როცა ჩვენს სახლში გამოჩნდა პირველი ტელეფონი, მე საკმაოდ პატარა ვიყავი იმისთვის რომ მივწვდომოდი კედელზე დაკიდებულ ყურმილს და ყოველთვის მოჯადოებული ვუყურები თუ როგორ საუბრობდნენ ჩემი მშობლები მისი მეშვეობით.
ცოტა მოგვიანებით, მე მივხვდი, რომ ყურმილში იჯდა ადამიანი, რომელსაც ერქვა, „ოპერატორო, თუ შეიძლება“ და არ არსებობდა საკითხი, რომელზეც ამ საოცარ ადამიანს არ ჰქონდა პასუხი.
ერთხელ, როცა მე სახლში მარტო ვიყავი, შემთხვევით თითზე ჩაქუჩი დავირტყი. საშინლად მეტკინა, მაგრამ ტირილს აზრი არ ჰქონდა, იმიტომ რომ არავინ არ იყო, ვინც შემიცოდებდა. და მაშინ, პირველად, მივადგი სკამი კედელთან და ავიღე ტელეფონის ყურმილი.
– ოპერატორი, თუ შეიძლება.– ჩავძახე ყურმილში
– გისმენთ, – გაისმა მოულოდნელად პასუხი.
– იცით, თითზე ჩაქუჩი დავირტყი, – ვთქვი მე და მაშინვე ავტირდი, რადგან ვიგრძენი რომ გამომიჩნდა მსმენელი.
– დედა სახლშია? – გაისმა ყურმილში „ოპერატორი, თუ შეიძლებას“ ხმა
– არა, მარტო ვარ სახლში – ვუთხარი მე სლუკუნით.
– სისხლი მოგდის? – მკითხა ისევ ხმამ.
– არა, უბრალოდ ძალიან მტკივა.
– ყინული არის სახლში?
– კი.
– შეგიძლია აიღო და მტკივან ადგილას დაიდო?
– შემიძლია, – ვუთხარი მე და წავედი ყინულის ასაღებად.
ამ შემთხვევის შემდეგ მე ყოველდღე ვუკავშირდებოდი „ოპერატორი, თუ შეიძლება“–ს და ვესაუბრებოდი მას ყოველგვარ წვრილმანზე, რაც კი შეიძლებოდა მომხდარიყო ჩემს ცხოვრებაში.
ერთხელ, მოულოდნელად ჩვენი იადონი მოკვდა. მე საშინლად განვიცადე, მაშინვე დავუკავშირდი „ოპერატორი, თუ შეიძლება“–ს და ატირებულმა ვუთხარი ამის შესახებ.
ის შეეცადა დავემშვიდებინე, მაგრამ მე კიდევ უფრო მეტად ამომიჯდა გული:
– კი მაგრამ რატომ? რატომ ხდება ისე, რომ ეს არაჩვეულებრივი არსება, რომელსაც თავისი საოცარი ხმით მოჰქონდა უდიდესი სიხარული და ბედნიერება ადამიანებისთვის, ახლა უსულოდ აგდია გალიაში?
– პოლ, – მითხრა ხმამ ჩუმად, როცა ცოტა დავწყნარდი, – ის არ მომკვდარა, ის სხვა სამყაროში წავიდა.
– სხვა სამყაროში? – ვკითხე მე გაოცებულმა.
– დიახ, პოლ. ყოველთვის გახსოვდეს, რომ არსებობს სხვა სამყაროებიც, სადაც შეიძლება იმღერო.
და მეც რაღაცნაირად უცებ დავმშვიდდი.
მეორე დღეს კი ჩვეულებრივად დავურეკე, თითქოს არაფერი მომხდარიყოს და ვკითხე, თუ როგორ იწერება სიტყვა “fix” -ი.
რამოდენიმე დღეში კი ჩვენი ოჯახი საცხოვრებლად სხვა ქალაქში გადავიდა.
გადიოდა წლები, მე ვიზრდებოდი, მაგრამ იმ ქალის ხმა არასდროს დამვიწყებია.
დაცულობისა და სიმშვიდის იმ შეგრძნების გახსენება, რომელიც მასთან საუბრების დროს მეუფლებოდა, წლების შემდეგაც კი მშველოდა მძიმე წუთებში.
ამავე დროს, მე მხოლოდ ზრდასრულობის ასაკში მივხვდი, თუ რამხელა ტაქტის და მოთმინების გამოჩენას მოითხოვდა იმ ქალისგან ჩემთან ყოველდღიური საუბრები.
ერთხელ, მე გავლით მოვხვდი ჩემს მშობლიურ ქალქში. აეროპორტში, სანამ სხვა რეისზე გადავჯდებოდი, რამოდენიმე წუთი მქონდა და მე მაშინვე მივედი ტელეფონის აპარატთან და ავკრიფე ნომერი:
– გისმენთ, – გაისმა ყურმილში მოულოდნელად ნაცნობი ხმა და მაშინ მე ვკითხე:
– ვერ მეტყვით როგორ იწერება სიტყვა “fix” -ი?
ცოტა ხნის პაუზის შემდეგ გაისმა ხმა, ძალზე ახლობელი და ისეთივე მშვიდი, როგორც ყოველთვის:
– ვფიქრობ ამ დროსითვის, თითი უკვე მოგირჩა.
მე სიცილი ამიტყდა.
– ესე იგი ეს მართლა თქვენ ხართ! – ვუთხარი მე გახარებულმა. – საინტერესოა, თუ ხვდებოდით რამდენს ნიშნავდა ჩემთვის თქვენთან საუბრები?
– მე კი მაინტერესებს, – მიპასუხა მან, – შენ თუ ხვდებოდი, რამდენს ნიშნავდა ჩემთვის შენი ზარები? მე არასდროს მყოლია შვილი და შენი ზარები უდიდეს სიხარულს მანიჭებდა.
მე მოვუყევი, თუ რა ხშირად მაგონდებოდა ჩვენი საუბრები, როგორ მშველოდა ისინი ყმაწვილობის წლებშიც და ვკითხე, შემეძლო თუ არა ვწვეოდი სტუმრად, როცა კვლავ ჩამოვიდოდი აქ.
– რა თქმა უნდა, – მიპასუხა მან, – როცა ჩამოხვალ, დარეკე და თუ მე არ გიპასუხებ, იკითხე სალი.
სამი თვის შემდეგ, მე კვლავ მოვხვდი ჩემს მშობლიურ ქალაქში და მაშინვე ტელეფნის ჯიხურთან მივედი.
– ოპრეტორი გისმენთ, – მიპასუხა უცნობმა ხმამ.
– თუ შეიძლება სალის სთხოვეთ.
– თვქენ ვინ ხართ? – მკითხა ხმამ შეცბუნებით.
– მე მისი ძველი მეგობარი ვარ.
– ვწუხვარ, მაგრამ სალი ორი კვირის წინ გარდაიცვალა.
მე გულში თითქოს რაღაც ჩამწყდა…
– უკაცრავად, თქვენ რა გქვიათ? – გამომაფხიზლა ხმამ,
– პოლი, – ვუპასუხე ცოტა არ იყოს დაბნეულმა.
– ესე იგი ეს თქვენ ხართ…
– ვინ „მე“? – კიდევ უფრო დავიბენი.
– სალიმ სიკვდილის წინ პატარა ბარათი დაგვიტოვა თვქენთვის გადმოსაცემად.
– მისამართი, თუ შეიძლება…
ბარათზე სულ რამოდენიმე სიტყვა ეწერა:
„პოლ, ყოველთვის გახსოვდეს, რომ არსებობს სხვა სამყაროებიც, სადაც შეიძლება იმღერო“
შევხვდებით მწვერვალზე!
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
ავტორი: პოლ ვილარდი. თარგმნა: ხვიჩა მებონიამ
ძალიან საინტერესოაა <3 😉