათ შეცდომები, – თხოვა მეორემ.
– გაგვიმხილეთ საიდუმლო, როგორ ვეზიაროთ ცხოვრების ჭეშმარიტ სიბრძნეს, – დაამატა მესამემ.
მოხუცი ერთხანს მდუმარედ აკვირდებოდა ყმაწვილებს და ბოლოს უთხრა:
კარგი, მე გადმოგცემთ თქვენ ყველაფერს, რაც თავად ვიცი, მაგრამ მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული შეძლებთ თუ არა ჩასწვდეთ მათ სიბრძნეს.
როცა სარკეში ვიყურებით, ჩვენ ვხედავთ არა უბრალოდ კარგ ადამიანს, არამედ ვხედავთ უკიდეგანო პოტენციალს, უსაზღვრო შესაძლებლობებს, ჩვენ ვხედავთ გენიოსს. შეიძლება მკითხოთ, მაშინ რატომ არ ვარ მეც ისეთივე ცნობილი და სახელგანთქმული როგორც ეინშტეინი, მახათმა განდი, მოცარტი, მიქელანჯელო და ა.შ.
საქმე იმაშია, რომ ადამიანის ზეშესაძლებლობები არის ყველაზე გასაიდუმლოებული ჭეშმარიტება დედამიწაზე, რადგან სისტემას, რომელიც მართავს სამყაროს, არ აწყობს, რომ ჩვენ ვიყოთ, ჭკვიანი, ბრძენი, გენიალური, სულით და სხეულით ძლიერი, იმიტომ რომ ასეთი ადამიანებით მანიპულირება შეუძლებელია..
ამიტომ, დედამიწაზე კეთდება ყველაფერი იმისთვის, რომ ადამიანებმა არ იცოდნენ ან უკიდურეს შემთხვეაში ეჭვი შეიტანონ იმაში, რომ ისინი, ღმერთმა თავის ხატად და დარად შექმნა და ფლობენ ისეთ უსაზღვრო შესაძლებლობებს, რომლის სიტყვით აღწერაც შეუძლებელია.
ალბათ დამეთანხმებით, რომ გაცილებით ადვილია მართო ისეთი ადამიანები, რომლებიც ფიქრობენ რომ საცოდავი ქმნილებები არიან, რომლებიც ფიქრობენ რომ არიან ავადმყოფები, სუსტები და უბედურები, ვიდრე მართო ადამიანები, რომლებმაც იციან რომ გენიალურები არიან, რომ ფლობენ უსაზღვრო შესაძლებლობებს და რომლებმაც იციან რომ უფალმა ისინი თავის მსგავსად შექმნა.
ახლა კი მოდით ვნახოთ ის ტექნიკები და მეთოდები, რომლითაც ახერხებს სისტემა ადამიანებში ღვთისგან ბოძებული ზეშესაძლებლობების ჩაკვლას და გიგანტების ჯუჯებად ქცევას.
2004 წლის აგვისტოში მეცნიერებმა გამოაქვეყნეს სენსაციური მონაცემები ადამიანის გენოტიპის შესახებ. გამოკვლევების მიხედვით ადამიანების 80% არ გამოიყურება ისე, როგორც შეიძლება, რომ გამოიყურებოდეს. ანუ, ადამიანი არ იყენებს თავისი ორგანიზმის რეზერვებს. 99,99….% გენოტიპისა ადამიანებს აქვთ ერთნაირი. 0,0…1% -ეს არის ის რაც გვასხვავებს სხვებისგან.
ბიოლოგიური გეგმით ყველა ერთნაირად ვართ მოწყობილი. ესე იგი, ყველა ადამიანი იბადება ერთნაირი (!!!) ფიზიკური შესაძლებლობითა და პოტენციალით და როგორი შესახედაობა ექნება ადამიანის სხეულს, დამოკიდებულია იმაზე, აღმოაჩენს თუ არა ის თავისი ორგანიზმის შესაძლებლობებს.
ჩვენი ორგანიზმის მაგალითზე, რომელსაც შეიძლება შევეხოთ და დავრწმუნდეთ, რომ ის რეალურია, მინდა თქვენამდე მოვიტანო ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელმაც შესაძლოა შეცვალოს თქვენი წარმოდგენა სამყაროზე და თქვენს შესაძლებლობებზე.
ერთ–ერთი ძირითადი ფაქტორი, რომელიც მოქმედებს გარეგნობის ფორმირებასა და ორგანიზმის შესაძლებლობებზე არის გენოტიპი
გენოტიპი არის გენების კრებული, რომელიც ადამიანმა მიიღო ბიოლოგიური მშობლებისგან. პლანეტაზე ყველა ადამიანს აქვს წყვილი ხელები, წყვილი ფეხები, ერთი თავი, ორგანოები და ორგანოთა სისტემები. ეს აგებულია ორგანიზაციულ პრინციპზე დაწყებული უჯრედიდან ერთიან ორგანიზმამდე. გენების მხოლოდ მცირე % განგვასხვავებს არა მარტო ჩვენი მშობლებისა და და-ძმებისგან, არამედ მთელი კაცობრიობისაგან.
ბიოლოგიური სხეული -ეს ჩვენი სხეულია. გავრცელებულია აზრი, თითქოს ადამიანის ორგანიზმზე გავლენას ახდენენ მხოლოდ გენები და გარემო პირობები. მაგრამ ეს ასე არაა. შეხედულება, თითქოს დაბალ ადამიანებს უნდა ჰყავდეთ დაბალი შვილები, არც თუ ისე სწორია. ბუნებრივად ადამიანში ჩადებულია სიმაღლე მამაკაცისთვის 200-215 სმ და აპოლონის გარეგნობა, ქალის სიმაღლე კი უნდა იყოს არა ნაკლებ 195 სმ.
ამ ინფორმაციის ფონზე ჩნდება ლოგიკური კითხვა: