ერთი კაცი და ერთი დათვი დაძმობილდნენ. აწვია კაცმან მან დათვი იგი, ლხინი აჩვენა. დათვი დაეთხოვა, გამოესალმა, მან კაცმან აკოცა და ცოლსაც აკოცნინა დათვისათვის.
მას დიაცსა რა დათვის სიმყრალე ეცა, განერწყვა და თქვა:
– პირმყრალს სტუმარს ვერ ვეწყობიო!
წავიდა დათვი. და მერმე ეს კაცი ეწვია და თან ცული წაიღო: მოის შეშას დავკოდ და წამოვიღებო!
მოვიდა დათვი და, რაც მათ ეფერებოდა, იმგვარად იალერსეს. მერმე დათვმან დაუჟინა:
– თავზე ერთი ცული დამკარ და დამკოდეო!
მან კაცმან უარი თქვა. დათვი არ მოეშვა. დაჰკრა ცული და თავი გაუტეხა. დათვი ტყეში წავიდა და კაცი შინ წამოვიდა.
მეორეს თვეს შეიყარნენ. დათვს თავი გამთელებოდა. დათვმან უთხრა:
– ძმაო, შენის ცულით დაკოდილი თავი გამიმთელდა და შენის ცოლის ენით დაკოდილი გული არაო.
აჰა, მეფეო, ენით მოკვდება კაცი, სხვით არა. უდღეოდ ენით მკვდარი ენამ ვეღარ აღადგინოს და აღარც ენით წყლულს ელხინოს.
სიყვარულით, პატივისცემით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია
შეიტანეთ თქვენი წვლილი ბლოგის განვითარების საქმეში, გააზიარეთ ეს პოსტი ქვემოთ განლაგებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით
მიხარია, რომ სულხან-საბა გაიხსენე. თანაც ასეთი მნიშვნელოვანი იგავი. ყველა სიტყვას თავისი ენერგეტიკა აქვს……… ახლა არ მინდა ფილოსოფოსობა. მადლობა.
თქვენი რჩევა გავითვალისწინე მარიკა 🙂 უღრმესი მადლობა!
ბავშვობაში დედა სულ ამ იგავით მმოძღვრავდა…ენაგრძელი ნუ ხაროო :)) ეხლა მეუღლე მახსენებს ხოლმე ამას… :)) სრული ჭეშმარიტებაა…სიტყვას აქვს უნარი გააცოცხლოს, დააიმედოს, ააღელვოს, აატიროს…..თქვენი ბლოგი ამის პირდაპირი დასტურია, მხოლოდ დადებითი კუთხით… 🙂 მადლობთ ხვიჩა
მადლობა თქვენ, ქეთევან გულწრფელობისთვის 🙂 პოზიტივისთვის, იმ დადებითი ენერგიისთვის, რომელიც თქვენი კომენტარებით შემოგაქვთ ამ ბლოგზე… 🙂
მადლობა ხვიჩა ამ იგავისთვის 🙂 სიტყვას მართლაც ძალიან დიდი ძალა აქვს და ფრთხილად უნდა ვიყოთ ყოველ სიტყვასთან 🙂
zannn magari igaviaaaaaaaaaa
amaze magari igavi jer ar wamikitxiaa
ძალიან მომწონს ეს იგავი და ამასთან ერთად მინდა გითხრათ რომ ბავშვების ენითაც დადეთ რომ პატარებმა გაიგონ თუ რაზეა საუბარი ♥ დიდი მადლობა ადმინს რომ ასეთი ლამაზი იგავი მოგვაწოდა ♥ ძალიან მომწონს ეს გვერდი ♥
მადლობა თქვენ, ლიკა, სტუმრობისთვის, გამოხმაურებისთვის, შთაბეჭდილების გაზიარებისთვის, მადლიერებისთვის… 🙂
au risi tqma undoda avtors amit?
მეც
დათვუ უფრო ჭკვიანიუა
авааравакнрауц
სულხან-საბა ორბელიანი უნიკალური ვინმეა
მაგარია
ძალიან მომწონს ეს გვერდი,აქედან ბევრი რამე ვისწავლე და მე ვამაყობ თქვენით…
მადლობა გიგი! მე კი თქვენისთანა არაჩვეულებრივი მკითხველებით ვამაყობ!