„სამასმეერთე მილიონერი“… თუ პირველი წიგნი მომავალი მილიონერებისთვის?

რამოდენიმე წლის წინ ერთმა უცხოელმა პირდაპირ სცენიდან და თანაც ქართულად „დაგვმოძღვრა“:

– ისე არ მოგივიდეთ ქართველებს, როგორც თქვენს ერთ ანდაზაშია ნათქვამი: „თურაშაულის პატრონი, ტყეში ეძებდა პანტასაო“

ეს უცხოელი, არაჩვეულებრივად ასრულებდა ქართულ ხალხურ სიმღერებს და ალბათ უკვე ხვდებით, თუ რისი თქმა სურდა ამ ანდაზით, თუმცა ჩემი დღევანდელი პოსტის თემა სულაც არ არის მუსიკა.

ქართული ხალხური სიმღერა

საქმე იმაშია, რომ ამ ბლოგის დაბადების დღიდანვე, გეგმაში მქონდა ცალკე გვერდის გახსნა, სადაც მკითხველებს შევთავაზებდი წარმატების ფილოსოფიაში, პიროვნული ზრდისა და თვითგანვითარების სფეროში შექმნილი წიგნების ჩამონათვალს და მათ მოკლე მიმოხილვას. გაგრძელება »

არწივი და ინდაური

არწივი

 

ერთხელ, ერთმა ინდიელმა იპოვა არწივის კვერცხი და ჩადო ის ველური ამერიკული ინდაურის ბუდეში. დროთა განმავლობაში მისგან გამოიჩეკა არწივის მართვე, რომელიც შემდეგ იზრდებოდა ინდაურის ჭუკებთან ერთად.

მთელი თავისი ცხოვრება ეს ფრინველი, – ფიქრობდა რა, რომ იყო ინდაური – იქცეოდა ისე, როგორც ინდაური. ის ჩიჩქნიდა მიწას, სადაც ეძებდა მარცვლეულს და ჭიებს, ის გამოსცემდა მისი ბუნებისთვის სრულიად შეუფერებელ, მაგრამ ინდაურისთვის დამახასიათებელ ხმებს. აფრინდებოდა ხანდახან ერთ ორ მეტროზე და ისიც დიდი გაჭირვებით. გაგრძელება »

წარმატების სამი ფაქტორი

2008 წელს ჟურნალ „ფორბსის“ მონაცემებით ის იყო მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანი. 2012 წელს კი იმავე „ფორბსის“ მონაცემებით მისი ქონება შეფასდა 44 მილიარდ დოლარად.

მიუხედავად ამისა ის ცხოვრობს საკმაოდ მოკრძალებულად. დადის უბრალო ავტომობილებით, იცვამს სადა კოსტიუმებს, იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში. ერთადერთი მისი სისუსტე ამ მხრივ რეაქტიული თვითმფრინავებია.

უორენ ბაფეტი

მას უწოდებენ ყველა დროის უდიდეს ქველმოქმედს, ადამიანს, რომელმაც კაცობრიობის ისტორიაში გაიღო ყველაზე გულუხვი შემოწირულობა. 2010 წელს მან საქველმოქმედო ფონდებს შესწირა 37 მილიარდი (!) დოლარი. ასევე ცნობილია მისი ანდერძის შინაარსი, რომლის მიხედვით, თავის ოჯახს უტოვებს მხოლოდ მცირე ნაწილს უზარმაზარი ქონებიდან, დანარჩენი კი მთლიანად მოხმარდება ქველმოქმედებას.   გაგრძელება »

ქორწინების ბედი წყდება ზეცაში

მოზეს მენდელსონი, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის ბაბუა, არც თუ ისე სიმპატიური, დაბალი ტანის და თანაც კუზიანი კაცი იყო.  გაგრძელება »

ჩახუტების მაგიური ძალა

ჩახუტების მაგიური ძალა

„ნუ მომჩერებიხართ! ჯობია გადამეხვიოთ!“   გაგრძელება »

ჯადოსნური წყალი

წალენჯიხა

ერთხელ, ერთმა წინასწარმეტყველმა განუცხადა ადამიანებს:  გაგრძელება »

დროის კვადრანტი

«ერთხელ წარსული და მომავალი შეკამათდნენ.

წარსული ამტკიცებდა:

მე ვარ მთავარი ადამიანისთვის. ეს მე შევქმენი ადამიანი ისეთად, როგორიც ის დღეს არის და მას შეუძლია მხოლოდ ის, რაც ისწავლა წარსულში. ადამიანს აქვს საკუთარი თავის რწმენა მხოლოდ იმიტომ, რომ მას შეუძლია კარგად აკეთოს ის საქმეები, რომელთა კეთების გამოცდილებაც აქვს წარსულიდან.

დრო

ადამიანს უყვარს ისინი, ვისთანაც მას აკავშირებს ურთიერთობები წარსულში. მხოლოდ წარსულის გახსენება ხდის მას ბედნიერს, იმიტომ, რომ მხოლოდ წარსულში  გრძნობს თავს უსაფრთხოდ და მყუდროდ, რადგანაც იცის რომ იქ არაფერი შეიცვლება.    გაგრძელება »

სურვილის ობიექტი

ერთხელ, ერთ ბრძენთან მივიდა ახალგაზრდა კაცი და თხოვა აეყვანა ის მოსწავლედ. ბრძენი დათანხმდა, მაგრამ უთხრა:

– მხოლოდ ერთი დღეა შენს განკარგულებაში.

ახალგაზრდა კაცი დაანაღვლიანა ამ სიტყვებმა, მაგრამ შემდეგ თავისთავს დაპირდა, რომ ყურადღებით იქნებოდა მთელი დღის განმავლობაში, არ გამოტოვებდა მასწავლებლის არცერთ სიტყვას და საქციელს რათა გონებაში აღებეჭდა ყოველი წამი ამ ერთი დღის  გაკვეთილისა.

დღის განმავლობაში, ბრძენთან მოდიოდა უამრავი ადამიანი. მას აძლევდნენ კითხვებს ცხოვრების დანიშნულებაზე, რელიგიაზე, ბედნიერებაზე. ვიღაცა სთხოვდა დახმარებას, ზოგი მოდიოდა უბრალოდ პატივისცემის გამოსახატავად.   გაგრძელება »

პატიების უნარი

«…მოულოდნელად, თითქოს ცხადად, თვალწინ წარმომიდგა დედაჩემის სახე. ზუსტად ისეთივე, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა. მისი ნაკვთები ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი ჩანდა, რომ მე მისი საყვარელი სუნამოს სურნელიც კი ვიგრძენი. ის მიყურებდა ისე, როგორც წლების წინ, თუმცა ხმას არ იღებდა, თითქოს და რაღაცას ელისო.

მე კიდევ ერთხელ გამახსენდა, თუ როგორ იტანჯებოდა ის ავადმყოფობისგან თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში  და გული სიბრალულით შემეკუმშა.

– დედა, როგორ ვწუხვარ, რომ იტანჯებოდი იმ საშინელინ სენისგან, მაპატიე, რომ ბოლო წუთებში შენს გვერდით არ ვიყავი. პატიების უნარი მან თავი ოდნავ გვერდულად დახარა, თითქოს მანიშნა, რომ გაიგო რასაც ვეუბნებოდი. შემდეგ კი გამიღიმა თავისი შეუდარებელი ღიმილით, როგორითაც მხოლოდ დედას შეუძლია გაგიღიმოს, რაღაც საოცარი სითბოთი, სიყვარულით… და წყნარად, მაგრამ ძალზე გასაგებად მითხრა:

– კი მაგრამ, ყველაფერი, რაც მე ახლა მახსოვს, მხოლოდ სიყვარულია.

და ისევე უცებ გაქრა, როგორც გაჩნდა.  გაგრძელება »

ცხოვრების გაკვეთილი

იყო ერთი ადამიანი, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო სირთულეებით. ერთი პრობლემაც არ ჰქონდა წესიერად მოგვარებული, რომ ჩნდებოდა მეორე და ასე უსასრულოდ.

ერთხელ მან, სასოწარკვეთილმა, საყვედურით მიმართა უფალს:

– ღმერთო, როდის მორჩება ეს პრობლემები? როდის შევძლებ მშვიდად ცხოვრებას? როდის მეღირსება ის დღე, როცა არ მექნება იმის შიში, რომ რაიმე სირთულე იჩენს თავს?

ცხოვრების გაკვეთილი

ამ დროს მასთან მივიდა მისი პატარა ბიჭი სასკოლო რვეულით ხელში და ჰკითხა:

– მამა, მას შემდეგ, რაც მოვრჩები ამ საზიზღარი ასოების სწავლას, ხომ არ მომიწევს მეტჯერ მათთან შეხება?

კაცს სიცილისგან თვალებიდან ცრემლებიც კა წამოსცვივდა.   გაგრძელება »