წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და “დუალური გონების” ხაფანგები

“ერთხელ, ოთახში შემთხვევით ჩიტი შემოფრინდა. ის ფართხალით აწყდებოდა კედლებს და ვერ პულობდა გასასვლელს. ადამიანმა გადაწყვიტა დახმარებოდა მას, ისევ უკან, თავისუფლებაში დაბრუნებაში, მაგრამ ჩიტს ადამიანებთან ურთიერთობის წარსული გამოცდილება აიძულებდა სიფრთხილის გამოჩენას.

მას ჰქონდა ერთგვარი პროგრამა, რომ ადამიანი მტერია, მტაცებელი, რომელსაც შეუძლია მისი მოკვლა და ეს პროგრამა იმდენად ღრმად იყო გამჯდარი მთელს მის არსებაში,  რომ ფრინველს არ შეეძლო შესაბამისად აღექვა ადამიანის ჭეშმარიტი განზრახვა: გაეთავისუფლებინა ჩიტი მისთვის ზიანის მიყენების გარეშე.

lito

შიში არ აძლევდა იმის გაგების საშუალებას, რომ ადამიანს ამოძრავებდა სიყვარული და დახმარების გაწევის სურვილი. როგორც კი ის ფრინველს მიუახლოვდებოდა, ჩიტი კიდევ უფრო მეტად განწირულად ფართხალებდა და უთავბოლოდ აწყდებოდა კედლებს, ფანჯრის მინებს, სხვადასხვა ნივთებს ოთახში…

არადა, მას რომ შეძლებოდა ჩაწვდომოდა არსებული სიტუაციის არსს ისე, რომ არ გაეტარებინა ის საკუთარი წარსული გამოცდილების პრიზმაში, მაშინ არ მოუწევდა ასეთი სტრესის გადატანა. მისი უსიამოვნებების ნამდვილი მიზეზი იყო მისივე უმეცრება და მცდარი წარმოდგენა რეალობაზე. ის არ ენდობოდა დახმარებისთვის გამოწვდილ ხელებს…”

ადამიანები ძალიან ვგავართ ოთახში შემთხვევით შემოფრენილ ჩიტს. ჩვენ ვერაფრით ვერ ვახერხებთ გაღწევას იმ ოთახიდან, რომელშიც საკუთარი მცდარი შეხედულებების, რწმუნებულებების და ჩვევების გამო აღმოვჩნდებით ხოლმე.

სამყაროს მძლავრი ხელები, რომელსაც სიყვარული ამოძრავებს, ხშირად გვიახლოვდება, რომ გვიხსნას ჩვენივე მავნე ჩვევებისა და საკუთარ თავზე, ადამიანებზე  და გარემომცველ სამყაროზე არასწორი წარმოდგენებისგან, მაგრამ ჩვენ არ გვჯერა ამ ხელების. ჩვენ გვეშინია ცვლილებების და იმისთვის, რომ თავი უსაფრთხოდ ვიგრძნოთ, ვცდილობთ ავიცილოთ ნებისმიერი მოვლენა, რომელიც ამ ცვლილებებს გამოიწვევს, თუნდაც ის გარემო სადაც ამჟამად ვიმყოფებით, მავნე იყოს ჩვენთვის. ჩვენ გვირჩევნია დავრჩეთ ჩვენი ტანჯვის ოთახში, ვიდრე ვენდოთ სამყაროს ხელებს, რომლებიც ცდილობენ ჩვენს ერთფეროვან ცხოვრებაში სასიკეთო ცვლილებების შემოტანას.

არადა, იმისთვის, რომ მოვიპოვოთ თავისუფლება და ბედნიერება, საჭიროა მოვშალოთ სწორედ ამ მცდარი შეხედულებების და რწმუნებულებების  საძირკველი და სწორედ ამ პროცესის არსში ჩაწვდომის უდიდესი გაკვეთილი ჩაგვიტარა არაჩვეულებრივმა ქალბატონმა, ფსიქოლოგმა, პარაქტიკული ფსიქოლოგიის დარგის ექსპერტმა, ტრენერმა და ქოუჩმა ნტონინა ლიტოვკამ თავისი ორდღიანი ტრენინგით „წლის ტრანსფორმაცია“

 

ადამიანები უცნაური არსებები ვართ. როცა ჩვენ რამე არ მოგვწონს, გამწარებით ვებრძვით ამ შედეგს, ვცდილობთ მის შეცვლას და აზრად არ მოგვდის დავფიქრდეთ მიზეზებზე.

ამ სამყაროში ყველაფერი ურთიერთკავშირშია. როცა ჩვენ ვვარდებით სიტუაციაში, რომელიც არ გვაწყობს, არ მოგვწონს,  ვბრაზდებით იმ გამღიზიანებელზე, რომელმაც გამოიწვია მსგავსი რეაქცია ჩვენში, არადა ყველაფრის მიზეზი, თავი და თავი ჩვენვე ვართ. ის რაც ახლა, აქ და მაჟამდ ჩვენს ცხოვრებაში ხდება, არის გამოხმაურება იმ პროგრამებისა, რომლებიც საკუთარი წარსული გამოცდილების შედეგად გვაქვს ღრმად ჩაბეჭდილი ჩვენს ქვეცნობიერში. ცნობიერად ჩვენ წარმოდგენა არ გვაქვს მათზე, მაგრამ ისინი არსებობენ, ოღონდ მიყუჩებულ მდგომარეობაში მანამ, სანამ ტვინი არ „იგრძნობს“ რომ მის პატრონს ემუქრება საფრთხე, რომელიმე ამ პროგრამიდან გამომდინარე და მაშინ ის იწყებს სრული დატვირთვით მუშაობას თავდაცვითი ღონისძიებების გასატარებლად.

უფრო გასაგები რომ იყოს რას ვგულისხმობ, მოვიყვან მარტივ მაგალითს: ბავშვი იზრდება ოჯახში, სადაც ფულის და მდიდრების მიმართ არის ნეგატიური დამოკიდებულება. „ფული არის ხელის ჭუჭყი“, „მდიდრები ძუნწები და არამზადები არიან“ ესმის მას გამუდმებით და ბავშვის გონებაშიც ყალიბდება ერთგვარი პროგრამა რომ „სიმდიდრე არის ცუდი“. ეს პროგრამა ინახება ქვეცნობიერში ისე, რომ ადამიანს მასზე წარმოდგენა არა აქვს და შემდეგ, როგორც არ უნდა შეიცვალოს მისი დამოკიდებულება სიმდიდრისა და ფულისადმი ცნობიერად, ეს პროგრამა ყოველთვის შეუშლის ხელს ფინანსურად წარმატების მიღწევაში.

თქვენს ირგვლივ ალბათ უამრავი ადამიანია ისეთი (შეიძლება თავად თქვენც), რომლებსაც არაფრით არ უმართლებთ ვთქვათ ბიზნესში. ისინი თითქოს ყველაფერს სწორად აკეთებენ, მაგრამ ყოველთვის რაღაც ხდება და ხელი ეშლებათ წარმატების მიღწევაში. დარწმუნებული იყავით რომ ამ დამიანების ქვეცნობიერში არის პროგრამა რომელიც არ უშვებს მათ სიმდიდრისაკენ.

დიახ, შეიძლება თქვენ ცნობიერად გინდათ გამდიდრდეთ, ფიქრობთ რომ ეს კარგია, მაგრამ თქვენს ქვეცნობიერში ოდესღაც ღრმად ჩაიბეჭდა პროგრამა, რომ “სიმდიდრე არის ცუდი” და როცა თქვენ დააპირებთ გამდიდრებას, ეს პროგრამა რთავს განგაშის სიგნალს და ქვეცნობიერი მთელი სიმძლავრით იწყებს თავდაცვითი ღონისძიებების გატარებას.

იმართება უკომპრომისო ბრძოლა: ერთი მხრივ ცნობიერი, რომელსაც უნდა გამდიდრება და მეორეს მხრივ ქვეცნობიერი, რომელსაც არ უნდა გამდიდრება და თუ გავითვალისწინებთ, რომ ქვეცნობიერი ბევრად უფრო ძლიერია, გასაკვირი არ უნდა იყოს თუ რატომ „არ უმართლებს“ ასეთ ადამიანს.

საერთოდ მსგავსი პროგრამები ჩვენში ყალიბდება ე.წ. „დუალური გონების“ მეშვეობით.

უფრო სწორად, ადამიანის გონება მთლიანად „დუალობების“ ბაზაზეა აგებული. დუალობა –ეს არის ურთიერთსაწინაარმდეგო პოლუსების წყვილი ადამიანის გონებაში. მაგალითად, კარგი – ცუდი, სიყვარული – სიძულვილი, სიკეთე – ბოროტება და ა.შ.

dualizmi

თითოეულ ადამიანს აქვს დუალობების საკუთარი ნაკრები. სურათზე მოყვანილია ზოგადი, აბსტრაქტული დუალობების მაგალითი. მათ გარდა და ხშირად მათ ბაზაზე, შენდება ხოლმე კონკრეტიზირებული, ინდივიდუალური დუალობები, რომლებიც შეიძლება ერთი ადამიანისთვის ძალზე მნიშვნელოვანი და აქტიური იყოს, მაგრამ მეორისთვის არაფერს არ წარმოადგენდეს.

ჩვენს მიერ ზემოთგანხილული მაგალითის შემთხვევაში, ბავშვის გონებაში ახალი დუალობა იქმნება შემდეგი სქემით:

ის გებულობს რომ “ფული არის ბოროტება”, რომ “სიმდიდრე არის სიძუნწე” და ვინაიდან ბოროტებაც და სიძუნწეც მის გონებაში უკვე ფიგურირებს ადრე ჩამოყალიბებული დუალობის ერთ–ერთ პოლუსად, ამ შემთხვევაში ნეგატიურ, ცუდ მხარედ, შესაბამისად სიმდიდრეც და ფულიც ექცევა დუალობის ამ პოლუსების მხარეს:

ფული=ბოროტებას=ცუდს

სიმდიდრე=სიძუნწეს=ცუდს

და ამ შემთხვევაში როგორც უკვე ვიცით, ავტომატურად, თავად ამ ბავშვისგან დამოუკიდებლად, იქმნება სრულიად საწინააღმდეგო პოლუსები, ანუ უფულობა და სიღარიბე და ვინაიდან ფული და სიმდიდრე უკვე მოხვდნენ გონებაში შექმნილი ახალი დუალობის ერთ მხარეს (ამ შემთხვევაში „ცუდია“–ს მხარეს) მათი საპირისპირო პოლუსები: უფულობა და სიღარიბე ავტომატურად განლაგდებიან საპირისპირო მხარეს და მივიღებთ დუალობათა შემდეგ ნაკრებს

dualizmi-2

ანუ ამ ადამიანში დევს პროგრამები, რომ სიღარიბე და უფულობა ისეთივე კარგია, როგორც ვთქვათ სიკეთე და გულუხვობა და როგორც კი ადამიანი დააპირებს რაიმე მათი საწინააღმდეგო პოლუსისკენ გადაადგილებას, ქვეცნობიერი ყველანაირად შეუშლის ხელს ამის განხორციელებას.

მოდით განვიხილოთ კიდევ ერთი მაგალითი, დუალური წყვილი: სიყვარული–სიძულვილი.

ვთქვათ ადამიანმა ბავშვობაში მიიღო გარკვეული გამოცდილება კონკრეტული მაგალითიდან გამომდინარე (ოჯახში, სანათესაოში ან თუნდაც ფილმიდან) რომ სიყვარულმა ტანჯვა მოუატანა ადამიანს და მის გონებაში გაჩნდა დუალობის ერთი პოლუსი–სიყვარული და ვინაიდან ის ამ შემთხვევაში ასოცირდება ტანჯვასთან, ეს პოლუსი ავტომატურად ხვდება დუალური გონების „ცუდია“–ს მხარეს. ამავე დროს ასევე ავტომატურად, ისე, რომ ბავშვი ამას ვერ აცნობიერებს, მის ქვეცნობიერში ჩნდება მეორე პოლუსი ახალი დულობისა – სიძულვილი და ისიც ავტომატურად განთავსდება სიყვარულის პოლუსის საწინააღმდეგო მხარეს (ამ შემთხვევაში „კარგია“–ს სვეტში) და ვღებულობთ შემდეგ პროგრამას, რომ „სიყვარული არის ცუდი, ხოლო სიძულვილი არის კარგი“…

იცნობთ ვინმეს ისეთს, ვისაც სიყვარულში „არ უმართლებს?“…

კიდევ ერთი საკმაოდ ძლიერი დუალური წყვილი: მშვიდობა–ომი.

ალბათ ხშირად გსმენიათ, ყოველშემთხვევაში მე ბავშვობიდან მუდამ მესმოდა და დღემდე ღრმად მაქვს გამჯდარი გონებაში, რომ ქართველები მშვიდობიანობის დროს, როცა გარეშე მტერი არ გვყავს, მუდამ ერთმანეთს „ვჭამთ“ მაგრამ საკმარისია ვინმე საერთო მტერი გამოგვიჩნდეს, რომ მაშინვე ერთ მუშტად შევიკვრებით და ასეთ დროს ჩვენი დამარცხება ფაქტიურად შეუძლებელია. ეს პათოსი გასდევს (ყოველ შემთხვევაში ჩემთვის) მთელს ჩვენს მრავალსაუკუნოვან ისტორიას, უახლესი ისტორიის ჩათვლით.

ახლა გავაანალიზოთ სიტუაცია: გვაქს ორი დუალური წყვილი: მშვიდობა–ომი და ერთობა–განხეთქილება. ცნობიერ დონეზე ჩვენთვის ნათელია რომ ისინი უნდა დალაგდნენ შემდეგნაირად:

კარგია – მშვიდობა, ერთობა

ცუდია – ომი, განხეთქილება

მაგრამ გამომდინარე ზემოთ ხსენებული გამოცდილებიდან, რომ ქართველებს მუდამ ერთმანეთში გვაქვს ქიშპობა და მხოლოდ საერთო მტრის წინააღმდეგ ვერთიანდებით, ჩემში ჩნდება სულ სხვა განლაგება დუალობებისა. ანუ ჩემთვის ერთობა ასოცირდება ომთან, ხოლო განხეთქილება – მშვიდობასთან.

ესე იგი „ერთობა“ იქნება დუალურო გონების იმ მხარეს, საითაც იქნება „ომი“, ხოლო საპირისპირო პოლუსები იქნება „განხეთქილება“ და „მშვიდობა“ და იმის და მიხედვით, თუ პირველად რომელი დუალობა „აითვისა“ ჩვენმა ქვეცნობიერმა (მშვიდობა–ომი, თუ ერთობა–განხეთქილება), ვღებულობთ დუალობათა წყვილებს ქვემოთ მოცემული ორი სურათიდან ერთ–ერთის მიხედვით.

omi

ესე იგი, მე მაქვს ისეთი პროგრამები, რომ ჩემი ქვეცნობიერი არავითარ შემთხვევაში არ მომცემს საშუალებას ვიღვაწო ერთდროულად მშვიდობისთვისაც და ერთობისთვისაც. ანუ, თუ ჩემში უფრო ძლიერია პროგრამა რომლის მიხედვითაც ერთობა კარგია, მაშინ ავტმატურად ჩემში ასევე ძლიერია პროგრამა რომ ომი კარგია და პირიქით.

ესე იგი, თუ მინდა “ერთობა” მე ქვეცნობიერად მივილტვი ომისკენ, ან პირიქით, თუ მინდა “მშვიდობა”, ქვეცნობიერად მივლიტვი განხეთქილებისაკენ.

ახლა დავუშვათ, რომ მსგავსი დუალობებით ასეულ ათასობით (ან სულაც მილონობით) ადამიანი შეიძლება იყოს დაპროგრამებული და წარმოიდგინეთ რა შეიძლება ამას მოჰყვეს.

თუმცა რაღა წარმოდგენა უნდა…

მოკლედ, ძვირფასო მეგობრებო, ჩვენ ასე თუ ისე გავერკვიეთ „დუალური გონების“ ხაფანგებში, ანუ იმაში, თუ როგრო იქმნება ნეგატიური პროგრამები ჩვენს ქვეცნობიერში, მაგრამ ისმის კითხვები:

როგორ უნდა მივხვდეთ რა პროგრამები გვაქვს ქვეცნობიერში, როგორ უნდა აღმოვაჩინოთ ისინი? და თუ აღმოვაჩინეთ, შემდეგ რა უნდა ვუყოთ, როგორ შევცვალოთ ისინი ჩვენთვის და სამყაროსთვისაც სიკეთის მომტანი პოზიტიური პროგრამებით?

საბედნიეროდ ამ კითხვებზე პასუხებიც არსებობს, ოღონდ მათზე მომდევნო პოსტებში ვისაუბრებთ. ასე, რომ, თვალი ადევნეთ სიახლეებს ჩვენს ბლოგზე…

მანამდე კი იმათ, ვინც დაინტერესდით დუალური გონების ხრიკებით და გსურთ უფრო დეტალური ინფორმაციის მიღება ქვეცნობიერის პროგრამირებაზე და მათთან მუშაობის მეთოდებსა და ტექნიკებზე, მინდა სიხარულით გაუწყოთ, რომ ტონია ლიტოვკა კვლავ თბილისშია და იმათი თხოვნით, ვინც ვერ შეძლო „წლის ტრანსფორმაცია“–ზე დასწრება,  30 ნოემბერ–1 დეკემბერს განმეორებით ჩაატარებს აღნიშნულ ტრენინგს.

დეტალური ინფორმაცია ტრენინგის პირობების შესახებ შეგიძლიათ მიიღოთ ფეისბუკის სპეციალურ გვერდზე.

 

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

 

თქვენ როგორ იქცევით, როცა სამყარო გიწვდით თავის მძლავრ ხელებს? ღებულობთ ამას მადლიერებით როგორც ცხოვრების გაკვეთილს თუ შეშინებული ფართხალებთ საკუთარი შიშებისა და რწმუნებულებების ოთახში გამომწყვდეული?

გაგვიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები და მოსაზრებები კომენტარებში. ასეთი უკუკავშირი ჩემთვის ძალზე დიდი მხარდაჭერაა, ვინაიდან თქვენგან მე ვსწავლობ გაცილებით უფრო მეტს, ვიდრე შეიძლება თქვენ ჩემგან.

ამასთანავე, გაუზიარეთ ეს პოსტი თქვენს მეგობრებს ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

 

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

 


 

21 thoughts on “წლის ტრანსფორმაცია ტონია ლიტოვკასთან ერთად და “დუალური გონების” ხაფანგები”

  1. ამ კითხვებზე პასუხია მთავარი, მოუთმენლად ველოდები მომდევნო პოსტებს, მადლობა თქვენ 🙂 

    პასუხი
    • დიახ, cekva, სწორედ ამ კითხვებზე პასუხია მთავარი და ამ პასუხების მიღება ყველას შეუძლია ვინც დაინტერესდება 🙂 მე შევეცდები გავშიფრო ისინი შეძლებისდაგვარად პოსტების ფორმატშიც, თუმცა ყველაზე ქმედითი მაინც ტრენერებთან უშუალოდ მუშაობაა 🙂

      პასუხი
  2. ყოჩაღ ხვიჩა! შესანიშნავი პოსტია. ჩატარებული ტრენინგის ნაყოფიერება და სარგებლობა შენს მაგალითიდან ჩანს, რომ აშკარაა. არასწორი პროგრამირება ჩვენს გონებაში, რომელიც ჩვენივე ბავშვობიდან იწყება და მერე გარემოს ზეგავლენით კიდევ უფრო ღრმავდება, უამრავ ცხოვრებისეულ პრობლემას წარმოქმნის და ჩვენს არასწორ აზროვნებას განაპირობებს. ხოლო ასეთი ტრენინგები და კოუჩ–სესიები კი პირდაპირ წამალია ჩვენს გონებაში  ღრმად–გამჯდარი ძველი, მავნე, უსარგებლო პროგრამების წასაშლელად და ახალი, პოზიტიური, წარმატებაზე ორიენტირებული აზროვნების ჩამოსაყალიბებლად. მიხარია, რომ პიროვნული (და არა მარტო) ზრდის კუთხით ჩვენთან რეალური და კონკრეტული ნაბიჯები იდგმება. წარმატებებს გისურვებთ! 🙂

    პასუხი
    • უღრმესი მადლობა ირაკლი სტუმრობისთვის, საკუთარი აზრის გაზიარებისთვის. დიახ, მართალი ხართ, საქართველოში შეიძლება ჯერ–ჯერობით მხოლოდ ოდნავ შესამჩნევად, მაგრამ მაინც იგრძნობა რომ უბერავს “ახალი აზროვნების” სასიამოვნო სიო 🙂

      პასუხი
  3. ძალიან სასარგებლო პოსტია, მადლობა.
    სასიხარულოა, რომ საქართველოში ფეხს იკიდებს ასეთი ტრენინგები.

    პასუხი
    • მადლობა თქვენ, რომ მეწვიეთ და მადლობა კიდევ ერთხელ იმ გამოხმაურებისთვის, რომელიც პირადში გამომიგზავნეთ 🙂

      პასუხი
  4. ზოგადად მე ძალიან მეშინია ცვლილებების და ჩემო საღი გონება ყოველთვის ებრძვის ამ მხრივ ქვეცნობიერს.  ეს კიდევ საკითხავია რა დუალობა მაქვს ასეთი..რაც შეეხება პოსტს ძალიან კარგია  და არაჩვეულებრივია  რომ ტარდება მსგავსი ტრენინგები..:)) მადლობა თქვენ რომ აქვეყნებთ

    პასუხი
    • ის, რომ თქვენ იცით რისი გეშინიათ, უკვე ბევრს ნიშნავს. თქვენს ქვეცნობიერში აუცილებლად იქნება პროგრამა ცვლილებების შიშზე, რომელიც იქ გაჩნდა ალბათ ბავშვობაში მიღებული რომელიმე გამოცდილებიდან. შეიძლება თქვენი, ან თქვენი ოჯახის, ოჯახის წევრების, ნათესავების ან მეგობრების ცხოვრებაში მოხდა ისეთი ფაქტები, რომ მოულოდნელმა ცვლილებებმა გამოიწვიეს საკმაოდ არასასიამოვნო გარემოებები, შეიძლება ტრაგედიაც კი და მაშინ ალბათ გაჩნდა თქვენს გონებაში დუალობის ერთი პოლუსი რომ ცვლილებები არის ავის მომტანი, ანუ ცუდი და შესაბამისად ავტომატურად გაჩნდებოდა მეორე პოლუსიც, ვთქვათ ერფეროვნება და ის განთავსდებოდა საწინააღმდეგო მხარეს და მივიღებთ პროგრამას, რომლის მიხედვითაც ცვლილებები არის ცუდი, ხოლო ერთფეროვნება არის კარგი.

      ამ პროგრამის მიზეზის აღმოჩენა და მისი გადაპროგრამირება შეიძლება ერთი ნახევარსაათიანი სესიითაც კი, ხანდახან მას შეიძლება რამოდენიმე სესიაც დასჭირდეს, გააჩნია რამდენად ღრმად აქვს ფესვები გადგმული, მაგრამ საერთოდ, როგორც ტონია ამბობს საკუთარი გამოცდილან გამომდინარე, პროგრამების უმრავლეოსობის აღმოსაჩენად და მათ “გასანეიტრალებლად ერთ–ორი სესია საკმარისია ხოლმე 🙂 

      პასუხი
  5. უყურე შენ! თურმე რა ხდება? მე რომ  მგონია სწორად ვაზროვნებ დავმოქმედებ, ამ დროს შეიძლება ისთი გაორება მქონდეს ტვინში, ყველაფერი უკუღმა გამომივიდეს? ასეც ხდება ხოლმე ზოგჯერ. მადლობა ხვიჩა ახსნა-განმარტებისთვის. მიყვარს ეს ბლოგი!

    პასუხი
  6. მოგესალმებით, ხვიჩა!
    ყოველთვის დიდი ინტერესით ველოდები თქვენს პოსტებს, ბევრ სასარგებლოს და საინტერესოს ვღებულობ …და უნდა გაგიმხილოთ, ჩემს საქმიანობაშიც წარმატებულად ვიყენებ…  ძალიან დამაფიქრა ბოლო თემამ: ,,დუალური გონება”–– რომ გავეცანი, ბევრ კითხვაზე გავეცი პასუხი, უკეთ ავხსენი საკუთარი ქმედებების მოტივები, თითქოს დალაგდა ყველაფერი, და ვხვდები საკუთარი წარმატება–წარუმატებლობის მიზეზებს…რაც შეეხება ამ ტრენინგს, მაინტერესებს, სად ჩატარდება და ღირებულება…იქნებ მომწეროთ? თქვენი გულისხმიერების იმედი მაქვს. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა.
      პატივისცემით, მანანა ბურდული 

    პასუხი
    • მანანა, ტრენიგი არის ორდღიანი, ტარდება თბილისში, ღირებულება არის 159$, მაგრამ შეიძლება რაიმე ფასდაკლების აქციებიც აქვთ…უფრო დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისმართზე:https://www.facebook.com/events/232249863610779/?fref=ts 

      ან შეგიძლიათ დარეკოთ პირდპირ ამ ნომერზე: 571 128 228 

      პასუხი
  7. ვისურვებდი მსგავსი მეცადინეობები ხშირად გაიმართოს,ძალიან საჭიროა განსაკუთრებით კონსერვატიული საზოგადოებისათვის.ცხოვრება უჩვენოდ არ უნდა ვითარდებოდეს,სჯობს გვიან მაგრამ ეხლავე მაინც ავუწყოთ ფეხი.ძალიან ვაგვიანებთ.მიხარია თქვენი ყველას არსებობა,ყველას დიდ წარმატებებს გისურვებთ. პატივისწემით როდამ

    პასუხი
    • მეც ვისურვებდი თქვენითანა თანამოაზრეების სიმრავლეს როდამ. უღმესი მადლობა და წარმატებები 🙂

      პასუხი
  8. ძალიან კარგი ახსნაა პრობლემის,პირადად მე სულ იმის ძებნაში ვიყავი სულ სად ვუშვებდი შეცდომებს,მიზეზს ვერ ვპოულობდი,რადგან ეს მიზეზი უხილავი ყოფილა,ქვეცნობიერი……ასეთი მენტალიტეტით ვარ გაზრდილი ზუსტად….მადლობა ხვიჩა რომ საკუუთარი შეცდომები დამანახე,ძალიან კარგად დაწერილი და უუბრალო,გასაგები სიტყვებით დაწერილი სტატიაა….წარმატებები

    პასუხი
  9. საინტერესოა მიმართება მოტივაციასთან..
     
    ვთქვათ მე მაქვს გამდიდრების ადამიანური სურვილი.გეგმაც და რესურსიც.
    რა გამოდის?
     
    მე გამდიდრების სურვილის წარმოქმნას დამიბლოკავს ქვეცნობიერი პროგრამა?
    ან,იქნებ უბრალოდ ბრძოლა გაიმართება რეალურ მოტივაციასა და ქვეცნობიერს შორის?

    პასუხი
    • თუ  თქვენს ქვეცნობიერში დევს გამდიდრების საწინააღმდეგო პროგრამა, მაშინ სავარაუდოდ თქვენ არ გაგიჩნდებათ გამდიდრების ისეთი სურვილი, რომელიც რეალურ ნაბიჯებს გადაგადგმევინებთ, მაგრამ თუ მაინც მოხდა ასე, თუ თქვენ გაგიჩნდებათ ამის ადამიანური სურვილი, გექნებათ რესურსები და დაიწყებთ მოქმედებას, მაშინ ქვეცნობიერიც მთელი სიმძლავრით ამუშავდება და ვინაიდან სწორედ მას აქვს პირდაპირი კავშირი ენერგეტიკული ველის მეშვეობით სამყაროს ერთიან ენერგოსისტემასთან, ის დაიწყებს ისეთი მოვლენების, სიტუაციების, ადამიანების მოზიდვას, რომ თქვენ აუცილებლად შეგეშლებათ ხელი: ვთქვათ გადაგდებთ პარტნიორი ან დაკარგავს რენტაბელობას ის სფერო რომელშიც მოახდენთ კაპიტალის დაბანდებას ან სულაც დაიწყება არეულობა ქვეყანაში, ან მოხდება ეკ.კრიზისი და ა.შ. 

      მოკლედ, მანამ, სანამ არ შეცვლით ამ პროგრამას, თქვენ ვერ შეძლებთ წარმატების მიღწევას. შეიძლება უზარმაზარი ძალისხმევის შედეგად შეძლოთ საწყის ეტაპზე გარკვეული წინსვლა, მაგრამ ეს იქნება დინების საწინააღმდეგოდ ცურვა და ასეთ შემთხვევაში როგორი ძლიერი მოცურავეც არ უნდა იყოთ, რაც არ უნდა კარგად იყოთ ფიზიკურად და ფსიქიკურად მნომზადებული, ერთ დროს აუცელებლად დაიღლებით და უკეთეს შემთხვევაში წყალი უბრალოდ ნაპირზე გამოგრიყავთ 🙂

      პასუხი
  10. ძალიან საინტერესო სტატიააა, მადლობა ხვიჩა :))) მგონია რომ ეს პროგრამა ჩემს ქვეცნობიერში ჩაშენებულ ვირუსს ჰგავს, ძალიან დიდი ძალისხმევა დამჭირდება ალბათ რაღაცების შესაცვლელად..  ძალისხმევას არ დავიშურებ და რაღა თქმა უნდა, ასეთ საინტერესო სტატიებს მოვიშველიებ… 

    პასუხი
    • მადლობა შენ, ნატალია, რომ ამ ბლოგის ერთგული მკითხველი ხარ, ხოლო რაც შეეხება ვირუსებს, რადგან აქ ხარ, ჩათვალე, რომ მათ წინააღმდეგ ანტივირუსი უკვე გაშვებულია 🙂

      პასუხი
  11. ხვიჩა არაშვეულებრივი სტატიაა. ეს დაგვეხმარება დავიჭიროთ ჩვენში პრობლემა და არასწორი ლოგიკა, წარსულში ჩაბეჭდილი წარმედგენები და შეგნებები, ვიპოვოთ მისი ფესვები და ვცადოთ მისი ამოძირკვა. სულმოუთქმელად ველოდები მომდევნო პოსტებს. ხვიჩა, ადლობა ასეთი სამაგალითო სტატიისათვის.
    რაც შეეხება ჩემს პოზიციას, სამყაროს გამოწვდილ დახმარების ხელთან დაკავშირებით, ხშირად ვგრძნობ სამყაროსგან შემოთავაზებულ ალტერნატივებს, ცვლილებევს, გამოსავალს და ასე შემდეგ. მაგრამ, ეს ყველაფერი, ხშირად ჩემში იწვევს ნეგატიურ ემოციებს. მაგრამ, რატომღაც, ყოველთვის თავს ვიმშვიდებ, რომ რაც არ უნდა ცუდი მოცდეს ჩემს ცხოვრებაში მაინც რაღაცით კარგია, და ამის გამო არასდროს ვჩივი, რადგან ვიცი სამყარომ მიხსნა უარესი შემთხვევისაგან. არ ვიცი ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ ასეა.

    პასუხი

Leave a Comment

Comment moderation is enabled. Your comment may take some time to appear.