ერთ სახელმწიფოში ცხოვრობდა ადამიანი, რომლის სიბრძნეზეც ლეგენდები დადიოდა. ერთხელ, მეზობელ სახელმწიფოსთან ომის დროს ეს კაცი ტყვედ ჩავარდა.
ჯარისკაცებმა ის მიჰგვარეს თავიანთ ხელმწიფეს, რომელიც თვითონაც სიბრძნით განთქმული მმართველი იყო. მან დაკვირვებით შეათვალიერა ტყვე და უთხრა:
– ამბობენ, რომ ძალიან ჭკვიანი ხარ. გთავაზობ შემდეგ რამეს: სამ შეკითხვას დაგისვამ და თუ სამივეზე პასუხს გამცემ, თავისუფლებას მიიღებ, მაგრამ თუ სამი დღის განმავლობაში ვერ შეძლებ მათზე დამაკმაყოფილებელი პასუხის გაცემას, მაშინ მონად გაქცევ.
– გისმენთ თქვენო ბრწყინვალებავ.
– მაშ ასე, აი კითხვები:
1. რომელია ყველაზე მთავარი დრო?
2. ვინ არის ყველაზე მთავარი ადამიანი?
3. რა არის ყველაზე მთავარი საქმე?
ახლა კი წადი. სამი დღის განმავლობაში შენ ჩემი სტუმარი იქნები.
კაცი წავიდა. ის ყოველ დილით გადიოდა სასახლის მიმდებარე ტყეში სასეირნოდ და ცდილობდა მოეფიქრებინა ისეთი პასუხები, რომლებიც თავისუფლებას მიანიჭებდა.
მესამე დღეს ჩაფიქრებულს იმით, რომ ვერ გადაეწყვიტა პასუხების სხვადასხვა ვარიანტებიდან რომელი აერჩია, რომ მეფის გული მოეგო, გზად შემოხვდა გოგონა, რომელიც ბატებს მწყევსავდა. მან შეამჩნია, რომ კაცი ძალზე დადარდიანებული იყო და ჰკითხა
– რა მოხდა ბატონო, რამით შემიძლია დაგეხმაროთ?
კაცი მოუყვა თავის ისტორიას.
გოგონამ უპასუხა:
– ეს ხომ ადვილია. ყველაზე მთავარი დრო არის ახლა, იმიტომ, რომ წარსულმა უკვე ჩაიარა, ხოლო მომავალი ჯერ არ დამდგარა. ყველაზე მთავარი ადამიანი არის ის, ვინც ახლა იმყოფება ჩვენს გვერდით, რადგან ის ნებისმიერ დროს შეიძლება წავიდეს და ყველაზე მთავარი საქმე არის ის საქმე, რომელსაც ჩვენ ახლა გავაკეთებთ იმ ადამიანისთვის, ვინც ახლა ჩვენს გვერდითაა.
სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
P.S. თქვენ რა განაჩენს გამოიტანდით ასეთი პასუხებისთვის? ან თავად როგორ უპასუხებდით ამ კითხვებს? გაგვიზიარეთ მოსაზრებები კომენტარებში.
შეიტანეთ თქვენი წვლილი ბლოგის განვითარების საქმეში – გააზიარეთ ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.
უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე
თარგმნა ხვიჩა მებონიამ
is gogona yofila Wkviani da ara is kaci:)
meore kiTxvaze me ase vupasuxebdi – deda.
mesameze ki – is, rom tyuilubralod, ukvalod ar icxovro am qveyanaze. 🙂
ნუ ეხლა ქალის აზროვნება ხო მაინც სულ სხვაა…. 😀 ეგრევე მოიფიქრა პასუხი
🙂 მწყემსი გოგონა – აი, ბრძენი ვინ ყოფილა 🙂