ილუზიების ტყვეობიდან ფინანსური კეთილდღეობისაკენ

 

wigni777777

 

1974 წელს ფილიპინებში პოლიციას ჩაბარდა 52 წლის იაპონელი პორუჩიკი, რომელიც 30 წლის განმავლობაში იმალებოდა ჯუნგლებში, სადაც ის საგანგებო მისიით გადასვეს 1944 წელს და მთელი ამ ხნის განმავლობაში აგრძელებდა თავის მისიას.

ომი დიდი ხნის დამთავრებული იყო, მაგრამ იმპერატორის ერთგულმა ჯარისკაცმა ეს არ იცოდა და განაგრძნობდა პოსტზე ყოფნას მიუხედავად იმ არაადამიანური პირობებისა რომლებშიაც ამ ხნის განმავლობაში უწევდა ცხოვრება.

მთელი 30 წლის განმავლობაში ომი მძვინვარებდა ამ ჯარისკაცის ილუზიებში.

 

iaponi

 

დღეს ბევრს ეღიმება ამ ისტორიის გაგონებისას, ბევრი იაპონელის საცოდაობით იწვის, მაგრამ ვერავინ ვერ ხვდება, რომ ჩვენც, თითქმის ყველა, მსგავს დღეში ვართ. ჩვენ ყველა, ამა თუ იმ დონით, ვართ მძევლები ურთიერთსაწინააღმდეგო წარმოდგენებისა იმის შესახებ თუ რა ხდება ჩვენი საზომის მიღმა.

ჩვენს თავში ცხოვრობს უამრავი რაოდენობის ილუზია, რომელთა შორის ერთ–ერთი ყველაზე მტკივნეული, უკავშირდება ფულს და ჩვენს ფინანსურ კეთილდღეობას.

ჩვენ გვგონია, რომ გაგვაჩნია საკმარისი ცოდნა ფინანსებზე, ეკონომიკაზე და თუ არ გავქვს საკმარისი სახსრები, მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ ეს დროის საკითხია ან უბრალოდ არ გვიმართლებს და ა.შ.

არადა, სინამდვილეში, ადამიანთა აბსოლუტურ უმრავლესობას არ გაგვაჩნია ელემეტარურლი საბაზო ცოდნა საოჯახო მეურნეობის, პირადი ფინანსების მართვის სფეროში.   

კონსალტინგური კომპანია „Geniuslife” – ის მიერ ჩატარებულმა კვლევებმა, რომლის დროსაც გამოიკითხა 10 ათასზე მეტი მეტი ადამიანი, აჩვენა რომ გამოკითხულთა 85% – მა პროცენტმა არ იცოდა რას ნიშნავდა სიტყვა „ეკონომიკა“, უფრო სწორად, მათ ამაზე ჰქონდათ არასწორი წარმოდგენა.

თქვენ იცით რას ნიშნავს სიტყვა „ეკონომიკა“?

ის გამომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან „იკონომოს“ (Οίκοnομος) და სიტყვა სიტყვით ნიშნავს „სახლს ვმართავ“ .

ლექსიკონებში ის ასევევ მოიხსენიება როგორც „საოჯახო მეურნეობის მართვის ხელოვნება“

საოჯახო მეურნეობა – კი არის ერთ–ერთი ეკონომიკური საქმიანობის სამი ძირითადი სუბიექტიდან (სახელმწიფო, საწარმოები, საოჯახო მეურნეობა) და მოიცავს ეკონომიკურ ობიექტებს და პროცესებს იქ, სადაც მუდმივად ცხოვრობს ადამიანი, ოჯახი.

საოჯახო მეურნეობის მართვის ხელოვნება კი ნიშნავს წარმატებით მართო ეკონომიკური ობიექტები და პროცესები იქ, სადაც მუდმივად ცხოვრობს ადამიანი, ოჯახი.

ანუ ეკონომიკა ეს არის მნიშვნელოვანი საოჯახო პროცესების წარმატებით მართვა, არა ბალანსირება გადარჩენისთვის, არამედ მოძრაობა აყვავებისა და კეთილდღეობისაკენ.

მე–20 საუკუნის დასწაყისში  რუსეთის იმპერიაში გატარებულმა ე.წ. სტოლიპინის რეფორმამ არნახული წარმატება მოიტანა. ის ითვალისწინება კერძო საკუთრების მქონე გლეხთა კლასების ფორმირებას. რეფორმა იმდენად წარნატებული გამოდგა რომ რუსეთი თანდათან ხდებოდა მოწინავე ექსპორტიორი ქვეყანა ხორბლისა და რძის პროდუქტების დარგში.

„კიდევ რამოდენიმე წელი ასეთი წარმატებული რეფორმისა და ჩვენი ადგილი პოლიტიკაში აღარ იქნება.რევოლუცია  გახდება უაზრო და მისი საჭიროება დაიკარგება“

გაიძახოდა ისტერიულად ლენინი.

რევოლუციის შემდეგ დაიწყო იმ ადამიანების სასტიკი დევნა, რომლებიც ფლობდნენ საოჯახო მეურნეობების მართვის ხელოვნებას. ისინი შერაცხეს ხალხის მტრებად და დაიწყეს ე.წ. განკულაკების პროცესი, რომლის შედეგადაც გადაასახლეს ან/და საერთოდ მოსპეს მოსახლეობის ეს საუკეთესო ნაწილი.

სტალინის დროს საოჯახო მეურნეობები კიდევ არსებობდა ერთგვარი არტელების სახით, მაგრამ 1960 წლიდან საბჭოთა კანონდმებლობით მეწარმეობა ისჯებოდა.

წარმოიდგინეთ, საოჯახო მეურნეობის მართვის ხელოვნების ცოდნა და გამოყენება ითვლებოდა დანაშაულად.

დღეს ბევრი რამ შეიცვალა, შეიცვალა სიტუაცია კერძო საკუთრებასთან დაკავშირებით, მაგრამ ადამიანებს მაინც არა გვაქვს ელემენტარული საბაზო ცოდნაც კი საოჯახო მეურნეობების და პირადი ფინანსების მართვის სფეროში და ამიტომ უმრავლესობა ჩვენთაგანი მთელი ცხოვრება იმყოფება ილუზიებში საკუთარ ფინანსურ კეთილდღეობასთან დაკავშირებით.

დღეს წარმატებული ცხოვრებისთვის არ კმარა იყო კარგი სპეციალისტი, კარგი ინჟინერი, მეცნიერი, ექიმი, თუნდაც პროფესიონალი ფინანსისტი, არ არის საკმარისი იყო მოსიყვარულე მეუღლე, მზრუნველი მშობელი.

წარმატებული და ბედნიერი ცხოვრებისათვის საჭიროა საოჯახო მეურნეობის, პირადი ფინანსების მართვის ხელოვნების დაუფლება.

რაც არ გულისხმობს მათი იმ სტერეოტიპებზე აგებას რომლებსაც თავს გვახვევს თანამედროვე საზოგადოება საგანმანათლებლო სისტემის ჩათვლით.

საქართველო ნამდვილად არ უჩივის ფინანსისტების და ეკონომისტების სიმცირეს. უფრო მეტიც ჩვენ გვყავს უამრავი პროფესიონალი ამ საქმეებში, რომლებმაც ბრწყინვალედ იციან როგორ მართონ სხვისი ფინანსები, სხვისი ბიუჯეტი, მაგრამ მათ აბსოლუტურ უმრავლეოსობას არასწორი დამოკიდებულება აქვთ საკუთარი საოჯახო ბიუჯეტის და ფინანსების მიმართ და ასე ხდება მთელს მსოფლიოში სხვათაშორის.

ადამიანები წლების განმავლობაში  სწავლობენ, ეუფლებიან პროფესიას, ხდებიან მაღალი კლასის ფიანსისტები და მერე მთელი ცხოვრება მუშაობენ სხვებზე. თუ ისინი ბევრად უფრო ჭკვიანები არიან და იციან ბევრად უფრო მეტი ფულის და ფინანსების შესახებ, მაშინ რატომ არა არიან თვითონაც თავიანთი დამქირავებლებივით მდიდრები და რატომ უწევთ მათზე მუშაობა?

საქმე იმაშია, რომ მათმა დამქირავებლებმა იციან ფულის ფსიქოლოგია, იციან როგორ უნდა გამოიყენონ საკუთარი ფინანსები. ისინი ქმნიან აქტივებს და მერე იმ აქტივებიდან მიღებული შემოსავლების ნაწილით ცხოვრობენ, ნაწილს კი ისევ ახალი აქტივების შეძენას ახმარენ.

იმ ფინანსისტების უდიდესი ნაწილი კი, რომლებიც მათზე მუშაობენ მიღებული შემოსავლებით პირველ რიგში სწორედ იმ პასივების ყიდვით არიან დაკავებული, რომლებიც თავიანთი კლასიკური გაგებით აქტივებად მიაჩნიათ და ამიტომ მათი აბსოლუტური უმრავლესობა ცხოვრობს მუდმივად ვალებში ან/და საკმარისია რაღაც მიზეზით აღმოჩნდნენ ხელფასის გარეშე რომ კრიზისი გარდაუვალია.

ახლა, წარმოიდგინეთ, რა დღეში შეიძლება იყვნენ ჩვეულებრივი ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ საერთოდ არანაირი ფინანსური განათლება.

არადა, რამხელა ამბიცია და იმედები გვაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა და რომ ჩვენ აუცილებლად გავმდიდრდებით, ოდესმე…

მაგრამ, თუ ჩვენ არ დავეუფლებით საოჯახო მეურნეობის მართვის ხელოვნებას, არც ერთ ჩვენს ოცნებას არ უწერია ახდენა.

ამიტომ, თუ არ გვინდა დავემსგავსოთ გზააბნეულ იაპონელ ჯარისკაცს და მთელი ცხოვრება გავატაროთ ილუზიებში, საჭიროა დავეუფლოთ პირადი ფინანსების მართვის ხელოვნებას და თავად გავხდეთ საკუთარი ცხოვრების მესაჭე….

როგორ?

იმ ადამიანების დახმარებით, რომლებმაც უკვე შეძლეს ამის გაკეთება!

იმ ცოდნისა და უნარების გაცნობით, გამოყენებით და საკუთარ ცხოვრებაში დანერგვით, რომელთა დახმარებითაც მოახდინეს მათ თავის დროზე ყოველდღიური ერთფეროვნების ჩარჩოების გარღვევა და იქცნენ, წარმატებულ, ბედნიერ, მდიდარ ადამიანებად.

ისინი მართავენ სემინარებსტრენინგებსწერენ წიგნებსატარებენ პირად კონსულტაციებსმოკლედ ქმნიან ყველანაირ პირობებს რათა ჩვენც შევძლოთ
იმ ბორკილების გარღვევარომელშიც ჩვენივე აზროვნების შეზღდულობის
გამო აღმოვჩნდით

და სწორედ მათი სწავლებების ბაზაზე მე და ჩემმა პარტნიორებმა, „წარმატების აკადემიის“ ეგიდით, საფუძველი ჩავუყარეთ ახალ პროექტს სახელწოდებით:

„გზა ფინანსური დამოუკიდებლობისაკენ“

ეს იქნება ტრენინგების, სემინარების, ეკონომიკური თამაშების და სხვადსხვა სახის ინფორმაციული პროდუქტების ერთობლიობა, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოში ადამიანთა ფართო მასებში საოჯახო მეურნეობების, პირადი ფინანსების მართვის ხელოვნების ელემენტარული საბაზო პრინციპების გავრცელებას და დანერგვას.

ერი, როგორც ერთიანი ორგანიზმი, მაშინ იქნება ჯანმრთელი და ძლიერი, როცა თითოეული ადამიანი, თითოეული ოჯახი იქნება ჯანმრთელი და ძლიერი.

ჯანმრთელობა და სიძლიერე კი არ გულისხმობს მხოლოდ ფიზიკური დეფექტების ან/და ავადმყოფობის არ არსებობას.

ჯანმრთელობა არის ფიზიკური, სულიერი, ემოციონალური, გონებრივი სიძლიერის და სოციალური კეთილდღეობის მდგომარეობა და თუ ჩვენ გვინდა ერის გაჯანსაღება და საყოველთაო კეთილდღეობის მიღწევა, ცვლილებები უნდა დავიწყოთ ჩვენივე თავიდან, თითოეული ადამიანის, თითოეული ოჯახის კეთილდღეობის გაუმჯობესებიდან.

ზემოთაღნიშნული პროექტის პირველი, საბაზო ტრენინგი–სემინარი, სახელწოდებით:

 

„როგორ ვმართოთ გონივრულად პირადი ფინანსები“

უკვე მზად არის! 

სულ მალე, თქვენ მიიღებთ ექსკლუზიურ შეთავაზებას ამ ტრენიგ–სემინარის დეტალების, მისი ჩატარების დროის, პირობების და ფასის შესახებ.

ექსკლუზიურს იმიტომ, რომ მათთვის, ვინც გადაწყვეტს პირველივე ტრენინგზე დასწრებას, იქნება სრულიად განსხვავებული პირობები, ბონუსები, ფასები და სიურპრიზები.

ასე, რომ ყურადღებით ადევნეთ თვალი თქვენს ელექტრონულ ფოსტას (თუ რაღაც მიზეზით ჯერ არ ხართ ჩვენი ხელმომწერი, აუცილებლად გახდით, ამ ბლოგზე არსებული ნებისმიერი უფასო პროდუქტის გამოწერით) რათა დროულად შეიტყოთ ჩვენი უნიკალური შეთავაზების შესახებ.

ახლა კი დროებით გემშვიდობებით!

შევხვდებით მწვერვალზე!

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

 

 

 

 

 

21 thoughts on “ილუზიების ტყვეობიდან ფინანსური კეთილდღეობისაკენ”

  1. Xvicha, uzomod maxarebs tqveni absoluturad swori kursi warmatebisaken. Es is saqmea, romelic  chvens sazogadoebas jangbadivit esachiroeba. Vafaseb tqvens gvawls da mjera, rom tqveni shroma aucileblad dafasdeba qartulenovani sazogadoebis winashe.  Mteli gulit gisurvebt warmatebas yvelas, vinc am saqmes emsaxurebit! 

    პასუხი
  2. ხვიჩა სასიხარულოა ასეთი დონის მოაზროვნეების არსებობა საქართველოში. ძალიან მეამაყებით და მიყვარხართ ყველა.  უდიდესი მადლობა იმისთვის, რომ არსებობთ.
     

    პასუხი
    • მარიკა, ჩვენც გვიყვარხარ <3 …  თანაც, ხომ იცი “ადრე თუ გვიან, მე ასე მჯერა – ჩვენ ერთ გვიწევს გზა გასათელი” 😉 🙂

      პასუხი
  3. უფრო და უფრო სასიამოვნოდ მაოცებ, ხვიჩა 🙂

    ჩემს გარშემო უამრავი ადამიანია, რომელსაც წარმოდენაც კი არა აქვს, რომ ოჯახური მეურნეობის სწორად მართვა მისი კეთილდღეობის უმთავრესი პრინციპია  (ურთიერთობების “მართვის” უნარ-ჩვევებთან ერთად) და ჰგონია, არასაკმარისი შემოსავლის გამო აქვს პრობლემები. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ასეთი ადამიანები ხშირად არა მარტო ოჯახის, სახელმწიფოს მართვაზეც აცხადებენ პრეტენზიას.

    ვერც კი წარმოიდგენ, ამ სტატიის წაკითხვის შემდეგ რანაირად გამიძლიერდა შენს ტრენინგთან დაკავშირებული ინტერესი და მოლოდინი. თუ გაითვალისწინებ, რა ძნელია მსგავსი ტიპის ღონისძიებებით ჩემი დაინტერესება (რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია კიდეც), ვფიქრობ, ეს განცხადება აშკარა და დაუფარავ მხარდაჭერად უნდა მიიჩნიო. მართალიც იქნები 😉 

    პასუხი
    • გმადლობ ქეთევან 🙂 ვცდილობ არ შეგარცხვინო, როგორც ჩემი ერთ–ერთი პირველი მასწავლებელი  ინფობიზნესის და საერთოდ პიროვნული ზრდის სფეროში 🙂 <3

      დიახ,  ჩვენი კეთილდღეობა იმაზეა დამოკიდებული რამდენად ვფლობთ ზოგადად მართვის უნარ–ჩვევებს…. თითოეული ადამიანი მმართველია. ყველა მართავს, აცნობირებს ამას თუ არა, ოღონდ საკითხავი ის არის რას (ან ვის) ვმართავთ და როგორ…. 

      პასუხი
  4. Xvicha, maoceb! Saocari naxtomebit midixar win. Aracveulebrivi statiaa.  Temis aqtualuroba xom udavoa.  Veli trenings. Ojaxuri meurneobis martvis sakitxebi zalian gamomadgeba. Cemi meugle albat bednieri iqneba,  ekonomikas tu vera ( sen ki mascavli, magram seizleba me ver viscavlo:))) ekonomias mainc tu mascavli gonivruls. :))))) xumroba iqit iyos, da sen iseti sakitxi  camoceri, isviatad meguleba adamiani, romelsac es codna ar cirdeba. 
    Sriftistvis bodiss gixdi, aipadidan gcer da qartuli shrifti ar maqvs.

    პასუხი
    • ისეთი მასწავლებლები, კოუჩები და პარტნიორები მყავს შენი, ქეთევანის, მაიკოს, გიორგის სახით, რომ ნახტომები კი არა მალე შეიძლება ფრენაც დავიწყო თამარ 😉 🙂

      დიახ, ეს მართლაც ძალზე აქტუალური თემაა. თუმცა შეიძლება ითქვას დელიკატურიც. ეს არის სფერო რომელშიც ყველაზე დიდია სხვაობა ადამიანების რეალურ გათვითცნობიერებადობასა და ამ გათვითცნობიერებადობის დონეზე საკუთარ წარმოდგენებს შორის… და ამიტომ ეს არის სფერო, რომელშიც გვაქვს ყველაზე დიდი ილუზიები ადამიანებს…

      პასუხი
      • Xvicha, ufro metic, es aris uaqtualuresi da udelikaturesi Tema! – Imdenad, ramdenadac TiTqmis yvela problemis safudzvelta safuzvels swored es sxvaoba warmoadgens. Kidev erTxel gmadlob am arachveulebrivi postistvis!

        პასუხი
  5. რაზედაც საუბარია ყველამ ყურად უნდა იღოს – ეს არის ჩვენი ქვეყნის – სახემწიფოს შექმნის საფუძველი. შენ მადლობა ხვიჩა

    პასუხი
  6. მოგესალმებით ბატონო ხვიჩა. დიდი მადლობა რომ ასეთი ჩვენი საზოგადოებისთვის საჭირო და აუცილებელი საქმე წამოიწყეთ. მეც თქვენი თანამოაზრე ვარ და დიდი ხანია ველოდი ასეთი მასშტაბის ფრონტის გაშლას ჩვენი ფინანსური უვიცობის წინააღმდეგ მიგულეთ თქვენს გუნდში იმედია მალე შევხვდებით ჯერ საქმეში და მერე რა თქმა უნდა მწვერვალზე!!!!!!

    პასუხი
    • გამარჯობა ბატონო მალხაზ, ძალიან მიხარია კიდევ ერთი თანამოაზრის გამოჩენა. რა თქმა უნდა შევხვდებით, საქმეშიც და მწვერვალზეც 🙂

      დამიკავშირდით ნებისმიერ დროს ნებისმიერი საკონტაქტო საშუალებით.

      პასუხი
  7. ხვიჩა სამწუხაროდ აღნიშნულ ტრენინგებს ვერ ვესწრები, მაგრამ აქ წაკითხული სტატია იმდენს მასწავლის და მაფიქრებს შედეგებზეც აისახება ჩემი ოჯახის მეურნებოის საქმეში..უღრმესი მადლობა..

    პასუხი
    • არა უშავს სოფიო, ეს მხოლოდ დასაწყისია, ტრენინგები და სხვადასხვა სახის საგანმანათლებო ღონისძიებები სულ უფრო მრავლაფეროვანი და მასშტაბური გახდება და შენც შეძლებ მათზე დასწრებას 🙂

      პასუხი
  8. ბატონო ხვიჩა, სწორედ მაშინ წავიკითხე თქვენი სტატია, როცა ფინანსურ კრიზისს განვიცდი და ექიმი რომ სწორ დანიშნულებას მოქცემს, წამლების მიღების მერე მდგომარეობა გაგიუმჯობესდება და ექიმის დალოცვას იწყებ აი ამ მდგომარეობაში ვარ.
    ღმერთმა დაგლოცოს და გაგახაროს ასეთი საინტერესო და აქტუალური საკითხების წინ წამოწევისთვის!

    პასუხი
    • მიხარია, რომ სტატია სასარგებლო აღმოჩნდა თქვენთვის დალი. თუ თავად ტრენინგს გაივლით, ბევრად უფრო მეტს მიიღებთ. ასევე გირჩევთ წაიკითხოთ ჩემი ელწიგნი: “როგორ დავაღწიოთ თავის საკრედიტო მონობას”, რომელიც უფასოდ შეგიძლიათ გადმოწეროთ ამავე ბლოგიდან.

      წარმატებებს გისურვებთ!

      შევხვდებით მწვერვალზე!

      პასუხი
  9. gmadlobt xvicha. chemi azrovneba fultan mimartebashi radikalurad shecvala tqvenma treniningma da exla 100%darwmunebuli var rom me mokle droshi aucileblad mivagwev finansur damoukideblobas.me dges vvamayob tqvenit.da gazlevt pirobas rom zalian male tqvenc iamayebt chemit,rogorc tqveni shegirdit.

    პასუხი
    • დილა მშვიდობისა ზაზა, მე ერთი წუთითაც არ მეპარება ეჭვი, რომ შენ მალე გახდები ფინანსურად დამოუკიდებელი. შენ გაქვს ამისთვის ყველაფერი, მიზანი, მონდომება, შრომისმოყვარობა, მაძიებელი ბუნება, საკუთარი ბიზნესი და ჩვენი 24 საათიანი მხარდაჭერა! 🙂 წარმატებები მეგობარო!

      შევხვდებით მწვერვალზე!

      პასუხი
  10. სამწუხაროა. რომ ადამიანთა 85% არ აიცის რა არის ეკონომიკა და სამწუხაროდ შედეგიც სახეზეა. არაფერი არ ეშველება ქართულ ეკონომიკას თუ თითოეული ქართველი არ შეიგნებს, რომ მას მხოლოდ მის მიერ გამომუშავებული თანხის ხარჯვის უფლება აქვს. დაზოგვაზე ხომ საუბარი ქართველთან ჯერ სამწუხაროდ ნაადრევია. წამყვან ეკონომისტებს ეკონომიკის მეცნიერული განმარტების რამდენიმე ვერსია აქვთ ჩამოყალიბებული, სტუდენტობა, შემდეგ ასპირანტურა, შემდეგ 14 წლიანი მუშაობის სტაჟი, მაგრამ ჩემთვის ერთ-ერთ სწორ და შეიძლება ითქვას, რომ ჩემთვის საყვარელი ფრაზა ეკონომიკის განმარტების არის შემდეგი ”ეკონომიკა არის მეცნიერება, რომელიც გვასწავლის თუ როგორ უნადა ვიცხოვროთ”აუცილებელია ყველამ ისწავლოს ეკონომიკა და ისწავლის ცხოვრების სწორ წესს.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.