კუ

საკონკურსო ნაშრომი N12   ჭაობისფერთავშესაფრიანი კუ ნელა, სულ ნელა მიიზლაზნება ხავსმოდებულქვიან ბილიკზე და თან ფიქრობს: “რატომ მომცა უფალმა ასეთი ნელი და უმოქმედო ფეხები?  სამყაროს მხოლოდ სულ მცირედი ნაწილით ვახერხებ ტკბობას…არადა რა თვალუწვდენელი მოსჩანს ზეცა, ქუდად რომ გადაუფარებია თვითონაც ვეება ვეშაპივით გაწოლილ მიწას…ვაი..” აღმოხდა სიმწრის კვნესა ჭაობისფერთავშესაფრიან კუს, ერთ ფეხში რაღაც წვეტიანი საგანი შესობია, ვეღარც წინ მიდის … Read more

მშვიდი ტბა

 საკონკურსო ნაშრომი N11

  • დასაწყისი

მატარებელი დაიძრა…

რა გავაკეთო?  ფილმს ვუყურო, წიგნი წავიკითხო, მუსიკას მოვუსმინო, თუ უბრალოდ ხედით დავტკბე?

როგორ გავიყვანო დრო? როგორ არ მიყვარს მგზავრობა მარტო. აუ, რა გაძლებს ეს 5 საათი, მოლოდინის შეგრძნებაც როგორ არ მიყვარს, ერთი სული რომ გაქვს ჩახვიდე დანიშნულების ადგილამდე.

და უცებ….

  • გახსენება

რამდენიმე თვეა ბევრს ვფქირობ სხვადასხვა საკითხებზე. მაგალითად, რისთვის ვარ აქ? რა არის ჩემში ისეთი, რაც სხვებს არა აქვთ, ის, რაც უნიკალურს მხდის?  რა არის ჩემი დანიშნულება? როგორ ვიპოვო საკუთარი თავი? როგორ გავუგო ერთდროულად მეცნიერებას და რელიგიას? რა არის ცხოვრების საიდუმლოება? რა არის ის, რისი კეთებაც საუკეთესოდ შემიძლია? რაში დავხარჯო საკუთარი პოტენციალი?  რა  მაბედნიერებს? რისი მიღწევა მინდა? რა არის ჩემი მიზანანი და ცხოვრებისეული მისია? ვფიქრობ და ვცდილობ გავუგო საკუთარ მეს.  

Read more

   ზღვარზე

   საკონკურსო ნაშრომი N10                                                             საკუთარ თავთან გამიმართავს დღეს ორთაბრძოლა უფლება არ მაქვს დამარცხებულის ტიტული მერგოს, უნდა დავძლიო მაცდური ფიქრი. დიადი გრძნობა, „არ შეიძლება!“ გულით ვმართო, … Read more

ნარკოტიკი

 საკონკურსო ნაშრომი N9

 

– ჩემი ძმა მოკვდააა! უ-შველეეეთ, წამალი მინდააა… მტკივააა… უ-უ-უ-უ  არაბუნებრივი ხმით ბღაოდა ძვალზე გადაკრული ტყავი. ტრუსებისამარა, ახალგაზრდა ბიჭი სავადმყოფოს ეზოში, უკანა შესასვლელთან მიწაზე ეგდო და უაზროდ ბღაოდა და თან თავ-პირში მუშტებს იცემდა.

– გადიიით, არ წამიყვანოთ, ააარ დამიჭიროოოთ, მოვკვდეეებიიი! ციხეში არ მინდააა! მიშვეეელეეეე-განაგრძობდა ბღავილს ძვალი და ტყავი.

-დედააა! მიშველეეეე! – შებღავლა ახლად მოსულ ქალს .

-დაწყნარდი, შვილო! სირცხვილია, ყველა შენ გიყურებს. ადექი სახლში წავიდეთ-დაყვავება დაუწყო უბედურმა დედამ. ზურგს და ხელებს უსრესდა, ცდილობდა გონს მოეყვანა თავისი შვილი.

-არააააა! წამალი მინდააა! უ-უ-უ-უ

ძვალი და კანი თვალებს ქაჩავდა, ხელებს უაზროდ იქნევდა და თან ღრიალს განაგრძობდა:-

– არააა! მომკლავენ! ჩემი ძმა მოკლეს… ძაღლები მოდიააან… მიშველეთ… უ-უ-უ-უ…

საავადმყოფოს ფანჯრებიდან ავადმყოფთა თავმდგმურები იხედებოდნენ, ცნობისმოყვარედ შესცქეროდნენ ბიჭს.

– ასეთი შვილის ყოლას , უშვილო იყო ის ჯობია! – შემოვიდა ექთანი, – გაოხრებული, კაცს მაინც გავდეს. ნარკოტიკი უნდა კიდევ მაგის გამჭკნარ სხეულს?! პატრონი არ უვარგა თორემ, ჩემი იყოს, მე თვივონ მოვკლავდი…  

Read more

ჩემი თვალით დანახული სამყარო

საკონკურსო ნაშრომი N8 

 

ბევრი ადამიანი ამბობს, რომ სამყარო სასტიკი და უსამართლოა. ამას იმიტომ ამბობენ, რომ ისინი ცხოვრებაზე გულგატეხილები არიან და ცოტა პესიმისტები, მაგრამ ეს მათთვის ვინც ცხოვრების უღელი არასწორად ატარა, ან არასწორი ნაბიჯები გადადგა.

Read more

და კვლავ გზაში ვარ

საკონკურსო ნაშრომი N7

 

აჰჰ, დავიბადე, და აღვმოჩნდი 21-ე საუკუნის ერთ ერთი რიგითი ტყვე- დროის სრბოლაში დაკარგული. როცა დღე დღეს მისდევს და ხალხი კი კუდამოძუებული მისდევს სხვადასხვა ნივთებით ხელდამშვენებული.

Read more

როგორ მასწავლეს შვილებმა ცურვა

საკონკურსო ნაშრომი N6

     

ალბათ გინახავთ დაბა სიონი. თიანეთის ზურმუხტ მთებს შორის  მოქცეული მდინარე იორის წყალსაცავი- ცისფერი  ბრილიანტი,  ხან  მწვანე და ხანაც შაბიამნისფერი. ზოგჯერ სამივე შეფერილობით. ულამაზესია. პირველად რომ ვნახე თვალს ვერ ვაშორებდი.  გადავწყვიტე შვილები წამომეყვანა. დიდი წინააღმდეგობების მიუხედავად( ამაზე სხვა დროს მოგიყვებით)  მაინც მოვახერხეთ სიონში დასვენება თითქმის ერთი თვით. 

Read more

ნუ გეშინია ტკივილის

საკონკურსო ნაშრომი N5 ნუ გეშინია ტკივილის საყვარელო … ის ყველაზე საოცარი რამ არის, რაც უფალმა ჩადო ჩვენში … სიცოცხლის დასაცავად… რომელიც სიგნალია… იმისი , რომ რაღაც უნდა შეცვალო ,იმოქმედო …უშველო … ის გაცოცხლებს …ეს სიცოცხლეა … მკვდარ სხეულს აღარაფერი ტკივა … ამას სიცოცხლე განაპირობებს, ტკივილს შეგრძნებას მასში … სიფრთხილედ გამოიყენე ის და არა შიშის საფუძვლად … Read more

ფიქრები წყენასა და პატიებაზე

 საკონკურსო ნაშრომი N4

ადამიანი ბიოსოციალური არსებაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენ ვერასოდეს ვიარსებებთ ერთმანეთთან ურთიერთობის გარეშე. ურთიერთობა გვხდის ბედნიერსა და უბედურს, გვიყალიბებს წარმოდგენებსა და პროგრამებს, რომლებითაც ვცხოვრობთ, გვაძლევს ცხოვრებისეულ გაკვეთილებსა და სულიერი განვითარების შესაძლებლობას. 

Read more

წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და “დუალური გონების” ხაფანგები

“ერთხელ, ოთახში შემთხვევით ჩიტი შემოფრინდა. ის ფართხალით აწყდებოდა კედლებს და ვერ პულობდა გასასვლელს. ადამიანმა გადაწყვიტა დახმარებოდა მას, ისევ უკან, თავისუფლებაში დაბრუნებაში, მაგრამ ჩიტს ადამიანებთან ურთიერთობის წარსული გამოცდილება აიძულებდა სიფრთხილის გამოჩენას.

მას ჰქონდა ერთგვარი პროგრამა, რომ ადამიანი მტერია, მტაცებელი, რომელსაც შეუძლია მისი მოკვლა და ეს პროგრამა იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მთელს მის არსებაში,  რომ ფრინველს არ შეეძლო შესაბამისად აღექვა ადამიანის ჭეშმარიტი განზრახვა: გაეთავისუფლებინა ჩიტი მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

lito

შიში არ აძლევდა იმის გაგების საშუალებას, რომ ადამიანს ამოძრავებდა სიყვარული და დახმარების გაწევის სურვილი. როგორც კი ის ფრინველს მიუახლოვდებოდა, ჩიტი კიდევ უფრო მეტად განწირულად ფართხალებდა და უთავბოლოდ აწყდებოდა კედლებს, ფანჯრის მინებს, სხვადასხვა ნივთებს ოთახში…

არადა, მას რომ შეძლებოდა ჩაწვდომოდა არსებული სიტუაციის არსს ისე, რომ არ გაეტარებინა ის საკუთარი წარსული გამოცდილების პრიზმაში, მაშინ არ მოუწევდა ასეთი სტრესის გადატანა. მისი უსიამოვნებების ნამდვილი მიზეზი იყო მისივე უმეცრება და მცდარი წარმოდგენა რეალობაზე. ის არ ენდობოდა დახმარებისთვის გამოწვდილ ხელებს…”

Read more