ქორწინების ბედი წყდება ზეცაში

მოზეს მენდელსონი, ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის ბაბუა, არც თუ ისე სიმპატიური, დაბალი ტანის და თანაც კუზიანი კაცი იყო. 

ერთხელ ის სტუმრად იმყოფებოდა ჰამბურგში, იქაური მდიდარი ვაჭრის სახლში, სადაც გაიცნო და თავდავიწყებით შეუყვარდა თავისი მასპინძლის უმშვენიერესი ასული, სახელად ფრუმტიე. მოზესი ყველანაირად ცდილობდა მისი გულის მონადირებას, მაგრამ უშედეგოდ, ქალი ზედაც არ უყურებდა. მასში ზიზღს იწვევდა მენდელსონის გარეგნობა.

ერთხელ, ერთ–ერთი მორიგი სტუმრობის შემდეგ, მოზესმა სთხოვა ქალს აუდიენცია გამომშვიდობების მოტივით. ფრუმტიემ ის მიიღო, უბრალოდ ზრდილობის გულისთვის.

მენდელსონი ოთახში ეახლა. ქალი რაღაც ღვთიური სილამაზით ბრწყინავდა, მაგრამ როგორც ყოველთვის თვალს არიდებდა კაცს და ალბათ ვერც კი გრძნობდა, თუ რამხელა ტკივილს აყენებდა მას ამ საქციელით.

მოზესმა მოკრძალებით ჰკითხა:

– მითხარით, თქვენ გჯერათ, რომ ადამინთა შეუღლების ბედი ზეცაში წყდება ?

– დიახ, – უპასუხა ქალმა ისე, რომ იატაკისთვის თვალი არ მოუშორებია.

– მეც მჯერა, – თქვა მოზესმა. – იცით, ყოველთვის, როცა ბიჭი იბადება, უფალი მას ზეცაშივე აუწყებს, თუ ვისთან მოუწევს დაქორწინება მომავალში. როცა მე დავიბადე, უფალმა მეც მანახა ჩემი მომავალი მეუღლე, მაგრამ ამავე დროს განმიცხადა:

„შენი ცოლი კუზიანი იქნება“

მე კინაღამ გული გამისკდა:

– ო, არა ღმერთო! – შევღაღადე მაშინ უფალს, – ქალი კუზით, ეს ხომ საშინელი ტრაგედიაა! გევედრები, მომეცი კუზი მე, გოგონა კი დაე იყოს ლამაზი და მშვენიერი!

აქ ქალმა პირველად ჩახედა თვალებში მოზესს… რამოდენიმე თვის შემდგე კი გახდა მისი საყვარელი და ერთგული მეუღლე.

სიყვარულით და მადლიერებით, ხვიჩა მებონია

P.S. როგორ ფიქრობთ, რა სარგებლობა შეუძლია მოუტანოს ადამიანს ამ ისტორიის გაცნობამ? გაგვიზიარეთ თქვენი მოსაზრებები კომენტარებში

ამასთანავე, გთხოვთ გააკეთოთ კეთილი სქმე და გააზიაროთ ეს პოსტი ქვემოთ განთავსებული სოციალური ქსელების ღილაკების მეშვეობით.

უღრმესი მადლობა წინასწარ და მომავალ შეხვედრამდე

 

 

24 комментария ჩანაწერზე “ქორწინების ბედი წყდება ზეცაში”

  1. რა მოხერხებული ვინმე ყოფილა ბაბუა მენდელსონი! :))
    ღმერთთან არსებული გარიგებისა რა მოგახსენო, მაგრამ იმისი მეც მჯერა, რომ ქორწინება ცაში წყდება: შეხვდები ადამიანს, ნაკლს ვერ უპოვი, შენც მოგწონს და სხვებსაც, მხოლოდ გული, ვითომც არაფერი, აინუნშიც არ აგდებს, ვიღაც «კუზიანის» დანახვაზე კი ლამის გაგიჟდეს და გადაირიოს — ჩაწყობილი საქმეა, მაშ, რა ჰქვია 🙂
     

    • admin:

      🙂  გეთანხმები ქეთევან. ნამდვილად დიდი მოხერხება უნდა, რომ რომ ის ნაკლი, რომელმაც კანონით ხელი უნდა შეგიშალოს, გამარჯვების მომტან იარაღად აქციო 🙂

      გმადლობ! ერთი მეც უნდა ვისწავლო «ჩაწყობა» 🙂 

  2. თამაზ:

    ვეთანხმები იმ აზრს, რომ მართლა ზეცაში წყდება ყველაფერი, განსაკუთრებით კი ქორწინება. თუმცა, აქვე დავსძენ, რომ მოცემულ ისტორიას დამაჯერებლობა აშკარად აკლია. ამბავი ძველია, ამიტომ სავარაუდოდ გადმოცემებში რაღაც ნიუანსები დაიკარგა და მხოლოდ შიშველმა ფაქტმა მოაღწია ჩვენამდე. ალბათ, ბაბუ კუზით რომ გაჩნდა, სამაგიეროდ მიზანსწრაფულობა დააბედა ღმერთმა, და კიდევ ის, რაც ჩვენ არ ვიცით. საბოლოოდ, მან მიიღო «კუზის კომპენსაცია» :)))

    • admin:

      ისტორიის დამაჯერებლობაზე, ისევე როგორც საერთოდ მის სინამდვილეზე 🙂 ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ იმაში კი გეთანხმებით, რომ ამ ისტორიაში აღწერილი ბაბუა მენდელსონი მართლაც მიზანდასახული პიროვნებაა, მას ერთი წუთითაც არ დაუკარგავს რწმენა საკუთარი თავისა და რწმენა წარმატებისა, ამასთანავე, ერთი შეხედვით ყველაზე დიდი პრობლემა, რომელსაც მისთვის ხელი უნდა შეეშალა, მან აქცია უპირატესობად და საბოლოო ჯამში სწორედ მისი გამოყენებით მიაღწია წარმატებას…

      უღრმესი მადლობა! 🙂

    • ნინო ასაბაშვილი:

      Agdgomis brwyinvale dgesaswauls gilocavt, yvelas!!!
      Tamaz, vetanxmebi tqvens komentars, momwons tqveni versia! Chemismxriv ki imas davamateb, rom babua Mendelsonma tavad uzrunvelyo es egret wodebuli ,,kompensacia» moxerxebulobit, sulgrzelobita da sulshi wvdomis unarit, ramac misi adamianuri girebuleba aamagla Frumties tvalshi da shedegmac ar daayovna. Ase rom, namdvilad gvigirs msgavsi unaris ganvitareba adamianebs — ra ostaturad gardasaxa nakli girsebad!

  3. მარიკა:

    RA TQMQ UNDA ISEVE ROGORC YVELAFERI, QORWINEBAC CASHI WYDEBA. AR AQVS MNISHVNELOBA, ES QORCINEBA RA GRDZNOBAZEA DAFUDZNEBULI.
    ISEVE, ROGORC YVELA SAQMESHI, QORCINEBIS WARMATEBASA TU CARUMATEBLOBASHI ADAMIANIS ROLICAA.RAGA BEVRI VILAPARAKO, TU GMERTS SARFIANAD GAURIGDI, SHENI NAMDVILI GRDZNOBA DAFASDEBA. 

    • admin:

      იცოცხლეთ მარიკა! რა თქმა უნდა საბოლოოდ ყველაფერი ზეცაში წყდება, თუმცა ჯერ ჩვენ ვაკეთებთ არჩევანს 🙂

      გმადლობთ, რომ ყოველთვის პოულობთ დროს ჩემი პოსტების გასაცნობად და მათზე კომენტარების დასატოვებლად 🙂 

  4. ქეთი:

    შეხედე ერთი ამ მენდელსონის ბაბუას რა მიზანდასახული ადამიანი ყოფილა, ეტობა კუზითაც ტვინს დაატარებდა, აბა ამის მოფიქრება არ გინდა??? მაგარი ავანტურა კი დაატრიალა, თანაც უზენაესიც გარია ამ ამბავში…  🙂  
    ზეცაში ჩვენი ბედი კი წყდება, მაგრამ მოქმედება მიწაზე ხდება და ბევრ რამესაც განაპირობებს. ყველაზე მეტად ურთიერთობაში დაშვებული შეცდომები გვაზარალებს ხოლმე. ამ შეცდომებში ჩვენს გარდა ზეციდან  მიწაზე გადმოსროლილ  ეშმაკებსაც მიუძღვით ბრალი…
    ხვიჩა,  ძალიან გამიგრძელდა , მაგრამ მეტად აქტუალური თემა შემოგვთავაზე…  
    მე რომ დავიბადე მგონი ზეცაში შვებულების სეზონი იყო და გამოვრჩით…  🙂  ამიტომ თავის შეხსენება მომიწევს… 🙂 
    იმედს ვიტოვებ, რომ ეს პოსტი ,,ისე» არ დაწერილა და მალე შენი მხრიდან სიახლესაც გავიგებთ…  უფალმა მისმინოს….  🙂

    • admin:

      იცოცხლე ქეთი და უღრმესი მადლობა!

      ისე დღეს გქონდა კარგი შესაძლებლობა ზეცისთვის ხმის მიწვდენისა და  თავის შეხსენებისა, ახლოს იყავი ძალიან… 🙂

  5. ელენე:

    «ბედი ისეთი რამაა, ვერ გაექცევა ვერავი, მის ხელში დიდიც პატარაც ,თოჯინები ვართ ყველანი…»  ასე რომ მეც მჯერა რო ადამიანთა შეუღლების ბედი ზეცაში წყდება… მენდელსონს ფიზიკური ნაკლი ქომდა მაგრამ ღმერთმა დიდი სულიერებით დააჯილდოვა,იმ გამოთქმისა არ იყოს: «სული ეძიე ადამიანში, ხორცი ბაზარშიც კი იყიდება» ძალიან საინტერესო ისტორიაა, მაგრამ მინდა ავღნიშნო რო მსგავსი ისტორიების ნამდვილობის ნაკლებობას ნამდვილად განვიცდით….:D

    • admin:

      გმადლობ ელენე, რომ ყოველთვის პოულობ დროს გამოეხმაურო ჩემს პოსტებს 🙂

      რაც შეეხება მსგავსი ისტორიების ნაკლებობას, რასაც ვირწმუნებთ და ჩვენს აზროვნებას რის სიხშირეზეც «მოვმართავთ», იმისი შესაბამისი მოვლენები და ფაქტები იქნება ჭარბად ჩვენს გარშემო 🙂

  6. ქეთევანი:

    დიახ ხვიჩა, ზეციდან ღვთის კურთხევაა უპირველესი, თუმცა ძალდატანებით ქორწინება რა თქმა უნდა არ ხდება და ქალ-ვაჟის ნება უმთავრესია, თუ ამ ორი უზენაესი ნების თანხვედრაა, მაშინ ფერი ფერსაო მადლი ღმერთსაო, თუმცა სხვა სამწუხარო შემთხვევებიც მრავლადაა, რას გაუგებ ამ ოდითგანვე მწარ-ტკბილ ურთიერთობებს…ისე ყოჩაღ ბაბუა მენდელსონს:))საერთოდ ადამიანს რაიმე ნაკლი უფრო აძლიერებს და ცდილობს სხვა ნიჭებით და შრომით გადაფაროს ეს თავისი ნაკლოვანება, აღწევს მიზანს…თითქოს ის უფრო ხარბად მიიწევს მიზნისკენ…შექების ღირსია სატრფოს საქციელიც, მან გაითავისა მენდელსონის მდგომარეობა…ისევ და ისევ ყოჩაღ მენდელსონს, სულიერადაც შეუსწავლია გულის სატრფო:))) 

    • admin:

      დიახ, ქეთევან, მეც მენდელსონის მიზანდასახულობამ მომიყვანა აღტაცებაში, დარწმუნებული ვარ, ამ «სვლას» რომ არ ემოქმედა, ის კიდევ მოიფიქრებდა რამეს და თავისას მაინც მიაღწევდა 🙂

      გმადლობთ, რომ კვლავ ჩვენთან ხართ 🙂 

  7. მზია დოლიძე:

    რა მოხერხებული ყოფილა მენდელსონი:))მოვალეც კი გაიხადა ქალი,თითქოს კუზი ააცილა:))აი სად გამოადგა მას რწმენა,სულაც არ შეაშინა თავისმა ფიზიკურმა ნაკლმა და თავის მიზანს მიაღწია:)

    • admin:

      გეთანხმებით მზია, სწორედ ამაშია წარმატების ერთ–ერთი საიდუმლო, როცა შეგიძლია ნაკლი ღირსებად აქციო 🙂

      უღრმესი მადლობა! 🙂
       

  8. მანანა:

    daqorwineba bediao, Sin  шовуad beds elodoo — naTqvamia, magram beds mixmarebac,  xelis ganZrevac ( ra Tqma unda tvinisac )sWirdeba , rogorc es babuam gaakeTa. 🙂
    ise, isicaa naTqvami  ЖЭ visacvin uyvars, misi lamazic is ariso.
    es igavi Senc xom kargad waikiTxe xvicha? 😉 

    • admin:

      წავიკითხე მანანა, მაგრამ ეს საკმაოდ ცნობილი ამბავია და ჩემი კუზის გასანეიტრალებლად არ გამომადგება 🙂

      გმადლობ, რომ უკვე ჩემი მუდმივი მკითხველი ხარ 🙂

  9. მამუკა:

    მე მინდა რეალობიდან მოგიყვეთ მსგავსი ისტორია,რომელიც ჩემი სტუდენტობისას მოხდა თბილისში.ერთერთ წვეულებაზე ერთ ბიჭს მოეწონა გოგონა,რომელიც მართლაც უმშვენიერესი იყო,ბიჭი კი ავარიის შედეგად კოჭლობდა.როდესაც ამ გოგონას უთხრეს რომ ბიჭსი მისი გაცნობა უნდოდა,ცხვირი აიბზუა-მაგ კოჭლს თავს როგორ გავუყადებო.ბიჭმა წყენა არ შეიმჩნია და ეს პასუხი გულში ჩაითხრო.წვეულება გაგრძელდა.როდესაც ცოტა სეზარხოშდნენ ბიჭი მივიდა პიანინოსთან და დაუკრა,მთელი საღამო მისი ბენეფისი გახდა იმდენად კარგად უკრავდა და მღეროდა,შემდეგ უკვე გოგონა იხვეწებოდა გამაცანითო.ისინი შეუღლდნენ და ბედნიერი ოჯახი შექმნეს.ასეც ხდება.ჭეშმარიტებაა,რომ შეუცნობადია უფლის ნება…

    • admin:

      გმადლობ მამუკა! საინტერესო და ძალზე შთამბეჭდავი ისტორიაა…

      პირადად ჩემთვის უფრო ლოგიკური იქნებოდა ან იმ გოგოს ეთქვა უარი უფრო დელიკატურად, ან ასეთი «ცხვირის აბზუების» მერე უკვე ბიჭს რომ ეთქვა უარი 🙂 თუმცა შორიდან ადვილი სათქმელია, ვინ იცის სინამდვილეში მეც როგორ მოვიქცეოდი 🙂

  10. ამასწინათ სადღაც წავიკითხე, როცა პრობლემა მაქვს ვფიქრობ იმაზე, ჩემს სასიკეთოდ როგორ ავამუშავოოოო….  ძალიან ძლიერი და მაგარი  უნდა იყო ეს რომ გააკეთო… და თუ გააკეთე ე.ი დაიმსახურე და ზეცაშიც მაგიტომ გადაწყდა…. თქვენ რას იტყვით?! 
     

    • admin:

      ალბათ ბოდო შეფერის სიტყვებს გულისხმობთ:)

      სრულიად გეთანხმებთ, მენდელსონმა დაიმსახურა… ანუ ფაქტიურად თვითონ შექმნა თავისი ბედი 🙂
       
      გმადლობთ ნარმა! 🙂 

      • ეკა :):

        შეძახილმა ხე გაახმოო 🙂  (კარგი გაგებით), ფაქტიურად ქალი დააჯერა, რომ მის ნაკლს თვითონ «დაათრევდა»…
        სიყვარულს რომ თავი დავანებოთ, სულ მცირე მადლიერების შეგრძნება დააუფლა  თავის მომავალ მეუღლეს.
        ამ კონკრეტულს  შევეშვათ და ერთი რამ ცხადია: ადამიანმა თუ სასიამოვნოდ დაგაინტერესა,  ჩათვალე რომ გაგიმართლა და მხოლოდ მის დადებით შტრიხებზე უნდა გაამახვილო ყურადღება. დანაკლის სხვა რამითაც შეივსებ.
        დამიჯერეთ სრულყოფილება სასინლად მოსაბეზრებელია და ისტორია არა აქვს… 

  11. დონარი:

    ბედის გადაწყვეტას და ისეთ შეუცნობელ ამბებს რაც ხდება ჩვენს ცხოვრებაში ყველაფერს ღმერთს და ბედს მიანდობენ, ფაქტიურად გამოდის რომ ადამიანი ადვილად და კომფორტულდ იხსნის პასუხისმგებლობას და ზეცას და უფალს აკისრებს, ბედობასაც და უბედობასაც, (ეს ჩემი სუბიექტურია აზრია, არავის ვახვევთავს :)) დაბალი თვითშეფასება და საკუთარი თავისადმი არასწორი დამოკიდებულება იწვევს ამ ყველაფერს, საკუთარი აზროვნების არ შეცნობა…. ამ კონკრეტული მონათხრობიდან ჩანს რომ მამაკაცმა იცოდა თავისი შესაძლებლობები და ამაში ეჭვიც არ ეპარებოდა და თუ ამ მოთხრობის შინაარს განვაზოგადებთ ცხოვრებისაგანაც წარმატება ამ ტექნიკით მიიღწევა, როდესაც «არა» თქმა არ არსებობს და ყველაფრის მიღება შეგიძლია მიუხედავად ე.წ. «კუზისა».
    იცით დედაჩემი სულ იმას ჩამჩიჩინებდა «ქალს ყურით უყვარსო», და მე ეს არ მომწონდა თუმცაღა ეს სრული ჭეშმარიტება იყო რაც მას ჩემთვის არაერთხელ უთქვამს…. ქალს როგორც დაანახვებ შენს თავს ისე უყვარხარ თუნდაც არცერთი კიდური არ გქონდეს ან კიდევ უფრო დიდი უბედურება გჭირდეს…

  12. ბედს ვერავინ გაექცევა რა თქმა უნდა , მაგრამ აბსოლიტური ჭეშმარიტებაა, როდესაც ადამიანს სული სუფთა აქვს, მაშინ ყოველგვარი ფიზიკური ნაკლი ქრება, ხოლო რაც უნდ ლამაზი იყოს ადამიანი თუ მდაბიოა და სულით ავხორცი, ვერავინ შეიყვარებს.საკმარისია გავიხსენოთ ნინო ჭავჭავაძისა და გრიბოედოვის სიყვარულის ისტორია და მივხვდებით რომ მხოლოდ ფიზიკურობა საკმარისი არ არის.

დატოვეთ კომენტარი