სურვილის ობიექტი

ერთხელ, ერთ ბრძენთან მივიდა ახალგაზრდა კაცი და თხოვა აეყვანა ის მოსწავლედ. ბრძენი დათანხმდა, მაგრამ უთხრა:

– მხოლოდ ერთი დღეა შენს განკარგულებაში.

ახალგაზრდა კაცი დაანაღვლიანა ამ სიტყვებმა, მაგრამ შემდეგ თავისთავს დაპირდა, რომ ყურადღებით იქნებოდა მთელი დღის განმავლობაში, არ გამოტოვებდა მასწავლებლის არცერთ სიტყვას და საქციელს რათა გონებაში აღებეჭდა ყოველი წამი ამ ერთი დღის  გაკვეთილისა.

დღის განმავლობაში, ბრძენთან მოდიოდა უამრავი ადამიანი. მას აძლევდნენ კითხვებს ცხოვრების დანიშნულებაზე, რელიგიაზე, ბედნიერებაზე. ვიღაცა სთხოვდა დახმარებას, ზოგი მოდიოდა უბრალოდ პატივისცემის გამოსახატავად.   გაგრძელება »

პატიების უნარი

«…მოულოდნელად, თითქოს ცხადად, თვალწინ წარმომიდგა დედაჩემის სახე. ზუსტად ისეთივე, როგორიც ბავშვობიდან მახსოვდა. მისი ნაკვთები ისეთი რეალური, ისეთი ნამდვილი ჩანდა, რომ მე მისი საყვარელი სუნამოს სურნელიც კი ვიგრძენი. ის მიყურებდა ისე, როგორც წლების წინ, თუმცა ხმას არ იღებდა, თითქოს და რაღაცას ელისო.

მე კიდევ ერთხელ გამახსენდა, თუ როგორ იტანჯებოდა ის ავადმყოფობისგან თავისი სიცოცხლის ბოლო წლებში  და გული სიბრალულით შემეკუმშა.

– დედა, როგორ ვწუხვარ, რომ იტანჯებოდი იმ საშინელინ სენისგან, მაპატიე, რომ ბოლო წუთებში შენს გვერდით არ ვიყავი. პატიების უნარი მან თავი ოდნავ გვერდულად დახარა, თითქოს მანიშნა, რომ გაიგო რასაც ვეუბნებოდი. შემდეგ კი გამიღიმა თავისი შეუდარებელი ღიმილით, როგორითაც მხოლოდ დედას შეუძლია გაგიღიმოს, რაღაც საოცარი სითბოთი, სიყვარულით… და წყნარად, მაგრამ ძალზე გასაგებად მითხრა:

– კი მაგრამ, ყველაფერი, რაც მე ახლა მახსოვს, მხოლოდ სიყვარულია.

და ისევე უცებ გაქრა, როგორც გაჩნდა.  გაგრძელება »

ცხოვრების გაკვეთილი

იყო ერთი ადამიანი, რომლის ცხოვრებაც სავსე იყო სირთულეებით. ერთი პრობლემაც არ ჰქონდა წესიერად მოგვარებული, რომ ჩნდებოდა მეორე და ასე უსასრულოდ.

ერთხელ მან, სასოწარკვეთილმა, საყვედურით მიმართა უფალს:

– ღმერთო, როდის მორჩება ეს პრობლემები? როდის შევძლებ მშვიდად ცხოვრებას? როდის მეღირსება ის დღე, როცა არ მექნება იმის შიში, რომ რაიმე სირთულე იჩენს თავს?

ცხოვრების გაკვეთილი

ამ დროს მასთან მივიდა მისი პატარა ბიჭი სასკოლო რვეულით ხელში და ჰკითხა:

– მამა, მას შემდეგ, რაც მოვრჩები ამ საზიზღარი ასოების სწავლას, ხომ არ მომიწევს მეტჯერ მათთან შეხება?

კაცს სიცილისგან თვალებიდან ცრემლებიც კა წამოსცვივდა.   გაგრძელება »

13 ბარიერი წარმატების გზაზე

როდესაც ვიწყებთ რეალურ მოქმედებას ჩვენი მიზნების განსახორციელებლად, აუცილებლად წავაწყდებით უამრავ ხელისშემშლელ ფაქტორს, რომლებიც აფერხებენ ჩვენს წინსვლას და ხშირ შემთხვევაში შეიძლება მათ შესახებ სერიოზულად არც კი დავფიქრებულვართ.

დღეს შემოგთავაზებთ დანა სავიუსის სტატიას, სადაც აღწერილია 13 ბარიერი, რომლებიც უნდა გადავლახოთ წარმატებისკენ მიმავალ გზაზე.

ბარიერი

«…ძალზე ხშირად ჩვენ დამოკიდებულნი ვართ ისეთ უსარგებლო ჩვევებზე და პრინციპებზე, რომლებსაც მოაქვთ მხოლოდ ტკივილი, სტრესი და ტანჯვა.

დღევანდელი დღიდან ჩვენ ვიწყებთ ყველაფერ ამისგან განთავისუფლებას და ცვილებებისადმი ადაპტირებას. მზად ხართ? მაშ ასე:  გაგრძელება »

შემთხვევა ავიალაინერში

1998 წლის 14 ოქტომბერს, ერთ–ერთ საკონტინენტთაშორისო ავიალაინერის ბორტზე, ერთმა ქალმა, რომელიც სალონში შავკანიანი მამაკაცის გვერდით მოხვდა, სტიუარდს მოთხოვა მისთვის სხვა ადგილი გამოენახათ. ის ისე აშკარად გამოხატავდა თავის უკმაყოფილებას თანამგზავრის კანის ფერის გამო, რომ დანარჩენი მგზავრები, გაოცებულები და თან ცოტა არ იყოს შეწუხებულნი იყვნენ მისი საქციელით

სტიუარდმა  ქალს უთხრა:

– თვითმფრინავი სავსეა, მაგრამ ვნახავ, იქნებ ბიზნეს–კლასში არის ადგილი.   გაგრძელება »

შიში წარუმატებლობის წინაშე

ჯეკ კენფილდს თავის ერთ–ერთ წიგნში მოყავს შედეგები გამოკითხვისა, რომელიც ჩაატარეს  ღრმად მოხუცებულ, ავადმყოფ ადამიანებთან. ისინი პასუხობენ კითხვაზე: „რას შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში, რომ მოგცემოდათ მისი თავიდან დაწყების შესაძლებლობა?“   გაგრძელება »

ბრძენი ქალაქის კარიბჭესთან

ერთხელ, ერთი ქალაქის კარიბჭესთან გამოჩნდა მოგზაური, რომელმაც შეკითხვით მიმართა შესასვლეთან მჯდარ მოხუცს:  გაგრძელება »

მადლიერების კანონი

 

„მადლიერების დღეს, ერთ–ერთ ამერიკულ გაზეთში, მოთხრობილი იყო მასწავლებელ ქალზე, რომელმაც  ბავშვებს თხოვა დაეხატათ ფურცელზე ის, ვინც ან რაც მათში იწვევდა მადლიერების გრძნობას.

სანამ ბავშვები ხატავდნენ, მასწავლებელი დამწუხრებული ფიქრობდა იმაზე, თუ რა ცოტა მიზეზი გააჩნიათ ამ ბავშვებსუღარიბესი ოჯახებიდან იმისთვის, რომ იყვნენ მადლიერები.

მან იცოდა,  რომ ბავშვების უმრავლესობა დახატავდა რაიმე საკვებს და ცოტა არ იყოს შეცბუნდა, როცა დუგლასმა მიაწოდა თავისი ფურცელი, რომელზეც ხელის მტევანი იყო გამოსახული.

მასწავლებელი

„ეს რა ხელია?“ კლასი საგონებელში ჩააგდო ამ აბსტრაქტულმა ნახატმა.  გაგრძელება »

ექო ჩვენს ცხოვრებაში

ექო ჩვენს ცხოვრებაშიერთხელ მამა და შვილი სეირნობდნენ მთებში. მოულოდნელად ბიჭმა წაიბორძიკა და დაეცა.    მან მუხლი დაჰკრა ქვას, ეტკინა და ინსტიქტურად წამოიყვირა:

– აააა!

თავისდა გასაკვირად მან გაიგონა, რომ ვიღაცის ხმამ, მაღლა მთებიდან, გაიმეორა:

– აააა!

– ვინ ხარ? – დაუძახა ბიჭმა.

– ვინ ხარ? – გაიმეორა ისევ იმავე ხმამ.

ბიჭი გააბრაზა ასეთმა პასუხმა და დაუყვირა:

– მშიშარა!

– მშიშარა! – უპასუხა ისევ ხმამ.

ბიჭმა მამას შეხედა და ჰკითხა:

– რა არის ეს?

მამამ გაიღიმა და უპასუხა:   გაგრძელება »

ოცნებიდან რეალობამდე!

ოცნება

«„სცადე…“ – ჩაიჩურჩულა ოცნებამ

„რა? ისევ?“ – აღშფოთდა გამოცდილება.   გაგრძელება »